ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Makena » 24 ნოე 2009, 15:34

იმდენად ძვირი ჯდება ჩოხა, კარგი ქამარხანჯალი და სხვა. რომ მე პირადად გარკვეული დროით გადავდე ეს ამბავი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ნოე 2009, 01:32

Makena wrote:იმდენად ძვირი ჯდება ჩოხა, კარგი ქამარხანჯალი და სხვა. რომ მე პირადად გარკვეული დროით გადავდე ეს ამბავი.
განა, რა ჯდება ჩოხის შეკერვა-აღკაზმულობა, რომ გეგმები ასე გადაწიე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 26 ნოე 2009, 10:58

მე პირადად დიდი ხანია არა მაგრამ ერთი წელი კი ვემზადებოდი წინასწარ ამ ყველაფერისათვის. თუკი ადამიანი ერთდროულად მიადგება საყიდათ ჩოხა- ახალუხს, ქამარ-სატევარს, აზიურებს, ლეკვერთხებს, შალვარს, ყაბალახსა და მასრებს და თანაც კარგი ხარისხისას მაშინ რა თქმა უნდა ძვირი იქნება ეს ყოველივე და ალბათ მაკენაც სწორედ ამ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მე ჯერ სატევარი შევიძინე, გარკვეული დროის მერე მასრები და ქამარ-ლეკვერთხები, მერე ჩექმა-აზიურები და ასე შემდეგ. ბოლოს ჩოხა ახალუხი შევიკერე და ამით დამთავრდა ყველაფერი(უფრო სწორედ დაიწყო...) მოკლედ პაწა მოთმინებაა საჭირო. ისე სატევარი ერთობ ძვირი სიამოვნებაა და მე შემიძლია პირველ ეტაპზე ვათხოვო ხოლმე მავანთ ჩემი კოლექციიდან რომელიმე სატევარ.
ვაჟებო ნუ მოვდუნდებით და ნუ დავყრით ფარ-ხმალს. შეუტიეთ და გამოიყენეთ თუნდაც ჩემი მაგალითი. აბა თქვენ იცით და თქვენს გვერდით მიგულეთ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Makena » 26 ნოე 2009, 11:11

GAMARJOBA SAKARTVELO
აი რაც ქვევრმა ჩამოთვალა ეგ ყველაფერი რომ შეიძინო და კარგი ჩოხა შეიკერო 2000 ლარი ნამდვილად დასჭირდება :) რათქმაუნდა კარგ სერიოზულ ქამარხანჯალს ვგულისხმობ თორემ ისე მშრალ ხიდზე 20 ლარათაც იყიდება ხანჯლები.
მაინც გული მიმიწევს შეკერვისკენ, კი დავწერე გადავდეთქო მაგრამ ალბათ მაინც შევიკერავ, სად აპირებ შეკერვას? წამო ერთად დავადგეთ მკერავისკენ მიმავალ გზას თორემ ასე მარტო ლაპარაკით ჩოხებს ჩვენ ვერ შევიკერავთ :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ნოე 2009, 11:17

qvevri
გადასარევი რჩევაა

Makena
მე, ალბათ, "ნაბადში" შევიკერავ.
ახლა გახსნეს ეროვნული სამოსის სამკერვალო და იაფიც ექნებათ.
ლუარსაბის ფასები ჯერ არ ვიცი.
ხარისხსზე კი მსმენია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 26 ნოე 2009, 11:26

სატევარი
ამას წინათ მშრალ ხიდზე მოვხვდი, სადაც ერთმა ძალიან კარგმა ნივთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. კერძოდ: დავინახე, რომ ერთი ვიღაცა ყიდიდა სატევარის (შიშველ)პირს, რომელსაც 150 ლარად აფასებდა. როდესაც დავათვალიერე უსერიოზულესი ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელსაც დამღაც კი ჰქონდა და დიდი სიამოვნებით შევიძინე. იქვე ახლოს, სადაც სურათებს ყიდიან აღმოჩნდა სატევრების სხვა გამყიდველი, რომელიც თურმე ამ საქმის ხელოსანი ყოფილა და ამზადებს სატევრის ტარებს(კამეჩის რქა) და ქარქაშებს. მოკლედ მივუტანე ამ კაცს ეს სატევარი და მან დამიმზადა ტარი და ქარქაში. ეს ყოველივე თავის სატევრიან, ტარიან, ქარქაშიანად 270 ლარი დამიჯდა. როდესაც ჩემთან მოხვალთ გაჩვენებთ ამ სატევარს. როგორც იცით მე სატევრების კოლექცია მაქვს, მართალია ჯერ ცოტაა მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი სატევარი არის ნომერი პირველი ჩემს კოლექციაში. დიდათ ვამაყობ მისით. ასე, რომ მშრალ ხიდზე გეჭიროთ ცალი თვალი ყოველი შემთხვევისათვის და როდესაც იქით მოსვდებით(შაბათ-კვირას) შეიარეთ ხოლემ. მე მაქვს გარკვეული გამოცდილება გაყალბებული და ხელოვნურად დაძველებული სატევრების ამოცნობაში და შემიძლია გამოგყვეთ ხოლმე.
აბა მთელი ძალებით შეუტიოთ, ვინძლო საშობაოთ მაინც მოვახერხოთ გაჩოხიანება.
Last edited by qvevri on 26 ნოე 2009, 11:34, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ნოე 2009, 11:29

qvevri
ვაჰ, უნდა ვნახო შენი სატევარი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 29 ნოე 2009, 09:20

კნიაზი ქვევრი და კნეინა მარიამ ფონ ქვევრისა.
Image

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by Tengo » 29 ნოე 2009, 16:13

Makena

მეტრო მარჯანიშვილთან, ელიტელექტრონიქსის გვერდზე სადარბაზოში (მეტროს მხრიდან) რომ შეხვალ, არის სამკერვალო. მკარევას ჰქვია დალი. 300 ლარი ჯდება ჩემთანო ჩოხა, თავისი ახალუხითო.... ამას ინფორმაციას გუშინ შემტხვევით გადავაწყდი, თუმცა რამდენად იაფია ან ძვირი ეგ არ ვიცი.....
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 29 ნოე 2009, 17:57

ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი!
მე თავდაპირველად აზიურები შევაკერინე მარჯანიშვილზე, რომელიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა (250 ლარი) თუმცა ნაკეთობა მართლაც ძალიან კარგია და თვისთავად ლამაზიცაა, რომელსაც ძალიან უხდება ლეკვერთხები, მაგრამ ჩაცმა-გახდაა ცოტა შემაწუხებელი. ყოველი შემთხვევისათვის მე ცოტა არ იყოს გამიჭირდა, თუმცა არსებობს ხერხი, რითაც ეს უკანასკნელი გაცილებით იოლდება, მაგრამ მაინც. და აი სულ რაღაც გუშინ ლუარსაბის რჩევით შევიძინე "აფიცერცკები", რომელიც გაცილებით იაფი ჯდება (თითქმის მესამედი ფასი) და ჩაცმაცა და გახდაც შეუდარებლად იოლია, ყოველი შემთხვევისათვის მე ისე იოლად ჩავიცვი, რომ გამიკვირდა. თან საკმაოდ გემრიელი სატარებელია. მოკლედ :
მშრალო ხიდოვ, მშრალო ხიდოვ
რა საჭირო რამ ხარო
შაბათ-კვირას შენსკენ მოვქრი
იქნებ რამე მახარო.

მიეძალეთ აფიცრის ჩექმებს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 04 დეკ 2009, 20:48

რა ამ თემაში დასაწერია, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს. სულ ახლახანს მაჩუქეს ერთი არქაული სატევრის პირი....
Image


doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by doroTea » 29 იან 2010, 23:04

ქალისთვის ეროვნული თანამედროვე კაბა როგორი წარმოგიდგენიათ? :)

არჩევანი ძველებური ქალთა ტანისამოსიდან ძალიან მწირია... :(
eZie sasufeveli RvTisa!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by გვალდა » 03 თებ 2010, 14:56

doroTea wrote:ქალისთვის ეროვნული თანამედროვე კაბა როგორი წარმოგიდგენიათ? :)

არჩევანი ძველებური ქალთა ტანისამოსიდან ძალიან მწირია... :(
http://www.youtube.com/watch?v=xeajRBxZVcs
სვანეთოლოგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა

Post by qvevri » 03 თებ 2010, 15:05

გვალდა
ლუარსაბმა მაღაზია გახსნა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]