15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 19 ივნ 2010, 22:46

gomecari
რეზო ვარ, კოტეს მეგობარი.
კეთილი იყოს შენი ფეხი კარავზე. ე მაგ შენს ძმაკაცს ყველაფერს ნუ დაუჯერებ, თორემ ხომ ხედავ, ეგერ რა ამბავი გამცნო ჩემზე, აქ კი პროვოკაციულად კითხულობს, კიდევ შორია თუშეთამდეო.
პირადად გაცნობამდე - ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. :wink:
kotetbeli
gomecari
თუშეთი შორსაა?
ოხ, ვინც არ გიცნობს, რა ხარ, რა ხარ... :D
რატომ მოატყუე ეგ პატიოსანი კაცი? :)
ბჯოუუუ, 5-იანი როგორ და რის ხარჯზე შეიტანე, კარგად კი არ მახსოვს. არც თქვენი ლაშქრობის დაგეგმვას მეკითხება ვინმე - მაინც ვერ მოვშავდები და ვერა, :cry: მარა რაღაი ერთ დღეს ამატებთ, ეგებ ისე ჰქნათ, ეგ დღე გომეწარში წახვიდეთ და წოვათაშიც გადაიყვანოთ ეს ხალხი - უმაგრესი იქნება.
მაგრამ გომეწარში გადადის კი მანქანები? :cry: :cry: ბეღელას დაბლა მეტაი მონაი გზაა და ვერღა დადიოდნენ ბოლოს.
gomecari - როგორც ვირტუალური ნაცნობი, ერთ რჩევას მოგცემ. ალბათ, კოტეც გეტყვის ამას, მაგრამ მაგან როგორი თქმაც იცის, კი ვნახეთ და მე მართალს გეტყვი. აქ სიაში რომ ერთი მოლაშქრეა - gvalva, ეგებ მაგისთვის ცალკე საჭურველმტვირთველი იშოვო, თორემ მაგას სასტუმროში ბარგის დატოვება და მერე თანამოლაშქრეების დაწიოკება უყვარს და არ გინდა შარი. ამ საიტის ადმინისტრატორია და კარავზე საშინელი "დედოვშინა" აქვს დამყარებული. ლაროვანზე რომ დამიბრიალა თვალები, ჩემი ზურგჩანთა რად არ წამოიღეო, იმის მერე დამჩემდა გულის ფრიალი მარცხენა პარკუჭის მარჯვენა ნახევრის ქვედა ნაწილში. :wink:
keto - სექტემბრის 20-საკ დაიტოვე ერთი 5-6 დღე მარაგში, მე მაშინ ვაპირებ თუშეთ არბენას და წამო. ბახმაროში ხომ ღრუბლებს ზემოთ გატარე, ე მანდაც ზღაპარშიდ წაგიყვან. :wink:
Last edited by guruli on 20 ივნ 2010, 00:10, edited 2 times in total.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by keto » 20 ივნ 2010, 00:04

guruli
:* :* კიი, აუცილებლად მოვიტოვებ!!! შარშან შემოდგომას წვიმებმა შეგვიშალა ხელი, წელს მაინც აუცილებლად უნდა წავიდეთ :) თან შემოდგომის თუშეთში :)
Keep Smiling...

User avatar
gomecari
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 16 ივნ 2010, 23:10
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by gomecari » 20 ივნ 2010, 00:04

რჩევისთვის მადლობა :)
რაც შეეხება გომეწრის გზას, წელს შიდა გზების გაწმენდის დაწყებას, გომეწრით აპირებენ და ვნახოთ..

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 20 ივნ 2010, 00:43

guruli

მე-5 დღე სწორედ გომეწრისთვის დაემატა... დოჭუს ნახვა შესაძლებელი იქნება და თუ ისე ქნეს, რომ ხეობის სიღრმემდე გაიყვანეს, სიღრმეშიც შევალთ :wink:


guruli wrote:gomecari
gomecari - როგორც ვირტუალური ნაცნობი, ერთ რჩევას მოგცემ. ალბათ, კოტეც გეტყვის ამას, მაგრამ მაგან როგორი თქმაც იცის, კი ვნახეთ და მე მართალს გეტყვი. აქ სიაში რომ ერთი მოლაშქრეა - gvalva, ეგებ მაგისთვის ცალკე საჭურველმტვირთველი იშოვო, თორემ მაგას სასტუმროში ბარგის დატოვება და მერე თანამოლაშქრეების დაწიოკება უყვარს და არ გინდა შარი. ამ საიტის ადმინისტრატორია და კარავზე საშინელი "დედოვშინა" აქვს დამყარებული. ლაროვანზე რომ დამიბრიალა თვალები, ჩემი ზურგჩანთა რად არ წამოიღეო, იმის მერე დამჩემდა გულის ფრიალი მარცხენა პარკუჭის მარჯვენა ნახევრის ქვედა ნაწილში. :wink:
:D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივნ 2010, 01:00

kotetbeli
guruli

მე-5 დღე სწორედ გომეწრისთვის დაემატა... დოჭუს ნახვა შესაძლებელი იქნება და თუ ისე ქნეს, რომ ხეობის სიღრმემდე გაიყვანეს, სიღრმეშიც შევალთ
მე წოვათის დამატება გითხარით - კოკლათიდან არც ისე შორსაა.
პ.ს. იცინე, იცინე - ერთი შენც დაგიბრიალოს თვალები ადმინმა, მერე ვნახოთ, როგორ იცინებ. :)
პ.ს.პ.ს -ჭორებს რად მივრცელებ? :evil:
პ.ს.პ.ს.პ.ს. ტელეფონი რად გაქვს გათიშული? :evil:

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by megzuri » 20 ივნ 2010, 01:04

guruli ახლა თუ ვერ ცავედი,ამ გასვლაზე,შემოდგომაზე აუცილებლად

გამიყოლე,თორემ დავრჩი თუშეთ- ოცნება უნახავი და არააა მაგ კაი

საქმე :roll: :oops: :?

[/b]
”სადაც არ უდნა იყო, რომელი გზაც არ უნდა

აირჩიო, ყველგან სრულფასოვნად უნდა მყოფობდე ”

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 20 ივნ 2010, 02:44

guruli wrote:kotetbeli
guruli

მე-5 დღე სწორედ გომეწრისთვის დაემატა... დოჭუს ნახვა შესაძლებელი იქნება და თუ ისე ქნეს, რომ ხეობის სიღრმემდე გაიყვანეს, სიღრმეშიც შევალთ
მე წოვათის დამატება გითხარით - კოკლათიდან არც ისე შორსაა.
ჯერ-ჯერობით რეალურია დოჭუს ნახვა, კოკლათამდე თუ გაიყვანეს გზა, მაშინ წოვათაც შეიძლება და საჯინჭვლეც... აბა, დაგბურძგლა? :D :wink:
წესით და რიგით, როგორც სერიოზულ საქმეს შეეფერება, ჯობია, მინიმალური ვთქვათ და ადგილზე თუ საშუალება მოგვეცემა, უფრო მეტი გავაკეთოთ... :wink:

პ.ს.პ.ს -ჭორებს რად მივრცელებ?
რომელ ჭორს გულისხმობ, - თუშეთი უყვარს-მეთქი? :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by Wanderer » 20 ივნ 2010, 08:51

ე მანდაც ზღაპარშიდ წაგიყვან.
ამ კაცს არ დაუჯეროთ! ასე აბამს ხოლმე ქალებს, მერე იტაცებს და ცოლად მოჰყავს. :D

მთაში ერთი 20 ცოლი ჰყავს უკვე გამომწყვდეული. :D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by kotetbeli » 20 ივნ 2010, 10:40

Wanderer wrote:
ე მანდაც ზღაპარშიდ წაგიყვან.
ამ კაცს არ დაუჯეროთ! ასე აბამს ხოლმე ქალებს, მერე იტაცებს და ცოლად მოჰყავს. :D

მთაში ერთი 20 ცოლი ჰყავს უკვე გამომწყვდეული. :D :D :D

ესე იგი მთელი კარავი კეშებს მალავს და ეგ კიდევ - საცოლეებს... :D
თან გურულის "კეში" ზაფხულში უფრო ადვილი საპოვნია - მიახლოებისთანავე ყოჩაღად იძახიან ხოლმე - აქა ვარ, აქა ვარო, მაგრამ თუ გამოზამთრებული და ხმაჩახლეჩილი, დაბეჩავებულია, მაშინაა ძნელი მისაგნები... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივნ 2010, 10:58

megzuri
guruli ახლა თუ ვერ ცავედი,ამ გასვლაზე,შემოდგომაზე აუცილებლად

გამიყოლე,თორემ დავრჩი თუშეთ- ოცნება უნახავი და არააა მაგ კაი

საქმე
წამო, წამო - ერთი მეგზური ჩვენც ხომ გვჭირდება. :D :D
თანაც მეგზური და არა გიდი ჰელოუ ჯორჯიას გასახარად. :)

Wanderer
ამ კაცს არ დაუჯეროთ! ასე აბამს ხოლმე ქალებს, მერე იტაცებს და ცოლად მოჰყავს.
ბიჭოს - არ გამხადა თანამედროვე ქართველი შაჰ-აბასი! :D
kotetbeli
ჯერ-ჯერობით რეალურია დოჭუს ნახვა, კოკლათამდე თუ გაიყვანეს გზა, მაშინ წოვათაც შეიძლება და საჯინჭვლეც... აბა, დაგბურძგლა?
დაგბურძგლავ მე შენ, სექტემბერშიც წამოდი თორემ. :) ან ხევსურეთში მაინც დამელაშქრე - რამდენი ხანია, ერთად არ გვილაშქრია, მუხლი და ბებერი ძვლები არ გაგვიშლია. :)
ისე, ხუმრობა იქით იყოს და აი, მე როგორც მინდა თუშეთში წასვლა ანუ რა მარშრუტზეც, იქ უნდა წამოხვიდე - არა სოფლებში, არამედ განაპირა მხარეებში, გადმოსახედებზე - ორეთის ტბიდან ვებუს ხევში გადასვლა, მერე ლეკების მხრიდან დიკლოს ძველი ნაციხარისკენ გასვლა, იქიდან საჯიხვე-წუმბერეხისკენ აყოლა (სანამ მესაზღვრეები მიგვიშვებენ ბაცი-ბუცის სასაზღვრო ქედის მისადგომებთან) და დიკლოს თავზე ახლა რომ ანძა დადგეს, იმაზე ასვლა. მერე იქიდან მაკრატელას ქედისკენ დაშვება და თუშეთის პარლამენტიდან დაწყებული, მაგ ქედის გავლა ნაყაიჩოს ჩათვლით, იქიდან კი წოვათის ან ალაზნის სათავეებისკენ დაშვება (ეს ორივე ერთად თუ გამოვა, gomecars ეცოდინება :wink: :wink:) და მაქედან ტბატანა-ბაწარას ან პანკისისკენ დაშვება. აი, წოვათიდან ბორბალოს გადავლით სადმე დაბლა დაშვებაც მაგარი იქნება (ოღონდ არა ხევსურეთისკენ ახვევა), მაგრამ ეგ ძაან ხანგრძლივი გამოვა, ისედაც დიდი მარშრუტია.
ესე იგი მთელი კარავი კეშებს მალავს და ეგ კიდევ - საცოლეებს...
თან გურულის "კეში" ზაფხულში უფრო ადვილი საპოვნია - მიახლოებისთანავე ყოჩაღად იძახიან ხოლმე - აქა ვარ, აქა ვარო, მაგრამ თუ გამოზამთრებული და ხმაჩახლეჩილი, დაბეჩავებულია, მაშინაა ძნელი მისაგნები...
:lol: :lol: :lol: როგორც ყოველთვის, ახლაც ფორმაში ხართ და შეუდარებლად ხუმრობთ, სერ! :D
ეჰ, სადაა თუშის ქალი და კაო ცხოვრება, თორემ თქვენც ხომ მასპინძელ გეყოლებოდით მთაში. :) არა არ - ნატალია როგორ არ დავტოვეთ იმ ზაფხულს, ჩემ თავს ვერ ვპატიობ. :D თქვენ მაინც დატოვეთ რომელიმე გოგო წლეულს, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ. :)
რომელ ჭორს გულისხმობ, - თუშეთი უყვარს-მეთქი?
იცი სენ, რომელსაც ვგულისხმობ. შენს მეტი არავინ ეტყდა იმას, სხვას არავის იცნობს ჯერ კარავზე. :wink:

User avatar
gomecari
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 16 ივნ 2010, 23:10
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by gomecari » 20 ივნ 2010, 16:28

GURULI

მარშრუტუის არჩევაში და გემოვნებაში დაგეთანხმები, (სოფლების მონახულება დიდად არ მხიბლავს, ალბათ თუში როვარ მაგიტო)
რაც შეეხება ნაყაიჩოს ცერს, იქიდან ან პირიქითში უნდა დაეშვა ან გომეწარში, იქით უკვე ვეღარ წავა კაცი (ჯიხვებს და ნიამორებს თუარ ჩავთვლით :wink: )
რახან პანკისიც ახსენე, გომეწრის გეზი ჯობია, რო ჯერ კოკლათაში უნდა ახვიდე მერე საჯინჭვლეში :arrow: ლანგისხვაფში :arrow: სვილოფსაჯიხვეზე. სვილოფიდან უკვე პანკისს გადმოხედავ თავზე და თუ წმინდა ამინდია თბილისსაც დალანდავ :wink: (ხუმრობა არ გეგონოს)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივნ 2010, 18:47

gomecari
რაც შეეხება ნაყაიჩოს ცერს, იქიდან ან პირიქითში უნდა დაეშვა ან გომეწარში, იქით უკვე ვეღარ წავა კაცი (ჯიხვებს და ნიამორებს თუარ ჩავთვლით
ეგ ვიცი, რომ ორი არჩევანია და მეტი არა. წოვათის მიმართულებაზე საუბრისას მართლაც გომეწარი ვიგულისხმე, მაგრამ არ დავაზუსტე. :wink:
და შენთან ერთი განყენებული კითხვა, ოფტოპიკისთვის თუ არ გამაგდეს თემიდან. :wink: ფარსმიდან მიმავალი ქომიტოს მწვერვალს დაინახავ თუ ვერა? სადღაც ჭეშოს სიახლოვეს მისული. რარაც ისე მახსოვს, ქომიტო დასავლეთიდანაა და მანდედან ანუ ალაზნის პირიდან ვერ უნდა დაინახო, რადგან ის მთები გადგას თავზეით.
სოფლების მონახულება დიდად არ მხიბლავს, ალბათ თუში როვარ მაგიტო
"ღმერთი რჯული - არა ვარ თუში" :) :) (ლებანიძის ეს ლექსი გაგახსენდებოდა ალბათ :wink:), მაგრამ სოფლები იმდენად არც მე მაინტერესებს უკვე, რადგან ყველა ვიცი თითქმის. შედარებით ცუდად მხოლოდ პირიქითის ზედა მხარეს ვიცნობ - ჭეშოს ზევით. ორეთის თავზე რომ მთაა, იქ კი ვარ ნამყოფი და შავი კლდის მთა მაინტერესებს მაგრად. უბრალოდ, მაგ მარშრუტში ვერ ჩაჯდება.
და რამე რომ იყოს, გაისად შემოგვიერთდები მაგ მარშრუტზე? :wink: რაც უნდა სუსტი მუხლი გქონდეს, ჩემი მენისკიანი მუხლის ოდენს მაინც შეძლებ. :wink:
პ.ს. პმ ნახე? მიხვდი, ვინ ვარ? დღეს ერთი მონატრებული თუშიც ვნახე - რატი კოჭლამაზაშვილი. "თუში მეცხვარის" ნიკითაა აქ, მაგრამ საუკუნეა, არ შემოსულა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by guruli » 20 ივნ 2010, 18:52

gomecari
რახან პანკისიც ახსენე, გომეწრის გეზი ჯობია, რო ჯერ კოკლათაში უნდა ახვიდე მერე საჯინჭვლეში ლანგისხვაფში სვილოფსაჯიხვეზე. სვილოფიდან უკვე პანკისს გადმოხედავ თავზე
ამ მარშრუტზე წასული ალაზნის სათავეებში ვერ მოხვდები, თუ ჩამოთვლილთაგან ეგაა რომელიმე? :roll:
ან კიდევ - ვერხოვანიდან, ფინდაც კოკლათიდან ჯერ წოვატაში რომ გადახვიდე და მერე მაგ ადგილებში ამოუყვე, პანკისში ჩასასვლელად წრეების დარტყმა ან ერთი და იგივე გზაზე წინ და უკან სიარული ხომ არ მოგვიწევს?
და როგორც მივხვდი, სვილოფიც ერთ-ერთი ისეთივე გადმოსახედთაგანია, რისი ნახვაც მინდა იმ უცნაურ და თავგანწირულ მარშრუტში? :roll: ეგ საითაა - ტბათანას თავზეით სადმე?

User avatar
gomecari
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 16 ივნ 2010, 23:10
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by gomecari » 21 ივნ 2010, 08:01

GURULI

ნამდვილად არ დავკვირვებულვარ ფარსმიდან ქომიტოს. ჯერ ხო ზემოთ მთები გეფარება და ცერებში რახდება ვერხედავ, თან თუ ჯანღიც დაემატა ხო......

რაც შეეხება მარშრუტს, სუამოვნებით. დოის ამბავი როგორ დაემთხვევა და..

User avatar
gomecari
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 16 ივნ 2010, 23:10
Location: Tbilisi
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში

Post by gomecari » 21 ივნ 2010, 08:18

GURULI

საჯინჭვლიდან :arrow: დასავლეთითაა სვილოფსაჯიხვე და ჩრდილოეთით კიდე ალაზნისთავი. ასე რომ ერთერთი უნდა აირჩიო..

ეგეც კაი ვარიანტია: ვერხოვანი :arrow: წოვათა :arrow: ლაროვანის ხორხი და უკვე ალაზნისთავსში ხარ :wink: მერე იქიდან შეგიძლია სვილოფისკენ ჩამოუყვე (ძაან მაგარი ადგილებია)
რაც შეეხაბა სვილოფს: ხადორგესზე თუ ხარ ნამყოფი (პანკისის ზევითაა) სვილოფის ქვევით ხადორგესია (სამხრეთ-დასავლეთ). და მაგათ გაყოლებაზეა ტბათანა. (უფრო დაააასავლეთით)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]