diklo9
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
diklo9
ნინი_85
ვა, არ მეგონა თუ მაშინ პირველად ნახეთ ერთმანეთი
.
ისა, იქნებ თემის სათაური შეგვეცვალა და უბრალოდ diklo9 ყოფილიყო?

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
diklo9
ნინი, რა ლამაზი ამბავია, დაწყებული დათოს სულ პირველი ფრაზიდანვე!
გუშინდელი დღე კი, თქვენის გამოისობით, ძალიან თბილი და ნათელი იყო! :*

- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
diklo9
რა კარგი ხარ ნინი,რა კარგად წერ 
დათო ლომისაზე ისეთი მეგობრული და უშუალო იყო, მეგონა დიდი ხანი იყო რაც ვიცნობდი

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9
ნინი_85
ყოველთვის მიყვარდა შენი ნაწერების კითხვა. ახლა მით უმეტეს. მართლა ისე ყვები, თითქოს გუშინდელი დღე ცოცხლდება და მარადიულდება:*
Int3lig3nt
likakoo
მეც ასე ვფიქრობ და შევცვლი.
დაე იცოცხლოს დიკლო9-ის ხსოვნამ ამ თემაში!

ლომისას ლაშქრობის მეორე დილით skype-ში ვესაუბრე დათოს, უზომოდ კმაყოფილი იყო
რადგან იმ დღეს სასწრაფო საქმეები მქონდა გასაკეთებელი მალე დავემშვიდობე და კომპიუტერი გამოვრთე. თუმცა საქმეებს ვინღა ჩივის, ცოტა ხანში საავადმყოფოში ამოვყავი თავი ფილტვებზე არც თუ ისე სახარბიელო დიაგნოზით... ექიმები გაოცებულები მიყურებდნენ, დაუჯერებელია ადამიანი ასე ცუდად იყო და ლომისაზე ფეხით ახვიდეო
ცოტა ხანში განაჩენი გამომიტანეს: თვეები დასჭირდება გკურნალობას ასე რომ მზად იყავიო... იმ დღიდან მოყოლებული მწოლიარე ავადმყოფის სტატუსი შევიძინე...
ენით აღუწერელია რა შეგრძნებები დამეუფლა... ყველაზე პირველი კი შიში იყო, თვეები კიარა ერთი დღე ვერ ვჩერდებოდი სახლში, მითუმეტეს დღისით, თან ლოგინში ახლა კი... არადა როგორ ველოდებოდი ლაშქრობების "სეზონის გახსნას"... ათასი გეგმა, ოცნება, იდეა მიტრიალებდა თავში, მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავდი, რამდენი თავბრუდამხვევი თავგადასავალი მელოდა მეგონა და... "სეზონი" ისე დაიხურა რომ გახსნაც ვერ მოასწრო... გარეთ კი ზაფხულის მშვენიერი ამინდია, მზე ანათებს, ბუნება გიხმობს საბოდიალოდ...
დაიწყო გაუსაძლისი პერიოდი: მკურნალობა თანდართული დეპრესიით. მნახველებს ვიზიტები ავუკრძალე, როცა გამოვჯანმრთელდები მე თქვითონ გინახულებთ თქო. ინტერნეტში ხშირად ვერ შევდიოდი, ფიზიკურად არ შემეძლო, ძალიან მალე ვიღლებოდი. გაძლიერებულ კვებაზე და წამლებზე დამსვეს, ორივე საკმაოდ მრავალფეროვანი და უხვი აღმოჩნდა... მახსოვს ექიმთან ყველა ვიზიტი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა: ნერვებს გაუფრთხილდი!
მთელი ჩემი რეაბილიტაციის პერიოდში დათო სულ მირეკავდა, მკითხულობდა, მამხნევებდა, ყველა მისი წერილი სითბოთი და სიყვარულით იყო გაჟღენთილი....
"ნიინ, მოგმადლოს სიმშვიდე, ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული დღის ძალამ, კეთილი სურვილებით..." 28.08.09
"Niiin... Endless trip and fun... U floated 2 my mind... Wish u were around..." 23.09.09 Turky
მისი უდიდესი დამსახურებაა დეპრესიიდან რომ გამოვედი და მკურნალობა სრულად და გართულებების გარეშე გავიარე...
და აი ლომისას ლაშქრობიდან გავიდა ოთხი თვე... უკვე გარეთ სიარული დავიწყე... ლიკაკომ ჩაიზე დამპატიჟა თავისთან, იმავე დღეს კი დათომ დამირეკა, სამეფო უბნის თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტია და მოსაწვევები მაქვს, თუ სურვილი გაქვს წავიდეთო. რადგან მოსაწვევები იყო და არა ბილეთები გავკადნიერდი და ვთხოვე, ჩემს მეგობარს შევპირდი დღეს ჩაიზე სტუმრობას და თუ კიდევ ერთ მოსაწვევს იშოვი მასაც აქეთ წამოვიყვან თქო, კაიო და ცოტა ხანში მახარა, საღამოს 7-ზე იწყება, ცოტა ადრე გამოგივლი რომ შენი მეგობრის წამოყვანაც მოვასწროთ და კონცერტზე არ დაგვაგვიენდესო.
დასაღამოვდა. სახლში მე და ბებია ვიყავით. მახსოვს დღისით ვუთხარი კონცერტზე მივდივარ თქო და რაღაც ყურადღება არ მიაქცია, სამაგიეროდ წასვლის დრო რომ მოვიდა მტკიცე უარზე დადგა, ამ "ღამიან" სად მიდიხარ, გაცივდები, ისევ ავად გახდები, მოკლიდ, მე არ გიშვებო! ვაიდედა
რა გინდა რომ გააკეთო? არადა დათო უკვე მოსულია და გარეთ მელოდება მანქანაში, ლიკაკომ კი იცის რომ გავუვლით და კონცერტზე წავიყვანთ. არ წასვლა არანაირად არ გამოდის და ვერც წასვლას ვერ ვახერხებ... საბედნიეროდ კომპიუტერი ჩართული იყო და ისევ ჩემმა ძმამ მიხსნა, skype-ზე დარეკა: აბა როგორ ხართ რა ამბებია მანდეთო და მეც, რაღა რა ამბებია შავ დღეში ვარ უნდა მიშველო თქო, მოკლედ ბებომ და ჩემმა ძმამ ისაუბრეს და როგორც იქნა სახლიდან გამოვაღწიე იმ პიობით რომ 2 საათში უკან დავბრუნდებოდი.
მაშინ ვნახე დათო მეორედ. მოვუყევი ბებოს "ამბები"
ასეთი მკაცრიაო?
გაიკვირვა და ლიკაკოსკენ გავეშურეთ. მაშინ გავაცანი ერთმანეთი ისე რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ იცოდნენ
სხვათაშორის სახლს ადვილად მივაგენით მარა აი ვერადან გამოღწევა კი მთელი 20 წუთი დაგვიჯდა, დათომ იმდენი გვატარა ერთი და იგივე მარშუტზე, რომ უკვე ლიკაკო აძლევდა მითითებებს სად შეეხვია და სად არა
კონცერტზე დაგვიანებით მივედით. დარბაზში უხმაუროდ შევიპარეთ, ადგილები სადაც დაგვხვდა იქ დავსხედით, მე და ლიკაკო წინა რიგში, დათო კი სადღაც უკან. კონცერტს არაუშავდა მაგრამ ცოტა მეტხანს გაგრძელდა და რადგან ჩემთვის განსაზღვრული დრო უკვე იწურებოდა სწრაფად გამოვემართეთ სახლისკენ. დათო ისე ჩქარობდა ბებია არ გავაბრაზოთო რომ ლიკაკოს სახლში მიყვანა დაავიწყდა
გმირთა მოედანზე ვიყავით გაოცებულმა ლიკაკომ რომ წამოიძახა, სად მიგყავართ ჩემი სახლი აქეთ არააო
მახსოვს მანქანიდან რომ გადმოდიოდა ჯერ დათოს შეხედა, მერე მე მომიბრუნდა: სახლში რომ მიხვალ skype-ში შემოდიო
ბებოს გადავურჩით აი ლიკაკოს კი...
skype-ში შემდეგი შინაარსის კომენტარი დამხვდა: "კაი ბიჭია მარა ძალიან დაბნეული იყო!"

ენით აღუწერელია რა შეგრძნებები დამეუფლა... ყველაზე პირველი კი შიში იყო, თვეები კიარა ერთი დღე ვერ ვჩერდებოდი სახლში, მითუმეტეს დღისით, თან ლოგინში ახლა კი... არადა როგორ ველოდებოდი ლაშქრობების "სეზონის გახსნას"... ათასი გეგმა, ოცნება, იდეა მიტრიალებდა თავში, მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავდი, რამდენი თავბრუდამხვევი თავგადასავალი მელოდა მეგონა და... "სეზონი" ისე დაიხურა რომ გახსნაც ვერ მოასწრო... გარეთ კი ზაფხულის მშვენიერი ამინდია, მზე ანათებს, ბუნება გიხმობს საბოდიალოდ...
დაიწყო გაუსაძლისი პერიოდი: მკურნალობა თანდართული დეპრესიით. მნახველებს ვიზიტები ავუკრძალე, როცა გამოვჯანმრთელდები მე თქვითონ გინახულებთ თქო. ინტერნეტში ხშირად ვერ შევდიოდი, ფიზიკურად არ შემეძლო, ძალიან მალე ვიღლებოდი. გაძლიერებულ კვებაზე და წამლებზე დამსვეს, ორივე საკმაოდ მრავალფეროვანი და უხვი აღმოჩნდა... მახსოვს ექიმთან ყველა ვიზიტი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა: ნერვებს გაუფრთხილდი!
მთელი ჩემი რეაბილიტაციის პერიოდში დათო სულ მირეკავდა, მკითხულობდა, მამხნევებდა, ყველა მისი წერილი სითბოთი და სიყვარულით იყო გაჟღენთილი....
"ნიინ, მოგმადლოს სიმშვიდე, ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული დღის ძალამ, კეთილი სურვილებით..." 28.08.09
"Niiin... Endless trip and fun... U floated 2 my mind... Wish u were around..." 23.09.09 Turky
მისი უდიდესი დამსახურებაა დეპრესიიდან რომ გამოვედი და მკურნალობა სრულად და გართულებების გარეშე გავიარე...
და აი ლომისას ლაშქრობიდან გავიდა ოთხი თვე... უკვე გარეთ სიარული დავიწყე... ლიკაკომ ჩაიზე დამპატიჟა თავისთან, იმავე დღეს კი დათომ დამირეკა, სამეფო უბნის თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტია და მოსაწვევები მაქვს, თუ სურვილი გაქვს წავიდეთო. რადგან მოსაწვევები იყო და არა ბილეთები გავკადნიერდი და ვთხოვე, ჩემს მეგობარს შევპირდი დღეს ჩაიზე სტუმრობას და თუ კიდევ ერთ მოსაწვევს იშოვი მასაც აქეთ წამოვიყვან თქო, კაიო და ცოტა ხანში მახარა, საღამოს 7-ზე იწყება, ცოტა ადრე გამოგივლი რომ შენი მეგობრის წამოყვანაც მოვასწროთ და კონცერტზე არ დაგვაგვიენდესო.
დასაღამოვდა. სახლში მე და ბებია ვიყავით. მახსოვს დღისით ვუთხარი კონცერტზე მივდივარ თქო და რაღაც ყურადღება არ მიაქცია, სამაგიეროდ წასვლის დრო რომ მოვიდა მტკიცე უარზე დადგა, ამ "ღამიან" სად მიდიხარ, გაცივდები, ისევ ავად გახდები, მოკლიდ, მე არ გიშვებო! ვაიდედა

მაშინ ვნახე დათო მეორედ. მოვუყევი ბებოს "ამბები"

მახსოვს მანქანიდან რომ გადმოდიოდა ჯერ დათოს შეხედა, მერე მე მომიბრუნდა: სახლში რომ მიხვალ skype-ში შემოდიო

ბებოს გადავურჩით აი ლიკაკოს კი...
skype-ში შემდეგი შინაარსის კომენტარი დამხვდა: "კაი ბიჭია მარა ძალიან დაბნეული იყო!"
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
diklo9
ნინიიი :* 

- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
diklo9
წამით აცოცხლებ ნინი ამ კარგ ადამიანს.
და ეს ძალიან კარგია, ჩვენ მოგონებებში სწორედ ასე უნდა ცოცხლობდეს, მოგონება სულ იქნება და მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს...

- nikushanikusha
- მაწანწალა
- Posts: 668
- Joined: 01 დეკ 2008, 00:10
diklo9
ლომისა უამგრესი იყოო.
ნინიი შენ კიდევ უუძალიანმაგრესი :*
ნინიი შენ კიდევ უუძალიანმაგრესი :*
diklo9
ყოველთვის, როცა მაგ სიტუაციას ვიხსენებ ღიმილი მადგება სახეზე..
ეგ პირველი დღე იყო როცა დათო გავიცანიი:))
არ მახსოვს მაშინ მადლობა გადაგიხადეთ თუ არა, მაგრამ ეხლა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ერთი ჩვეულებრივი დღე გამილამაზეთ!:*:*
მადლობა დიკლო და მადლობა ნინი:*:*:*