
აქ გვალდა მზეს ეფიცხება


Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
როგორც მახსოვს, ხილადირი ჰქვია თურქულად მაგ უღელტეხილს.ასე გადავვლეთ ერუშეთის უღელტეხილი.
ფრიად გასახარელი ამბავიაNephros wrote:ოშკის ტაძარს ქართველები აღადგენენ
საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქულ მხარესთან.
რამდენიმე ხნის წინ თურქეთიდან დაბრუნებულმა გეოგრაფებმა განაცხადეს, რომ ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი გუმბათი შეიძლება მალე ჩამოინგრეს.
გარდა ოშკისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორი ტაძრის აღდგენაზე. კალანდაძის თქმით, გარდა რესტავრაციისა და აღდგენისა, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ აღდგენილ ტაძრებში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინოს.
–––––––––––––––––––––
PS. ისე კი უამისოდაც ძალზე ბევრი რამე გვენგრევა ცხვირწინ, მაგრამ ადამიანური თვისებაა, სხვა დაადანაშაულო რამეში. ეს უფრო მარტივია.
ნამდვილად ამას გულისხმობს - გეთანხმები. იმაშიც გეთანხმები, რომ მოლაპარაკებები მაგათ უნდა აწარმოონ, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ეს რეკლამირებული უნდა იყოს და არა ადრინდელივით ჩუმად მიმდინარე. ამ შემთხვევაში ანკარა ვაჭრობას ვერ დაიწყებს. იცოდი იმ ხუთი წლის წინ მიმდინარე ამბების შესახებ რამე? იქნებ იცოდი, მეც ვიცოდი, კიდევ იცოდა ვიღაცამ, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ არ იცოდა მასამ, საზოგადოებამ. სულ სხვაა ახლანდელი მდგომარეობა - ტელევიზიებში დატრიალდა სიუჟეტები ანუ აჟიოტაჟი ატყდა. ამას ხედავენ თურქები და ისე თამამად ვერ ივაჭრებენ. აკი არც ვაჭრობენ და დათანხმდნენ კიდეც. არ გამოვრიცხავ, ისევ რაღაცის ფასად დათანხმდნენ ანუ კვლავაც ვაჭრობენ, მაგრამ არა მგონია, ადრინდელივით მსუყე ლუკმებს ითხოვდნენ.ოფიციალური და სახელმწიფოებრივი დონე სხვას რას გულისხმობს, თუ არა სახელმწიფოს ისეთ უწყებებს, როგორებიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო ან კულტურის სამინისტრო?
საქმე ისაა, რომ მაგ სალოცავის აშენებას თუ აღდგენას არა ჩვენი თანამოძმე მუსლიმანი ქართველები ითხოვენ, არამედ - ოფიციალური თურქეთი. მგონი, არის ამაში განსხვავება და საკმაოდ დიდიც.მაგრამ რა საბაბით ეტყვით უარს თქვენს თანამოძმე მუსლიმ ქართველს, თუ იგი თავისი სალოცავის აშენებას მოგთხოვთ?
არა - საქართველოზე იყო (რამდენადაც მე ვიცი), მაგრამ როცა შენს მხარეს ისტორიული სამართლიანობაა, ეს კოზირი რატომ უნდა გაანიავო?საქართველოში რომ ყოფილიყო ზოგადად დამიჯერე არავი შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს მთიან აჭარაზე იყო ლაპარაკი