ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 02 მაი 2010, 20:40

ყველანი შევიკრიბეთ, კარაველები და ჩვენი პლიუსები ერთ სამარშრუტოში მოვთავსდით, იკას პლიუსები - მეორეში და ზუსტად 6 საათზე გავუდექით გზას... თავიდან წაგვთვლემდა, ჩავიძინებდით, ვიღვიძებდით და ვჭუკჭუკებდით. მალე მივაღწიეთ ვალეს საბაჟომდე - 9ზე ადრე, თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდხანს ველოდეთ, სანამ გაგვიშვებდნენ. ამასობაში წავიხემსეთ კიდეც, რუკა შევისწავლეთ, რომლითაც იკა-ბებომ მოგვამარაგა... განსაკუთრებით დიდხანს თურქეთის მხარის მესაზღვრეებმა გვალოდინეს. აღმოვაჩინეთ, რომ მარტო მეორე სამარშრუტოში კი არ იყო თურქულის მცოდნე, ჩვენი გიორგი.ლ.-ც მოთურქულე ყოფილა :) მზიანი დარი იდგა, სასიამოვნოდ აცხუნებდა.

აქ გვალდა მზეს ეფიცხება ;)

Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 02 მაი 2010, 20:46

ბოლოს, როგორც იქნა, დავიძარით, აწ უკვე თურქეთის ტერიტორიაზე. ჰო, მანამდე ვხუმრობდით, რაც შეიძლება მეტი ტალახით უნდა დავბრუნდეთ უკან, რომ საქართველოს ცოტა მიწა მაინც გადმოვიტანოთო...
დაიწყო აღმართი და მიხვეულ-მოხვეული გზა, თურქული სოფლები, შორს ციხეს მოვკრავდით თვალს... პირველი წერტილი, სადაც უნდა გავჩერებულიყავით, ქაჯთა ციხე იყო. ამასობაში ჩამთვლიმა და გაოცებისა და აღტაცების ამოძახილებმა გამომაღვიძა - ჰოი, საოცრებავ! ჩვენი მზიანი და მშრალი ალაგები სუუუულ გადათეთრებულ მთებს შეუცვლია! თოვლიან მთებში მიიკლაკნებოდა ჩვენი გზა. ასე გადავვლეთ ერუშეთის უღელტეხილი.

Image

ციოდა, ქარი ქროდა, როცა თურქულ, მიწურებსახლებიან სოფელთან შევჩერდით.

Image

იქიდან მიგვასწავლეს ქაჯის ციხემდე რომელი გზა უნდა დაგვეჭირა. დავტოვეთ მინიბუსები და ჩქარ-ჩქარა და ინტერესით გავუყევით ხევის პირას გზას... ამწვანებული ჯერ არაფერი იყო. აი, ასეთი გარემო:

Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 02 მაი 2010, 20:49

ბოლოს ქაჯთა ციხეც გამოჩნდა, მეტად შთამბეჭდავი. თავად განსაჯეთ:
Image

Image

ბევრს გვსურდა ციხესთან ახლოს მისვლა, მაგრამ დროის სიმცირის გამო (საზღვარზე ბლომად დრო დაგვაკარგვინეს) შორი ხედით დავკმაყოფილდით და კვლავ გზას დავადექით, ამჯერად ბანასკენ...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 02 მაი 2010, 20:55

გზად თოვა იწყო... ბარდნიდა დიდი, დიდი და სველი ფანტელით... წიწვოვან მთა-გორებში მიდიოდა ჩვენი გზა, ულამაზესი იყო. თოვამ მალე მიგვატოვა და გავედით გაშლილ ადგილას... შორს კი გამოჩნდა ბანა... ის, რაც დიდებული ბანასგან დარჩენილა... ჩამავალი მზის სხივებით განათებული.. სევდიანი და მიტოვებული!

Image

Image

გარშემო კი ჭრელი წალკოტი... მინდვრები ათასფერები... გაოგნება, გაშტერება, ყელში ბურთის გაჩხერა, რა ვიცი, რა აღარ დამემართა... ტკივილი! ეს იყო დასაწყისი...

Image

Image

საკმაო ხანი დავყავით. გაწვიმდა... იმ დღეს იშხნის ნახვაც გვქონდა გეგმაში, მაგრამ ბანადან რომ მოვდიოდით უკვე შებინდდა. ამიტომ, გეგმა შევცვალეთ. მეორე დილით 6 საათზე ადგომა ვარჩიეთ და იშხნის მონახულება. გავემართეთ იუსუფელისაკენ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 02 მაი 2010, 23:58

tamuna_gudarexi
ასე გადავვლეთ ერუშეთის უღელტეხილი.
როგორც მახსოვს, ხილადირი ჰქვია თურქულად მაგ უღელტეხილს.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Nephros » 03 მაი 2010, 15:34

ოშკის ტაძარს ქართველები აღადგენენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქულ მხარესთან.

რამდენიმე ხნის წინ თურქეთიდან დაბრუნებულმა გეოგრაფებმა განაცხადეს, რომ ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი გუმბათი შეიძლება მალე ჩამოინგრეს.

გარდა ოშკისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორი ტაძრის აღდგენაზე. კალანდაძის თქმით, გარდა რესტავრაციისა და აღდგენისა, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ აღდგენილ ტაძრებში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინოს.

–––––––––––––––––––––
PS. ისე კი უამისოდაც ძალზე ბევრი რამე გვენგრევა ცხვირწინ, მაგრამ ადამიანური თვისებაა, სხვა დაადანაშაულო რამეში. ეს უფრო მარტივია.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by ნიმფა » 03 მაი 2010, 18:14

Nephros wrote:ოშკის ტაძარს ქართველები აღადგენენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქულ მხარესთან.

რამდენიმე ხნის წინ თურქეთიდან დაბრუნებულმა გეოგრაფებმა განაცხადეს, რომ ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი გუმბათი შეიძლება მალე ჩამოინგრეს.

გარდა ოშკისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორი ტაძრის აღდგენაზე. კალანდაძის თქმით, გარდა რესტავრაციისა და აღდგენისა, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ აღდგენილ ტაძრებში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინოს.

–––––––––––––––––––––
PS. ისე კი უამისოდაც ძალზე ბევრი რამე გვენგრევა ცხვირწინ, მაგრამ ადამიანური თვისებაა, სხვა დაადანაშაულო რამეში. ეს უფრო მარტივია.
ფრიად გასახარელი ამბავია :)

ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა, სანაცვლოდ თურქები რას ითხოვენ? ისე"ტყუილუბრალოდ" არა მგინია გააკეთონ ეგ.

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 03 მაი 2010, 20:25

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ime ... 10%2020:37


კიდევ ერთი სიუჟეტი :)
საქართველოსთვის!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by lama » 03 მაი 2010, 20:57

ნიმფა
კაი, რა სანაცვლოდ არაფერსაც არ ითხოვენ
რა გჭირთ ხალხნო????

რისი გეშინიათ????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 03 მაი 2010, 21:15

Nephros - ძალიან კარგი ამბავია.
ნიმფა
lama
თუ საკითხი ასე ოფიციალურად და სახელმწიფოებრივად დაისმება მთავრობათა დონეზე, მაშინ არაფერსაც არ მოითხოვენ, მაგრამ თუ საკითხის განხილვა ადრინდელივით კვლავაც კულუარულად გაგრზელდება თუნდაც ისეთი უწყებრივი ორგანიზაციის დონეზე, როგორიც კულტურის ან საგარეო საქმეთა სამინისტროებია, მაშინ ივაჭრებენ და მეჩეთების აღდგენა-აშენებას მოითხოვენ. ამ საქმეს აქამდე ოფიციალური გაჟღერება ანუ საზოგადოებაში გატანა აკლდა, რაც ახლა, საბედნიეროდ, ხდება.

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by ika-bebo » 03 მაი 2010, 21:25

http://www.facebook.com/profile.php?id= ... 1135885506
ოშკის თემა facebook-ზე რაც უფრო ბევრი მოქალაქე ჩაერთვება მით უკეთესი იქნება ოშკისთვის.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Nephros » 04 მაი 2010, 11:47

ნიმფა
lama

მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ხუთი (თუ მეტი არა) წლის წინ იყო ამ საქმიან გარიგებაზე საუბარი. ქართული ეკლესიების აღდგენა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე მეჩეთების აღდგენისა და აშენების სანაცვლოდ. ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხომ მეთანხმებით. მე რამდენადაც ვიცი, კულტურის სამინისტრო მაშინ თანახმა იყო მსგავს "გარიგებაზე", მაგრამ წინააღმდეგობას აწყდებოდა საპატრიარქოს მხრიდან. იცით, მე მინდა ისე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რა იყო, ან რა არის უკეთესი გამოსავალი და არა ის, რა გვინდა ჩვენ. ჯერ ერთი, მაშინ რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო, დღეს შესაძლოა ხანძთას გუმბათი არ ჰქონოდა ჩამონგრეული (მახსოვს, ეს რომ გავიგე, მთელი ღამე ვტიროდი და ხელმეორედ განვიცადე ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით მოყენებული საუკუნისწინანდელი ტკივილი). მეორეც, არ გეგონოთ, მუეძინის მოძახილი უფრო მომწონდეს, ვიდრე ჩვენი მღვდლის ლოცვა, მაგრამ რა საბაბით ეტყვით უარს თქვენს თანამოძმე მუსლიმ ქართველს, თუ იგი თავისი სალოცავის აშენებას მოგთხოვთ? იმის თქმა მინდა, ეგებ ოპტიმალური გამოსავალი სწორედ ვაჭრობის გაგრძელება იყო. რამდენადაც ვიცი, აჭარაში 35–მდე მეჩეთი უნდა იყოს. ციფრებით საუბარი არაა გამართლებული, მაგრამ არ იქნებოდით თანახმა 35+2 ან 3 მეჩეთი საქართველოში, ტაო–კლარჯეთში 3, 4, ან 5 აღდგენილი ეკლესიის სანაცვლოდ? (მგონი სწორედ 5 ტაძრის აღდგენა–რესტავრაციაზე იყო საუბარი).

guruli
ოფიციალური და სახელმწიფოებრივი დონე სხვას რას გულისხმობს, თუ არა სახელმწიფოს ისეთ უწყებებს, როგორებიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო ან კულტურის სამინისტრო? მგონი სწორედ ამ უწყებებმა უნდა აწარმოონ მსგავსი მოლაპარეკებები.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 04 მაი 2010, 12:55

Nephros


საქართველოში რომ ყოფილიყო ზოგადად დამიჯერე არავი შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს მთიან აჭარაზე იყო ლაპარაკი და ჩემი მოკრძალებული აზრი ამშემთხვევაში ემთხვევა საპატრიარქოსას :)

შეიძლება ვცდები....
საქართველოსთვის!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 04 მაი 2010, 18:11

Nephros
ოფიციალური და სახელმწიფოებრივი დონე სხვას რას გულისხმობს, თუ არა სახელმწიფოს ისეთ უწყებებს, როგორებიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო ან კულტურის სამინისტრო?
ნამდვილად ამას გულისხმობს - გეთანხმები. იმაშიც გეთანხმები, რომ მოლაპარაკებები მაგათ უნდა აწარმოონ, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ეს რეკლამირებული უნდა იყოს და არა ადრინდელივით ჩუმად მიმდინარე. ამ შემთხვევაში ანკარა ვაჭრობას ვერ დაიწყებს. იცოდი იმ ხუთი წლის წინ მიმდინარე ამბების შესახებ რამე? იქნებ იცოდი, მეც ვიცოდი, კიდევ იცოდა ვიღაცამ, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ არ იცოდა მასამ, საზოგადოებამ. სულ სხვაა ახლანდელი მდგომარეობა - ტელევიზიებში დატრიალდა სიუჟეტები ანუ აჟიოტაჟი ატყდა. ამას ხედავენ თურქები და ისე თამამად ვერ ივაჭრებენ. აკი არც ვაჭრობენ და დათანხმდნენ კიდეც. არ გამოვრიცხავ, ისევ რაღაცის ფასად დათანხმდნენ ანუ კვლავაც ვაჭრობენ, მაგრამ არა მგონია, ადრინდელივით მსუყე ლუკმებს ითხოვდნენ.
მაგრამ რა საბაბით ეტყვით უარს თქვენს თანამოძმე მუსლიმ ქართველს, თუ იგი თავისი სალოცავის აშენებას მოგთხოვთ?
საქმე ისაა, რომ მაგ სალოცავის აშენებას თუ აღდგენას არა ჩვენი თანამოძმე მუსლიმანი ქართველები ითხოვენ, არამედ - ოფიციალური თურქეთი. მგონი, არის ამაში განსხვავება და საკმაოდ დიდიც.
თანაც - ჩვენს თანამოძმე მუსლიმანებს არავინ უშლის არც მეჩეთის აშენებას ად არც - ლოცვას, მაგრამ მეორე საკითხიცაა - როცა იმათთანაც გვარიანად შეირყა მუსლიმანური რწმენის საფუძვლები; როცა თურქეთში მცხოვრები ჩვენი იქაური თანამემამულეებიც ნელ-ნელა ქრისტიანდებიან (ეს პროცესი ჯერ ძალიან მწირია), აქაურ მუსლიმანებს ძალიანაც ნუ დავაძალებთ, გინდათ თუ არა, მაინცდამაინც მუსლიმანებად დარჩით და საამისოდ დღე და ღამე ილოცეთო. :)
და საფუძვლები რომ მოერყა - განსაკუთრებით ახალ თაობაში, ამაზე ნუ შემეკამატებით - უამრავ მაგალითს მოვიყვან გურიაში მცხოვრები აჭარლების და არა მხოლოდ მაგათ მაგალითზე. :D
burdiani
საქართველოში რომ ყოფილიყო ზოგადად დამიჯერე არავი შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს მთიან აჭარაზე იყო ლაპარაკი
არა - საქართველოზე იყო (რამდენადაც მე ვიცი), მაგრამ როცა შენს მხარეს ისტორიული სამართლიანობაა, ეს კოზირი რატომ უნდა გაანიავო?

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by anano » 04 მაი 2010, 22:59

ვეთანხმები გურულს...
გურიაში რა ხდება არ ვიცი და ...
ჩემი თვალით ვნახე გაქრისტიანებული მუსულმანები, მშენებარე მართლმადიდებლური ტაძრები მაღალმთიან აჭარაში..ახალგაზრდა თაობაში თითქმის უკვე აღარავინაა მოუქრისტიანებელი, მხოლოდ მოხუცები....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]