15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

lilika
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ოქტ 2009, 18:43
Location: saqarTvelo
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by lilika » 19 ივლ 2010, 18:28

ეეჰჰჰჰ ჩემი სული და გული მანდ დარჩა. :(
შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის, ეს უბრალოდ უნდა განიცადოს თითოეულმა ჩვენგანმა.
და მაინც ძალიან მწყდება გული რომ ვერ დავრჩი ორშაბათამდე :(
Zala erTobashia

lilika
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ოქტ 2009, 18:43
Location: saqarTvelo
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by lilika » 19 ივლ 2010, 18:31

და კიდევ მადლობა ყველას ვინც ეს ულამაზესი დღეები მაჩუქა, ორგანიზატორებს, თუშელებს და მთლიანად თუშეთს მრომელიც უკვე ძალიაააან მენატრება
Zala erTobashia

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 19 ივლ 2010, 19:59

დღეს ჩვენს მეგობრებს ძალიან დიდებული დღე ჰქონიათ, მისი უწმინდესობა - პატრიარქი ყოფილა სტუმრად თუშეთში და წირვასაც დასწრებიან. უდიდესი მადლი მიიღეს და ახლა დალოცვილები და უდიდესი შთაბეჭდილებებით დედაქალაქისაკენ მოემართებიან. ახლახანს მომწერა გოგამ (falcon), უღელტეხილს გადმოვცდით და უკვე ტელეფონებიც იჭერსო :D

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 19 ივლ 2010, 21:49

ახლა კი უკვე ალვანში არიან :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 19 ივლ 2010, 23:55

NINUCA wrote:ახლა კი უკვე ალვანში არიან :D
ვაახ - კარგია.
მე ვერ ვურეკავ ვერავის - ”კოტეტბელნიუსიც” გათიშულია და ”მთაშენკაინფოც”. :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Naia » 20 ივლ 2010, 00:08

1 საათის წინ მომწერა მთაშენკამ თელავში ვართო.

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by khrukhuna » 20 ივლ 2010, 00:50

ჩამოვედით მშვიდობით
რა გითხრათ აბა? "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..."

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივლ 2010, 00:58

khrukhuna wrote:ჩამოვედით მშვიდობით
რა გითხრათ აბა? "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..."
მშვიდობა თქვენს დაბრუნებას... :D :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივლ 2010, 03:39

ხალხი დაბრუნებულა ჩემი საყვარელი თუშეთიდან.
სიკეთე თქვენს ჩამოთბილისებას.
მგონი, სრულიად :კარავი: ელის თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 20 ივლ 2010, 09:42

კეთილი იყოს თქვენი დაბუნება :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივლ 2010, 09:43

GAMARJOBA SAKARTVELO
მგონი, სრულიად :კარავი: ელის თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას
ვინ გაგვიზიარებს ჯერ მაგ შთაბეჭდილებებს. :cry: :cry:

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by NINUCA » 20 ივლ 2010, 09:43

khrukhuna wrote:ჩამოვედით მშვიდობით
რა გითხრათ აბა? "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..."


დარწმუნებული ვარ ზღაპარში იყავით :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2010, 11:37

ყველას დიდი მადლობა ჩვენი მოკითხვისათვის, განსაკუთრებით გურულს, რომელიც თითქმის საათში ერთხელ გვირეკავდა, მაგრამ მთაშენკაინფოს ინფორმაციის მთავარი წყარრო- მობილური დაუჯდა და ვერ შეეხმიანა ამ მზრუნველ კარველებს. ამიტომ აქედან ვუხდი ყველას მადლობას, ნაიას, პაატას, თამუნა-გუდარეხს, ლამას და ყველას :*..

ახლა რაც შეეხება ჩვენს მოგზაურობას: მართლა ზღაპარში ვიყავით. თუშეთში მესამედ ვიმოგზაურე წელს და ამ მხარისადმი დიდი სიყვარული მაინც არ მინელდება, ყოველ ჩასვლაზე რაღაც განსაკუთრებულს ვნახულობ და აღმოვაჩენ ხოლმე. ბრწყინვალე ხალხი შევიკრიბეთ, სტუმრებიც და მასპინძლებიც, იმდენად შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ოჯახის წევრებთან რომ გაგიჭირდება განშორება, რაღაც იმდაგვარი გრძნობა გვეუფლებოდა დამშვიდობებისას (ხრუხუნ, ცრემლები აღარ დამანახო :D , ხომ გახსოვს ჩვენი პირობა? მალე ისევ თუშეთში ვართ :wink:).
ეს 5 დღე ხომ დაუვიწყარი იყო, ფალკონის არ იყოს, ყველა მომდევნო დღე რომ წინას სჯობდა, მაგრამ მერე ისე მხიიარულად ვიმგზავრეთ იქიდან უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე ცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით, ჩლიქებიან-შლაქსებიან-მინიბუსიანი ჭინკების თანხლებით, რომ ნინო (ადმინის და, რომელიც გვალვას ნაცვლად წამოვიდა თუშეთში) გვეუბნებოდა, ასე გიხარიათ აქედან წასვლაო? მაგრამ ჩვენ ის გვიხაროდა, რომ ამ დაუვიწყარი 5 დღის ლამაზი მოგონებები მოგვქონდა ამ ულამაზესი მხარიდან, ეს მოგონებები ხომ მომავალ გულის დათუშვამდე გაგვათბობს?! :D.

ჭინკების, შლაქსების, უღელტეხილზე შემხვედრი მინიბუსის და უამრავი ლამაზი წუთის და წამის შესახებ დეტალურად რეპორტაჟში მოგახსენებთ, თემას რომ გავხსნით მერე. მაგრამ მანამდე 1-2 დღით ამოვისუნთქავთ, მთის კამკამა ჰაერს შეჩვეულ ფილტვებს თბილისის ჩახუთულ ჰაერს შევაგუებთ, დათოვლილ მთებს, ლაჟვარდოვან ორეთს, ამაყ კესელოებს, ყვავილების ფერად ხალიჩას შეჩვეულ მზერას ოფისების კომპიუტერის ეკრანზე გადმოვანაცვლებთ და მცირე ადაპტაციის მერე მოგითხრობთ ნანახსა და განცდილზე :D
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივლ 2010, 23:17

Mta Mkvarebia
მაგრამ მანამდე 1-2 დღით ამოვისუნთქავთ, მთის კამკამა ჰაერს შეჩვეულ ფილტვებს თბილისის ჩახუთულ ჰაერს შევაგუებთ, დათოვლილ მთებს, ლაჟვარდოვან ორეთს, ამაყ კესელოებს, ყვავილების ფერად ხალიჩას შეჩვეულ მზერას ოფისების კომპიუტერის ეკრანზე გადმოვანაცვლებთ და მცირე ადაპტაციის მერე მოგითხრობთ ნანახსა და განცდილზე
გეიხარეთ და აშენდით ნამეტნავად. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ თუშეთსი თქვენთან ერთად ვერ წამოვედი. :cry:
თუშეთში მესამედ ვიმოგზაურე წელს და ამ მხარისადმი დიდი სიყვარული მაინც არ მინელდება, ყოველ ჩასვლაზე რაღაც განსაკუთრებულს ვნახულობ და აღმოვაჩენ ხოლმე. ბრწყინვალე ხალხი შევიკრიბეთ, სტუმრებიც და მასპინძლებიც, იმდენად შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ოჯახის წევრებთან რომ გაგიჭირდება განშორება, რაღაც იმდაგვარი გრძნობა გვეუფლებოდა დამშვიდობებისას
აი, სწორედ ეგ გრძნობა წამომყვა თუშეთიდან პირველი წამოსვლისას - რომ თითქოს ახლობლებს ვემშვიდობებოდი იქ. იმედია, ახლა უკვე კარგად მიხვდებით, რატომ შემიყვარდა ეგ მხარე ასე ძალიან, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მე თქვენზე მეტს ვპოულობ თუშებში, რადგან სტუმრდ ავდივარ და არა ტურისტად. საბუეს გურო გუთანაიძესთან სამჯერ ვარ ნამყოფი და 5 ცხვარი ჰყავს ჩემთვის სდაკლული - მოდი და ნუ დააფასებ ასეთ მასპინძელს. :D

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 21 ივლ 2010, 12:49

გობე,
შენ შემოგემზევე.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]