დამყნობასა და გენის შეცვლას შორის რადიკალური სხვაობაა, რატომ ამაზე აღარ დავკონკრეტდები.
ადრეც დავწერე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ჭამის შედეგედ ალბათ კალიებად არ გადავიქცევით თუმცა რა გავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და მომავალ თაობაზე კარტოფილში ჩანერგილი ვეშაპის გენი ჯერ არვინ იცის, ამას ასე 20 წელი სჭირდებო რომ საბოლოო შედეგები გავიგოთ.
გენის ჩასმა ასე მარტივად არ ხდება, გენს რომ ჩასვავ ამის შემდეგ მისი ამოვარდნის ალბათობის რისკი საკმაოდ მაღალია, ამას კი მუტაცია შეიძლება მოჰყვეს, აი ეს არის დიდი საშიშროება, რა სახის მუტაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე არავინ იცის...გენის ჩასმის პროცესში მარკერებად ანტიბიოტიკები გამოიყენება რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროდუქტთან ერთად ანტიბიოტიკებსაც მივიღებთ, შესაბამისად ამ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ვხდებით ისე რომ ჩვენ ეს არ ვიცით.
ყველაზე დიდი საფრთხე კი მაინც გადამტვერვის პრობლემაა, ანუ მწერებს ვერავინ განუსაზღვრავს რომ გენმოდიფიცირებული მცენარეებიდან მტვერს ნუ აიღებთ და სხვა ნორმალურ მცენარეებს ნუ გადამტვერავთო.... ანუ რისკის ქვეშ ბიომრავალფეროვნების(აგრობიომრავალფეროვნების) შენარჩუნების საკითხია, ეს ყველაზე სუსტი წერტილია, რამდენიმე წელიწადში შეიძლება დავკარგოთ ის რასაც საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ადამიანი და ბუნება.
და კიდევ, გენური ინჯინერიის გამართლება ხდებოდა იმ ასპექტით რომ ტრანსგენურ მცენარეებს შეწამვლა აღარ დასჭირდებოდა, არ გაამართლა ამ საკითხმაც, მაგალითისთვის გეტყვით რომ საქართველოში შემოტანილი ტრანსგენური კარტოფილი რომელიც ასე 10 წლის წინ დათესეს, კოლორადოს ხოჭომ ვერ დააზიანა და ვაიქართველები თავს იწონებდნენ, მაგრამ მოულოდნელად სოკოვანი დაავადება ფიტოფტოროზი გამოჩნდა და პირწმინდად მოსპო ჰექტრობით ნათესი, ფიტოფტოროზის დანახვა ასე არსდროს გამხარებია
