ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
იმდენად ძვირი ჯდება ჩოხა, კარგი ქამარხანჯალი და სხვა. რომ მე პირადად გარკვეული დროით გადავდე ეს ამბავი.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
განა, რა ჯდება ჩოხის შეკერვა-აღკაზმულობა, რომ გეგმები ასე გადაწიე?Makena wrote:იმდენად ძვირი ჯდება ჩოხა, კარგი ქამარხანჯალი და სხვა. რომ მე პირადად გარკვეული დროით გადავდე ეს ამბავი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
მე პირადად დიდი ხანია არა მაგრამ ერთი წელი კი ვემზადებოდი წინასწარ ამ ყველაფერისათვის. თუკი ადამიანი ერთდროულად მიადგება საყიდათ ჩოხა- ახალუხს, ქამარ-სატევარს, აზიურებს, ლეკვერთხებს, შალვარს, ყაბალახსა და მასრებს და თანაც კარგი ხარისხისას მაშინ რა თქმა უნდა ძვირი იქნება ეს ყოველივე და ალბათ მაკენაც სწორედ ამ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მე ჯერ სატევარი შევიძინე, გარკვეული დროის მერე მასრები და ქამარ-ლეკვერთხები, მერე ჩექმა-აზიურები და ასე შემდეგ. ბოლოს ჩოხა ახალუხი შევიკერე და ამით დამთავრდა ყველაფერი(უფრო სწორედ დაიწყო...) მოკლედ პაწა მოთმინებაა საჭირო. ისე სატევარი ერთობ ძვირი სიამოვნებაა და მე შემიძლია პირველ ეტაპზე ვათხოვო ხოლმე მავანთ ჩემი კოლექციიდან რომელიმე სატევარ.
ვაჟებო ნუ მოვდუნდებით და ნუ დავყრით ფარ-ხმალს. შეუტიეთ და გამოიყენეთ თუნდაც ჩემი მაგალითი. აბა თქვენ იცით და თქვენს გვერდით მიგულეთ.
ვაჟებო ნუ მოვდუნდებით და ნუ დავყრით ფარ-ხმალს. შეუტიეთ და გამოიყენეთ თუნდაც ჩემი მაგალითი. აბა თქვენ იცით და თქვენს გვერდით მიგულეთ.
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
GAMARJOBA SAKARTVELO
აი რაც ქვევრმა ჩამოთვალა ეგ ყველაფერი რომ შეიძინო და კარგი ჩოხა შეიკერო 2000 ლარი ნამდვილად დასჭირდება
რათქმაუნდა კარგ სერიოზულ ქამარხანჯალს ვგულისხმობ თორემ ისე მშრალ ხიდზე 20 ლარათაც იყიდება ხანჯლები.
მაინც გული მიმიწევს შეკერვისკენ, კი დავწერე გადავდეთქო მაგრამ ალბათ მაინც შევიკერავ, სად აპირებ შეკერვას? წამო ერთად დავადგეთ მკერავისკენ მიმავალ გზას თორემ ასე მარტო ლაპარაკით ჩოხებს ჩვენ ვერ შევიკერავთ
აი რაც ქვევრმა ჩამოთვალა ეგ ყველაფერი რომ შეიძინო და კარგი ჩოხა შეიკერო 2000 ლარი ნამდვილად დასჭირდება

მაინც გული მიმიწევს შეკერვისკენ, კი დავწერე გადავდეთქო მაგრამ ალბათ მაინც შევიკერავ, სად აპირებ შეკერვას? წამო ერთად დავადგეთ მკერავისკენ მიმავალ გზას თორემ ასე მარტო ლაპარაკით ჩოხებს ჩვენ ვერ შევიკერავთ

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
qvevri
გადასარევი რჩევაა
Makena
მე, ალბათ, "ნაბადში" შევიკერავ.
ახლა გახსნეს ეროვნული სამოსის სამკერვალო და იაფიც ექნებათ.
ლუარსაბის ფასები ჯერ არ ვიცი.
ხარისხსზე კი მსმენია
გადასარევი რჩევაა
Makena
მე, ალბათ, "ნაბადში" შევიკერავ.
ახლა გახსნეს ეროვნული სამოსის სამკერვალო და იაფიც ექნებათ.
ლუარსაბის ფასები ჯერ არ ვიცი.
ხარისხსზე კი მსმენია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
სატევარი
ამას წინათ მშრალ ხიდზე მოვხვდი, სადაც ერთმა ძალიან კარგმა ნივთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. კერძოდ: დავინახე, რომ ერთი ვიღაცა ყიდიდა სატევარის (შიშველ)პირს, რომელსაც 150 ლარად აფასებდა. როდესაც დავათვალიერე უსერიოზულესი ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელსაც დამღაც კი ჰქონდა და დიდი სიამოვნებით შევიძინე. იქვე ახლოს, სადაც სურათებს ყიდიან აღმოჩნდა სატევრების სხვა გამყიდველი, რომელიც თურმე ამ საქმის ხელოსანი ყოფილა და ამზადებს სატევრის ტარებს(კამეჩის რქა) და ქარქაშებს. მოკლედ მივუტანე ამ კაცს ეს სატევარი და მან დამიმზადა ტარი და ქარქაში. ეს ყოველივე თავის სატევრიან, ტარიან, ქარქაშიანად 270 ლარი დამიჯდა. როდესაც ჩემთან მოხვალთ გაჩვენებთ ამ სატევარს. როგორც იცით მე სატევრების კოლექცია მაქვს, მართალია ჯერ ცოტაა მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი სატევარი არის ნომერი პირველი ჩემს კოლექციაში. დიდათ ვამაყობ მისით. ასე, რომ მშრალ ხიდზე გეჭიროთ ცალი თვალი ყოველი შემთხვევისათვის და როდესაც იქით მოსვდებით(შაბათ-კვირას) შეიარეთ ხოლემ. მე მაქვს გარკვეული გამოცდილება გაყალბებული და ხელოვნურად დაძველებული სატევრების ამოცნობაში და შემიძლია გამოგყვეთ ხოლმე.
აბა მთელი ძალებით შეუტიოთ, ვინძლო საშობაოთ მაინც მოვახერხოთ გაჩოხიანება.

Last edited by qvevri on 26 ნოე 2009, 11:34, edited 1 time in total.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
qvevri
ვაჰ, უნდა ვნახო შენი სატევარი.
ვაჰ, უნდა ვნახო შენი სატევარი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
კნიაზი ქვევრი და კნეინა მარიამ ფონ ქვევრისა.

ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
Makena
მეტრო მარჯანიშვილთან, ელიტელექტრონიქსის გვერდზე სადარბაზოში (მეტროს მხრიდან) რომ შეხვალ, არის სამკერვალო. მკარევას ჰქვია დალი. 300 ლარი ჯდება ჩემთანო ჩოხა, თავისი ახალუხითო.... ამას ინფორმაციას გუშინ შემტხვევით გადავაწყდი, თუმცა რამდენად იაფია ან ძვირი ეგ არ ვიცი.....

წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
ქვეყანა შემოვიაროთ
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი!
მე თავდაპირველად აზიურები შევაკერინე მარჯანიშვილზე, რომელიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა (250 ლარი) თუმცა ნაკეთობა მართლაც ძალიან კარგია და თვისთავად ლამაზიცაა, რომელსაც ძალიან უხდება ლეკვერთხები, მაგრამ ჩაცმა-გახდაა ცოტა შემაწუხებელი. ყოველი შემთხვევისათვის მე ცოტა არ იყოს გამიჭირდა, თუმცა არსებობს ხერხი, რითაც ეს უკანასკნელი გაცილებით იოლდება, მაგრამ მაინც. და აი სულ რაღაც გუშინ ლუარსაბის რჩევით შევიძინე "აფიცერცკები", რომელიც გაცილებით იაფი ჯდება (თითქმის მესამედი ფასი) და ჩაცმაცა და გახდაც შეუდარებლად იოლია, ყოველი შემთხვევისათვის მე ისე იოლად ჩავიცვი, რომ გამიკვირდა. თან საკმაოდ გემრიელი სატარებელია. მოკლედ :
მშრალო ხიდოვ, მშრალო ხიდოვ
რა საჭირო რამ ხარო
შაბათ-კვირას შენსკენ მოვქრი
იქნებ რამე მახარო.
მიეძალეთ აფიცრის ჩექმებს.

რა ამ თემაში დასაწერია, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს. სულ ახლახანს მაჩუქეს ერთი არქაული სატევრის პირი....

ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
ქალისთვის ეროვნული თანამედროვე კაბა როგორი წარმოგიდგენიათ? 
არჩევანი ძველებური ქალთა ტანისამოსიდან ძალიან მწირია...

eZie sasufeveli RvTisa!
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
http://www.youtube.com/watch?v=xeajRBxZVcsdoroTea wrote:ქალისთვის ეროვნული თანამედროვე კაბა როგორი წარმოგიდგენიათ?
არჩევანი ძველებური ქალთა ტანისამოსიდან ძალიან მწირია...
სვანეთოლოგი
ჩვენ, ჩოხები და სხვა ქართული კოსტიუმები, შეკერვა-გამოწყობა
გვალდა
ლუარსაბმა მაღაზია გახსნა?
ლუარსაბმა მაღაზია გახსნა?