ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 05 მაი 2010, 00:22

anano
ახალგაზრდა თაობაში თითქმის უკვე აღარავინაა მოუქრისტიანებელი,
ათასში ერთი თუ იქნება ახალგაზრდა. გაგიკვირდებათ და ისიც არა აჭარაში, არამედ მის გარეთ მცხოვრებლებში.
ჩოხატაურში, ბახმაროსკენ რამდენიმე სოფელია აწარული - ნაბეღლავის ზევით ეგენი ცხოვრობენ. ერთხელ რამადანი თუ რა ჰქვია მუსულმანურ მარხვას, მაგ დროს იქაური ახალგაზრდა ბიჭები მეზობელ სოფელში ახლობელთან მოხვდნენ სტუმრად და ისე შეუბერეს ღვინოს, თქვენი მოწონებული. :D მასპინძელმა უთხრა, თქვენთვის ახლა ხომ არ შეიძლება დალევაო და ეგ იქ არ შეიძლება - სოფელში, უფროსებმა არ დაგვინახონ, თორემ სოფლის გარეთ შეიძლებაო. :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Archil » 05 მაი 2010, 08:09

აჭარაში კი არადა ბაქოში რომ ჩავედი, იქაური მეგობრები კაი წითელი ღვინით დამშვენებული სუფრით გამიმასპინძლდნენ.

რამადანი ყირგიზის მახსოვს ერთის. მაგის გამო ლამისაა მეც მშივრად დატოვებას მიპირებდნენ და იქ გავატრაკე თუ გავატრაკე - ეგაა ცოდო, არ უნდა და არ ჭამს, თუ მე - მშია და მაგასაც რომ არ მოუნდეს არ ვჭამოთო რომ მეუბნებითო... მარხვას არ ვინახავ და რამადანს შევინახავდი ?! :lol: :lol: :lol:

რომ დავნაყრდი, ისევ კეთილი გავხდი მერე.. მიხვდნენ რომ სჯობია მე მაძღარი ვიყო, ვიდრე მშიერი.

აჭარლების რამადანი კი არ გამიგია მე...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 05 მაი 2010, 10:27

guruli

არა - საქართველოზე იყო (რამდენადაც მე ვიცი), მაგრამ როცა შენს მხარეს ისტორიული სამართლიანობაა, ეს კოზირი რატომ უნდა გაანიავო?
ნუ მე ასე ვიცოდი

რაც შეეხება ისტორიულ სამართლიანობას, საერთაშორისო დონეზე ძლიერია ყოველთვის მართალი, ასე რომ ხშირად მოგვიწევს თურქეთისთვის მოფერება.

რაც შეეხება ქრისტიანობა არა ქრისტიანობას აქ ეს არაა მთავარი, მთავარი მეორე მოტივია თურქეთის Dრესაც არსებული ინტერესები აჭარასთან მიმართებაში !

მეჩესთების აშენებით და კიდევ სხვა მოქმედებებით ის ამის ხაზგასმას აკეთეებს თორე სხვა არაფერი :)
საქართველოსთვის!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 05 მაი 2010, 11:28

Archil
იქ გავატრაკე თუ გავატრაკე - ეგაა ცოდო, არ უნდა და არ ჭამს, თუ მე - მშია და მაგასაც რომ არ მოუნდეს არ ვჭამოთო რომ მეუბნებითო... მარხვას არ ვინახავ და რამადანს შევინახავდი ?!
:D :D :D :D
აჭარლების რამადანი კი არ გამიგია მე...
რას ამბობ, კაცო - ძველები რამადანს ინახავენ კი არა, თავს მოგაჭრიან, მაგ თემაზე რომ ეკამათო. :D
ჩვენსკენ აჭარელი რძალ-სიძეები საკმაოდაა და რამდენჯერმე იქაურ მოყვრებში ისეტებიც ყოფილან, სალოცავი ნოხი რომ თან დააქვთ. ჰოდა, რომ მოუწევდათ ლოცვის დრო, გაშლიდნენ ოთახში და ლოცულობდნენ პირქვედამხობილი, ოღონდ მხოლოდ მოხუცები.
burdiani
ნუ მე ასე ვიცოდი
მე დანამდვილებით ვიცი, რომ ახალციხის მეჩეთზეც იყო ლაპარაკი.
საერთაშორისო დონეზე ძლიერია ყოველთვის მართალი, ასე რომ ხშირად მოგვიწევს თურქეთისთვის მოფერება.
ეგ გასაგებია, მაგრამ ღირსევბა არ უნდა დაკარგო არც ერთ დონეზე. უღირსს ყველაფერს გაუბედავენ და ყველაფერს აკადრებენ. აქ არ მინდა ყველაფრის დაწერა - არაა პოლიტიკური ფორუმი, თორემ უმაღლესი რანგის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩუმად რომ გაიპარება ბოდრუმში დასასვენებლად, ეს ხომ კერძო პირი არაა და მისი ჩასვლა აუცილებლად იქნება შეთანხმებული იქაურ სპეცსამსახურებთან. ჰოდა, როცა ამას ეხვეწები, ოღონდ ახლა ჩუმად შემოვიპარები, ჩემებმა არ გამიგონო, მასეთ არასერიოზულ მიდგომებზე თურქები სერიოზულად არც დაგელაპარაკებიან. კიდევ ვიმეორებ - როცა საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა, თურქებიც დაგვყვნენ. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ჟურნალისტი ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს პროცესების გამჭირვალობა, რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის (ამ პრობლემას სპორტში ლამის ყოველ დღე ვაწყდები). სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი ჩუმად, ზურგს უკან, დახურული კარის მიღმა უნდა აკეთონ - ასეთია "გურჯულ-გრუზინული" მენტალიტეტი, დემოკრატიული ღირებულებებისგან ძალიან დაშორებული.
მთავარი მეორე მოტივია თურქეთის Dრესაც არსებული ინტერესები აჭარასთან მიმართებაში !

მეჩესთების აშენებით და კიდევ სხვა მოქმედებებით ის ამის ხაზგასმას აკეთეებს
საქმეც ეგაა და ჩვენ ხელს მაინც ნუ შევუწყობთ მუსულმანი ქართველების ინტერესების დაცვის საბაბით - მათ არავინ უშლის თავის აღმსარებლობას.
და თურქები მარტო მეჩეტებით არ ინტერესდებიან - რამდენი ბავშვი მიჰყავთ სასწავლებლად თავიანთ რელიგიურ ცენტრებში? როგორ ფიქრობთ, რისთვის ამზადებენ მათ?

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 05 მაი 2010, 11:37

guruli wrote: burdiani

თურქეთი ამ წუთისთვის მზარდი და ძალიან ამბიციური პოლიტიკური ფიგურააა რეგიონში, ამიტომ გარკვეული ხნის შემდგე შეიძლება მისგანაც ისეთივე საფრთხე წამოვიდეს როგორც რუსეთისგან ისტორია ამას კარგად გვასწავლის (სხვა საქმეა ჩვენ რას ვსწავლობთ). ისიც კარგად ვიცით რომ დანდობაც არ იციან, ისიც ვიცით რომ ფხაზეთში ჩუმჩუმად დაძვრებიან და კიდევ ათასი რამ. ამიტომ ვიდრე რამეს გავაკეთებთ კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუნდაც ახალციხის მეჩეთის აღდგენა იგივეზე მიუთითესბ რომ სამცხეც და აჭარაც ისევ მისი გავლენის სფეროებადააა მოაზრებული და აი ეს მართლა არ მომწონს, მე არ მინდა რომ ერთი შეხედვით უწყინარ ამბავს კიდევ რაღაცეეები გადავაყოლოთ ან ახალი დაპირისპირების კერა შევქმნათ. ვიდრე გავჭრით კარგად უნდა გავზომოთ!
საქართველოსთვის!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 05 მაი 2010, 12:27

burdiani
ახალციხის მეჩეთის აღდგენა იგივეზე მიუთითესბ რომ სამცხეც და აჭარაც ისევ მისი გავლენის სფეროებადააა მოაზრებული და აი ეს მართლა არ მომწონს, მე არ მინდა რომ ერთი შეხედვით უწყინარ ამბავს კიდევ რაღაცეეები გადავაყოლოთ ან ახალი დაპირისპირების კერა შევქმნათ. ვიდრე გავჭრით კარგად უნდა გავზომოთ!
ჰოდა, მაგიტომაც ვერ ვამტყუნებ პატრიარქს, ის ვაჭრობა რომ ჩაშალა. ერთი სეხედვით, ამით ცუდი საქმე გაკეთდა - თუნდაც იგივე ხანძთის გუმბათიო რომ ავიღოთ, მაგრამ პატრიარქი ჭკვიანი პიროვნებაა და ეტყობა, ბევრად მეტი დსაფრთხე დაინახა ამ გარიგებაში, ვიდრე ამ "დედალ-მამალ ძროხებზე" მოლაპარაკე უსაქმური და უცოდინარი თინეიჯერების ჯგრომ.

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by miqgio » 19 მაი 2010, 17:48

მოგესალმებით ყველას

როგორც ვხედავ ოშკის ტაძართანაც გადაგიღიათ სურათები

მე ვმუშაობ ოშკის რესტავრაციის პროექტზე და თუ ოშკის ფოტოებს გამომიგზავნით მაღალ ხარისხში მადლობელი დაგრჩებით

ვისაც დახმარების სურვილი გექნებათ პრივატში მომწერეთ, ელექტრო ფოსტას (email)-ს მოგცემთ და იქ გამომიგზავნეთ საავტორო უფლებები დაცული იქნება

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის :D

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Nephros » 21 ივლ 2010, 09:35

მახსოვს, აქ გვქონდა ამ თემაზე საუბარი. აი, კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია:

იმიერსაქართველოს "ქილისები"

20.07.2010
ავტორი მაია იველაშვილი

მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯები ქილისის, ანუ ეკლესიის, აშენებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეკლესიის აშენება ისეთ სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელია. ისინი წინაპრების სარწმუნოებასა და თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ მამაპაპისეული მრწამსის გამო ქრისტიანული სალოცავები მათ ტერიტორიაზეც უნდა ფუნქციონირებდეს.

"მე ერთი რამ ვერ გავიგე, უნდა ვთქვა, იუსუფელში სამი სოფელია ქართული – ბალხი, ხევაი და ქობაი; აქ ქილისა (ეკლესია) არ არის, პარხალში და დოლში (დოლისყანა) ქილისა არის, აქ არ არის. რაზე არ არის? იქ ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, აქ კი ვართ და მე ეს ვერ გავიგე", - კითხულობს ჰილალ ჰათიჯე (გუნდარიძე).

"ჩვენ მუსლიმანები ვართ და იმისთვინ ქილისა არ არის, გეიგე?" - პასუხობს მუჰამედ ბათმაზი, იგივე კლდიაშვილი.
"მუსულმან იყავ და ქილისა იყვეს კიდევა. ქუფეები გაუყიდია და დილაზიკები გოუყიდია და ჩვენი რუ გოუკეთებია თამარას."

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის - ოშკის, ხანძთისა და იშხნის - რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთმა მოითხოვა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამესა და ახალციხეში არსებული მეჩეთის აღდგენა. რესტავრატორ რამაზ კორშიას მიაჩნია, რომ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების აღსადგენად თბილისს საუკეთესო შანსი ეძლევა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს უძველესი ისტორიის ნაწილი განადგურების პირასაა:

"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანძთაა. შარშანწინ ჩამოიქცა გუმბათი, დიდთოვლიანობა იყო და თუ ეს დროზე არ გამაგრდება, ზედა ნაწილი შეიძლება სულ ჩამოიშალოს. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია."
[...]
ისევე როგორც აჭარაში, მეჩეთი სამცხე-ჯავახეთშიც ბევრია. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოთხოვნილი სალოცავების ნაცვლად სხვა კულტურული ძეგლების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თურქეთის მხარეს კონკრეტული მოთხოვნა აქვს. ექსპერტი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ თურქეთის მიერ ამ საკითხით სპეკულირება სწორი არ არის. ექსპერტი ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს ქართული საზოგადოების ინტერესების დასაცავად.

"აქ საუბარი რომ იყოს არსებული ძეგლების რესტავრაციაზე, კიდევ შეიძლება ეფიქრა ადამიანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ აშენდეს ბათუმში ის მეჩეთი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია არ არსებობს; თან აშენდეს იმ ადგილას, სადაც მჭიდროდ სახლობს მოსახლეობა და ეს არა მარტო კულტურულ, ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას წარმოშობს. ტაო-კლარჯეთი, ერთ დროს რომ საქართველოს ნაწილი იყო, და იქ ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომლებიც დღეს მეზობელი ქვეყნების იურისდიქციაშია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმათი მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ჩვენ სხვა გარიგებას მოგვაწერინონ ხელი", ამბობს ქუცნაშვილი.

ახალციხელების აზრი საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშანია, ნაწილს კი თურქეთის მოთხოვნა უსამართლოდ მიაჩნია.
[...]

იხ. სრულად
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 21 ივლ 2010, 10:18

Nephros
მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯები ქილისის, ანუ ეკლესიის, აშენებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეკლესიის აშენება ისეთ სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელია. ისინი წინაპრების სარწმუნოებასა და თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ მამაპაპისეული მრწამსის გამო ქრისტიანული სალოცავები მათ ტერიტორიაზეც უნდა ფუნქციონირებდეს.
დამბურძგლა... :cry: :cry: :cry:
დაიწყო, დაიწყო ის, რაც ბევრჯერ დამიწერია - თვითგამორკვევის პროცესი. ეს არ მოხდება იოლად და ბევრი წინააღმდეგობაც შეხვდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში გაძლიერდება, თუ აქედანაც ექნებათ მხარდაჭერა დიპლომატიურად ანუ არაპირდაპირ. მთავარია, ამ საკითხის ზედმეტად პოლიტიზირება არ მოხდეს, თუმცა პოლიტიკური ყველა ვარიანტში იქნება. მთავარია, სწორ კალაპოტში მოვაქციოთ და ზედმეტად ნურც თურქეთს გავაღიზიანებთ. ჩვენ რომ შემდგარი სახელმწიფო გვქონდეს, მაშინ ეს ბევრად იოლი იქნებოდა... :cry: მაქაურ ქართველებში ქრისტიანობისკენ სწრაფვა იმაზე მეტია, ვიდრე - წარმოგვიდგენია. პირადად ვიცნობ რამდენიმე ახალგაზრდას, ქრისტიანულად რომ მოინათლნენ, ოღონდ იქ ამას ოჯახებშიც კი არ ამხელენ.
კითხულობს ჰილალ ჰათიჯე (გუნდარიძე).
ჯიგარი ქართველი :!: :!: :!: გენაცვალე :!: :!: :!:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ივლ 2010, 05:36

ადრე თუ გვიან ტა-კლარჯეთის ზოგი1 ქართული ძეგლი აუცილებლად აღდგება.

guruli wrote:Nephros
მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯები ქილისის, ანუ ეკლესიის, აშენებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეკლესიის აშენება ისეთ სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელია. ისინი წინაპრების სარწმუნოებასა და თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ მამაპაპისეული მრწამსის გამო ქრისტიანული სალოცავები მათ ტერიტორიაზეც უნდა ფუნქციონირებდეს.
დამბურძგლა... :cry: :cry: :cry:
დაიწყო, დაიწყო ის, რაც ბევრჯერ დამიწერია - თვითგამორკვევის პროცესი. ეს არ მოხდება იოლად და ბევრი წინააღმდეგობაც შეხვდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში გაძლიერდება, თუ აქედანაც ექნებათ მხარდაჭერა დიპლომატიურად ანუ არაპირდაპირ. მთავარია, ამ საკითხის ზედმეტად პოლიტიზირება არ მოხდეს, თუმცა პოლიტიკური ყველა ვარიანტში იქნება. მთავარია, სწორ კალაპოტში მოვაქციოთ და ზედმეტად ნურც თურქეთს გავაღიზიანებთ. ჩვენ რომ შემდგარი სახელმწიფო გვქონდეს, მაშინ ეს ბევრად იოლი იქნებოდა... :cry: მაქაურ ქართველებში ქრისტიანობისკენ სწრაფვა იმაზე მეტია, ვიდრე - წარმოგვიდგენია. პირადად ვიცნობ რამდენიმე ახალგაზრდას, ქრისტიანულად რომ მოინათლნენ, ოღონდ იქ ამას ოჯახებშიც კი არ ამხელენ.
კითხულობს ჰილალ ჰათიჯე (გუნდარიძე).
ჯიგარი ქართველი :!: :!: :!: გენაცვალე :!: :!: :!:
მართებულად მიმაჩნია შენი აზრი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]