კეთილი იყოს შენი ფეხი კარავზე. ე მაგ შენს ძმაკაცს ყველაფერს ნუ დაუჯერებ, თორემ ხომ ხედავ, ეგერ რა ამბავი გამცნო ჩემზე, აქ კი პროვოკაციულად კითხულობს, კიდევ შორია თუშეთამდეო.რეზო ვარ, კოტეს მეგობარი.
პირადად გაცნობამდე - ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს.

kotetbeli
ოხ, ვინც არ გიცნობს, რა ხარ, რა ხარ...gomecari
თუშეთი შორსაა?

რატომ მოატყუე ეგ პატიოსანი კაცი?

ბჯოუუუ, 5-იანი როგორ და რის ხარჯზე შეიტანე, კარგად კი არ მახსოვს. არც თქვენი ლაშქრობის დაგეგმვას მეკითხება ვინმე - მაინც ვერ მოვშავდები და ვერა,

მაგრამ გომეწარში გადადის კი მანქანები?


gomecari - როგორც ვირტუალური ნაცნობი, ერთ რჩევას მოგცემ. ალბათ, კოტეც გეტყვის ამას, მაგრამ მაგან როგორი თქმაც იცის, კი ვნახეთ და მე მართალს გეტყვი. აქ სიაში რომ ერთი მოლაშქრეა - gvalva, ეგებ მაგისთვის ცალკე საჭურველმტვირთველი იშოვო, თორემ მაგას სასტუმროში ბარგის დატოვება და მერე თანამოლაშქრეების დაწიოკება უყვარს და არ გინდა შარი. ამ საიტის ადმინისტრატორია და კარავზე საშინელი "დედოვშინა" აქვს დამყარებული. ლაროვანზე რომ დამიბრიალა თვალები, ჩემი ზურგჩანთა რად არ წამოიღეო, იმის მერე დამჩემდა გულის ფრიალი მარცხენა პარკუჭის მარჯვენა ნახევრის ქვედა ნაწილში.

keto - სექტემბრის 20-საკ დაიტოვე ერთი 5-6 დღე მარაგში, მე მაშინ ვაპირებ თუშეთ არბენას და წამო. ბახმაროში ხომ ღრუბლებს ზემოთ გატარე, ე მანდაც ზღაპარშიდ წაგიყვან.
