6 დეკემბრის ქვემო ქართლი
სერია პირველი - შეხვედრა და გამგზავზრება
დღე ჩვეულებრივად დაიწყო, დილას 8 საათზე მაღვიძარამ დარეკა და "ადექი შე იდიოტოო" მომაძახა. ხანმოკლე ჰიგიენური პროცედურების, ნოყიერი საუზმის და ჩაცმა-ჩალაგების შემდეგ მაღაზიას მივაშურე და გასვლითვის საჭირო სურსათ-სანოვაგე შევიძინე. ყველაფერი გეგმაში გაწერილი იყო. 8:50-ზე ტელეფონზე ზარი გაისმა, ეკრანზე ვლადიმერ ავთანდილოვიჩის სახელი ამოიტიფრა. მეგონა ისევ ვერ ახერხებდა წამოსვლას, როგორც უწინ, თუმცა შევცდი, იგი უკვე სამთო ქიმიასთან ამაგრებდა პოზიციას და თურმე უბრალოდ მომიკითხა
ვერიდან სამთო ქიმიასთან მისასვლელად 4 წუთი და რამოდენიმე წამი დამჭირდა. ესეც იმიტომ რომ წინა დღით ბატონმა არჩილ-მეგრელმა (გურულისგან რომ განვასხვავო

) ბრძანა: "ვინც დააგვიანებს, არ ველოდებითო".
ხოდა მოვედით, მოვედით ყველა უკლებლივ! ვიდექით და ვიყინებოდით. მთა მყავრებია და მე ერთმანეთს სურათებს ვუღებდით, ორივეს კი ვანსკი გვაფიქსირებდა, რომელიც ისედაც ვერ ჩერდებოდა ადგილზე ვერსდა, ვერ მიწაზე და ვერ ტრანსპორტში... ა თუ არ გჯერათ დოკუმენტური მასალაც (მხოლოდ ჩემი ნაწილი)....
სამთო ქიმიასთან მისვლისა და მოსალმება-ჩაკოცნების შემდეგ უეცრად მდგომარეობა განუკითხაობისკენ დაიძრა. შიდა ქართლში მიმავალთ შეხვედრის ადგილი უზუსტობა აწუხებდათ, ვინ სქ-სთან მოსულიყო და ვინ რესპუბლიკის მოედანზე იმყარებდა ადგილსამყოფელს... თუმცა ეს გაუგებრობა მალე აღმოიფხვრა. მაკენა გამოცხადდა და მას მალე ნაიაც მოჰყვა კუდში. ისევ გამარჯობა, როგორ ხარ და მალევე კეთილი მგზავრობა ვუსურვეთ.
ჩვენს ბანაკში მდგომარეობა მეტად გაუგებარი იყო. სამარშუტო ტაქსი არსაიდან ჩანდა. იყო ბევრი ალტერნატიული იდეა - წამოდი 184-ს გავყვეთ, ან 171-ს, ან კიდევ რამეს, სადმე მიგვიყვანს. ამ იდეების ფრქვევაში 44 წუთი გავიდა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი სამარშრუტოც მოვიდა! ეხ, არა და44 წუთი ძილი როგორ წაადგებოდა ჩემს ჯამრთელობასა და ენერგიის აღდგენას... მაგრამ მაგაზე არჩილ-მეგრელი ზუსტად ვიცი სრულიადაც არ ზრუნავს.
მეორე სერიაში - პირველი გაჩერება და უხილავი თვალის დეტალები
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ