სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ნიმფა » 19 იან 2010, 00:28

KSOVRELI


ისა და... ქათმის კანს რაც შეეხება... ახლა მთლად ნუ მოვიქაჩლებთ თავს.

ქოლესტერინი საჭიროა ადამინის ორგანიზმისთვის, მისგან ხდება თირკმელზედა ჯირკვალში მეტად მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოება (მათ შორის სასქესო ჰორმონების)

ხოდა, ქათმის კანიც საჭიროა და ბევრი სხვა რამეც, ზომიერების დაცვაა უბრალოდ საჭირო, ხოლო ეს უკანასკნელი ყველაზე ძნელია :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 19 იან 2010, 00:34

ზომიერება მთავარია, ასევე დიდი რამაა მარტივი კვება:

http://www.youtube.com/watch?v=Uf3rwX7f3Wo

მაგრამ აქ ლაპარაკი GM პროდუქტებზე და ქიმიურად გადაჯერებულ საკვებზე ასევე სინტეტურ საწამლავებზეა, რაც უხვადაა ფაბრიჩნი საკვებში.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Int3lig3nt » 19 იან 2010, 00:36

ქსოვრელს შეეშვით, ჭკუიდან არის გადასული.

სტუმარი რომ მოგივა, კომბოსტოს ფოთლები მოუხარშე (უმარილოდ) და ის აჭამე.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 19 იან 2010, 00:39

KSOVRELI


არა, რა შემოგზავნილი :oops:

უბრალოდ გულწრფელად დავინტერესდი, როგორ შეიძლება გაძლო ადამიანმა მარილის გარეშე. შაქარი კაი, ჯანდაბას..

მე მაგალითად დიდად არ ვუღრმავდები, რას ვჭამ. ამას ძირითადად მარტო მაშინ ვაკეთებ, როცა ძალიან მშია და როცა პრაქტიკულად სულერთი ხდება, მთავარია იჭმეოდეს.

მაგრამ ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელი სიბერე (თუ მივაღწიე) თანდათან მეტად მადარდებს, მინდა რაიმე მაინც გავიგო სწორ კვებასთან დაკავშირებით.

დავიჯერო ეს არის - არა მარილი, არა შაქარი, არა შემწვარი, არა ცხიმები, არა ცომეული და კიდევ რა ვიიცი რა??

:roll:

იქნებ გამიზიარო ცოდა-გამოცდილება :oops:
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Archil » 19 იან 2010, 01:45

bambina

ყველაზე ნაღდი მრჩეველი შენი ორგანიზმია - ანუ უნდა მიიღო ის, რასაც ის გთხვს. ეგაა, რმ შენი რგანიზმი ჭკვიანი უნდა იყს, ზედმეტს გრძნობდე და ეს გრძნობა არ ჩაკლა. თუ მარილი უნდა, მიიღე მარილი, თუ შაქარი უნდა, მიიიღთე შაქარი, თუ ცხიმიანი უნდა, მიირთვი, თუ მხოლოდ მცენარეული, გადადი მცენაერულზე. ან გსიამოვნებს რაღაც მომენტში ხინკალი? ნუ ჭამ, სვა რამე მონახე რაც შენ სხეულს ესიამოვნება. გადაიღალე? არ გინდა სიარული? დაისვენე. დაიღალე ერთ ადგილას ჯდომით და სხეული მოძრაობას გთხოვს? წადი ლაშქრობაში და ასეა ეს ცხოვრება ჩემო კარგო :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 19 იან 2010, 03:18

Nephros
ეგ კაცი ცდება. სოიოს მოყვანაზე დახარჯული ენერგიის ანგარიში და ძროხის რძესთან შედარება არასწორია.
დალიე ნამდვილი ძროხის რძე და ნურაფერზე ინერვიულებ, სამყაროს ამითი არაფერი დააკლდება, ჰოლანდიაში იმდენ რძეს აწარმოებენ სად წაიღონ არ იციან, ხშირად მდინარეში ღვრიან, აფრიკაში კი ხალხი შიმშილობს, ასეთ არასრულყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ და ამას ვერავინ შეცვლის. :wink:
სოიას ნაცვლად ნესხეთში მოწეული მუხუდო გამოიყენე საკვებად :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 19 იან 2010, 03:33

KSOVRELI
მარილი ბევრია საზიანო თორემ მცირე რაოდენობით საჭიროა ორგანიზმისთვის.
შაქარი მავნეა, თუმცა გლუკოზა ნამდვილად აუცილებელია, ამიტომ თაფლის გამოყენება შეიძლება შაქრის ნაცვლად.

რაც შეეხება ქოლესტერინს... ისიც კი საჭიროა ორგანიზმისთვის მცირე რაოდენობით.

ცხოველურ საკვებს მიიღებ თუ მცენარეულს ყოველთვის ზომიერებაა საჭირო.
თუ ძალიან ცხიმიან საკვებს მიირთმევ, წითელი ღვინო უნდა დააყოლო, ან ლიმონის წვენი, ტყემალი, არჩევანი დიდია :)
ხაში იმ ხალხისთვის ვისაც სახსრები და ძვლები აწუხებს წამალია.
რაც შეეხება შოკოლადს, შოკოლადი უაღრესად სასარგებლო პროდუქტია(ნამდვილს ვგულისხმობ), იგი კაკაოს ზეთს და კაკაოს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა.
ყავის დაყოლება სადილზე ასევე ხელს უწყობს საკვების მონელებას.

ჩვენი წინაპარი ირმის მწვადს, თონის პურს და წითელ ღვინოს მიირთმევდა და ცხოვრობდა, ზოგჯერ კარგია ხორცეულისგან დასვენება, შიმშილობაც საჭიროა ხანდახან მაგრამ კომბოსტოზე გადასვლა პოლონელებივით ქართველებს არ გამოგვივა და არც არის საჭირო.

ტრანსგენური სოიოა უფრო მავნე თუ არასწორი კვება - ორივე მავნეა, პირველს ვერაფრით გამოასწორებ, მეორეს გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება მონდომების შემთხვევაში.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 19 იან 2010, 10:21

მარილი ბევრია საზიანო თორემ მცირე რაოდენობით საჭიროა ორგანიზმისთვის.
თამაზ, ეგრე რკინაც საჭიროა, მაგრამ რკინის კვნეტა ხომ არავის მოუვა თავში აზრად?
ალბათ ხვდები, რისი თქმაც მინდა: რკინას პროდუქტებიდან ვღებულობთ.

რაც შეეხება ქოლესტერინს... ისიც კი საჭიროა ორგანიზმისთვის მცირე რაოდენობით.
რატომ, რომ სიხლძარღვებს შიგნიდან მოედოს და სისხლს ხელი შეუშალოს მოძრაობაში?
ცხოველურ საკვებს მიიღებ თუ მცენარეულს ყოველთვის ზომიერებაა საჭირო.

ბაზარი არ არის :D

რაც შეეხება შოკოლადს, შოკოლადი უაღრესად სასარგებლო პროდუქტია(ნამდვილს ვგულისხმობ), იგი კაკაოს ზეთს და კაკაოს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა.
სუტყვა "უაღრესი" მაინც არ გამოგეყენებინა, კაცო :D
ყავის დაყოლება სადილზე ასევე ხელს უწყობს საკვების მონელებას.
თამაზ, ეგრე მწეველებიც იძახიან, რომ საჭმლის შემდეგ სიგარეტის მოწევა ცხონებააო!
ჩვენი წინაპარი ირმის მწვადს, თონის პურს და წითელ ღვინოს მიირთმევდა და ცხოვრობდა, ზოგჯერ კარგია ხორცეულისგან დასვენება, შიმშილობაც საჭიროა ხანდახან მაგრამ კომბოსტოზე გადასვლა პოლონელებივით ქართველებს არ გამოგვივა და არც არის საჭირო.
ჩვენ ისეთ გარემოში არ ვცხოვრობთ, როგორშიც ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა.
პლონელების რა მოგახსენო, მაგრამ თუ შევეცდებით, ყველაფერი გამოვა :wink:
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 19 იან 2010, 13:18

KSOVRELI
ქოლესტერინის შესახებ ნიმფამ უკვე დაწერა, მისი ნაკლებობა ორგანიზმისთვის ძალიან მავნეა, ისევე როგორც ზედმეტი რაოდენობა.
ესკიმოსები სელაპის ქონით და ხორცით იკვებებიან რომელიც სავსეა ქოლესტერინით, თუმცა სტატისტიკურად მათში გულსისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე დაბალია. მათთვის ეს ბუნებრივი საკვებია, ესკიმოსს რომ კომბოსტო და სტაფილო აჭამო მეორე დღესვე გააფართხალებს ფეხებს.

შოკოლადი არათუ სასარგებლო, სამკურნალო საშუალებაა, კაკაოს ზეთი და თვით კაკაო ძვირფასი საკვებია და სრულად მცენარეულია ამიტომ ყველას ვისაც აქვს სურვილი შეუძლია შოკოლადი მიირთვას ზომიერად.

ყავას მე პირადად იშვიათად ვსვავ, თუმცა ნამდვილი ხარისხიანი ყავა აზროვნებას აძლიერებს, მას დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია, ყავა სრულად მცენარეული წარმოშობის პროდუქტია, მე არ ვიცი რატომ თვლი ყავას მავნედ? მასე თუ მიუდგები ჩაიც მავნეა რადგან ტეინს შეიცავს რომელიც გულზე უფრო ცუდად მოქმედებს ვიდრე კოფეინი, წითელი ტანინიანი ღვინო ევროპაში მავნედ ითვლებოდა, საქმე იქამდე მივიდა რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ტანინიანი ღვინოები აკრძალული იყო, 3-4 წლის წინ კი აღმოაჩინეს მეცნიერებმა რომ თურმე სწორედ ტანინები წარმოადგენენ ანტიოქსიდანტებს რომლების ადამიანის დაბერების პროცესს აჩერებენ ბოჭავენ რა თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში, ამიტომ ექიმები დღეს ყველას მოუწოდებენ რომ წითელი ტანინიანი ღვინო თითო ჭიქა დალიონ დღეში!

პოლონელებმა ჭამა შეიძლება შეგაძულონ, ერთხელ რომ მოხვდე პოლონეთში კომბოსტო სამუდამოდ შეგძულდება :)

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 19 იან 2010, 14:22

Makena wrote:KSOVRELI
მარილი ბევრია საზიანო თორემ მცირე რაოდენობით საჭიროა ორგანიზმისთვის.
შაქარი მავნეა, თუმცა გლუკოზა ნამდვილად აუცილებელია, ამიტომ თაფლის გამოყენება შეიძლება შაქრის ნაცვლად.

რაც შეეხება ქოლესტერინს... ისიც კი საჭიროა ორგანიზმისთვის მცირე რაოდენობით.

ცხოველურ საკვებს მიიღებ თუ მცენარეულს ყოველთვის ზომიერებაა საჭირო.
თუ ძალიან ცხიმიან საკვებს მიირთმევ, წითელი ღვინო უნდა დააყოლო, ან ლიმონის წვენი, ტყემალი, არჩევანი დიდია :)
ხაში იმ ხალხისთვის ვისაც სახსრები და ძვლები აწუხებს წამალია.
რაც შეეხება შოკოლადს, შოკოლადი უაღრესად სასარგებლო პროდუქტია(ნამდვილს ვგულისხმობ), იგი კაკაოს ზეთს და კაკაოს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა.
ყავის დაყოლება სადილზე ასევე ხელს უწყობს საკვების მონელებას.

ჩვენი წინაპარი ირმის მწვადს, თონის პურს და წითელ ღვინოს მიირთმევდა და ცხოვრობდა, ზოგჯერ კარგია ხორცეულისგან დასვენება, შიმშილობაც საჭიროა ხანდახან მაგრამ კომბოსტოზე გადასვლა პოლონელებივით ქართველებს არ გამოგვივა და არც არის საჭირო.

ტრანსგენური სოიოა უფრო მავნე თუ არასწორი კვება - ორივე მავნეა, პირველს ვერაფრით გამოასწორებ, მეორეს გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება მონდომების შემთხვევაში.

შენ გაიხარე, თორემ დეპრესიაში ჩამაგდო ამ თემამ :D მგონი სადღაც მაგ ოქროს შუალედში ვარ, თქვენ რომ საუბრობთ (არჩილსაც ვგულისხმობ).
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 19 იან 2010, 15:23

Makena
საერთოდ არ მიყვარს სიტყვა "შემცვლელი". თუ რაიმე გიყვარს, ამას ვერასოდეს ვერაფერი შეგიცვლის. რძესაც იმიტომ ვსვამ, რომ ის რძეა. და როდესაც ადამიანებს რაღაცეები გვიყვარს, ის ქვეცნობიერად უფრო მრავალ რამესთანაა დაკავშირებული, ვიდრე უბრალოდ წამიერ სიამოვნებასთან. სოიოს რძე ერთხელ გავსინჯე და მივხვდი, რომ რძესთან საერთო არაფერი აქვს – და როცა მას დავლევ, მისი გემო ვერასოდეს გამახსენებს სოფელს, შოკოლადიც იმიტომ შემიყვარდა რომ ჩემი გული ამერიკაში წასულ მოგზაურებს მიჰყვებოდა (გასული საუკუნეების მოგზაურებს ვგულისხმობ) და კაკაოს ეს მასაც წამიერად მათ აღმოჩენილ "ახალ სამყაროსთან" მაახლოებდა, ჰოდა, მითხარით ახლა, ჭამე სოიოს შოკოლადიო, კაკაოს (პირობითად) 1%–იანი შემცვლობით.

ლეონტი
Archil

საერთო გაჟღერებულ პათოსში კი ვეთანხმები ლეონტის, მთავარია ზომიერება, ვიზიარებ Archil–ის აზრს, რომ
ყველაზე ნაღდი მრჩეველი შენი ორგანიზმია - ანუ უნდა მიიღო ის, რასაც ის გთხოვს.
სამყარო იცვლება და ჩვენც ბუნების კანონებს უნდა დავემორჩილოთ. სტერილურად ვერ ვიცხოვრებთ ამ სამყაროში, საკუთარი იმუნიტეტიც სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისდა შესაბამისად გამოვიმუშავოთ. თორემ ამ დაბინძურებულ სამყაროში ჩვენი სტერილური ორგანიზმი შეიძლება ერთ დღეს სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იმედია დამეთანხმებით.

ჯანსაღი კვების მენიუს საკუთარი თავისათვის შეთავაზება, მერწმუნეთ, არც ისე იოლია. სხვისი არ ვიცი, და მე პირადად დღის განმავლობაში ყველაზე ნაკლებ დროს ჭამას ვუთმობ – ვჭამ მაშინ, როცა ვახერხებ და ვჭამ იმას, რაც სუფრაზე დამხვდება. კარგია, თუ ეს მთელი ოჯახის პრინციპი იქნება – საერთო ძალისხმევით ეს საკმაოდ ადვილია.
მაინტერესებს (და ამ კითხვას პრინციპში ბიო–მოხმარების აპოლოგეტებს ვუსვამ):
– რას აკეთებს თითოეული თქვენთაგანი, როცა ოჯახის წევრები არ არჩევენ ბიოსა და ტრანსგენურს? საკუთარ მენიუს იმზადებთ?
–რას მიირთმევთ სამსახურის სასადილოში ან იქვე მდებარე კვების ობიექტში, თუკი თქვენ სამსახურში მინიმუმ 8 საათს ატარებთ?
–რას მიირთმევთ, თუკი თქვენი სამივლინებო გასვლა (გნებავთ რეგიონებში) საერთო სამუშაო კვირის 1/3–ს მოიცავს?
–რას მიირთმევთ რესტორანში, თუკი იქ მეგობრებთან ერთად კვირაში 2–ჯერ მაინც შეივლით?

გეთანხმებით, "მითხარი, რას ჭამ, და გეტყვი, ვინა ხარ შენ", მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი ცხოვრება ბიოსა და ტრანსგენურის გასარჩევად ლუპას ვერ დაიჭერ ხელში.

ყველაზე მარტივი (და ყველაზე რთული) გამოსავალი მგონი მაინც სახელმწიფო პოლიტიკაში, და ზოგადად მიმდინარე ტენდენციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაშია. ეს გრძელ ვადაში მისაღწევი ინტერესია, მაგრამ უფრო მყარი. ეს ერთადერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ ბაზარზე ბიო-პროდუქტის რაც შეიძლება მეტი მიმწოდებელი გაჩნდეს, რაც საბაზრო კანონების თანახმად ფასს შეამცირებს და შესაბამისად, მომხმარებელთა რიცხვსაც გაზრდის, რადგანაც მხოლოდ ელკანა და მაგალითად გუდვილის ქსელში მოხვედრილი ერთი-ორი დასახელების ბიო პროდუქტი ვერ დაგვიკმაყოფილებს კვებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს.
ჯანსაღი კვების შესახებ ჩვენი იდეებიც უფრო რაციონალური იქნება, რადგანაც მხოლოდ ჩემი ჯანსაღი კვება არაფერია, თუ ჩემს გარშემო ხალხი ტრანსგენური საკვებით მოისპო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 19 იან 2010, 16:11

რას აკეთებს თითოეული თქვენთაგანი, როცა ოჯახის წევრები არ არჩევენ ბიოსა და ტრანსგენურს? საკუთარ მენიუს იმზადებთ?
მე გამიმართლა, რომ სახლში მარტო მე და ბებია ვართ. ბებია არ მეთანხმება არჩევანში - მისი გადასაწყვეტია!
მაგრამ აქეთ რომ გადმოვიდა შეტევაზე, აი მაშინ იქ ამბები მოხდა.... :D
დიდი ბრძოლების გადახდა დამჭირდა იმისათვის, რომ შეგუებოდა ჩემი ცხოვრების წესს.
ძალა აღმართს ხნავსო და... ვაიძულებ ისეთი საკვები მოამზადოს, როგორიც მე მსურს.
არ აკეთებს? - არ არის პრობლება, არ ვჭამ.
რას მიირთმევთ სამსახურის სასადილოში ან იქვე მდებარე კვების ობიექტში, თუკი თქვენ სამსახურში მინიმუმ 8 საათს ატარებთ?
რას მიირთმევთ, თუკი თქვენი სამივლინებო გასვლა (გნებავთ რეგიონებში) საერთო სამუშაო კვირის 1/3–ს მოიცავს?
არც არაფერს. ჩემ შეგნებამდე უკვე დავიდა, რომ ჯობია საერთოდ არ ვჭამო,
ვიდრე რაღაც ვიყიდო რამე კვების ობიექტში. ისე კი, ხილს, თხილეულს ვეტანები.
მთელი დღე რომ გარეთ მომიწიოს მუშაობა, მაინც არაფერს შევჭამ.
უფრო მეტიც, 1-2 დღეს სრული შიმშილობა ჩემთვის არაფერია.
რას მიირთმევთ რესტორანში, თუკი იქ მეგობრებთან ერთად კვირაში 2–ჯერ მაინც შეივლით?
ადამიანი თვითონ იწყობს ცხოვრებას. თუ რესტორნებში სიარული სურს, იაროს, მაგრამ ჯანსაღი კვება უნდა დაივიწყოს :D
წარმოიდგინეთ მწეველი რომ ოცნებოს, ნეტავი არ ვეწეოდეო - დაახლოებით იგივე ვარიანტია.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 19 იან 2010, 16:16

სმა ჭამა დიდათ შესარგი :!:
Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 19 იან 2010, 16:18

qvevri

გემრიელად გამოიყურება :D
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 19 იან 2010, 18:18

ლეონტი

გაიხარე ბმულისთვის.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]