კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 19 დეკ 2009, 21:10

რუსეთმა ერთი ციდა მოკავშირე, ნაურუ იყიდა

Image

სარედაქციო წერილი


ამბობენ, რომ წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარება, კრემლს 50 მილიონი დოლარი დაუჯდა

ნაურუს – წყნარ ოკეანეში პატარა კუნძულზე მდებარე სახელმწიფოს, რომელსაც ფოსფატების გამოცლილი მარაგის გარდა, არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია – გასაყიდად ერთადერთი რამ, საერთაშორისო რეპუტაცია დარჩა, რომელსაც რუსეთის სახით მომენტალურად გამოუჩნდა მყიდველი.

ამ კვირაში, ნაურუ მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობები დაამყარა. ასეთი კიდევ სამი ქვეყანაა – რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა. კრემლისთვის საუბედუროდ, სულ ეს არის, რასაც მან მიაღწია თავის მოკავშირეებთან 15 თვიანი მცდელობების შემდეგ – ეღიარებინათ ორი სეპარატისტული რეგიონი, რომლებიც მოსკოვის მხარდაჭერით საქართველოსგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ ის ვენესუელას და ნიკარაგუას არაფერს შეჰპირებია, თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ ფაქტიდან სულ ცოტა ხანში ორივე ქვეყანამ მოსკოვთან შეიარაღებასა და ენერგეტიკაზე მასშტაბური შეთანხმებები გააფორმა. რაც შეეხება ნაურუს, მას როგორც სჩანს, პირდაპირ ფულს გადაუხდიან. რუსული გაზეთის „კომერსანტი“–ს ცნობით, ამ დიპლომატიური ჟესტისთვის ნაურუმ ეკონომიკური დახმარების სახით 50 მილიონი დოლარი მოითხოვა. ამ ერთი ციდა სახელმწიფოს, სადაც 14 000 მოსახლეა, ფული მართლაც სჭირდება.

ეს კლდოვანი, 8 კვადრატული მილის მოცულობის კუნძული, ახალი გვინეისგან ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს. დიდი ხნის განმავლობაში ბუკვალურად ციდან ჩამოვარდნილი სიმდიდრის – უზარმაზარი ოდენობის ფრინველის ფეკალიების – ხარჯზე ცხოვრობდა, რაც საუკუნეების განმავლობაში კალციუმის ფოსფატის საბადოებად იქცა, რომლებსაც სასუქების წარმოებისთვის იყენებენ, მაგრამ როგორც სჩანს თანამედროვე ფრინველს საკვების სწრაფად გადამუშავების უნარი არა აქვს და ამ შეზღუდულ ნედლეულს ვერ ავსებს, რადგან „თეთრი ოქრო“ ნაურუში ფაქტობრივად გამოილია.

როგორც უნდა გვსურდეს, რომ მსოფლიო ლიდერები მსგავს „დიპლომატიაზე“ აღშფოთებას გამოხატავდნენ, სამწუხაროდ მასში გასაკვირი არაფერია. რუსეთი თავისუფლად შესძლებდა ამ პრაქტიკის თავად შეერთებული შტატებისგან გადმოღებას. წლების განმავლობაში აშშ წყნარი ოკეანის კუნძულებზე მდებარე სამ პატარა სახელმწიფოს დიპლომატიური მხარდაჭერის სანაცვლოდ ეხმარებოდა, რომელიც მან იაპონიას მეორე მსოფლიო ომის დროს წაართვა. ესენია პალაუ (20 000 მოსახლე), მიკრონეზია (107 000 მოსახლე) და მარშალის კუნძულები (64 000 მოსახლე).

თავის დროზე, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყში შეჭრის „მსურველთა კოალიციის“ გაფართოების სურვილით, ისინი ამ ჯგუფში ჩართო, მიუხედავად იმისა რომ თავდაცვის საკითხებში ისინი მთლიანად შეერთებულ შტატებს არიან მინდობილი და შესაბამისად მას ვერანაირ სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევდნენ. გაერო-ში კენჭისყრის დროსაც ისინი ყოველთვის ამერიკას უჭერენ მხარს, ხოლო ის იშვიათი შემთხვევები, როდესაც მას ღალატობენ, როგორც ეს მიკრონეზიამ და მარშალის კუნძულებმა გააკეთეს, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს გაერო-ს ასამბლეას, რომელმაც კუბის წინააღმდეგ ამერიკული ემბარგო დაგმო, იმის მიმანიშნებელია, რომ ვაშინგტონი მყიფე ნიადაგზე დგას.

თუმცა, პალაუ არასდროს გვღალატობს.

:!: :!: :!:

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 21 დეკ 2009, 23:26

რუსეთის ახალ სამიზნედ თრუსოს ხეობა რჩება
15.12.2009 12:39

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ახალგორის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა მესაზღვრეებმა აქტიურად დაიწყეს რაიონიდან თრუსოს ხეობაში (ყაზბეგის რაიონი) გადასასვლელი საცალფეხო ბილიკების შესწავლა, რაშიც აქტიურად იყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად მონადირეებს და მწყემსებს.

შეგახსენებთ, რომ თრუსოს ხეობაზე, ისევე, როგორც კობის ქვაბულსა და მთლიანად ყაზბეგის რაიონზე, პირველი პრეტენზები კოკოითმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში რამდენიმეჯერ განაცხადა. მოგვიანებით რუსეთის მხრიდან დაიწყო ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნაზე საუბარი, ხოლო საბოლოო მიზანს კი ყაზბეგის რაიონის მიტაცება წარმოადგენს. შეგახსენებთ, თრუსოს ხეობა ახალგორის რაიონს ემიჯნება და მისი მიტაცების შემთხვევაში მთელი ყაზბეგის რაიონი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდება.

რუსულმა მედიამ დაგეგმილი აგრესიის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიაც წამოიწყო. 15 დეკემბერს რუსულმა მედიამ ერთხმად გაავრცელა ინფორმაცია „საქართველოს მიერ რევანშისთვის მზადების“ შესახებ, ეყრდნობა რა ანონიმურ წყაროს დიპლომატიური წრეებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული ჯარის კონცენტრაცია მომატებულია ახალგორის მიმართულებით და მის დასაპყრობად ემზადება. „ექსპერტთა კლუბი“ დარწმუნებულია, რომ ყოველივე ეს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის პროცესის გაგრძელებაა და მომდევნო საფრთხე ყაზბეგის რაიონს ემუქრება.

http://expertclub.ge/portal/cnid__2749/ ... fault.aspx

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 24 დეკ 2009, 00:14

რუსების თავს რარაც ხდება, კრემლის ტავზე ოკულტური მფრინავი ობიექტი პირამიდა დაეკიდა დიდ ხანს გადარებულია დრისიტ და ღამით , ტანაც ტრიალებს.
ვიდეო ები სემოწმებულია და გადარებული მრავალთა მიერ:


http://www.youtube.com/watch?v=Q0X7HH6-SZo


http://www.youtube.com/watch?v=ZgZunaUUdmc

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 25 დეკ 2009, 22:13

უგუნურებაა, რაც მოხდა :(

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური საქართველოში იმსახურებს, - ამის შესახებ `ინტერფაქსი~ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს მისაღებად მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოში მღვდელმსახური, არქიმანდრიტი რომანი (ლუკინი) გამოაგზავნა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდმა მოსკოვში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების განცხადებით, რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახური საქართველოს მოსახლეობის ნაწილის სულიერი საზრდოს მისაღებად ბოლო 10 წლის განმავლობაში ოფიციალურად პირველად ინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება `საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმების~ შედეგია”, - ნათქვამია რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში.
მამა რომანს ასევე მიეცა უფლება, `საჭიროების შემთხვევაში~ საქართველოში რუსეთის ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 25 დეკ 2009, 22:19

lama wrote:ინტერპრესნიუსი იუწყება...
ეს უზნეობაა და მეტი არაფერი
ახალი ეგზარქოსი ინიშნება
ეს ძალიან საშიში ტენდენციაა

lama ჭორებს ნუ ავრცელებ, საინფორმაციო წყაროში გარკვეულად არის მითითებული: "... რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს მისაღებად მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოში მღვდელმსახური, არქიმანდრიტი რომანი (ლუკინი) გამოაგზავნა..."

ეს სრულიად სხვაა და არა ის სიცრუე, რისი თქმის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევ...

ველიკი რწმენოლოლოგო...

:)

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ნიმფა » 25 დეკ 2009, 22:19

lama


ასევე ჰყავს საქართველოს რუსეთშ მივლენილი მამები, რომლებიც მოსკოვის და პეტერბურგის ქართულ ეკლესიებში ქართულად აღავლენენ წირვა-ლოცვას.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 29 დეკ 2009, 14:13

В Грузии нет, и не может быть сепаратистов. Так как Абхазия и Цхинвальский регион оккупированы войсками Российской Федерации, так называемые «власти» данных регионов являются коллаборационистами, а не сепаратистами. Более того, никакой абхазской или осетинской стороны конфликтов не существует, эти стороны являются сост...авной и неразделимой частью российского оккупационного режима.


http://www.apsny.ge/analytics/1262067415.php

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 29 დეკ 2009, 17:30

lama wrote:უგუნურებაა, რაც მოხდა :(

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური საქართველოში იმსახურებს, - ამის შესახებ `ინტერფაქსი~ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს მისაღებად მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოში მღვდელმსახური, არქიმანდრიტი რომანი (ლუკინი) გამოაგზავნა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდმა მოსკოვში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების განცხადებით, რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახური საქართველოს მოსახლეობის ნაწილის სულიერი საზრდოს მისაღებად ბოლო 10 წლის განმავლობაში ოფიციალურად პირველად ინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება `საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმების~ შედეგია”, - ნათქვამია რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში.
მამა რომანს ასევე მიეცა უფლება, `საჭიროების შემთხვევაში~ საქართველოში რუსეთის ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.
საერთოდ უნდა აეკრძალოთ ამ ე.წ. მღვდლებს საქართველოში შემოსვლა
დაე წაეთრიონ თავის ბინძურ საღორეში, სწორედ იქაა მათი ადგილი!
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 15 იან 2010, 20:08

თბილისური შარადა

ელისაბედ სტერლინგი


ორშაბათს, სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ 2008 წლის რუსულ–ქართული ომის დროს გამოხატა. ამ ძველ და სადაო კონფლიქტში სენატორმა მაკკეინმა საკუთარი თავი (საკუთარი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით კი მთელი შეერთებული შტატები) საქართველოს მეგობრად და პარტნიორად გამოაცხადა და ამ კონფლიქტს (რაც ძალიან ნიშანდობლივია) „ცივი ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისი“ უწოდა.

ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა, რომ საქართველოს და შეერთებულ შტატებს მართლაც აკავშირებდეთ, როგორც ეს სენატორმა მაკკეინმა განაცხადა „საერთო გამოწვევები, საერთო ინტერესები, ასევე პიროვნების თავისუფლების, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და ადამიანური ღირსების მხრივ საერთო დემოკრატიული ღირებულებები“. მაგრამ ეს ასე არ არის. და საქართველოსთვის პირობის მიცემა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მის გვერდით იბრძოლებ და დაიცავ მის ტერიტორიულ მთლიანობას, საკმაოდ სარისკოა. ამან შეიძლება სერიოზულად ავნოს აშშ–რუსეთის ურთიერთობებს და ამერიკის კიდევ უფრო ფართო ინტერესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანთან მოლაპარაკებების წარმოების, ტერორიზმთან ბრძოლის და ბირთვული შეიარაღების გავრცელების საქმეში. სენატორი მაკკეინი საქართველოს ცარიელ დაპირებებს აძლევს თუ მას მართლაც სჯერა, რომ შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის მიმართ გამკაცრებულ სანქციებს, რუსეთის ვეტოს გათვალისწინების გარეშე მიაღწევს?

სენატორი მზადაა ხელი გაიშვიროს ობამას ადმინისტრაციისკენ, დაადანაშაულოს ის, როგორც თავად აცხადებს, ირანის არჩევნებზე მოკრძალებულ რეაქციის გამო; იგი აკრიტიკებს ადმინისტრაციას თაღლით რეჟიმებთან რბილ დამოკიდებულებაში; მას ეჭვი არ ეპარება, რომ დემოკრატიის გავრცელება მასშტაბური საგარეოპოლიტიკური უპირატესობების მიღწევის მთავარი გასაღებია. ამიტომ, მაკკეინის შეხედულებები ამერიკა–საქართველოს პარტნიორობაზე, კიდევ უფრო გართულებულია იმ გარემოებით, რომ ეს შეხედულებები ეფუძნება სენატორის რწმენას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს მის შეხედულებებს ადამიანის უფლებებზე. სამწუხაროდ, თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეს, ქვეყანაში ოპოზიციის დევნას, მედიის მკაცრ კონტროლს და სუსტად განვითარებულ ბიზნესის სფეროს, სჯობს მაკკინმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქართველოს „თავისუფლების მოყვარე ხალხებისთვის შთაგონების მაგალითს“ უწოდებს.

პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე, სენატორი მაკკეინი ქართული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა, რომლებიც, უდადოდ შეეცადნენ, რომ სენატორისთვის საქართველოში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დაეხატათ. ამ ლიდერებიდან სამმა, რომლებიც მაკკეინს შეხვდნენ – დავით უსუფაშვილმა, გიორგი თარგამაძემ და ლევან გაჩეჩილაძემ – ხელი მოაწერეს გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის სახელზე გაგზავნილ წერილს, რომელშიც მას დამდეგ მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას სთხოვენ. ამ წერილს ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ ჯგუფებს და ინტერესებს წარმოადგენენ, თუმცა მათ უმრავლესობას პროამერიკული და პროალიანსური განწყობები აქვთ. ამ მიმართვაზე ხელმომწერთა შორისაა, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია, ასევე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. აღსანიშნავია, რომ წერილში არაფერია ნათქვამი „საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე“, რომლებზეც ჯილდოს მიღებისას სენატორი მაკკეინი საუბრობდა. ამის ნაცვლად, ავტორები წერენ, რომ საქართველოში დღეს „ყვავის ერთმართველობა“, ხოლო „რეალური ხელისუფლება მთლიანად და აბსოლუტურად პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი“. გარდა ამისა, პეტიციაში არაფერია ნათქვამი არც მიხეილ სააკაშვილის მიერ პერსონალური სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის შესახებ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამ თავისუფლებების დაცვის ნაცვლად „ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ამკაცრებს“. უცხოელი დამკვირვებლები, მათ შორის აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები საქართველოს არჩევნებში არსებული დარღვევების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კორუფციის და სიტყვის და პრესის თავისუფლების არარსებობის გამო აკრიტიკებენ.

საქართველოზე ზრუნვა ყველა მისი ნაკლისა და ხარვეზების მიუხედავად, შესაძსლოა ეფექტურ საშუალებად იქცეს ამ სუსტი დემოკრატიის ისეთ პოზიციებზე ამოქაჩვისთვის, საიდანაც ის თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს უფრო სრულყოფილად განავითარებს და ევროკავშირის წევრობის და შეერთებულ შტატებთან პრივილეგირებული ურთიერთობების იმედი გაუჩნდება. მაგრამ ასე მოქმედება მხოლოდ საქართველოს ნახევრადავტორიტარული პოლიტიკის გულწრფელი და ღია შეფასებით შეიძლება. სააკაშვილზე მორგების მცდელობას სახიფათო შედეგები მოჰყვება – ჩვენ დავკარგავთ დემოკრატიული იდეალებისთვის ნამდვილ მებრძოლთა და მხარდამჭერთა რეპუტაციას, ასევე რუსეთის მხარდაჭერას ირანის საკითხზე. ეს კი ძალიან მაღალი ფასია.

შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა დარჩეს კიდეც საქართველოს მეგობრად. მაგრამ დასაწყისისთვის საჭიროა თვალის გახელა და დემოკრატიის სფეროში საკააშვილის დარღვევების კრიტიკული შეფასება, როგორც აშშ ამას თბილისის ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით აკეთებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი ურთიერთობების ჩარჩოებს, როგორც საქართველოსთან, ასევე რუსეთთან, რომ თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს უფრო მკაფიო სურათი იმის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას და რისი – არა. ბუნებრივია, არსებობს საკითხები, სადაც ვაჭრობა დაუშვებელია: ამერიკა უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მაგრამ ჩვენი რეალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია იმისთვის, რომ დავარეგულიროთ ძალიან ღრმად ფესვგადგმული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიული დავები, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი თბილისის კონტროლის ქვეშ დაბრუნებაზე. ვაშინგტონს შეუძლია ამ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება; მას შეუძლია ქართული დემოკრატიის და დამოუკიდებლობის განმტკიცება და იმავდროულად უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პრობლემებზე მოსკოვთან თანამშრომლობის განვითარება. რუსეთის იგნორირება, რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს, იოლია, და განსაკუთრებითი იოლია მას როგორც მტრულ სახელმწიფოს ისე უცქერდე, რასაც, როგორც ჩანს სენატორი მაკკეინი აკეთებს კიდეც. მაგრამ საქართველოში დემოკრატიის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება არა რუსეთი, არამედ პრეზიდენტი სააკაშვილია.

ელისაბედ სტერლინგი – ნიქსოსნის ცენტრის მეცნიერ– თანამშრომელი


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 16 იან 2010, 21:38

მოკლედ, როგორც მე მივხვდი ეგ დედაკაცი ამბობს, რომ გეკუთვნით აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ არ გეკუთვნითო...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 16 იან 2010, 22:06

http://www.rustavi2.com/news/news_textg ... &ct=0&wth=

რუსი ოკპუანტები ქართულ საგუშაგოსთან განთავსდნენ
16.01.10 17:52
რუსი ოკუპანტები განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს მიადგნენ. მათ საოკუპაციო საზღვარი ორი ჯავსანტრანსპორტიორითა და `ვილისის` მარკის მანაქნებით გადმოკვეთეს. ფიჩორის სიღრმეში ქართული პოსტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მობილიზებული იყო ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, ისინი 15 წუთის განმავლობაში იდგნენ ქართულ საგუშაგოსთან და გამომწვევად იქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც ქართველმა პოლიციელებმა პოზიციები დაიკავეს, რუსმა სამხედროებმა ქართული ტერიტორია დატოვეს. სავარაუდოდ, გადმოსულებს შორის რუსი მაღალჩინოსნებიც იყვნენ და ტერიტორიას ათვალიერებდნენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 16 იან 2010, 22:12

lama, შენი მიკვირს - მეჩეთების მშენებლობაში ვერ ხედავ ვერაფერს საშიშს და მაგაზე ატეხე განგაში? :roll:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 19 იან 2010, 13:09

აფხაზეთში ჩაკეტილები

შონ ვოლკერი


რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში ჩაკეტილი ქართველებისთვის „ვოდკა“ და ნოსტალგია – ერთადერთი თავშესაფარია.

„ეჰ, მოსკოვი“, – მოწყენილი ხმით წარმოთქვა გალის ხანშიშესულმა მცხოვრებმა. ძველი მეგობრები ნახევრადჩამონგრეულ კაფეში სხედან და არყის მეორე ბოთლს შეჰყურებენ, არადა ჯერ დღის 12 საათიც კი არ არის.

„ადრე ჩვენ ყოველთვის დავდიოდით მოსკოვში. ან თბილისში მივემგზავრებოდით – მოგინდებოდა, წახვიდოდი. აი დრო ის იყო, ცხოვრება იმას ერქვა, საბჭოთა კავშირი არსებობდა. ახლა კი არანაირი ცხოვრება არ არის!“. გალში ისეთი რამ, რაც საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიაა, აბსოლუტურად გასაგებია. ეს ომისგან განადგურებული, დეპრესიული ქალაქია, დანგრეული სახლებით, სადაც ერთადერთი ფერადი რამ – საბჭოთა პერიოდის გიგანტური კედლის ბარელიეფებია, რომლებზეც ხალხთა შორის მეგობრობა და ბედნიერი ცხოვრებაა ასახული. ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტახნისწინანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი დაცინვად აღიქმება.

გალი აფხაზეთის, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის შემადგენლობაში შედის, რომელიც ოფიციალურ თბილისს 1990–იან წლებში ბინძური ომის შემდეგ გამოეყო და იმის მიუხედავად, რომ მას მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცალკე ფუნქციონირებს. აფხაზები ქვეყანას დედაქალაქიდან, სოხუმიდან მართავენ, გალში კი ფაქტობრივად მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, იმის მიუხედავად, რომ ქალაქის მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის შემადგენლობაშია.

შარშანდელი ომის შემდეგ საქართველოსთან, რუსეთმა აღიარა როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რასაც საქართველოს უკიდურესი უკმაყოფილება და საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება მოყვა. დღეს რესპუბლიკაში რუსული ფულის დიდძალი შემოდინებაა, როგორც ინვესტიციების სახით, ასევე პირდაპირი დახმარების ფორმით; ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, გარდა ამისა, აქ რუსული სამხედრო ბაზებია აშენებული. კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორია დეფაქტო რუსეთის ტერიტორიის ნაწილს მოგაგონებთ, ასევე ფორპოსტს, რომელიც მოსკოვმა ამ არასტაბილურ კავკასიის რეგიონში ნატოს და დასავლეთის წინააღმდეგ ააგო.

ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი გალისგან რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება: ეს სიმწვანეში ჩაფლული სუბტროპიკული სამოთხეა, სოლიდური ძველებური შენობებითა და პალმებით სანაპიროზე. იოსებ სტალინს აქ რამდენიმე აგარაკი ჰქონდა; საბჭოთა დროს აქ დასვენება ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. დღეს ამ ადგილს ისევ მოაწყდა რუსი ტურისტების ტალღა, რომელსაც ამ სიღარიბესა და უმუშევრობაში ჩაფლული რეგიონისთვის აუცილებელი ცოცხალი ფული მოქვს.

დეკემბერში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშფა მეორე ხუთწლიანი ვადა დიდი უპირატესობით მოიპოვა. საქართველომ არჩევნებს „იურიდიული, მორალური და პოლიტიკური მიზეზების გამო არალეგიტიმური უწოდა“, რადგან ათასობით ქართველმა დევნილმა აფხაზეთში დაბრუნება ვერ შეძლო (გალი ერთადერთი რეგიონია, სადაც დევნილები მაინც დაბრუნდნენ). თითქმის მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს მხარე დაიკავა. მხოლოდ რამდენიმემ მიბაძა მოსკოვს და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. თავდაპირველად, დიდწილად ვაშინგტონის ჯინაზე, მათ მხარი მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ დაუჭირა, ხოლო კრემლის მოკავშირე სახელმწიფოებმა, მათ შორის ბელორუსმა, ზეწოლას გაუძლო.

დეკემბერში, კრემლმა ძალიან მცირე მასშტაბის გამარჯვება მოიპოვა: აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ერთმა ციდა სახელმწიფომ, ნაურუმ, რომელიც წყნარ ოკეანეში ერთ პატარა კუნძულზე მდებარეობს. რუსული გაზეთის ცნობით, იმავე დღეს რუსეთმა ნაურუს თითოეულ მოქალაქეზე (12 ათასი მცხოვრები) დაახლოებით ორნახევარი ათასი ფუნტი სტერლინგის მოცულობის ფინანსური დახმარება შესთავაზა. ამის სანაცვლოდ, ნაურუ მსოფლიოს მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთი, აფხაზეთის მარგინალიზებით, რუსეთის წიქვილზე ასხამს წყალს. რა თქმა უნდა, არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ რეგიონის სტანდარტების მიხედვით, ეს საკმაოდ დემოკრატიული არჩევნები იყო: დამარცხებული კანდიდატები მოსახლეობას რეალურ პროგრამებს სთავაზობდნენ, მათ ტელევიზიით სარგებლობის საშუალებაც ჰქონდათ.

ბევრი აფხაზი რუსეთის მადლიერია მისი მხარდაჭერის და დამოუკიდებლობის აღიარების გამო, მაგრამ იმავდროულად ეჭვის თვალით უყურებენ მოსკოვის გავლენის ზრდას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბაღაფშსაც კი, რომელიც მუდმივად მადლობებს უხდის რუსეთს დახმარებისთვის, არაერთხელ უთქვამს, რომ მათთვის მაგალითი არა რუსეთი, არამედ ევროპაა.

„ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან მუშაობა გვსურს“, – ამბობს აფხაზეთის პრეზიდენტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, თავის კაბინეტში, Marlboro Light–ს ეწევა. „ჩვენ გვესმის, რომ ეს დიდი დემოკრატიული ქვეყნებია, ჩვენ გვინდა მათგან ვისწავლოთ, ვიმუშაოთ მათთან და ჩვენი ქვეყანა უფრო კარგი გავხადოთ. მაგრამ მათ ჩვენთან მუშაობა არ სურთ!“. შემდეგ ბაღაფში გვიყვება, რომ ამ წელს ის ჯერ პარიზში ლექციის წასაკითხათ დაპატიჟეს, შემდეგ კი ვიზაზე უარი უთხრეს.

გალში დაბრუნებული, მარტივად ხვდები იმას თუ ვინ არის აქ მთავარი: ეს სადამკვირვებლო კომისიაა, რომელსაც ვლადიმერ ჩუროვი ხელმძღვანელობს. ჩუროვი, რომელსაც სანტა კლაუსის მგავსი წვერი აქვს და საკუთარი თავით კმაყოფილია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რანგში რუსეთის თაღლითურ არჩევნებს თვალყურს ადევნებდა. აფხაზეთში არჩევნების დღეს, ქალაქის მთავარ საარჩევნო უბანში მის საპატივცემულოდ ბანკეტი მოეწყო.

ნადიმზე მასპინძელი რეგიონის ხელმძღვანელი, ეროვნებით აფხაზი იყო, ხოლო ტკბილი კავკასიური ღვინით რუსეთის, ვლადიმერ პუტინის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის სადღეგრძელოებს სვამდნენ. უბანთან, ქუჩაში მოხუცები იდგნენ და ჩიოდნენ. მათი თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება სკოლებში ქართული ენის სწავლებას კრძალავს და ადამიანებს საზღვრზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს. იმავდროულად, ისინი საქართველოს პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც გაბრაზებულები არიან. ამტკიცებენ, რომ საქართველოს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მათ ტელეფონით ურეკავენ, ლანძღავენ და ემუქრებიან მათ, ვინც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

იმ 55 000 ადამიანიდან, რომელიც გალში ცხოვრობს, აფხაზური პასპორტი და შესაბამისად ხმის მიცემის უფლებაც, მხოლოდ 3,500–მა ადამიანმა მიიღო. გარკვეულ მომენტში, პასპორტების დარიგება შეწყდა: აფხაზეთის ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ქართველი მოქალაქეების ამ რაოდენობით არსებობა ქვეყანაში დესტაბილიზაციას შექმნის.

„მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, განაცხადა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ადრე აფხაზეთში მუშაობდა. „აფხაზები მათ პოტენციურ მოღალატეებად მიიჩნევენ, ფიქრობენ, რომ ომის შემთხვევაში ისინი საქართველოსთვის იბრძოლებენ, მოღალატეებად თვლიან მათ ქართველებიც, რადგან ისინი სეპარატისტულ სახელმწიფოში ცხოვრობენ“.

გალიდან ზუგდიდამდე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, 30 მილზე ნაკლებია. გზა, რომელიც ამ ორ პუნქტს ერთმანეთთან აკავშირებს, დაკეტილია და აქ გადასვლა მხოლოდ ქრთამის საშუალებით ხორციელდება. შეუძლებელი გახდა ახლობლების მონახულება, ვაჭრობა. იმავდროულად, გალის მცხოვრებლების ჩასვლა სოხუმში არ უხარიათ, შესაბამისად, ისინი სრულ იზოლაციაში აღმოჩდნენ.

რკინიგზა ნანგრევებშია, გზას სარეველა ბალახი ჭამს, პლატფორმები ნაგავს მიაქვს – ნამდვილი სიმბოლო იმ იზოლაციის, რომელშიც ეს ქალაქი იმყოფება. საქართველოს ტერიტორიის დეფაქტო საზღვარზე, თეთრი კარვების თავზე რუსული დროშა ფრიალებს, გვერდით კი 14–ე საუკუნის საგუშაგო კოშკი და უზარმაზარი პლაკატია, რომელზეც რუსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტები არიან გამოსახულნი. ერთმა აფხაზმა ჯარისკაცმა არ მიპასუხა შეკითხვაზე, თუ რამდენი რუსია ახალ სამხედრო ბაზაზე, მაგრამ როგორც ჩანს მთელ აფხაზეთში მათი რიცხვი დაახლოებით 3 000–ია. ცხადია, რომ ისინი აქედან მალე არსად წასვლას არ აპირებენ.

„ეს ჩვენი სახლია და აქ გვინდა ცხოვრება“, მითხრა გალის ერთ–ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია. „ჩვენთვის არ არის სულერთი თუ ვინ გვმართავს. აფხაზებთან განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. მაგრამ ამ ნაძირლების გამო მოსკოვსა და თბილისში, ჩვენ ძალიან ცუდად ვცხოვრობთ“.

:!: :!: :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 28 იან 2010, 14:11

საით უბერავს ”მისტრალი”-ს ქარი?

ნატალი გიბერი, ნატალი ნუგაირედი, პეტრე სმოლიარი


ეს 2009 წლის 1 ოქტომბერს მოსკოვში მოხდა. ფრანგული სამხედრო ინდუსტრიის სახელით მოსკოვთან მოლაპარაკებას საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და თავდაცვის მინისტრი ერვე მორინი აწარმოებდნენ. კოლეგებთან, სერგეი ლავროვთან და ანატოლი სერდიუკოვთან საუბარი, შეჯერებული და ფრთხილი ფრაზებით შემოიფარგლებოდა და ერთ უმთავრეს საკითხს – ”მისტრალი”-ს გაყიდვას – ეხებოდა

ფრანგული ფლოტის მარგალიტი – უნივერსალური სადესანტო გემი, 16 ვერტმფრენს, ათობით ტანკს და 750-მდე ჯარისკაცს იტევს. ”ჩვენ არ გვსურს წარსულის ტყვეობაში დარჩენა” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი პარტნიორია და არა მტრული სახელმწიფო. ერვე მორენიც კმაყოფილი ჩანდა: ”რუსულმა მხარემ ჩვენ ტექნიკური ხასიათის 181 კითხვა გადმოგვცა” – განაცხადა მან, რათა ხაზი გაესვა პარტნიორების დაინტერესებისთვის.

მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური საკითხების პარალელურად, ”მისტრალი”-ს შეძენაზე შეთანხმება დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ თამაშში უდიდეს როლს თამაშობს. საფრანგეთს ამ გარიგებაში თავისი ინტერესი აქვს: საუბარია ”მისტრალი”-ს გაყიდვასთან დაკავშირებულ პირველ კონტრაქტზე, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას გულისხმობს. მოსკოვი, თავის მხრივ ცდილობს მისი სამხედრო-საწარმოო კომპლექსის მოდერნიზებას და ამისთვის პირველად მიმართავს ნატო-ს წევრ-ქვეყანას, თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარება აშშ-სა და ევროპაში იმათ შეშფოთებას იწვევს, ვინც იბრძვის რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ მისი მეზობლების და პირველ რიგში საქართველოს მიმართ.

2009 წლის 23 ნოემბერი. კუშნერის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ ორი თვე გავიდა და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. სანკტ-პეტერბურგის სანაპიროზე ადამიანები იკრიბებიან, რათა რუსეთის სანაპიროსთან მიახლოებული ”მისტრალი” იხილონ. 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელმაც მისი არმიის აღჭურვილობის სერიოზული ხარვეზები გამოავლინა, რუსეთი ამ გემის მიმართ ყურადღებას პირველად იჩენს. ასეთი გემის გამოყენება ერთდროულად, შეიძლება როგორც მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციისთვის, ასევე ჯარების გადაყვანისთვის. ”მისტრალ”-მა ლიბიიდან-ბირმამდე სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაადასტურა თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები. იმავდროულად, საფრანგეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოსკოვს მხოლოდ გემს გადასცემენ, მათთვის რაიმე ტიპის სამხედრო საიდუმლოებების გადაცემაზე საუბარიც ზედმეტია.

”რამდენი გემი გჭირდებათ” – იკითხეს ორი თვით ადრე კუშნერმა და მორენმა. ”რუსეთში ხუთი ზღვაა” – თავისი დიპლომატიური ოსტატობა გამოავლინა სერგეი ლავროვმა. ხუთი ”მისტრალი?” ფორმალურად მოსკოვმა ჯერ მხოლოდ ერთი შეუკვეთა, რაც სამხედრო ტექნიკის ექსპორტის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ უკვე მოიწონა. ანუ, საქმე ეხება ფრანგული გემის ასლის მშენებლობას სანკტ–პეტერბურგში.

2009 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთ ვარიანტს კატეგორიულად უარყოფდნენ – ”ამაზე ჩვენ ვერ წავალთ”, თუმცა 2009 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მაკაროვმა განაცხადა, რომ კიდევ ”სამი ან ოთხი” გემი შეიძლება ”ერთდროულად აშენდეს რუსეთში”. ხუთი ზღვა… რაც არ უნდა სთქვა, საფრანგეთისთვის ძალიან მასშტაბური საქმეა: თითო გემში 500 მილიონი ევრო.

იმავდროულად, ”მისტრალი”-ს საქმეს უკუდინებებიც აქვს. რესპუბლიკელები ვაშინგტონში წყალს ამღვრევენ, რომ ობამას ადმინისტრაციას როგორმე კარგად უკბინონ. თავად ამერიკის ლიდერი და მისი გარემოცვა კი დუმილს ამჯობინებს, რათა საფრთხე არ შეუქმნას რუსეთთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს. 2009 წლის 16 დეკემბერს ექვსმა რესპუბლიკელმა სენატორმა (მათ შორის ჯონ მაკკეინმაც) საფრანგეთის ელჩს პიერ ვიმონს წერილი გაუგზავნა, ასლი კი სახელმწიფო მდივან კლინტონს. მათი განცხადებები მორიდებული არ ყოფილა – ”ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთისთვის გემის მიყიდვა აღქმული იქნება როგორც გზავნილი, რომ საფრანგეთი იწონებს ამ ქვეყნის სულ უფრო მებრძოლ და დანაშაულებრივ ქმედებებს”. ”რუსეთი არღვევს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობებს და არაფრად აგდებს ევროპაში შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმებას” – აცხადებენ სენატორები.

გარდა ამისა, მათი აზრით, ეს საქმიანი გარიგება შეიარაღების ექსპორტის სფეროში ”ეწინააღმდეგება” ევროკავშირის ქმედებებს. სამი დღის შემდეგ პიერ ვიმონმა მათ პასუხი გასცა. მან განაცხადა, რომ საეჭვოა რუსეთი ”ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს”. ყველა შემთხვევაში, ”მისტრალი”-ს გაყიდვამ შეიძლება აშშ-ში საფრანგეთის იმიჯს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. მაგალითად, ამერიკის კონგრესმა იმ უცხოური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მოამზადა კანონპროექტი, რომლებიც ირანს ნავთობპროდუქტებს აწვდიან და ხომ არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოსკოვთან კონტრაქტის გამო პარიზმა შეიძლება ვერ მიიღოს Total-ისთვის ესოდენ აუცილებელი ”გამონაკლისი”.

რესპუბლიკელი ილეანა როს-ლეიტინენი წარმომადგენლობითი პალატიდან, იმედოვნებს რომ მის რეზოლუციას, სადაც გემის გაყიდვაა დაგმობილი, ორმხრივი მხარდაჭერა ექნება. ”ევროკავშირის არც ერთმა წევრმა და ნატო-ს მოკავშირემ, არ უნდა წაახალისოს რუსეთში უახლესი შეიარაღებისა და ტექნოლოგიების მიყიდვით ღიად აგრესიული განწყობები” – განუცხადა მან le Monde-ს.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოითხოვა. 15 იანვარს მან le Monde-ს განუცხადა – ”ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით რუსეთი, მის ერთ-ერთ მეზობელთან კვლავ ომის მდგომარეობაშია (…). ამგვარი გარიგება მხოლოდ განამტკიცებს აგრესორის პოზიციას, რომელიც ცდილობს 500 000 ქართველი მოქალაქის ეთნიკური წმენდისა და სუვერენული სახელმწიფო ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ლეგალიზებას”.

საფრანგეთში ”მისტრალი”-ს გაყიდვას აქტიური მომხრეებიც ჰყავს. მათ შორისაა ფრანსუა ფიიონი. პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში ეკონომიკურ სარგებელზე ფიქრობს. ”კრიზისის პერიოდში ”მისტრალი”-ს გაყიდვა ”ორი წლის ვადით დაახლოებით 1000 სამუშო ადგილს შემქნის” სე-ნაზარის STX-ის ვერფებზე” – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები. 2011 წლის ივნისში STX-ში ფრანგული ფლოტისთვის მესამე ”მისტრალი”-ს მშენებლობა უნდა დასრულდეს. ”ამ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, სხვა შეკვეთები არა გვაქვს” – ამბობს წყარო.

ფრანსუა ფიიონი დიდი ყურადღებით ეკიდება რუსული მხარის შიშებს. გაყიდვაზე უარის თქმა ნიშნავს ”იმ რეფლექსების შენარჩუნებას, რომლებსაც რეალობასთან არავითარი საერთო არა აქვთ” – განაცხადა მან 27 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთნ შეხვედრის დროს. ”ფრანსუა ფიიონი ყოველთვის განიხილავდა რუსეთს, როგორც უდიდეს სახელმწიფოს და ევროპული კონტინენტის განუყოფელ ნაწილს” – აღნიშნავს მისი მრჩეველი კულტურის საკითხებში და ამ ქვეყნის კარგი მცოდნე ჟან დე ბუასიუ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირიქით, დიდად გახარებული არავინაა. ”იდეალურ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთმა თავად სთქვას უარი ამ კონტრაქტზე” – მიაჩნია ერთი მაღალი რანგის დიპლომატს. პარიზი მარტო მოქმედებს და ამის გამო შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაშინ როდესაც პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მოკავშირეებთან სოლიდარობის მექანიზმებთან დაკავშირებულ გარანტიებს მოითხოვენ. პირველი სიგნალი საქართველოსთან ომი გახდა. რუსეთის და ბელორუსის ფართომასშტაბიანმა (13 000 ჯარისკაცი) ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა 2009 წლის სექტემბერში ეს შიშები მხოლოდ გააძლიერა. ”მისტრალი” – ეს ”პოლიტიკური რეალიზმის და ცნობიერების პრობლემაა” – განაცხადა ბერნარ კუშნერმა, ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. ”ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს, რითაც რუსეთმა შეიძლება ნატო-სა და ევროკავშირში უთანხმოება ჩამოაგდოს” – დიპლომატიური წრეებიდან განაცხადა წყარომ.

მაგრამ შესაძლებელია, რომ საბოლოოდ რუსეთმა თავად სთქვას უარი შეთანხმებაზე? გასული წლის 11 სექტემბერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა, რომ ”მისტრალი” მათ საშუალებას მისცემდა საქართველოში ომი 40 წუთში მოეგოთ 24 საათის ნაცვლად”. რა არის ეს? გათვლილი პროვოკაცია? ასეთმა განცხადებამ შეთანხმების მომხრეები შეაშფოთა. გარდა ამისა, რუსული ფლოტი სინამდვილეში მნიშვნელოვნად აჭარბებს ფრანგულს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მასშტაბური სამხედრო რეფორმა დაიწყო, რომელიც ბევრი კონსერვატორის უკმაყოფილებას იწვევს. ”სერდიუკოვი დარწმუნებულია, რომ თუკი ჩვენი ტექნოლოგიები არაეფექტურია ან ისინი უბრალოდ არა გვაქვს, საჭიროა მათი უცხოეთში ყიდვა” – გვიხსნის შეიარაღების საკითხების ექსპერტი ვადიმ კოზიულინი რუსეთის პოლიტიკური კვლევების ცენტრიდან. ”ამ მხრივ გადადგმული პირველი საჩვენებელი ნაბიჯი იყო 2009 წლის დასაწყისში ისრაელისგან უპილოტო თვითმფრინავების შეძენა”. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ბუნებრივია არ მოიწონეს ეკონომიკურ პატრიოტიზმზე ასეთი თავდასხმა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა პარიზში ნოემბრის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მის ქვეყანას გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციის წყალობით შეუძლია მისტრალის ანალოგის შექმნა. თავად სეჩინს, რომელსაც სხვათაშორის, ამ კორპორაციის დერექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, არ შეიძლება საკუთარი კომპანიის მომავალი შეკვეთები არ ადარდებდეს…

რუსულ მხარეს ჰკითხეს თუ როგორ აპირებს ის ამ გემის გამოყენებას. პასუხად, მოსკოვმა გადაწყვიტა პარიზზე ზეწოლა მოეხდინა, დაუშვა რა ტენდერში მონაწილეობაზე ესპანელი და ნიდერლანდული კომპანიები. ბირმინჰემის უნივერსიტეტის რუსეთის და აღმოსავლეთ-ევროპის კვლევითი ცენტრის პროფესორი ჯულიან კუპერი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთს სურს ”მისტრალი”-ს ყიდვა.

”ვფიქრობ რუსები ამ საქმეს იმ დრომდე გაწელავენ, სადამდეც დასჭირდებათ, მაგრამ ბოლოს ისინი უკან დაიხევენ” – მიაჩნია მას – ”მათ სხვა სფერო აინტერესებთ. ისინი ცდილობენ ქვეყანა უცხოეთში შეიარაღების შეძენის იდეას შეაგუონ და ამას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე ზეწოლის ბერკეტად იყენებენ. გარდა ამისა, მათ უხარიათ, რომ საფრანგეთი და შესაძლოა ნატო-ც უსიტყვოდ თანხმდებიან რუსეთისთვის იარაღის მიყიდვაზე. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები უჩნდებათ მომავალში!“ უახლოეს მომავალში მთავარი მომლაპარაკებელი გენერალური სამდივნო თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიტუაციის საკუთარ ანალიზს გადასცემს.

25 იანვარს ორი ქვეყნის ერთობლივი კულტურული წლის საზეიმო აღნიშვნა დაიწყო – მარტში პრეზიდენტი მედვედევი პარიზში ვიზიტით გაემგზავრება და არანაირი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ უამრავი კულტურული ღონისძიების მიუხედავად, ის ”მისტრალ”-ზე საუბრის დროსაც გამონახავს.

:!: :!: :!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]