ღმოჩენილია პირველი ჩაძირული გემი საქართველოს სანაპირო წყლებში!!!
ყველა ქართველი დაივერის და უბრალოდ წყალქვეშა ცურვით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!!!
2009 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სანაპირო წყლებში ჩვენს მიერ (დავით ნიკოლეიშვილი, გუჯა ჯამრიშვილი) მოძიებული იქნა პირველი ჩაძირული ხომალდი, რომლის აღმოჩენა ყველა ქართველი დაივერისთვის ნამდვილად დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავია. ამ ხომალდის აღმოჩენის შემდეგ ფაქტიურად საქართველოშიც ეყრება საფუძველი დაივინგის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და პოპულარულ მიმართულებას WRECK DIVING-ს.
გემის ძირითადი კორპუსი და მისი ფრაგმენტები ჩაძირული და გაფანტულია 8–10 მეტრის სიღრმეზე. უნდა აღინიშნოს, რომ გემის განლაგება და განსაკუთრებით იქ მობინადრე ცხოველთა სამყაროს სიუხვე და მრავალფეროვნება ფაქტიურად ყველა გემოვნების დაივერს და მკლევარს დააკმაყოფილებს. ჩაძირული ხომალდის გემბანზე ბინადრობს შავი ზღვის მთელი რიგი ძვირფასი სახეობის თევზები.
აქვე ბინადრობს და მის მცირე თუ ღრმა ღრმულებში თავს აფარებს შავი ზღვის კიბორჩხალები. გარდა ამისა ხომალდის კორპუსის უმეტესი ნაწილი დაფარულია მოზრდილი მიდიების კოლონიებით, რაპანებით და სხვ.
ეს გემი ზღვის ცხოველთა სამყაროსთვის თავისებური ხელოვნური რიფის ფუნქციას ასრულებს და გონიო –ადლიის თუ ბათუმის სანაპიროს ერთფეროვანი და ნაკლებად საინტერესო ქვიშიანი ფსკერის ფონზე ერთგვარ ოაზისად აღიქმება.
მოკლედ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ესტეთიური სილამაზის მხრივ ეს ხომალდი მთელ შავ ზღვაზე ერთ–ერთი ულამაზესი და საინტერესო საყვინთავო ადგილი, თუ გნებავთ უნიკალური დაივ–საიტია და მისი ნახვით ყველა ადამიანი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს...
და ბოლოს: ყველა დაივერს და უბრალოდ დაინტერესებულ პირს ჩაძირულ გემზე, აგრეთვე სარფი–კვარიათის კლდოვან სანაპიროზე და მიდიების წყალქვეშა ფერმაში ვთავაზობთ 2–3 დღიან დაივ–ტურებს:
– მინიმალური პაკეტი – 2 დაივინგი 120 ლარი (სერთიფიცირებული დაივერებისათვის);
– დამწყები დაივერებისათვის 140 ლარი;
– ერთი ყვინთვის დამატება: სერთიფიცირებული დაივერებისათვის 50 ლარი, დამწყები დაივერებისათვის 60 ლარი;
– ჯგუფის მინიმალური რაოდენობა 3 კაცი.
თქვენი სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება დღეების რაოდენობის და დაივინგის დამატება, გარდა ამისა შესაძლებელია ღამის ყვინთვის ორგანიზება ძლიერი ფანრების შუქზე (გარწმუნებთ მეტად საინტერესო და ეფექტურია). ღამის დაივინგის ფასი სერთიფიცირებული დაივერებისათვის შეადგენს 60 ლარს, ხოლო დამწყებთათვის 70 ლარს. უფრო დიდი ჯგუფების შეკრებისას და ერთი კაცის მიერ ოთხი ან მეტი დაივინგის შესყიდვისას შესაძლებელია გარკვეული ფასდაკლება.
სერთიფიცირებული დაივერებისათვის ყვინთვის სიღრმე 20–30 მეტრია.
შენიშვნა: 200 ლარში შედის ორი დაივინგი, გონიოს კერძო ბინაში 2 ღამის გათევა, 3-ჯერადი კვება, დაივ ინსტრუქტორის გამოყოლა და მთლიანი აღჭურვილობის (მათ შორის ზამთრის თბილი ჰიდროკოსტუმების) დაქირავება;
ღამის გათევა შესაძლებელია კვარიათის და გონიოს კერძო სასტუმროში და ბინაში:
– კვარიათის კერძო სასტუმროში (ზღვის პირასაა) ერთი ღამის გათევა + სამჯერადი კვების ღირებულება შეადგენს 40 ლარს. კომფორტული 2–3 ადგილიანი ნომრები სამჯერადი კვებით 60 ლარი .
– გონიოს კერძო ბინაში ღამის გათევის და სამჯერადი კვების ღირებულება შეადგენს 30–40 ლარს.
– ჩვენი ავტომობილით შავ ზღვაზე გამგზავრება და საყვინთაო ადგილებზე ტრანსპორტირება ერთ კაცზე შეადგენს 110 ლარს.
- ვინც დაივინგი არ იცის და აქვს სურვილი მისი მოკლე დროში შესწავლისა, მათ შეუძლიათ ,,ლაგუნა-ვერის” საცურაო აუზზე ნებისმიერ დროს 2-3 დღიანი კურსები გაიარონ (ერთი გაკვეთილი - 40 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისთვის და ქალბატონებისათვის გათვალისწინებულია 10% ფასდაკლება).
- დაივინგის სწავლების ღირებულებაში არ შედის აუზზე შემოსასვლელი ბილეთის ფასი ,,ლაგუნა ვერაზე” ის შეადგენს 10 ლარს.
მოგზაურობა, სწავლა ან წყალქვეშა აღჭურვილობის შეძენა, შესაძლებელია, როგორც ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე განვადებითაც.
ვებ-გვერდი:
www.geodiver.net
ტელ: 95-81-12; 95-81-13; 877.464862 დათო
მის: კარგარეთელის ქ. N9 (აღმაშენებლის გამზ. N133-ის კუთხეში).
გაზაფხულზე აუცილებლად წავალ აქ თუ იქნება კიდევ შესაძლებელი