სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 05 მარ 2010, 12:15

maikomaiko
დამყნობასა და გენის შეცვლას შორის რადიკალური სხვაობაა, რატომ ამაზე აღარ დავკონკრეტდები.
ადრეც დავწერე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ჭამის შედეგედ ალბათ კალიებად არ გადავიქცევით თუმცა რა გავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და მომავალ თაობაზე კარტოფილში ჩანერგილი ვეშაპის გენი ჯერ არვინ იცის, ამას ასე 20 წელი სჭირდებო რომ საბოლოო შედეგები გავიგოთ.
გენის ჩასმა ასე მარტივად არ ხდება, გენს რომ ჩასვავ ამის შემდეგ მისი ამოვარდნის ალბათობის რისკი საკმაოდ მაღალია, ამას კი მუტაცია შეიძლება მოჰყვეს, აი ეს არის დიდი საშიშროება, რა სახის მუტაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე არავინ იცის...გენის ჩასმის პროცესში მარკერებად ანტიბიოტიკები გამოიყენება რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროდუქტთან ერთად ანტიბიოტიკებსაც მივიღებთ, შესაბამისად ამ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ვხდებით ისე რომ ჩვენ ეს არ ვიცით.
ყველაზე დიდი საფრთხე კი მაინც გადამტვერვის პრობლემაა, ანუ მწერებს ვერავინ განუსაზღვრავს რომ გენმოდიფიცირებული მცენარეებიდან მტვერს ნუ აიღებთ და სხვა ნორმალურ მცენარეებს ნუ გადამტვერავთო.... ანუ რისკის ქვეშ ბიომრავალფეროვნების(აგრობიომრავალფეროვნების) შენარჩუნების საკითხია, ეს ყველაზე სუსტი წერტილია, რამდენიმე წელიწადში შეიძლება დავკარგოთ ის რასაც საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ადამიანი და ბუნება.
და კიდევ, გენური ინჯინერიის გამართლება ხდებოდა იმ ასპექტით რომ ტრანსგენურ მცენარეებს შეწამვლა აღარ დასჭირდებოდა, არ გაამართლა ამ საკითხმაც, მაგალითისთვის გეტყვით რომ საქართველოში შემოტანილი ტრანსგენური კარტოფილი რომელიც ასე 10 წლის წინ დათესეს, კოლორადოს ხოჭომ ვერ დააზიანა და ვაიქართველები თავს იწონებდნენ, მაგრამ მოულოდნელად სოკოვანი დაავადება ფიტოფტოროზი გამოჩნდა და პირწმინდად მოსპო ჰექტრობით ნათესი, ფიტოფტოროზის დანახვა ასე არსდროს გამხარებია :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 05 მარ 2010, 12:28

სექსთან დაკავშირებით დიდი ჯახაჯუხი ატყდა, რატომ?
მორალისტობას და ჭკუის დარიგებებს თავი დავანებოთ აჯობებს ვგონებ 8)
ვისაც არ გინდათ სექსი ნუ გექნებათ, დაგაძალათ ვინმემ? ვისაც უნდა რომ ჰქონდეს სექსი ღმერთმა შეარგოს!
სექსს არცერთი რელიგია არ კრძალავს! არცერთი რელიგია არ განიკითხავს სექსს, ყველა რელიგია ზომიერებისა და გონივრულობისაკენ მოუწოდებს.
მე ამ შემთხვევაში საერო პირებზე ვსაუბრობ. 8)

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by perwkli » 05 მარ 2010, 13:50

bambina wrote:
maikomaiko wrote:ადამიანები სხვებს იმას ემორალისტებიან, რასაც თვითონ იზღუდავენ...
ვითომ იზღუდავენ? დაახლოებით იმ სიტუაციას გავს, მარხვის დროს სამარხვო შოკოლადებს რომ ჭამენ. ანუ საკითხის არსი არ ესმით.
შენ რასაც იძახი, ჩემი აზრით ეგ ფსევდომორწმუნეობაა, მარა მე იმას ვიძახდი, რომ ცხოვრობენ "ასეა მიღებული" და "ასეთი აზრები სწორია"-თი, შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელიც ცდილობს "სწორი წესები", რითაც თვითონ იზღუდავს თავს, სხვასაც მოახვიოს. შეიძლება არც ეთანხმებოდეს, მაგრეამ მთავარი ხო ისაა, რომ ბრბოს აზრით, "სწორია". მარტო სექსზე არა, ზოგადად ,ყველაფერზე, რაც "ნორმის ფარგლებს" სცილდება )))))
იდეაში მარტივდება ასე ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი აღარ გიწევს :roll:


Makena

მუტაციები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება, რაღაც პანიკური შიშია მოსახლეობაში ამ მუტაციების მიმართ :? ამ მცენარეების კონტროლი მუდმივარ მიმდინარეობს, მეორე მხრივ, მექანიზმებს ნუ მომაძებნინებთ დაწვრილებით, და უჯრედში, გაყოფისას, არის მექანიზმები, რომლებიც "არასწორ" დნმ-ს ანადგურებს, უჯრედს კლავს. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ამ მცენარეში მოხდეს, შხამის გამომუშავება დაიწყოს, მაგრამ ბაზარზე გამოსვლამდე ამას მემგონი გადაამოწმებენ, რავიცი... ყველაზე მინიმუმი, ნაკლები კვებითი ღირებულება ქონდეს. და სხვა ნებისმიერ ამ მცენარისთვის არაადეკვატურ ცილას და ნახშირწყალს ჩვეულებრივ გადაამუშავებს ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს რაც შეეხება, გენმოდიფიცირებისას გამოიყენება ისეთი ანტიბიოტიკების გენები, რომლებიც ან ნაკლებად იხმარება მედიცინაში, ან მათზე პათოგენური ბაქტერიების 20-40 ან მეტი პროცენტია რეზისტენტული, შესაბამისად, ამ ანტიბიოტიკებს არც ერთი ჭკვიანი ექიმი არ ნიშნავს, პირდაპირ ნიშნავენ იმას, რაზეც აპრიორი სენსიტიურია ბაქტერია.
ისე, საქართველოში, სადაც სიცხის აწევისას მაშინვე ანტიბიოტიკების სმაზე გადადიან,ეს ამასთან შედარებით იმდენად უვნებელია, არ უნდა ანაღვლებდეთ :lol:

ბიომრავალფეროვნება კიდევ. კულტურული მცენარეების ბიომრავალფეროვნება დიდად არ მანაღვლებს, მთავარია ნატურალურ ბუნებას არ დაუშავდეს არაფერი, ეს მოსავლის კულტურები პირიქით, ბუნებრივ ნივთიერებათა და ენერგიის მიმოცვლას არღვევს გენიალურად, იმჰო.
პ.ს. თუმცა ვაფასებ, რომ სამაგიეროდ შიმშIლით არ ვწყდებით. :roll:

პ.პ.ს. რა მაკამათებს ნეტა ვიცოდე :lol:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 05 მარ 2010, 14:05

maikomaiko wrote:
bambina wrote:
maikomaiko wrote:ადამიანები სხვებს იმას ემორალისტებიან, რასაც თვითონ იზღუდავენ...
ვითომ იზღუდავენ? დაახლოებით იმ სიტუაციას გავს, მარხვის დროს სამარხვო შოკოლადებს რომ ჭამენ. ანუ საკითხის არსი არ ესმით.
შენ რასაც იძახი, ჩემი აზრით ეგ ფსევდომორწმუნეობაა, მარა მე იმას ვიძახდი, რომ ცხოვრობენ "ასეა მიღებული" და "ასეთი აზრები სწორია"-თი, შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელიც ცდილობს "სწორი წესები", რითაც თვითონ იზღუდავს თავს, სხვასაც მოახვიოს. შეიძლება არც ეთანხმებოდეს, მაგრეამ მთავარი ხო ისაა, რომ ბრბოს აზრით, "სწორია". მარტო სექსზე არა, ზოგადად ,ყველაფერზე, რაც "ნორმის ფარგლებს" სცილდება )))))
იდეაში მარტივდება ასე ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი აღარ გიწევს :roll:

მერე საიდან იღებს სათავეს მორალი? რელიგიის მთავარი დატვირთვა სწორედ ეს არის, ასწავლოს ადამიანს სწორად ცხოვრება. ეს აუცილებელია მასების სამართავად. თუმცა სრულფასოვან ადამიანში თავისთავად არსებობს შეგნება, მე კი არ მითაქვამს: "ორი რამ მაკვირვებს, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში" (ციტირების სიზუსტეზე თავს არ ვდებ, შინაარსი ესაა).
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by tamuna_gudarexi » 05 მარ 2010, 14:21

Makena
მეც მანდ ვარ - ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს!
ჰოდა, თუკი ვინმეს აზრი არ მოგვწონს ან არ ვეთანხმებით, შეგვიძლია ჩვენი აზრი ვთქვათ... ფსევდომორალისტისა და სხვათა იარლიყების მიწებებას კი მოერიდეთ!

ამ საკითხზე ამ თემაში კამათს შეგნებულად არ განვაგრძობ.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by perwkli » 05 მარ 2010, 14:55

tamuna_gudarexi

დადებითი: ტონუსს ამაღლებს
უარყოფითი: კალციუმის გამორეცხვას უწყობს ხელს.
დაშვება: ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, გაიდლაინები წარამარა იცვლება, მაგრამ მაინც, 2-3 100გრ ჭიქას ნუ გადააჭარბებ.



წყარო: სამედიცინო განათლება.(ჩემი არა)
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 05 მარ 2010, 17:36

masai11

კაცო, მარნეულში და სამცხე-ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილი სად მიდის?
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 05 მარ 2010, 20:50

Makena wrote:სექსს არცერთი რელიგია არ კრძალავს! არცერთი რელიგია არ განიკითხავს სექსს, ყველა რელიგია ზომიერებისა და გონივრულობისაკენ მოუწოდებს.
მე ამ შემთხვევაში საერო პირებზე ვსაუბრობ. 8)
მე მინდა მოგახსენო ,რომ დაკონკრეტების გარეშე გაუგებარია შენი მსჯელობა.
მცირეწლოვანები რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ ისევ ვწყდები თემას და ვაკონკრეტებ:
მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს სექსს საერო პირებში ჯვრისწერის გარეშე და მას სულის მომაკვდინებელ ცოდვად აცხადებს.
ეს სრული გამჭირვალობისთვის.
bambina wrote: რელიგიის მთავარი დატვირთვა სწორედ ეს არის, ასწავლოს ადამიანს სწორად ცხოვრება. ეს აუცილებელია მასების სამართავად. .
შენ წინა ცხოვრებაში მარქსისტი იყავი?
თუ გადასაყრელი წიგნები გაქვს ბიბლიოთეკაში?
რელიგიის მთავარი დატვირთვა სულის გადარჩენაა ღმერთთან შეერთებით, რომ სხეულთან ერთად არ წავიდეს სიმყრალეში სიკვდილის მერე.
Last edited by ლეონტი on 05 მარ 2010, 22:19, edited 2 times in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by teo- » 05 მარ 2010, 21:11

ლეონტი
მაშინ ჩამოთვლილ ცოდვებში რატომ შედის სექსზე აღარ მაქვს საუბარი კოცნაც კი :)
დაიწეროს მაშინ საერო პირებისთვის ცალკე ცოდვათა ნუსხა და ჩვენთვის ცალკე თორე ნამეტნავად დააბნევს ხალხს :)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 05 მარ 2010, 21:28

teo-
გავხსნათ ცალკე თემა? და დაგარიგოთ ბოშებო ჭკუაზე?
მე მგონი საჭიროა, ისეთი დრო დადგა.
კოცნა ცოდვების სიაში იმიტომ შედის რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალზე მკაცრია აღნიშნული მომაკვდინებელი ცოდვის ,მრუშობის და სიძვის მიმართ, თვით ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე, რომ ვინც სურვილით შეხედა მოწინააღმდეგე სქესს (ნუ თავის სქესზე უკვე არაბუნებრივობიდან გამომდინარე საუბარი ზედმეტია) მან უკვე იმრუშა გულში და ფიზიკურ მრუშობას გაუტოლა.
რადგან ეს სულის წინააღმდეგ მოქმედებს გინდა გულში აღსრულებული და გინდა ფიზიკურად შესრულებული.
საერო პირებს და სასულიერო პირებს აბსოლუტურად იდენტური სული აქვთ, მიუხედავად იერარქიულობისა, ამიტომ ცოდვა სულის საზიანოდ ორივეს ერთნაირად აზარალებს.
და კიდევ გავმეორდები: სექსი ჯვარდაწერილებს შორის ცოდვა არაა, რადგან ეკლესია მათ 1 ხორცად აცხადებს და გამთლიანებულად ქრისტეში ჯვრისწერის საიდუმლოს ძალით, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by QEBURIUS » 05 მარ 2010, 21:53

ეს თემა სექსზეა თუ სმა ჭამაზე?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by teo- » 05 მარ 2010, 21:55

QEBURIUS
ლეონტი
ბოდშეთ წამომცდა :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 05 მარ 2010, 22:21

ახლა თემის შესაბამისად ისაუბრეთ, თორემ მოვიდა ორთოდოქსი KSOVRELI :twisted:
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 05 მარ 2010, 22:26

QEBURIUS wrote:ეს თემა სექსზეა თუ სმა ჭამაზე?
ამ კითხვას შენ უკვე გაეცი პასუხი წინის წინა გვერდზე:
QEBURIUS wrote:მე გთავაზობთ კომპრომისს: სექსი და კარგად გაძღომა! რა მნიშვნელობა აქვს რით თუ მართლა გშია

ნ---------------------------------------


О том, что сырокопченую колбасу на самом деле «коптят» в электрическом поле, вы, наверное, до сих пор не знали. Мы уже сказали, что копчение — процесс трудоемкий и долгий и сократить продолжительность обработки продукта коптильным дымом — дело очень непростое. Но электрическое поле пришло на помощь. Колбасу, куски мяса, рыбу помещают между двумя одноименно заряженными электродами и присоединяют ее к электроду противоположного заряда или к системе заземления. При этом электрическое поле высокого напряжения вызвает ионизацию частиц коптильных веществ, они приобретают направленное движение и оседают на поверхности продукта. Таким образом, период суррогатного «копчения» мясопродуктов сокращается от нескольких суток до всего 4—6 мин.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 06 მარ 2010, 01:11

maikomaiko
თუ რამე მექანიზის მოძებნა და ახსნა გინდა მოძებნე და დაწერე.... რაღაც ვერ ვხვდები რას წერ, ბუნებაში მიმდინარე მუტაცია და მცენარეში ხელოვნურად ჩანერგილი ცხოველის გენის ამოვარდნის შედეგად წარმოქმნილი მუტაცია ძალზედ განსხვავდება ერთმანეთისგან!
ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღება საჭიროების გარეშე ძალზედ მავნეა ორგანიზმისთვის, შენ კი წერ რომ თურმე არფერი უჭირს რომ ბადრიჯანთან ერთად რომელიმე ანტიბიოტიკი რომ მივიღოთ! ვისაც უნდა მიიღოს მე პირადად არ მინდა და არც სხვას ვურჩევ!
,,ნატურალური ბუნება" - ეს რას ნიშნავს, რა მცნებაა? ასეთი ტერმინი პირველად მესმის.
კულტურული მრავალფეროვნება სწორედ რომ ბუნების განუყოფელი ნაწილია, რა ბალახობას ხომ არ დავიწყებთ რომ მოგვშივდება? თანაც მწერები გადამტვერვას მარტო კულტურულ ფლორაზე ახდენენ თუ როგორ არის საქმე?
დიდად არ მანაღვლებსო რომ წერ, ეს რას ნიშნავს? ანუ შენ არ განაღვლებს საქართველოში არსებული უნიკალური ქართული ვაზის, ხორბლის, პარკოსანი კულტურებისა თუ ხეხილის ბედი? მაშინ მიბრძანდი და მაკდონალდსის ჩისბურგერებით იკვებე, ჩვენ კი გემრიელ ქართულ კერძებს შEვექცევით 8)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]