Makena
საერთოდ არ მიყვარს სიტყვა "შემცვლელი". თუ რაიმე გიყვარს, ამას ვერასოდეს ვერაფერი შეგიცვლის. რძესაც იმიტომ ვსვამ, რომ ის რძეა. და როდესაც ადამიანებს რაღაცეები გვიყვარს, ის ქვეცნობიერად უფრო მრავალ რამესთანაა დაკავშირებული, ვიდრე უბრალოდ წამიერ სიამოვნებასთან. სოიოს რძე ერთხელ გავსინჯე და მივხვდი, რომ რძესთან საერთო არაფერი აქვს – და როცა მას დავლევ, მისი გემო ვერასოდეს გამახსენებს სოფელს, შოკოლადიც იმიტომ შემიყვარდა რომ ჩემი გული ამერიკაში წასულ მოგზაურებს მიჰყვებოდა (გასული საუკუნეების მოგზაურებს ვგულისხმობ) და კაკაოს ეს მასაც წამიერად მათ აღმოჩენილ "ახალ სამყაროსთან" მაახლოებდა, ჰოდა, მითხარით ახლა, ჭამე სოიოს შოკოლადიო, კაკაოს (პირობითად) 1%–იანი შემცვლობით.
ლეონტი
Archil
საერთო გაჟღერებულ პათოსში კი ვეთანხმები ლეონტის, მთავარია ზომიერება, ვიზიარებ Archil–ის აზრს, რომ
ყველაზე ნაღდი მრჩეველი შენი ორგანიზმია - ანუ უნდა მიიღო ის, რასაც ის გთხოვს.
სამყარო იცვლება და ჩვენც ბუნების კანონებს უნდა დავემორჩილოთ. სტერილურად ვერ ვიცხოვრებთ ამ სამყაროში, საკუთარი იმუნიტეტიც სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისდა შესაბამისად გამოვიმუშავოთ. თორემ ამ დაბინძურებულ სამყაროში ჩვენი სტერილური ორგანიზმი შეიძლება ერთ დღეს სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმედია დამეთანხმებით.
ჯანსაღი კვების მენიუს საკუთარი თავისათვის შეთავაზება, მერწმუნეთ, არც ისე იოლია. სხვისი არ ვიცი, და მე პირადად დღის განმავლობაში ყველაზე ნაკლებ დროს ჭამას ვუთმობ – ვჭამ მაშინ, როცა ვახერხებ და ვჭამ იმას, რაც სუფრაზე დამხვდება. კარგია, თუ ეს მთელი ოჯახის პრინციპი იქნება – საერთო ძალისხმევით ეს საკმაოდ ადვილია.
მაინტერესებს (და ამ კითხვას პრინციპში ბიო–მოხმარების აპოლოგეტებს ვუსვამ):
– რას აკეთებს თითოეული თქვენთაგანი, როცა ოჯახის წევრები არ არჩევენ ბიოსა და ტრანსგენურს? საკუთარ მენიუს იმზადებთ?
–რას მიირთმევთ სამსახურის სასადილოში ან იქვე მდებარე კვების ობიექტში, თუკი თქვენ სამსახურში მინიმუმ 8 საათს ატარებთ?
–რას მიირთმევთ, თუკი თქვენი სამივლინებო გასვლა (გნებავთ რეგიონებში) საერთო სამუშაო კვირის 1/3–ს მოიცავს?
–რას მიირთმევთ რესტორანში, თუკი იქ მეგობრებთან ერთად კვირაში 2–ჯერ მაინც შეივლით?
გეთანხმებით, "მითხარი, რას ჭამ, და გეტყვი, ვინა ხარ შენ", მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი ცხოვრება ბიოსა და ტრანსგენურის გასარჩევად ლუპას ვერ დაიჭერ ხელში.
ყველაზე მარტივი (და ყველაზე რთული) გამოსავალი მგონი მაინც
სახელმწიფო პოლიტიკაში, და ზოგადად მიმდინარე ტენდენციების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაშია. ეს გრძელ ვადაში მისაღწევი ინტერესია, მაგრამ უფრო მყარი. ეს ერთადერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ ბაზარზე ბიო-პროდუქტის რაც შეიძლება მეტი მიმწოდებელი გაჩნდეს, რაც საბაზრო კანონების თანახმად ფასს შეამცირებს და შესაბამისად, მომხმარებელთა რიცხვსაც გაზრდის, რადგანაც მხოლოდ ელკანა და მაგალითად გუდვილის ქსელში მოხვედრილი ერთი-ორი დასახელების ბიო პროდუქტი ვერ დაგვიკმაყოფილებს კვებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს.
ჯანსაღი კვების შესახებ ჩვენი იდეებიც უფრო რაციონალური იქნება, რადგანაც მხოლოდ ჩემი ჯანსაღი კვება არაფერია, თუ ჩემს გარშემო ხალხი ტრანსგენური საკვებით მოისპო.