12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყალთო-გრემი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by ARCHILI » 12 დეკ 2009, 22:03

ჰოოოდა...

კახური ტურიც მოვაწყვეეე...

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ტური გახლდათ...

დავბრუნდით მადლ-მოლოცვილ-მოსილები...

მკაცრი ზამთრის სილამაზით გამთბარები...

სიმღერ-ღრიალითა და ხმის ჩახლეჩამდე მხიარულებით ავსებულები და ა.შ.

ერთი სიტყვით, მოგესალმებით...

:)

გავემგზავრეთ:

1.2. არჩილი და ნინოლა
3. თენგო
4. ლადო
5. ანნ
6. ანნ+
7. ბამბინა
8. გაგარინა
9. არჩილის და ნინოლას პლიუსი მაია
10. პერწკლი
11. მამუკა...
12. მამუკა...-ს პლიუსი

პერწკლი დავტოვეთ თელავში

:)

გადაგვაგდეს: ანნ-ს ერთმა პლიუსმა და თამომ...

!

__________________________
დანარჩენი მერე და ნელ-ნელა

:)

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 01:31

ამ გასვლის ყველა მონაწილე თანნხმდება ალბათ იმაზე რომ სტაფილო დღის ყველაზე აქტუალური თემა და საგანი თუ ბოსტნეული იყო! შესაბამისად ვლადიმერ ავთანდილოვიჩიც დღის გმირი! მთელი დღე დანა და სტაფილო არ გაუგდია ხელიდან!

ასე რომ ასე გავხსნათ ჩვენი თემა:

Image
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Shanshika » 13 დეკ 2009, 01:43

ველი ფოტოებს და რეპორტაჟს... :roll:

Tengo

აუ სტაფილო ლადოს სისუსტეა ...

:lol: :lol: :lol:
...Finding Inspiration...

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by LiBrA » 13 დეკ 2009, 01:49

Tengo wrote:ამ გასვლის ყველა მონაწილე თანნხმდება ალბათ იმაზე რომ სტაფილო დღის ყველაზე აქტუალური თემა და საგანი თუ ბოსტნეული იყო! შესაბამისად ვლადიმერ ავთანდილოვიჩიც დღის გმირი! მთელი დღე დანა და სტაფილო არ გაუგდია ხელიდან!

ასე რომ ასე გავხსნათ ჩვენი თემა:

Image
,,მარად და ყველგან, ჩემო სტაფილო(ვ), შენ ხარ ჩემთანა ''

მომიტევეთ, რომ გავკადნიერდი და დიდი ილიას ამ სტრიქონს სახე ვუცვალე, მაგრამ ლაგოდეხის გასვლაც გამახსენდა და მაშინვე ეს ფრაზა მომივიდა თავში :lol: :lol:
Image

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by ika-bebo » 13 დეკ 2009, 01:49

სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე წამოსვლააა
კაი დრო გიტარებიათ, მაგარიაააა
შემდგომ წასვლაზე შემოგიერთდებით
ეხლა იმედიაა ქოზიფაში წავააალ ძაააან მინდაააააა
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 02:04

ARCHILI wrote:ჰოოოდა...

კახური ტურიც მოვაწყვეეე...

:)

დაგავიწყდა ბოლოში..... რა ვიცი, მაინც შეგახსენე :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

რას შემოვდიოდი საერთოდ.... ამიშალეს ნერვები...!!!! :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 02:47

და აი პირველი ფოტო მასალაც:

წმინდა ნინოს მონასტერი
Image

ალავერდი
Image

გრემი ჩამავალი მზის სხივების ელფერით
Image
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 04:09

და აი ესეც ჩვენ:

Image

გვაკლია გაგარინა, რომელიც ძირითადად ბატონ გურმათან საუბრით იყო ხოლმე დაკავებული. ბატონი გურამი ჩვენი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გახლდათ
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Naia » 13 დეკ 2009, 11:25

ლადო მაგარია! ლაშქრობაში სტაფილო მისი განუყრელი თანამგზავრია :)))

ახლად აღმოჩენილი საფლავი ნახეთ?

უკან გომბორის გზით წამოხვედით? რა მდგომარეობაშია, გააკეთეს?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Int3lig3nt » 13 დეკ 2009, 13:47

Tengo
ყოჩაღ, მაგარი პანორამებია :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by ARCHILI » 13 დეკ 2009, 13:57

ჰოდა, სანამ რეპორტაჟს გავაკეთებთ, მინდა განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, ნინოლას ვუთხრა, რომელიც ამ და წინა (და ყველა) გასვლის ორგანიზების მუზა გახლავთ და ყველა გასვლა მას ეძღვნება...

:)


დიდი მადლობა თენგოს ექსკურსიამძღოლობისათვის და კარგი ძმა რომ არის, იმისათვის...

:)

კიიიდევ, მადლობა ვუთხრა ლადოს, სტაფილოს სამხრისათვის სამარშრუტო ტაქსიში :) მაგარი ადამიანია...

კიიდევ ბამბინა და ანნ-ს, საოცარი გოგოები არიან... აღფრთოვანებული ვარ თქვენით..

და ყველას ყველას ყველას...

ამ გასვლებს ძალიან კარგი ხალხის შეხვედრებს დავარქმევდი...

:)

გასვალ საოცრად საინტერესო იყო, რაღაცეებში ექსკლუზიური უფლებებიც კი მოვიპოვეთ...

ხალხის შემადგენლობა ხომ მითუმეტეს...

მოგვიანებით, "ვსიო პო პორიადკუ" იქნება...

:)

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 15:42

Naia

ახლად აღმოჩენილი საფლავი დავინახეთ, მაგრამ მხოლოდ ქვის კიდე ჩანს კედლის ქვეშ... რეპორტაჟი რომელიც გავიდა ეთერში მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდოა, რალურად ახალი აღმოჩენები რა არის არ იციან ჯერ.... გარდა მაგისა ვნახეთ კიდე გათხრების შედეგად აღმოჩენილი სასახლე (სავარაუდოდ) რომელიც ტაძარს ემიჯნებოდა... ფოტო მასალას დავყრი მალე

გომბორით არ წავედით... ჩვეულებრივად თბილისი-საგარეჯო-ბარჯის ხევი-გურჯაანი-თელავის მარშრუტით შემოურარეთ კახეთს

Int3lig3nt

მადლობა! :)
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by Tengo » 13 დეკ 2009, 16:52

კახეთი 2009 წლის 12 დეკემბერს

გაჩერება პირველი - ნინოწმინდა

თბილისიდან გასულებმა გადავწყვითეთ გზად ნინოწმინდაში შეგვევლო და ეს ულამაესი ტაძარი მოგველოცა.

ცოტაოდენი ვიკიპედიიდან:

ნინოწმინდა, გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია სოფ. ნინოწმინდაში.

ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს.

ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოტახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა - რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით.

მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


გაჩერება მეორე - პატარა ჩაილურის ციხე

წყარო: http://wikimapia.org/

სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.

ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image[/img]
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by ARCHILI » 13 დეკ 2009, 16:56

ჩვენი გასვლის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს იოსებ ალავერდელის საფლავის აღმოჩენასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება გახლდათ.

ალავერდის მონასტერში ფოტოგადაღება აკრძალულია, ეზოშიც და ტაძარშიც. იმ მხარეს, სადაც ვარაუდობენ წმინდა მამის საფლავის არსებობას, ჩამოფარებულია სპეციალური "ფარდა".

იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მოგვეძია და ფოტოები გადაგვეღო, მე დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, რომელიც მეუფის სიძეა და ვთხოვე დაკვალიანება, მან მიმასწავლა ალავერდის მონასტრის ერთ-ერთ ბერთან, მამა იოსებთან.

ცოტა ხანში შევხვდი მამა იოსებს და ავუხსენი ჩემი ინტერესის შესახებ. მამა იოსები ყურადღებით მომეკიდა, მკითხა, თუ ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, სად ვმუშაობდი და ა.შ.


ამ ფოტოზე მე და მამა იოსები ვსაუბრობთ არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ:

Image

ჩვენდა საბედნიეროდ, ალავერდელი მიტროპოლიტი, ამბა დავითი იქ იმყოფებოდა, მამა იოსებმა მოუთხრო ჩემს შესახებ, შემდეგ მათ გადაამოწმეს ჩემს შესახებ ინფორმაცია თბილისში და ამის შემდეგ, ისევ შემეხმიანნენ (მე იქვე ველოდები, მონასტრის ტერიტორიაზე) და მამა იოსები მიმდინარე სამუშაოების შესახებ მესაუბრა, ფოტოს გადასაღებად გრიგოლი (იგივე გაგარინა) გავიყოლე, მოგვიანებით თენგოც შემოვიდა, მე მამაოს ავუხსენი, რომ თენგოც ჩვენიანი იყო და ვთხოვე ფოტოგადაღების უფლება მისთვისაც მიეცა.

მამაომ ამგვარი სიფრთხილის მიზეზებიც ამიხსნა და მთხოვა, სწორად მოვკიდებოდი ინფორმაციას, სხვა ჟურნალისტებისაგან განსხვავებით ნაკლებად მიმეცა სენსაციების სტატუსი აღმოჩენებისათვის, თუნდაც იმ ფაქტისათვის, რომ იოსებ ალავერდელის საფლავი აღმჩენილი კი არ არის ჯერ, არამედ ვარაუდობენ მეცნიერები და სამუშაოების დასრულებამდე და დასკვნებამდე ამის გაკეთება ნაადრევია.

არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ტაძრის გვერდით, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა აჩვენა სასახლის არსებობა.

ამ ფოტოზე სასახლის ნაშთები ჩანს, მარჯვნივ, კედელზე, კი, რომელიც ტაძრის მარცხენა გვერდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ასევე არქეოლოგიური სამუშაოები, სწორედ ამ კედლის ძირში ვარაუდობენ წმინდა მამის საფლავის არსებობას, თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს ჯერ ვარაუდია და არა ფაქტი.

Image


:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
12.12.09 ალავერდი-ნინოწმინდა-ჩაილურისციხე-ძველი/ახალი შუამთა-იყა

Post by ARCHILI » 13 დეკ 2009, 16:59

:arrow: :arrow: :arrow:

ცოტა რამ ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის შესახებ:


Image


ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)
15 ( 28 ) სექტემბერი


წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.

მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.

ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.

მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარის დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.

მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

:arrow: :arrow: :arrow:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]