
შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის, ეს უბრალოდ უნდა განიცადოს თითოეულმა ჩვენგანმა.
და მაინც ძალიან მწყდება გული რომ ვერ დავრჩი ორშაბათამდე

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
ვაახ - კარგია.NINUCA wrote:ახლა კი უკვე ალვანში არიან
მშვიდობა თქვენს დაბრუნებას...khrukhuna wrote:ჩამოვედით მშვიდობით
რა გითხრათ აბა? "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..."
ვინ გაგვიზიარებს ჯერ მაგ შთაბეჭდილებებს.მგონი, სრულიად :კარავი: ელის თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას
khrukhuna wrote:ჩამოვედით მშვიდობით
რა გითხრათ აბა? "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..."
გეიხარეთ და აშენდით ნამეტნავად. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ თუშეთსი თქვენთან ერთად ვერ წამოვედი.მაგრამ მანამდე 1-2 დღით ამოვისუნთქავთ, მთის კამკამა ჰაერს შეჩვეულ ფილტვებს თბილისის ჩახუთულ ჰაერს შევაგუებთ, დათოვლილ მთებს, ლაჟვარდოვან ორეთს, ამაყ კესელოებს, ყვავილების ფერად ხალიჩას შეჩვეულ მზერას ოფისების კომპიუტერის ეკრანზე გადმოვანაცვლებთ და მცირე ადაპტაციის მერე მოგითხრობთ ნანახსა და განცდილზე
აი, სწორედ ეგ გრძნობა წამომყვა თუშეთიდან პირველი წამოსვლისას - რომ თითქოს ახლობლებს ვემშვიდობებოდი იქ. იმედია, ახლა უკვე კარგად მიხვდებით, რატომ შემიყვარდა ეგ მხარე ასე ძალიან, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მე თქვენზე მეტს ვპოულობ თუშებში, რადგან სტუმრდ ავდივარ და არა ტურისტად. საბუეს გურო გუთანაიძესთან სამჯერ ვარ ნამყოფი და 5 ცხვარი ჰყავს ჩემთვის სდაკლული - მოდი და ნუ დააფასებ ასეთ მასპინძელს.თუშეთში მესამედ ვიმოგზაურე წელს და ამ მხარისადმი დიდი სიყვარული მაინც არ მინელდება, ყოველ ჩასვლაზე რაღაც განსაკუთრებულს ვნახულობ და აღმოვაჩენ ხოლმე. ბრწყინვალე ხალხი შევიკრიბეთ, სტუმრებიც და მასპინძლებიც, იმდენად შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ოჯახის წევრებთან რომ გაგიჭირდება განშორება, რაღაც იმდაგვარი გრძნობა გვეუფლებოდა დამშვიდობებისას