მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 10:06

VII დღე

ჩვენი პირველი დილაც გათენდა კარავში... თუმცა რაღა დილა 11 საათია უკვე... :oops: :D
წინა დღეს ტანიეს ხეობაში "ნაომრები" დაღლილები ვიყავით და დასვენება გვჭირდებოდა... :)

ვისაუზმეთ მესაზძვრეებთან ერთად, შემდეგ მესაზღვრეებს ცოტა საგზალი გამოვართვით და უკვე 12 საათი ხდებოდა როცა ისართღელეს გზას გავუყევით... დღეს გადასვლა გვინდა ისართღელეზე და სადმე გიორგიწმინიდს ხეობაში დაბანაკება,თუმცა წინ ძალიან დიდი და რთული გზა გველოდება... მესაზღვრეთა ბანაკი ზღვის დონიდან დაახლოებით 2000მ-ზეა
ისართღელე კი 3486მ-ია მანძილი კი კილომეტრებით არც ისე დიდია რაც სულაც არაა სასიხარულო ამბავი, წინ ციცაბო აღმართები და სიმაღლის სწრაფად აღება მოგვიწევს... მესაზღვრეებმა გვითხრეს საით უნდა წავსულიყავით ისართღელესკენ რო გზა არ აგვბნეოდა, რადგან იქ ხეობა რამდენიმეგან იყოფა... გვითხრეს რომ ხეობას რომ ავუყვებოდით პირველი არა და მეორე ხეობაში უნდა შეგვეხვია ხელმარჯვნივ... შემდეგ ამ ხეობას უნდა ავყოლოდით ბოლომდე... შემდეგ, შემდეგ კი... უკვე აღარც იმათმა იცოდნენ... :roll: :D

მე და ჯონის რუკა არ გვქონდა წაღებული მხოლოდ თბილისში ვათვალიერებდი რუკებს და რაღაცეები მახსოვდა ზეპირად, დაახლოებით საით უნდა აგვეღო ორიენტაცია... თუმცა მესაზღვრეებს კედელზე ქონდათ გაკრული ამ ადგილის რუკა მასშტაბით 1:50 000 მეც მივედი და ის მონაკვეთი რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა გადავიღე ფოტოაპარატით 2 სურათად...
დავიძარით და დროდადრო ვიყურებოდით ფოტოაპარატში რუკაზე რო გვენახა სად ვიყავით...

როგორც კი ოდნავ დავცილდით მესაზღვრეთა ბანაკს და ხეობაში შევედით გზა ძალიან გაფუჭდა უზარმაზარი ბალახები ციცაბო ფერდზე... საშინელი სავალი იყო.. უკვე აუტანელს ხდიდა გზას...მერე უცებ ჩვენი მეგობარი "დათვოს" მიერ გათელი ბილიკი ვნახეთ, მაშინვე "ტობავარჩხილი" და იქ ვიღაც "მთვრალი დათვოს" მიერ ნასიარულები გაგვახსენდა, რომელიც უაზროდ მიიკლაკნებოდა... :D უცებ ჯონიმ კინაღამ ფეხი ჩაკრა რაღაცაში თურმე დათვოს დაუნაღმია მიწა და გაუნოყიერებია... :lol: ხანდახან მდინარესთან ჩავიდოდით და ხეობას მივუყვებოდით ხოლმე, მაგრამ იქაც საშინლად გაუვალი ადგილები იყო ხეებით ჩახერგილი, თან ყოველთვის არც იყო მდინარის პირას სიარულის საშუალება...
კარგა ხანს ვიწვალეთ ასე... შემდეგ როგორც იქნა ისევ ჩავედით ხეობაში და მივუყვებოდით მდინარეს აღმა.. აქ უკვე მეტ-ნაკლებად შეიძლებოდა სიარული, ისეთი გაუვალი აღარ ჩანდა...

Image

ძალიან სწრაფად ვიღებდით სიმაღლეს და ძალიან მცირე ხნიან შესვენებეს ვაკეთებდით... საუკეთესო გზა სასიარულოდ პირდაპირ მდინარეში სიარული იყო, მდინარეზე მაღალი ჩანჩქერები არ იყო და საფეხურებად მოედინებოდა, მივაბიჯებდით ამ საფეხურებზე ლოდიდან ლოდზე და მივიწევდით მაღლა, თუმცა 1 ნაკლი ქონდა... წყალი ძალიან ცივი იყო და ფეხები გვეყინებოდა... :? :D

Image

Image

Image

აი გამოჩნდა ის ადგილიც სადაც ხეობაში მარჯვნივ უნდა შევუხვიოთ... წინ რომ მაღალი მთა მოსჩანს ხელმარჯვნივ სურათზე მანდაა ხეობების გასაყარი... მდინარის ძირითადი ნაკადი მარცხნიდან მოდის მაგრამ ჩვენ მარჯვნივ უნდა ავუყვეთ პატარა ნაკადულივით მდინარეს...

Image

Image
Last edited by zura N. on 24 თებ 2010, 10:19, edited 8 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by qvevri » 24 თებ 2010, 10:10

წინა გვერდზე ეს სურათი უკუღმა იდო და გადმოვატრიალე :wink: თუმცა ისეც ლამაზი იყო :wink:
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 10:20

qvevri

ვიცი რომ უკუღმა იდო სპეციალურად დავდე ეგრე... :D :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 10:30

როგორც მესაზღვრეებმა გვითხრეს ხეობას მარჯვნივ შევუყევით, კარგა ხანს ვიარეთ... რაც უფრო წინ მივდიოდით მით უფრო ციცაბო ხდებოდა აღმართი, პირდაპირ შუა ნაკადულში მივაბიჯებდით და ფეხებიც გვეყინებოდა... ბოლოს ეს ნაკადული 2 პატარა ხევად იყოფოდა... აქ უკვე რუკის მიხედვით ხელმარცხნივ უნდა ავყოლოდით ხევს და შემდეგ უკვე ქედზე ავძრომილიყავით რადგან ეს პატარა ხევიც შრებოდა და მთავრდებოდა...
აქედან უკვე მხოლოდ რუკის და კომპასის იმედზე ვიყავით, რადგან მესაზღვრეთა რჩევები იქ დამთავრდა როცა ძირითადი ხეობიდან მარჯვნივ შემოვუყევით ხეობას... ხეობაც დამთავრდა... როცა ქედზე ავედით და ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ამინდის დახმარება სწორედ მაშინ შემოგვეპარა საშინელი ნისლი... :?

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 10:47

რუკაზე კარგად ვიცოდით ჩვენი ადგილმდებარეობა, რუკის მიხედვით სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა გვევლო... მოვინიშნავდით კომპასით სამხრეთ-აღმოსავლეთით რაიმე ქვას სადამდეც მხედველობის არე იყო და ის იყო ჩვენი ორიენტირი...ამ ქვასთან მისვლის შემდეგ ისევ ამოვიღებდით კომპასს მოვნიშნავდით ორიენტირს და მივუყვებოდით...
ქედზე უზარმაზარი ლოდები ეყარა დაახლოებით ისე როგორც აბუდელაურის გზაზეა...ამინდმა ცოტა ხასიათი გაგვიფუჭა, არა იმიტომ, რომ გზის გაგნება გვიჭირდა... დიდად არ გავდარდებდა თუკი გზა აგვებნეოდა... უბრალოდ აქედან როგორც ვვარაუდობდით ძალიან ლამაზი ხედები უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი ერთმანეთსაც ძლივს ვხედავდით... უკვე 16:30 იქნებოდა, მალე უნდა გვეპოვა უღელტეხილი და გადავსულიყავით გიორგიწმინდისკენ, რადგან არცერთს ფანარი ან რაიმე სხვა გასანათებელი საშუალება არ გვქონდა თან წამოღებული... ის ფაქტი რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უღელტეხილზე გადავდიოდით და ხედებით დატკბობის შანსი არ გვქონდა ძალიან არ გვსიამოვნებდა... ღმერთმა იცის აქ კიდევ როდის ამოვიდოდით... 1-2 ჯერ თავში გაგვიელვა აზრმა რომ უღელტეხილზე არ გადავსულიყავით და სადმე აქ დავრჩენილიყავით... :) მაგრამ მაინც გზა განვაგრძეთ...უღელტეხილი უნდა გვეპოვა...! თან წყლის მარაგი ფაქტიურად აღარ გვქონდა ძალიან ცოტა, მეორე დღესაც კარგა ხანი წყალი არსად შეგვხდებოდა... ცოტა ხანში ეს ლოდებიანი მდელოც მორჩა და დაიწყო ნაშალი... ირგვლივ სიცოცხლის ნატამალიც არ იყო... გარშემო სულ ნისლი იყო... ფეხქვეშ კი სიპი ქვა... აღარც ბალახი მოჩანდა სადმე და არც რაიმე სხვა მცენარე...

Image
Last edited by zura N. on 24 თებ 2010, 11:15, edited 2 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 11:04

ცოტა ხნის მერე თოვლიც გამოჩნდა ნაშალზე, წინ კი უზარმაზარი კლდეები... თოვლი და კლდეები რომ დავინახეთ შევჩერდით, რუკა პრინციპში უკვე აღარ გვჭირდებოდა რადგან წინ გზა აღარ იყო, მხოლოდ ვერტიკალური კლდები, სადღაც აქ უნდა ყოფილიყო ჩვენი ვარაუდით უღელტეხილიც...

Image

რუკა გვერდზე გადავდე და რამდენიმე დღის წინ გადაღებული სურათების თვალიერება დავიწყე ფოტოაპარატში... ვუყურებდი ამ და სხვა ფოტოებს...
zura N. wrote:აქ კი ისართღელეს უღელტეხილია ჩვენი საბოლოო მიზანი...

Image
Last edited by zura N. on 24 თებ 2010, 11:16, edited 2 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 11:13

ვუყურებდი თოვლის ნარჩენებს სურათზე ამ ადგილებში... ლურჯი ზოლის მარცხნივ სამი პატარა თოვლის გროვა ჩანს ერთმანეთის თავზე... მარჯვნივ კი სადაც წითელი ხაზი მთავრდება ერთი დიდი თოვლის გროვაა... :)
ახლა წინ გავიხედე და ვცდილობდი გამერკვია ამ ადგილზე ვიყავი თუ არა თოვლის გროვების და ფორმების მიხედვით... მგონი ესააა, ზუსტად მოვედით...! :roll: სურათების და გარშემო ადგილმდებარეობის თვალიერებაში ქარმა ცოტა ნისლი გაფანტა და აი ისიც...! გამოჩნდა უღელტეხილის თავი...! 10-იანში გავარტყით! :D :wink:

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 12:03

ძალიან გაგვიხარდა რომ ზუსტად იქ აღმოვჩნდით სადაც უნდა ვყოფილიყავით... თუმცა გადაწყვეტილება გვქონდა მისაღები... არცერთს არ გვინდოდა ამ ნისლში უღელტეხილზე გადასვლა ისე, რომ ვერაფერი ვერ დაგვენახა სად ვიყავით... თან დრო გადიოდა და დროზე უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. უკვე 17:00 საათი ხდებოდა, თან ნისლში მალე ჩამოგვაბნელდებოდა და გზას ვერაფრით გავინათებდით...
ამ დროს როგორც იტყვიან "ჩორტი ჩავაგდე"...

- მოდი დღეს არ გადავიდეთ და აქ დავრჩეთ ჯონი... :roll:
- დავრჩეთ, სიამოვნებით... დილით ადრე იქნებ ნისლი არ იყოს და დავინახოთ რამე, თან სურათებიც გადავიღოთ...
- მე სერიოზულად გეუბენბი არ გეხუმრები, დავრჩეთ მეთქი (არ მეჯერა, მეგონა მეხუმრებოდა :) ), ხვალ მაინც ყველა ვარიანტში მოვასწრებთ შატილამდე ჩასვლას და ბარემ დილის კარგი ამინდის იმედად დავრჩეთ...
- არც მე ვხუმრობ, მეც სერიოზულად გეუბნები... მიპასუხა ჯონიმ...

მოკლედ უღელტეხილზე დარჩენა გადავწყვიტეთ დაახლოებით 3400 მეტრზე ზღვის დონიდან, მაგრამ სად როგორ რანაირად... გარშემო ყველგან ლოდებია სიპი ქვები და დამრეცი ადგილები...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 12:10

გადავწყვიტეთ ზედა სურათებში რომ დიდი ლოდია შუაში იმ ლოდთან გაგვეშალა კარავი... მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ კარავი არ დაგვეხია სიპ ქვებზე და ჩვენც ღამე მოხერხებულად დაგვეძინა...
აი აქ დავიწყეთ კარავის გაშლა... ლოდი ღამით ქარისგან და სიცივისგან დაგვიცავდა ცოტა... :roll: :)

Image

თუმცა როგორც სურათიდან ჩანს იოლი საქმე არ იყო... გადავწყვიტეთ როგორც ამ ადგილებს შეეფერება ისე აგვეშენებინა ჩვენი "სახლი"... "სუფთა ხევსურულად"... სიპი ქვები გავშალ-გამოვშალეთ გარშემო თუ სადმე რამე ბრტყელი ქვა იყო მოვიტანეთ და კარვის გასაშლელად საკმარისი ადგილი მოვასწორეთ... აი ასე...: :)

Image

Image

დაახლოებით 1 საათი დაგვჭირდა ადგილის მოსასწორებლად... როცა ჩავთვალეთ რომ ადგილი საკმარისად სწორი და კომფორტული იქნებოდა კარავიც გავშალეთ... :D :wink:

Image

Image

უკვე 18:00 საათი იყო... ნისლის გამო ადრე ჩამობნელდა, კიდევ გვქონდა ცოტა დრო რომ გვევახშმა და დაგვეძინა სანამ რამეს ვხედავდით... :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 15:29

ვახშმის დროც მოვიდა... გავხსენით მესაზღვრეების მიერ გამოტანებული თევზის კონსერვი...
ჯონიმ "ეზოდან" ორი ცალი სიპი ქვის ნატეხი შემოიტანა და წყალი გადაავლო ერთი მე მომცა მეორე თავისთვის დაიტოვა... ეს იყო ჩვენი კოვზები...შემდეგ შედედებული რძეც გავხსენით, უფრო სწორედ გავხვრიტეთ ორივე მხრიდან... ერთ მხარეს "ზ" ასო ამოვკაწრეთ, ხოლო მეორე მხარეს "ჯ" და ვსვამდით რიგრიგობით ჩვენ-ჩვენი მხრიდან... :D ამოვიღეთ ამღიონების მიერ გამოტანებული სპირტიც.. წყალი ძალიან ცოტა გვქონდა და დაგვენანა სპირტის გასაზავებლად, ამიტომ სუფთა სპირტის სმა გვიწევდა... :D სმა რა ტუჩს ვისველებდით უბრალოდ... შუა ქეიფში ვიყავით ჯონიმ დღიური ამოიღო ეს ყველაფერი უნდა ჩავიწეროო და დაიწყო ჩვენი ყველა იქ ნათქვამი სადღეგრძელოს ჩაწერა... :) სულ 10 სადღეგრძელო ვთქვით, ამასობაში დაგვაბნელდა კიდევაც და სანამ კიდევ რამეს ვარჩევდით კარავში ავალაგეთ ჩვენი სუფრა და დავიძინეთ... :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by Kakha » 24 თებ 2010, 16:47

zura N.
მიდი, მიდი თხრობის ტემპი არ დააგდო!!!!! სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას!

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 17:30

Kakha wrote:zura N.
მიდი, მიდი თხრობის ტემპი არ დააგდო!!!!! სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას!
ვეცდები... ბევრი აღარ დარჩა... :)

VIII დღე

დილით ადრე გავიღვიძე საკმაოდ, მინდოდა მომესწრო რამის დანახვა და გადაღება თუკი ამინდი იქნებოდა...
დღეს შატილამდე მისვლა გვაქ დაგეგმილი...

კარვიდან რო გამოვიხედე დილით ასეთი პეიზაჟი დამხვდა...

Image

შემდეგ გამოვედი კარავიდან და არემარე შევათვალიერე... გარშემო ყველგან კლდეები იყო, ძალიან მკაცრად გამოიყურებოდა ადგილი... ხანდახან რომელიღაც იქაური ბინადარი ფრინველი თუ დაჰკივლებდა ხოლმე... საოცარ ხმას გამოსცემდნენ მთები ამ დროს... უდიდესი სიამოვნება იყო ამ ხმის გაგონება...

Image

ჩვენი კარავი... :)

Image

უღელტეხილი აქეთაა...

Image

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by guruli » 24 თებ 2010, 17:37

zura N. - ყოჩაღ, ზურა!!! :) ემოცია იმდენად ცოცხლად მოგაქვს მკითხველამდე, თითქოს პირადად გადამხდა ეგ ამბავი. :D
ნისლში ორიენტირების და კარვის გასაშლელად ადგილის მოსუფთავების ეპიზოდები - სუპერ :!: :!: :!: :D

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 17:37

ისევ ჩვენი კარავი...

Image

და ისევ უღელტეხილი... თუმცა აქ მოგვიანებით ჯერ კარავი გვაქ ასაშლელი...

Image

Image

აი აქაა ზეთუკა საიდანაც რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ ეს ადგილები და შორიდან დავზვერეთ ასე ვთქვათ... ძალიან დამეხმარა მაშინდელი გადაღებული სურათები... :) :wink:

Image

სულ ცოტა ხნით კიდეგანას დანახვაც მოვასწარი, თუმცა სრულად მაინც ვერა...
ძალიან მინდოდა კარგად დამენახა რადგან ამღიდან არ ჩანს მთლიანად თუ სპეციალურად არ აუყვები კიდეგანისკენ ახიელიდან ხეობას... :(

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 17:49

კარავში დავბრუნდი, ამასობაში ჯონიც ადგა უკვე და გამოვიდა კარვიდან... არც გვისაუზმია რადგან გვეშინოდა არ მოგვაწყუროსო მერე... პირდაპირ ავშალეთ კარავი, რაც წყლის მარაგი გვქონდა დავლიეთ (სულ ორ-ორი ყლუპი შეგვხვდა) და შევუდექით უღელტეხილს...

Image

Image

ჩვენდა მოულოდნელად ამ პატარა ხევში ზვავის ნადნობ პატარა ნაკადულს მივაგენით.. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა... წყალიიი...... გავავსეთ ბოთლები ძლივს-ძლივობით, თითოც იქვე დავცალეთ და ორმაგი ენერგიით შევუდექით უკანასკნელ მეტრებს... უღელტეხილის წვერამდე სულ 20-30 მეტრიღა გვაშორებდა თუმცა ძალიან გაჭირდა ეს მონაკვეთი... ძალიან წვრილი ნაშალი ქვები იყო, ისე ცურავდა ფეხი, რომ ვადგამდითნაბიჯს გეგონება ქვიშის მთა არისო... ერთგან უყურადღებობისგან და იქეთ-აქეთ ყურებისგან წავბორძიკდი და მაშინვე წვივი დავარტყი სიპ ქვას და გავიჭერი ცოტათი... საკმაოდ მტკივნეული იყო... :?
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]