წყლის პრობლემა მართლაც გვაწუხებდა. ჩემს მეგობართან დავრეკე და მითხრა, რომ ახლომახლო ასე ზეპირად ვერ მივაგნებდით... უნდა გვევლო კიდევ ბევრი. შემდეგ დმანისში მყოფი მეგობრები ავაწრიალე და ლობოს ნომერი გავიგე. ლობო იყო ადრე ნამყოფი კლდეკარში. სამწუხაროდ, ლობომაც ვერაფერი გვითხრა დასამშვიდებელი... ასე გადავიარეთ კლდეკარი... კლდეში ბუნებრივად გაჭრილი კარი - გზა:
აი, ამ ულამაზეს გზას მივუყვებოდით, როცა უცებ წყლის ხმა გავიგე

მარჯვნივ, ქვემოთ, ხევში ნამდვილად უნდა ყოფილიყო წყალი... რამდენად შორს იქნებოდა, ვერ გავთვალეთ. შემდეგ მჭრელი თვალით მეგობრებმა სუუულ ქვემოთ, შორს, შავი ბილიკი შენიშნეს. სიშავე მიწის სისველეზე მიუთითებდა, ე.ი. იყო წყალი. დაუღალავი დათო დასაზვერად დაეშვა. თუკი წყალს ნახავდა, ყველანი ჩავიდოდით. ასეც მოხდა - კარგი მთის ცივი წყაროთი გავგრილდით!
ზემოთ ციხის ნაშთი ჩანს...
სანამ დათო წყლის დასაზვერად წავიდა, ჩვენ წყურვილს წამოღებული კიტრით ვიკლავდით, კიტრის ნაფცქვენებით კი სახე დავიბანეთ და მშვენიერი გრილი ნიღბები გავიკეთეთ. ამის ამსახველი კადრებიც ფალკონთან არის
წყლის შემოწმება
გზისკენ რომ ამოვდიოდით კვლავ აღმართზე, კიდევ შეგვხვდა რამდენიმე პატარა წყარო. ამიტომ ამ ადგილას ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მთავარია ეძებოს, აუცილებლად მიაგნებს წყალს
ეს კი ჩემი მზის სათვალით დანახული გარემო

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir