
ვეცდები ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთო:
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი: მარნეულის, ბოლნისის და დმანისის რაიონები
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კოლაგირი-ბოლნისი-წუღრუღაშენი-ქვეში-კაზრეთი-მაშავერა
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
ძალიან მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ბენზინის ფული დაგვიჯდა 45 კლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
4
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მე
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
საერთო ჯამში - 245 კმ
9. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 1 კმ-მდე
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩამოგითვლით რაც ვნახეთ: ცურტავის (კოლაგირის) დედათა მონასტერი, ქაფანაქჩი (ქვემო ბოლნისი), ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, აკაურთა, აკვანება, ქვეშის ციხე, კიანეთი, კაზრეთის სამება, ორსაყდრები, აბულმუგი, მაშავერას კლდოვანი კანიონი, ერთი უცნობი ეკლესიის ნანგრევი და სოფელ მაშავერას ეკლესია.
11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვიმიან ამინდში კგ საწვიმარი და წყალგაუმტარი და სველ ზედაპირზე სასიარულო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი (ალბათ).
12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო
13. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ არის
14. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ასეთი გასვლისას ინახოს:
ტანძია (სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი), ფოლადაურის ნანგრევები, სათხე.
15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გამართულად მუშაობს
16. რუკა

17. სიმაღლე ზღვის დონიდან
ცურტავის (კოლაგირის) დედათა მონასტერი - 408 მ. ქაფანაქჩი (ქვემო ბოლნისი) – 616 მ. ბოლნისის სიონი - 624 მ. წუღრუღაშენი - 627 მ. აკაურთა - 710 მ. აკვანება - 597 მ. ქვეშის ციხე - 623 მ. კიანეთი - 605 მ. კაზრეთის სამება - 756 მ. ორსაყდრები 713/721 მ. აბულმუგი 724 მ. სოფელ მაშავერას ეკლესია - 828 მ.
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
6,5
ფოტოებს გზაში დაგაწევთ
