ჩვენი პირველი დილაც გათენდა კარავში... თუმცა რაღა დილა 11 საათია უკვე...


წინა დღეს ტანიეს ხეობაში "ნაომრები" დაღლილები ვიყავით და დასვენება გვჭირდებოდა...

ვისაუზმეთ მესაზძვრეებთან ერთად, შემდეგ მესაზღვრეებს ცოტა საგზალი გამოვართვით და უკვე 12 საათი ხდებოდა როცა ისართღელეს გზას გავუყევით... დღეს გადასვლა გვინდა ისართღელეზე და სადმე გიორგიწმინიდს ხეობაში დაბანაკება,თუმცა წინ ძალიან დიდი და რთული გზა გველოდება... მესაზღვრეთა ბანაკი ზღვის დონიდან დაახლოებით 2000მ-ზეა
ისართღელე კი 3486მ-ია მანძილი კი კილომეტრებით არც ისე დიდია რაც სულაც არაა სასიხარულო ამბავი, წინ ციცაბო აღმართები და სიმაღლის სწრაფად აღება მოგვიწევს... მესაზღვრეებმა გვითხრეს საით უნდა წავსულიყავით ისართღელესკენ რო გზა არ აგვბნეოდა, რადგან იქ ხეობა რამდენიმეგან იყოფა... გვითხრეს რომ ხეობას რომ ავუყვებოდით პირველი არა და მეორე ხეობაში უნდა შეგვეხვია ხელმარჯვნივ... შემდეგ ამ ხეობას უნდა ავყოლოდით ბოლომდე... შემდეგ, შემდეგ კი... უკვე აღარც იმათმა იცოდნენ...


მე და ჯონის რუკა არ გვქონდა წაღებული მხოლოდ თბილისში ვათვალიერებდი რუკებს და რაღაცეები მახსოვდა ზეპირად, დაახლოებით საით უნდა აგვეღო ორიენტაცია... თუმცა მესაზღვრეებს კედელზე ქონდათ გაკრული ამ ადგილის რუკა მასშტაბით 1:50 000 მეც მივედი და ის მონაკვეთი რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა გადავიღე ფოტოაპარატით 2 სურათად...
დავიძარით და დროდადრო ვიყურებოდით ფოტოაპარატში რუკაზე რო გვენახა სად ვიყავით...
როგორც კი ოდნავ დავცილდით მესაზღვრეთა ბანაკს და ხეობაში შევედით გზა ძალიან გაფუჭდა უზარმაზარი ბალახები ციცაბო ფერდზე... საშინელი სავალი იყო.. უკვე აუტანელს ხდიდა გზას...მერე უცებ ჩვენი მეგობარი "დათვოს" მიერ გათელი ბილიკი ვნახეთ, მაშინვე "ტობავარჩხილი" და იქ ვიღაც "მთვრალი დათვოს" მიერ ნასიარულები გაგვახსენდა, რომელიც უაზროდ მიიკლაკნებოდა...


კარგა ხანს ვიწვალეთ ასე... შემდეგ როგორც იქნა ისევ ჩავედით ხეობაში და მივუყვებოდით მდინარეს აღმა.. აქ უკვე მეტ-ნაკლებად შეიძლებოდა სიარული, ისეთი გაუვალი აღარ ჩანდა...

ძალიან სწრაფად ვიღებდით სიმაღლეს და ძალიან მცირე ხნიან შესვენებეს ვაკეთებდით... საუკეთესო გზა სასიარულოდ პირდაპირ მდინარეში სიარული იყო, მდინარეზე მაღალი ჩანჩქერები არ იყო და საფეხურებად მოედინებოდა, მივაბიჯებდით ამ საფეხურებზე ლოდიდან ლოდზე და მივიწევდით მაღლა, თუმცა 1 ნაკლი ქონდა... წყალი ძალიან ცივი იყო და ფეხები გვეყინებოდა...





აი გამოჩნდა ის ადგილიც სადაც ხეობაში მარჯვნივ უნდა შევუხვიოთ... წინ რომ მაღალი მთა მოსჩანს ხელმარჯვნივ სურათზე მანდაა ხეობების გასაყარი... მდინარის ძირითადი ნაკადი მარცხნიდან მოდის მაგრამ ჩვენ მარჯვნივ უნდა ავუყვეთ პატარა ნაკადულივით მდინარეს...

