diklo9

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
diklo9

Post by civciva » 28 აპრ 2010, 18:40

მაგარი დღე იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
Last edited by civciva on 28 აპრ 2010, 23:44, edited 1 time in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
diklo9

Post by Tamusia » 28 აპრ 2010, 19:57

ნინი_85

მგონი გოგოსთვის თასმის შეკვრა მოდაში შემოვა :)

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
diklo9

Post by anano » 28 აპრ 2010, 20:13

ნინი განაგრძეეე :*
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
diklo9

Post by Int3lig3nt » 28 აპრ 2010, 22:42

ნინი_85
ვა, არ მეგონა თუ მაშინ პირველად ნახეთ ერთმანეთი :).

ისა, იქნებ თემის სათაური შეგვეცვალა და უბრალოდ diklo9 ყოფილიყო?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
diklo9

Post by likakoo » 29 აპრ 2010, 00:12

ვეთანხმები ვანოს. მე მინდა დიკლოს ხსოვნა ცოცხლობდეს ამ თემაში...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
diklo9

Post by tamuna_gudarexi » 29 აპრ 2010, 10:19

ნინი, რა ლამაზი ამბავია, დაწყებული დათოს სულ პირველი ფრაზიდანვე!

გუშინდელი დღე კი, თქვენის გამოისობით, ძალიან თბილი და ნათელი იყო! :*

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
diklo9

Post by z g a r b i » 29 აპრ 2010, 11:43

რა კარგი ხარ ნინი,რა კარგად წერ :)
დათო ლომისაზე ისეთი მეგობრული და უშუალო იყო, მეგონა დიდი ხანი იყო რაც ვიცნობდი
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9

Post by Mta Mkvarebia » 29 აპრ 2010, 17:38

ნინი_85
ყოველთვის მიყვარდა შენი ნაწერების კითხვა. ახლა მით უმეტეს. მართლა ისე ყვები, თითქოს გუშინდელი დღე ცოცხლდება და მარადიულდება:*

Int3lig3nt
likakoo
მეც ასე ვფიქრობ და შევცვლი.
დაე იცოცხლოს დიკლო9-ის ხსოვნამ ამ თემაში!
Image

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
diklo9

Post by t.d » 29 აპრ 2010, 18:36

უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
diklo9

Post by keto » 29 აპრ 2010, 18:46

არ ვიცოდი იმ დღეს თუ ნახეთ ერთმანეთი პირველად :) რა კარგი დღე იყო. გული მწყდება, რომ უკეთ ვერ მოვასწარი გაცნობა
Keep Smiling...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 02 მაი 2010, 14:22

ლომისას ლაშქრობის მეორე დილით skype-ში ვესაუბრე დათოს, უზომოდ კმაყოფილი იყო :) რადგან იმ დღეს სასწრაფო საქმეები მქონდა გასაკეთებელი მალე დავემშვიდობე და კომპიუტერი გამოვრთე. თუმცა საქმეებს ვინღა ჩივის, ცოტა ხანში საავადმყოფოში ამოვყავი თავი ფილტვებზე არც თუ ისე სახარბიელო დიაგნოზით... ექიმები გაოცებულები მიყურებდნენ, დაუჯერებელია ადამიანი ასე ცუდად იყო და ლომისაზე ფეხით ახვიდეო :shock: ცოტა ხანში განაჩენი გამომიტანეს: თვეები დასჭირდება გკურნალობას ასე რომ მზად იყავიო... იმ დღიდან მოყოლებული მწოლიარე ავადმყოფის სტატუსი შევიძინე...
ენით აღუწერელია რა შეგრძნებები დამეუფლა... ყველაზე პირველი კი შიში იყო, თვეები კიარა ერთი დღე ვერ ვჩერდებოდი სახლში, მითუმეტეს დღისით, თან ლოგინში ახლა კი... არადა როგორ ველოდებოდი ლაშქრობების "სეზონის გახსნას"... ათასი გეგმა, ოცნება, იდეა მიტრიალებდა თავში, მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავდი, რამდენი თავბრუდამხვევი თავგადასავალი მელოდა მეგონა და... "სეზონი" ისე დაიხურა რომ გახსნაც ვერ მოასწრო... გარეთ კი ზაფხულის მშვენიერი ამინდია, მზე ანათებს, ბუნება გიხმობს საბოდიალოდ...
დაიწყო გაუსაძლისი პერიოდი: მკურნალობა თანდართული დეპრესიით. მნახველებს ვიზიტები ავუკრძალე, როცა გამოვჯანმრთელდები მე თქვითონ გინახულებთ თქო. ინტერნეტში ხშირად ვერ შევდიოდი, ფიზიკურად არ შემეძლო, ძალიან მალე ვიღლებოდი. გაძლიერებულ კვებაზე და წამლებზე დამსვეს, ორივე საკმაოდ მრავალფეროვანი და უხვი აღმოჩნდა... მახსოვს ექიმთან ყველა ვიზიტი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა: ნერვებს გაუფრთხილდი!
მთელი ჩემი რეაბილიტაციის პერიოდში დათო სულ მირეკავდა, მკითხულობდა, მამხნევებდა, ყველა მისი წერილი სითბოთი და სიყვარულით იყო გაჟღენთილი....

"ნიინ, მოგმადლოს სიმშვიდე, ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული დღის ძალამ, კეთილი სურვილებით..." 28.08.09

"Niiin... Endless trip and fun... U floated 2 my mind... Wish u were around..." 23.09.09 Turky

მისი უდიდესი დამსახურებაა დეპრესიიდან რომ გამოვედი და მკურნალობა სრულად და გართულებების გარეშე გავიარე...

და აი ლომისას ლაშქრობიდან გავიდა ოთხი თვე... უკვე გარეთ სიარული დავიწყე... ლიკაკომ ჩაიზე დამპატიჟა თავისთან, იმავე დღეს კი დათომ დამირეკა, სამეფო უბნის თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტია და მოსაწვევები მაქვს, თუ სურვილი გაქვს წავიდეთო. რადგან მოსაწვევები იყო და არა ბილეთები გავკადნიერდი და ვთხოვე, ჩემს მეგობარს შევპირდი დღეს ჩაიზე სტუმრობას და თუ კიდევ ერთ მოსაწვევს იშოვი მასაც აქეთ წამოვიყვან თქო, კაიო და ცოტა ხანში მახარა, საღამოს 7-ზე იწყება, ცოტა ადრე გამოგივლი რომ შენი მეგობრის წამოყვანაც მოვასწროთ და კონცერტზე არ დაგვაგვიენდესო.
დასაღამოვდა. სახლში მე და ბებია ვიყავით. მახსოვს დღისით ვუთხარი კონცერტზე მივდივარ თქო და რაღაც ყურადღება არ მიაქცია, სამაგიეროდ წასვლის დრო რომ მოვიდა მტკიცე უარზე დადგა, ამ "ღამიან" სად მიდიხარ, გაცივდები, ისევ ავად გახდები, მოკლიდ, მე არ გიშვებო! ვაიდედა :shock: რა გინდა რომ გააკეთო? არადა დათო უკვე მოსულია და გარეთ მელოდება მანქანაში, ლიკაკომ კი იცის რომ გავუვლით და კონცერტზე წავიყვანთ. არ წასვლა არანაირად არ გამოდის და ვერც წასვლას ვერ ვახერხებ... საბედნიეროდ კომპიუტერი ჩართული იყო და ისევ ჩემმა ძმამ მიხსნა, skype-ზე დარეკა: აბა როგორ ხართ რა ამბებია მანდეთო და მეც, რაღა რა ამბებია შავ დღეში ვარ უნდა მიშველო თქო, მოკლედ ბებომ და ჩემმა ძმამ ისაუბრეს და როგორც იქნა სახლიდან გამოვაღწიე იმ პიობით რომ 2 საათში უკან დავბრუნდებოდი.
მაშინ ვნახე დათო მეორედ. მოვუყევი ბებოს "ამბები" :) ასეთი მკაცრიაო? :shock: გაიკვირვა და ლიკაკოსკენ გავეშურეთ. მაშინ გავაცანი ერთმანეთი ისე რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ იცოდნენ :) სხვათაშორის სახლს ადვილად მივაგენით მარა აი ვერადან გამოღწევა კი მთელი 20 წუთი დაგვიჯდა, დათომ იმდენი გვატარა ერთი და იგივე მარშუტზე, რომ უკვე ლიკაკო აძლევდა მითითებებს სად შეეხვია და სად არა :D კონცერტზე დაგვიანებით მივედით. დარბაზში უხმაუროდ შევიპარეთ, ადგილები სადაც დაგვხვდა იქ დავსხედით, მე და ლიკაკო წინა რიგში, დათო კი სადღაც უკან. კონცერტს არაუშავდა მაგრამ ცოტა მეტხანს გაგრძელდა და რადგან ჩემთვის განსაზღვრული დრო უკვე იწურებოდა სწრაფად გამოვემართეთ სახლისკენ. დათო ისე ჩქარობდა ბებია არ გავაბრაზოთო რომ ლიკაკოს სახლში მიყვანა დაავიწყდა :D გმირთა მოედანზე ვიყავით გაოცებულმა ლიკაკომ რომ წამოიძახა, სად მიგყავართ ჩემი სახლი აქეთ არააო :lol:
მახსოვს მანქანიდან რომ გადმოდიოდა ჯერ დათოს შეხედა, მერე მე მომიბრუნდა: სახლში რომ მიხვალ skype-ში შემოდიო :lol:
ბებოს გადავურჩით აი ლიკაკოს კი...
skype-ში შემდეგი შინაარსის კომენტარი დამხვდა: "კაი ბიჭია მარა ძალიან დაბნეული იყო!"

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
diklo9

Post by tamuna_gudarexi » 02 მაი 2010, 18:13

ნინიიი :* :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
diklo9

Post by z g a r b i » 02 მაი 2010, 19:23

წამით აცოცხლებ ნინი ამ კარგ ადამიანს.
და ეს ძალიან კარგია, ჩვენ მოგონებებში სწორედ ასე უნდა ცოცხლობდეს, მოგონება სულ იქნება და მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს...
Image

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
diklo9

Post by nikushanikusha » 02 მაი 2010, 19:29

ლომისა უამგრესი იყოო.

ნინიი შენ კიდევ უუძალიანმაგრესი :*

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
diklo9

Post by likakoo » 02 მაი 2010, 19:50

ყოველთვის, როცა მაგ სიტუაციას ვიხსენებ ღიმილი მადგება სახეზე..

ეგ პირველი დღე იყო როცა დათო გავიცანიი:))

არ მახსოვს მაშინ მადლობა გადაგიხადეთ თუ არა, მაგრამ ეხლა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ერთი ჩვეულებრივი დღე გამილამაზეთ!:*:*

მადლობა დიკლო და მადლობა ნინი:*:*:*

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]