კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Falcon » 10 ივნ 2010, 00:03

სოფელ ნაპილნარამდე თითქმის სულ მწვანე და ამავედროს თეთრად აფეთქებული მინდვრები იყო ირგვლივ
Image

Image

Image

Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 11:30

მაშ, ასე, გავაგრძელოთ:
ნაპილნარელების მითითებით სოფლის ზემოთ კლდეებისკენ გზას გავუდექით. კლდეების კიდევ ზემოთ კი მოზრდილი აღმართი მოჩანდა. ვისარგებლე, სანამ მეგობრები ისვენებდნენ და კლდეებს თავზე მოვექეცი, გადავხედე ულამაზეს აყვავებულ მთა-გორებსა და ველებში ბუდესავით მოქცეულ სოფელს, ველად გაშვებულ ცხენებს... შემდეგ კი შევუდექი გრძელ და საკმარისად ციცაბო აღმართს, კლდიანი და ქვიშა-ღორღიანი ზედაპირით. ნელა, მაგრამ შეუსვენებლივ ავიარე. მიზანში ამოღებული მქონდა პირველი მხარგაშლილი ხე, რომლის ძირშიც დავისვენებდი. ვარჯის ჩრდილში მოვთავსდი და მეგობრებს ველოდი. ნელ-ნელა ყველამ ამოაღწია და კიდევ ცოტა ხანს ვისვენებდით. ორმხრივი ღუტუნის მცდელობაც იყო, მაგრამ „დიდი ბიჭი“ მაინც მედგრად იცავდა თავს :)

Image

Image

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 11:57

აქედან უკვე გზას აღარ გავუყევით, რომელიც ტყისაკენ მიდიოდა და სიმაღლეს კარგავდა, ჩავთვალეთ, რომ მაინც გზაზე მოვხვდებოდით ბოლოს და ვარჩიეთ ქედის ბოლოსკენ ასვლა, რომ იქიდან დაგვეზვერა მიდამო. აქ ავცდით სწორ გზას. ქედს მივადექით და იქიდან ულამაზესი სანახაობა გადაიშალა... აქედან ჩანდა სოფელი უგუდეთი და შორს, შორს კლდეკარი... იმდენად შორი მეჩვენა, რომ ვიფიქრე, ვერ მივაღწევთ-მეთქი, თუმცა საბოლოო ჯამში საკმაოდ ახლოს ყოფილა. ამ ადგილიდან სწორი გზით რომ გვევლო, 2 საათში ციხესთან ვიქნებოდით, მაგრამ წინ თავგადასავლები გველოდა :) და კმაყოფილიც დავრჩით, რომ გზა აგვერია, ეს რომ არა ძალიან ლამაზ ხედებს გამოვტოვებდით. ქარაფის პირას მივდიოდით, ადგილ-ადგილ კი ბილიკს ტყეში შევყავდით.

Image

Image

ამ ფოტოზე რომ ქარაფის ბოლო მოჩანს, მაქამდე მისვლა გადავწყვიტეთ თავიდან, რომ იქიდან უკეთ გაგვეგნო კლდეკარისკენ გზა. მაგ ქარაფის უკან ხევი ყოფილა და იმ ხევს გადაღმა აღმოვჩნდით საბოლოოდ, შემდეგ კი ეს გზა ისევ უკან გამოვიარეთ :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 12:15

როცა მივხვდით, რომ არასწორი გზით მივდიოდით და აქედან კლდეკარზე ვერაფრით მოვხვდებოდით, უკვე 6 საათი იქნებოდა. შორიდან ქუხილის ხმა მოდიოდა და ცაზე შავი საწვიმარი ღრუბელიც მოჩანდა. არ გაგვიწვიმდესო და იმ მინდვრისკენ დაბრუნება და იქ დაბანაკება გადავწყვიტეთ, რომელიც სადღაც 2 საათით ადრე დავტოვეთ, პირველად რომ კლდეკარი დავინახეთ. მანამდე მზე უშურველად გვანათებდა (გვწვავდა), შემდეგ კი კოღოები გვკბენდნენ დაუღალავად. მაინც რამდენი იყო, თავს ვერ ვაღწევდით. გზადაგზა ვისვენებდით. დათო თავისი შეუდარებელი იუმორით ყველას ხალისს გვგვრიდა.

დავუბრუნდით იმ ადგილს, საიდანაც გზას ავცდით და მდელოზე გადავწყვიტეთ კარვების გაშლა. ყოველ წამს წვიმას ველოდით, ნისლმაც მოგვაკითხა ცოტა ხნით. არცთუ სახარბიელო ადგილი იყო, ყველაზე მაღალი წერტილი იყო და ქარი ქროდა, რაც ცეცხლის დანთებაში ხელს შეგვიშლიდა. მიუხედავად ამისა, კარვები გავშალეთ და ის იყო, მიწაში ჩამაგრება უნდა დაგვეწყო, რომ დათომ შეგვატყობინა, ქვემოთ კარგი საბანაკე ადგილი ვიპოვეო. დიდი ფიქრის შემდეგ ჩვენი მოთავე გიორგიც წავიდა და ადგილი დაზვერა, მასაც მოეწონა და ... თქვენ გივლიათ გაშლილი კარვით ხელში? ;) ავიღეთ ეს ჩვენი გაშლილი კარვები და წავაცუნცულეთ ახალი ადგილისკენ :) ბაირაღებივით მივაფრიალებდით :)

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 12:20

ტყის შესასვლელში საკმაოდ მყუდრო ალაგი იყო. გზა, რომელსაც მეორე დღეს უნდა დავდგომოდით, იქვე გადიოდა. შეშაც ახლოს გვქონდა. მოკლედ, ამ ალაგს ბევრი უპირატესობა გააჩნდა საბანაკედ. ჰოდა, დავამაგრეთ ჩვენი კარვები იქ და შეშაც მოვაგროვეთ.

Image

კოღოებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვიწევდა. არ შემიძლია, აქ არ მოვიყვანო ამონარიდი დაკავებულთა ჩვენებებდან (შსს-ს არქივიდან): „ჩემი ცოლი, გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ“. და რა არის აქ გასაკვირი :) ფალკონიც ნაჯახით კოღოებს დასდევდა, აგერ, თუ არ გჯერათ ;)

Image

წვივებზე კი კოღებისაგან დამცავი ახალი საშუალება მოიგონა და შემოიხვია ;)
გიოც იცავდა კოღოებისგან მკლავებს, ჩემს საწვიმარს ახალი გამოყენება მოუძებნა :) რადგან ფართო მხარ-ბეჭზე ვერ ჩაეტია, ასეთ ფორმაში გამოგვეცხადა სავახშმოდ :))

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 12:56

ამასობაში ცეცხლიც აგიზგიზდა. წყლის ნაკლებობას განვიცდიდით, მხოლოდ წყურვილის მოსაკლავადღა გვქონდა შემორჩენილი. ყველაზე ახლოს ნაპილნარში გვეგულებოდა, ეგ ახლო კი საკმაოდ შორი იყო. ამიტომ თევზის შეწვა, რაც წყალს მოითხოვდა, მეორე დღისთვის გადავდეთ. დათოს ოსტატურად ჰქონდა წამოღებული სამწვადე და კალმახები, ისე, რომ არ გაფუჭებულიყო გზაში. ამიტომ ბიჭებისთვის ნაკვერჩხალზე მწვადები შევწვით, კარგი სუფრაც გავშალეთ და ხალისიანად და გემრიელად გავასრულეთ ეს დღე კოცონის პირას მზესუმზირის კნატუნთან ერთად. შემდეგ ყველანი კარვებში მოვთავსდით და მშვიდად დავიძინეთ. მართალია, ამ მხარეში მგლები იცის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიმჩნევია. როგორც ჩანს, არც მათ შეუმჩნევივართ :)


Image

დათო აქ ჭაღს აკეთებს :)

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Mta Mkvarebia » 10 ივნ 2010, 13:57

tamuna_gudarexi
Falcon
ძალიან სასიამოვნო ლაშქრობა გქონიათ, შიშველი ცოლის კიარადა კოღოების ნაჯახით დევნაზე მაგრად ვიხალისე :lol: .

ველით გაგრძელებას :)
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 10 ივნ 2010, 14:02

GAMARJOBA SAKARTVELO
tamari-khevi
Mta Mkvarebia

გმადლობთ, მეგობრებო!
ცოტას სამუშაოს მივხედავ და უმალ გავაგრძელებ, როგორც კი მოვიცლი ;)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by NINUCA » 10 ივნ 2010, 23:13

tamuna_gudarexi
Falcon
rifi


ძალიან ყოჩაღები ხართ! :D ძალიან მოვიხიბლე რეპორტაჟით, თამო :) ეს ის შემთხვევაა როცა ყველა წინადადება გულდასმით წავიკითხე და რეპორტაჟი ალაგ-ალაგ არ გადამიკითხავს, რაც ხშირად მიწევს ხოლმე დროის სიმცირის გამო. ულამამაზესი ადგილები გინახავთ და სასიამოვნო ემოცია გატყვიათ თითოეულ თქვენგანს.


გაგრძელებას ველიიიი ........:)

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Falcon » 11 ივნ 2010, 00:56

პერიოდულად გზას ვაზუსტებდით
Image

Image

ისევ გვირილების ზღვა
Image

და მასში ჩაძირული თამუნა_გუდარეხი (და არა მარტო ;) )
Image

Image












User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 11 ივნ 2010, 14:52

მეორე დილით ადრიანად გავიღვიძე, ჩიტების ჭიკჭიკში. ჯერ მხოლოდ გიორგის მოესწრო ადგომა. ნელ-ნელა ყველანი გამოფხიზლდნენ, ბანაკი ავშალეთ და ცოტა წავისაუზმეთ. წყალი, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა გვქონდა. მე კი ყავის გარეშე, აბა, დღეს როგორ დავიწყებდი და ერთი ჭიქა ავადუღეთ მხოლოდ სპირტქურაზე. დილა მზიანი, მრავალხმიანი (ჩიტები და ჭრიჭინები) და ხალისიანი იყო. ასე, 9 საათისთვის დავადეგით გზას, რომელიც იქვე ტყეში მიდიოდა სავარაუდოდ კლდეკარის მიმართულებით. ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რამდენი გვქონდა სასიარულო.. განვიხილავდით შესაძლებლობას, რომ კლდეკარიდან უგუდეთის გზით დავბრუნებულიყავით. თუმცა, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, ბარგი იქვე ტყეში დაგვემალა და თავისუფლად გვევლო, ასე გაცილებით მალე მივაღწევდით ციხემდე, შემდეგ კი სწრაფადვე დავბრუნებულიყავით უკან.

Image

Image

Image

Image

Image

გზად ასეთი ლამაზი გირჩებიანი მოედანიც შეგვხვდა

Image

აქ გიო გვიჩვენებს კლდეკარს, სადაც უნდა ავიდეთ

Image

იმდენად მოწყურებული ვიყავით, რომ... :)

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 11 ივნ 2010, 15:11

წყლის პრობლემა მართლაც გვაწუხებდა. ჩემს მეგობართან დავრეკე და მითხრა, რომ ახლომახლო ასე ზეპირად ვერ მივაგნებდით... უნდა გვევლო კიდევ ბევრი. შემდეგ დმანისში მყოფი მეგობრები ავაწრიალე და ლობოს ნომერი გავიგე. ლობო იყო ადრე ნამყოფი კლდეკარში. სამწუხაროდ, ლობომაც ვერაფერი გვითხრა დასამშვიდებელი... ასე გადავიარეთ კლდეკარი... კლდეში ბუნებრივად გაჭრილი კარი - გზა:

Image

Image

აი, ამ ულამაზეს გზას მივუყვებოდით, როცა უცებ წყლის ხმა გავიგე :) მარჯვნივ, ქვემოთ, ხევში ნამდვილად უნდა ყოფილიყო წყალი... რამდენად შორს იქნებოდა, ვერ გავთვალეთ. შემდეგ მჭრელი თვალით მეგობრებმა სუუულ ქვემოთ, შორს, შავი ბილიკი შენიშნეს. სიშავე მიწის სისველეზე მიუთითებდა, ე.ი. იყო წყალი. დაუღალავი დათო დასაზვერად დაეშვა. თუკი წყალს ნახავდა, ყველანი ჩავიდოდით. ასეც მოხდა - კარგი მთის ცივი წყაროთი გავგრილდით!

Image

ზემოთ ციხის ნაშთი ჩანს...

Image

Image

სანამ დათო წყლის დასაზვერად წავიდა, ჩვენ წყურვილს წამოღებული კიტრით ვიკლავდით, კიტრის ნაფცქვენებით კი სახე დავიბანეთ და მშვენიერი გრილი ნიღბები გავიკეთეთ. ამის ამსახველი კადრებიც ფალკონთან არის :)

Image

წყლის შემოწმება :)

Image

გზისკენ რომ ამოვდიოდით კვლავ აღმართზე, კიდევ შეგვხვდა რამდენიმე პატარა წყარო. ამიტომ ამ ადგილას ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მთავარია ეძებოს, აუცილებლად მიაგნებს წყალს ;)


Image

Image

Image

ეს კი ჩემი მზის სათვალით დანახული გარემო :)

Image
Last edited by tamuna_gudarexi on 11 ივნ 2010, 16:21, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]