2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Int3lig3nt » 11 ნოე 2009, 15:06

Bivrili
სამხცეში ხო
სამხეცეში :D?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 ნოე 2009, 01:45

მეგობრებო, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კასპის რაიონში ჩასახლებული
დევნილებისთვის საახალწლო საჩუქრების ჩატანის გეგმას.
მათ ჩვენი იმედი აქვთ.
ამიტომ, გამოვიჩინოთ ყურადღება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by tamuna_gudarexi » 18 ნოე 2009, 10:56

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კასპის რაიონში ჩასახლებული
დევნილებისთვის საახალწლო საჩუქრების ჩატანის გეგმას.
მათ ჩვენი იმედი აქვთ.
ამიტომ, გამოვიჩინოთ ყურადღება
უფლისციხისკენ გზად რომ შეგვხვდა დასახლება, იმას გულისხმობ, გოგა?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ნოე 2009, 10:04

tamuna_gudarexi wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კასპის რაიონში ჩასახლებული
დევნილებისთვის საახალწლო საჩუქრების ჩატანის გეგმას.
მათ ჩვენი იმედი აქვთ.
ამიტომ, გამოვიჩინოთ ყურადღება
უფლისციხისკენ გზად რომ შეგვხვდა დასახლება, იმას გულისხმობ, გოგა?
დიახ, მაგ სოფეს ვგულისხმობ.
თელიანი ჰქვია.
54 სახლი დგას, მაგრამ, მგონი, 40მდე დევნილი ოჯახია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by teo- » 20 ნოე 2009, 15:32

ღმოჩენილია პირველი ჩაძირული გემი საქართველოს სანაპირო წყლებში!!!

ყველა ქართველი დაივერის და უბრალოდ წყალქვეშა ცურვით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!!!

2009 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სანაპირო წყლებში ჩვენს მიერ (დავით ნიკოლეიშვილი, გუჯა ჯამრიშვილი) მოძიებული იქნა პირველი ჩაძირული ხომალდი, რომლის აღმოჩენა ყველა ქართველი დაივერისთვის ნამდვილად დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავია. ამ ხომალდის აღმოჩენის შემდეგ ფაქტიურად საქართველოშიც ეყრება საფუძველი დაივინგის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და პოპულარულ მიმართულებას WRECK DIVING-ს.

გემის ძირითადი კორპუსი და მისი ფრაგმენტები ჩაძირული და გაფანტულია 8–10 მეტრის სიღრმეზე. უნდა აღინიშნოს, რომ გემის განლაგება და განსაკუთრებით იქ მობინადრე ცხოველთა სამყაროს სიუხვე და მრავალფეროვნება ფაქტიურად ყველა გემოვნების დაივერს და მკლევარს დააკმაყოფილებს. ჩაძირული ხომალდის გემბანზე ბინადრობს შავი ზღვის მთელი რიგი ძვირფასი სახეობის თევზები.
აქვე ბინადრობს და მის მცირე თუ ღრმა ღრმულებში თავს აფარებს შავი ზღვის კიბორჩხალები. გარდა ამისა ხომალდის კორპუსის უმეტესი ნაწილი დაფარულია მოზრდილი მიდიების კოლონიებით, რაპანებით და სხვ.
ეს გემი ზღვის ცხოველთა სამყაროსთვის თავისებური ხელოვნური რიფის ფუნქციას ასრულებს და გონიო –ადლიის თუ ბათუმის სანაპიროს ერთფეროვანი და ნაკლებად საინტერესო ქვიშიანი ფსკერის ფონზე ერთგვარ ოაზისად აღიქმება.
მოკლედ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ესტეთიური სილამაზის მხრივ ეს ხომალდი მთელ შავ ზღვაზე ერთ–ერთი ულამაზესი და საინტერესო საყვინთავო ადგილი, თუ გნებავთ უნიკალური დაივ–საიტია და მისი ნახვით ყველა ადამიანი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს...

და ბოლოს: ყველა დაივერს და უბრალოდ დაინტერესებულ პირს ჩაძირულ გემზე, აგრეთვე სარფი–კვარიათის კლდოვან სანაპიროზე და მიდიების წყალქვეშა ფერმაში ვთავაზობთ 2–3 დღიან დაივ–ტურებს:
– მინიმალური პაკეტი – 2 დაივინგი 120 ლარი (სერთიფიცირებული დაივერებისათვის);
– დამწყები დაივერებისათვის 140 ლარი;
– ერთი ყვინთვის დამატება: სერთიფიცირებული დაივერებისათვის 50 ლარი, დამწყები დაივერებისათვის 60 ლარი;
– ჯგუფის მინიმალური რაოდენობა 3 კაცი.

თქვენი სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება დღეების რაოდენობის და დაივინგის დამატება, გარდა ამისა შესაძლებელია ღამის ყვინთვის ორგანიზება ძლიერი ფანრების შუქზე (გარწმუნებთ მეტად საინტერესო და ეფექტურია). ღამის დაივინგის ფასი სერთიფიცირებული დაივერებისათვის შეადგენს 60 ლარს, ხოლო დამწყებთათვის 70 ლარს. უფრო დიდი ჯგუფების შეკრებისას და ერთი კაცის მიერ ოთხი ან მეტი დაივინგის შესყიდვისას შესაძლებელია გარკვეული ფასდაკლება.

სერთიფიცირებული დაივერებისათვის ყვინთვის სიღრმე 20–30 მეტრია.

შენიშვნა: 200 ლარში შედის ორი დაივინგი, გონიოს კერძო ბინაში 2 ღამის გათევა, 3-ჯერადი კვება, დაივ ინსტრუქტორის გამოყოლა და მთლიანი აღჭურვილობის (მათ შორის ზამთრის თბილი ჰიდროკოსტუმების) დაქირავება;

ღამის გათევა შესაძლებელია კვარიათის და გონიოს კერძო სასტუმროში და ბინაში:
– კვარიათის კერძო სასტუმროში (ზღვის პირასაა) ერთი ღამის გათევა + სამჯერადი კვების ღირებულება შეადგენს 40 ლარს. კომფორტული 2–3 ადგილიანი ნომრები სამჯერადი კვებით 60 ლარი .
– გონიოს კერძო ბინაში ღამის გათევის და სამჯერადი კვების ღირებულება შეადგენს 30–40 ლარს.
– ჩვენი ავტომობილით შავ ზღვაზე გამგზავრება და საყვინთაო ადგილებზე ტრანსპორტირება ერთ კაცზე შეადგენს 110 ლარს.

- ვინც დაივინგი არ იცის და აქვს სურვილი მისი მოკლე დროში შესწავლისა, მათ შეუძლიათ ,,ლაგუნა-ვერის” საცურაო აუზზე ნებისმიერ დროს 2-3 დღიანი კურსები გაიარონ (ერთი გაკვეთილი - 40 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისთვის და ქალბატონებისათვის გათვალისწინებულია 10% ფასდაკლება).
- დაივინგის სწავლების ღირებულებაში არ შედის აუზზე შემოსასვლელი ბილეთის ფასი ,,ლაგუნა ვერაზე” ის შეადგენს 10 ლარს.

მოგზაურობა, სწავლა ან წყალქვეშა აღჭურვილობის შეძენა, შესაძლებელია, როგორც ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე განვადებითაც.

ვებ-გვერდი: www.geodiver.net

ტელ: 95-81-12; 95-81-13; 877.464862 დათო
მის: კარგარეთელის ქ. N9 (აღმაშენებლის გამზ. N133-ის კუთხეში).


გაზაფხულზე აუცილებლად წავალ აქ თუ იქნება კიდევ შესაძლებელი
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Archil » 22 ნოე 2009, 23:37

teo-

ფოთის პორტის მიდამოებშიც რომ ჩაყვინთოთ, აფეთქებული კატერების ნაშთებსაც მიაგნებთ ;)

რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენოთ რუსების ნამოქმედარი :P
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by ZVIOSULI » 25 ნოე 2009, 17:26

ახალწელს წააბასთუმნებაზე ისმის რამე?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Naia » 25 ნოე 2009, 20:17

ZVIOSULI wrote:ახალწელს წააბასთუმნებაზე ისმის რამე?
იმედია, მალე გაიხსნება საახალწლო თემა და ადგილზეც შევთანხმდებით

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 დეკ 2009, 00:40

რიგ მიზეზთა გამო, ქრისტეშობისთვეში კარავულ გასვლებს, ალბათ, აღარ დავგეგმავ.

გამონაკლისებია საქველმოქმედო აქცია სოფელ თელიანში მცხოვრები დევნილებისთვის და საახლწლო შეკრება.
ამ საკითხებზე თემები უკვე უკვე გახსნილია.
და კიდევ, 1 ძველ სახალისო შეკრებას შემოგთავაზებთ, რომელსაც შატილიონკას მივუძღვნი.
ამაზე, ცოტა მოგვიანებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by lama » 06 დეკ 2009, 00:59

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
და კიდევ, 1 ძველ სახალისო შეკრებას შემოგთავაზებთ, რომელსაც შატილიონკას მივუძღვნი.
უკაცრავად და

კარალიოკ ფართს ხომ არ გულისხმობ :) :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Int3lig3nt » 06 დეკ 2009, 01:21

GAMARJOBA SAKARTVELO
და კიდევ, 1 ძველ სახალისო შეკრებას შემოგთავაზებთ, რომელსაც შატილიონკას მივუძღვნი.
ღორის ვირუსის ჯინაზე :D?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 დეკ 2009, 11:52

lama
Int3lig3nt

აბა, ვნახოთ, რა იქნება.
ისე კი, მხიარული შეკრება იქნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Jnosy » 07 დეკ 2009, 15:34

ქოზიფაზე რა ისმის?
თარიღი ცნობილია უკვე?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Naia » 07 დეკ 2009, 15:40

Jnosy wrote:ქოზიფაზე რა ისმის?
თარიღი ცნობილია უკვე?
27 დეკემბერი

ალბათ თემაც მალე გაიხსნება

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Tamusia » 07 დეკ 2009, 21:19

ერთხელ ახტალაში წავიდეთ, ტალახის აბაზანები მივიღოთ. მე ძაან მინდა :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]