12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყალთო-გრემი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Shanshika » 13 დეკ 2009, 23:55

ყოჩაღ ხალხ ... მაგრები ხართ ...

და სურათები ხო საერთოდ... :shock:

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 23:56

გაჩერება მეხუთე- ძველი შუამთა

წყარო: http://ka.wikipedia.org/

შუამთა ძველი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის რაიონში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.

ანსამბლში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი). VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია.

სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. შემონახულია ქტიტოტების პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by perwkli » 14 დეკ 2009, 00:00

მე მიყვარს იყალთო.

Image


Image



Image
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 14 დეკ 2009, 00:09

გაჩერება მეექვსე - ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი

წყარო: http://www.orthodoxy.ge

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.

ტაძრის დღესასწაული 8(21) სექტემბერსაა - ღმრთისმშობლის შობის დღეს; მეორე დღეს, 9(22) სექტემბერს, ეპისკოპოს პირიონის მიერ დაწესებულია დედოფალ თინათინის სულის მოსახსენიებელი მსახურება - წირვა-ლოცვა.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 14 დეკ 2009, 00:22

გაჩერება მეშვიდე - გრემი!!!!

ჩვენ გრემში ჩავდიოდით, მზე კი კავკასიონს ეფარებოდა და თავისი ოქროსფერი სხივებით ამ დიდებულ ძეგლს ეფერებოდა, რაც იქაურობას ერთი ათად ალამაზებდა და მეტ სითბოს მატებდა.

გრემის სიახლოვეს კი, გზად, ორი ტაძარი შევნიშნეთ... ერთს გუმბათი ჩამონგრევოდა, ხოლო მეორე იქვე, გრემის ძირში მედგრად იწონებდა თავს, სიახლოვეს კი სამრეკლო იდგა... სამწუხაროდ ტაძრებში შესვლა ვერ მოვახერხეთ, თუმცა მისი ასახვა ფოტო მასალაზე შესაძლებელი გახდა.

მოკლედ მე ტავს არ შეგაწყენთ, მოდით ვნახოთ რას მოგვითხრობს ვიკიპედია ამ ძეგლის შესახებ:

გრემი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 14 დეკ 2009, 01:25

გურულების, კახელების, ქართლელების და მარღალების ვოაჟი კახეთში ანუ ეიჩ1ენ1 ვირუსის ნაირსახეობა - სტ1ლა1

და რათ უნდა ამ მოთხრობას ორი სათაური მაინც ვერ გამიგია!

როგორც ყოველთვის დილას ჩემმა მაღვიძარამ კვლავ შემახსენა გაღვიძების საჭიროების შესახებ და მეც მორჩილად ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გარდავისახე. როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა, მეც (რამდენადაც არანორმალურად აღვიქმებოდე რიგი ადამიანებისა და მეზობლებისთვის რეგიონით), ჰიგიენური პროცედურების და საუზმის შემდეგ, გეზი ვარდების მოედნისკენ ავიღე. დანიშნულების პუნქტში არც მეტი, არც ნაკლები ზუსტად 9-ზე გამოვცხადდი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. წინა გასვლისგან განსხვავებით ჩვენი სამარშრუტოც იქვე იდგა, მაგრამ არ იყო გამგე!

ციოდა, ციოდა ძალიან.... მაინც დეკემბრის დილა ხომ სუსხიანია... თავის გათბობის მიზნით იქვე მდებარე შადრევნას რამოდენიმე წრე დავარტყი ძუნძულით და რაღაც სითბოს მბერავ აგრეგატს მივაგენი... ხელები გავითბე და გადავწყივიტე აღშფოთებული ხმით ჩვენი გამგესთვის დამერეკა და შემეხსენებინა რომ იგი აგვიანებდა! დავრეკე, მიპასუხა, ვუპასუხე, გხედავო მითხრა და მოვიდნენ, მისი უდიდებულესობა არჩილი და მეუღლე ნინოლა...

წავედით, სამარშრუტოში განწყობა ძალიან თბილი იყო, მაგრამ მაინც ციოდა... მუსიკა ვითხოვეთ და მივიღეთ კიდეც... ჩვენს რეპერტუარში შედიოდა ისეთი სიმღერები როგორიცაა "ყოველი დღე შაბათია" და ა.შ. მგზავრების ნაწილი აღშფოთდა და მუსიკაც აღმოიფხვრა!

სად ვიყავით და რა ვნახეთ ამის შესახებ ზემოთ შეგიძლიათ ამოიკითხოთ, სულ 7 გავჩერდით. დავიწყეთ ნინოწმინდით, შემდეგ იყო ჩაილურის ციხე, ალავერდი, იყალთო, ორივე შუამთა და გრემი!

წინა პოსტებიდან შეამჩნევდით ალბათ თუ რამდენად აქტუალური იყო სტაფილო ჩვენს მოგზაურობაში... საიდან მოვიდა ამდენი სტაფილო არ ვიცი, მაგრამ ყველა სტაფილოს მიირთმევდა... სვამდნენ არაყს სტაფილოს აყოლებდნენ, ჭამდნენ პურს, სტაფილოს აყოლებდნენ.

იყო ჰიპერ აქტიური წუთებიც, თუმცა იყო დაღმასვლაც. კულმინაციას კი უკანა გზაზე მივაღწიეთ, როდესაც მოგზაურთა უმეტესობამ სიმღერა დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილმა ქორეოგრაფიული გაფორმება გადაწყვიტა... თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც ამ გაუგებრობაში ჩაფუთნულს ტკბილად ეძინა. ასეთების რიგში მეც ვიყავი. არ ვიცი უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს ის რომ მეძინა.... ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა რაც ამ წარმოდგენის ბოლო ნაწილს შევესწარი! ალბათ მაინც უნდა გამიხარდეს!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აი ის ფოტო მასალა, რომელიც ამ დღეს იქნა გადაღებული!

რამოდენიმე სურათის ნახვას არ ვურჩევდი 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სუსტი გულის მქონე ადამიანებს. რა ვიცი მაინც გამიფრთხილებიხართ. ხოდა ვინც ნახავთ, გირჩევთ არ მიბაძოთ, შესაძლოა ტრამვატოლოგიური საავადმყოფოს თითის მოტეხვის განყოფილებაში აღმოჩნდეთ...

სამარშრუტო ტაქსში:
Image

Image

Image

Image

Image

Image

ანანო, რომელიც ჩემს მიერ მოკრეფილ ხურმას მიირთმევს
Image

ჰუპერაქტიურ პერიოდში მას ეძინა, როგორც სჩანს სტაფილო გარკვეულ დამაწყნარებელ ნივთიერებებს შეიცავს. ავტოფოკუსის ჩემმა შუქურამ იგი შეაღვიძა...
Image

დღის გმირი ვლადიმერ (ლადო) ავთანდილოვიჩი და მისი ცხოვრების არსი - სტაფილო და ამ ვირუსით შებყრობილი მისი თანამოზიარენნი:

Image

Image

Image

Image

Image

თითმოქნილი გიორგი (არც კი იფიქროთ რომ გაიმეოროთ!) :)
Image

პერკლი ნინოწმონდის მონასტერში
Image

გზად საგარეჯოში სუპერმარკეტ თენგო-ს (დიახ!) მივაშურეთ, სადაც "ობშიაკი"-დან დარჩენილი ფულით ალკოჰოლი და სხვა საჭირო ნივთები შევიძინეთ:

Image

ჩაილურის ციხეში გადაღებული ფოტოები:

Image

Image

Image

ბადიაურში შეძენილი კახური დედის პურით წახემსება:

Image

Image

Image

ალავერდის მამათა მონასტრის წინ:

ანნის პლიუსი თითმოქნილი გიორგი, ვლადიმეროვიჩი და თვით ანი იგივე ანანო
Image

ეს კი ყველა კი არა და თითქმის ყველა ერთად:
Image

იყალთოს ეზოში, ხარაჩოზე და სხვ.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ძველი შუამთის მონასტერში:

Image

Image

Image

ახალი შუამთის დედა მონასტრის ეზოში:

Image

გრემში:

Image

Image

Image

სადილი და უკან დაბრუნება. ის კვლავ სტაფილოს ფრცქვნის:

Image

Image

Image[/img]

გზად გადაღებული ხედები:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა...


დასასრული!
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 14 დეკ 2009, 02:13

პ.ს. ზემოთ მოცემულ ბევრ სურათზე მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ თავი შევიკავე :):):):):):):):)
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Lado meleksishvili » 14 დეკ 2009, 10:13

ვა რამაგარი ფოტოებია. განსაკუთრებით ისინი რომელშიც მე არ ვჩანვარ :lol:
მოკლედ ესეთი მომღერალი მოლაშქრეები ცხოვრებაში არმინახავს :lol:

ეხ სახლში სტაფილო გამოითავდა :cry:

სამარშუტოში სტაფილო რომ დავტოვე ვინ წაიღო ხოარიცით? მისამართი დაწერეთ იმ კეთილი ადამიანის :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Naia » 14 დეკ 2009, 10:32

ეს ადგილები ათასჯერ მაინც მაქვს მოვლილი, მაგრამ მაინც ყოველთვის სიამოვნებით ვესტუმრები ხოლმე იქაურობას

Tengo
შენ უკვე ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი ხარ! ძალიან მომეწონა შენი ფოტოები, განსაკუთრებით პანორამებით მოვიხიბლე. ზოგიერთ მათგანს სიამოვნებით დავაყენებდი დესკტოპზე. რეპორტაჟზეც ძალიან ვიხალისე :)))


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Archil » 14 დეკ 2009, 11:15

თენგო მაგარია !!!

ფოტოები სერიოზულ :!:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 14 დეკ 2009, 12:11

Lado meleksishvili

სტაფილო შეგიძლია ბატონ გურამთან მოიკითხო, ტელეფონის ნომერს და მისამართს ბატონი არჩილი მოგახსენებს :):):):)

შენ სტაფილოზე ესე თუ იჯექი რას წარმოვიდგენდი :) ჰერევანში თუ ოდესმე მოვხვდი უნდა ჩამოგიტანო აქოური სტაფილო, ამბობენ კარგიაო, შენ კი გეცოდინება ისე :):):)

Naia

მადლობა კომპლიმენტებისთვის.... ფოტოგრაფობას კი რაც შეეხება, ჯერ კიდევ შორსაა ეგ ამბავი, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა, ხომ იცი :) ისე, რომელი სურათიც მოგეწონება წაიღე, გამიხარდება :)

qvevri
Archil

მადლობა და მადლობა! qvevri იმედია ქვევრის სურათებში არ ჩავჭრილვართ :):):)
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 დეკ 2009, 13:34

ხალხ
შემთხვევით, რაციებისთვის ფული ჰომ არ მოგრჩენიათ?
Tengo wrote: Image
ბევრი შესანიშნავი ცნობა გაქვს დადებული და ფოტოც.
შენ ჩემთვის კარავულ ფოტოგრაფიაში იდევ 1 სასიამოვნო აღმოჩენა ხარ.
ამ ფოტოს გამოვყოფ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები



ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]