მანდ მაკრატელას მთის გარდა კიდევ ბევრი რამეა ლამაზი!
თუშური შთაბეჭდილებები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშური შთაბეჭდილებები
kopeina
მანდ მაკრატელას მთის გარდა კიდევ ბევრი რამეა ლამაზი!

მანდ მაკრატელას მთის გარდა კიდევ ბევრი რამეა ლამაზი!
თუშური შთაბეჭდილებები
ვა, kopeina, ნაღდი მაია წყნეთელი ხარ. 
თუშური შთაბეჭდილებები
აი, ერთი თუში კაცის - ბახვა ბაიხოიძის ლექსი, რომელიც 26 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრში, ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელს დაბადების 50 წლის იუბილეზე მისივე მოსწავლემ, ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა წაუკითხა. თანაც, იმდენად კარგად, ისე გამოცდილი დეკლამატორივით, რომ საღამოს წამყვანმა მარჯანიშვილელებმა იხუმრეს, ჩვენ უკვე ვიცით, სადაც წავა ზვიადაური სპორტიდან წასვლის მერე - სცენაზეო.
ყვავილს რა უნდა ქოთანში,
ვეფხვს როგორ იტევს გალია,
ქარქაშში როცა ისვენებს,
მითხარით, ის რა ხმალია?
მწამს, ყვავილს მინდვრად ვხედავდე,
ვეფხვს - ჯუნგლში მშიერს მადაზე,
ხმლის პირს სისხლის ღვრა უხდება,
ჯიუტი ხელი - ვადაზე.
ორივეს ცხენად ნუ ჩავთვლით,
ცირკისას - ფაფარბაფთიანს,
და კლდეზე ნალების მკვესავს,
მხედრიანს, ჩოხანაბდიანს.
გუთანი, ქედზე უღელი
სამკაულია ხარისა,
ვით ყელსაბამი ლამაზი -
გასათხოვარი ქალისა.
არწივის მეფურ დიდებას
მხოლოდ ჭიუხი ინახავს,
დამწყვდეულ ჯიხვის მნახველო,
არ სთქვა, რომ ჯიხვი გინახავს.
ბუნებამ ყველას ურჩია
თავის საფერი სტიქია,
თუ არ სჩანს გამონთებული,
აბა, ის რაღა ჯიქია?
ტყეს შველი ამკობს, შველს კი ტყე,
ალამაზებენ ერთმანეთს.
ვირს უნდა ბარგი ეკიდოს,
ძაღლი ცხვარს უნდა მწყემსავდეს,
დამწყვდეულ ღამურასა ჰგავს
ძაღლი - ოთახში მყეფარე.
ბეტონზე ჩანჩქერს ვერ შეჰქმნი,
მწამს მხოლოდ კლდეზე მჩქეფარე.
შველი ლაღია მშობელთან,
ნუ დავაობლებთ მშობლიანს,
ცოდვის ხელს ნუ ვყოფთ ბუნებას,
უშნოდ ნუ გავხდით შნოიანს.
ამ სიტყვებმა - "ორივეს ცხენად ნუ ჩავთვლით" კოტეს ცნობილი სიტყვები გამახსენა იპოდრომზე მორბენალ ცხენთან დაკავშირებით.

guruli,
გაიხარე! დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ლექსის მოწოდებისათვის. ძალიან მაგარი ლექსია.
ისე, თითქოს უცბად წყდებაო ან და იქნებ მე მომეჩვენა ასე

გაიხარე! დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ლექსის მოწოდებისათვის. ძალიან მაგარი ლექსია.
ისე, თითქოს უცბად წყდებაო ან და იქნებ მე მომეჩვენა ასე
თუშური შთაბეჭდილებები
gobe ზვიადაური ნაღდად ეგრე ამთავრებს და ბაიხოიძისას ვერაფერს გეტყვი. იმედია, ერთხელ იმასაც გავესაუბრები. ეგ ლექსი იგეთია, მარტო მაგაზე არ გაჩერდებოდა, მაგაი სხვებიც ექნება ეგეთები. 
თუშური შთაბეჭდილებები
guruli
უცნაური და ლამაზი ლექსია......
ბახვა ბაიხოიძის გარდამავალი ხასითი სჩანს, ძალიან შეუპოვრად უკომპრომისოდ იწყება და პესიმისტურად მთავრდება.
უცნაური და ლამაზი ლექსია......
ბახვა ბაიხოიძის გარდამავალი ხასითი სჩანს, ძალიან შეუპოვრად უკომპრომისოდ იწყება და პესიმისტურად მთავრდება.
თუშური შთაბეჭდილებები
guruli
გაიხარე ეს ლექსი რომ ჩვენამდე მოიტანე!!!
დამბურძგლა!
დაუდგრომლობაზე ჯურხაის ხმალი გამახსენდა:
" მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შასძრავს ქარია..." აქაც, kopeina-ს თქმის არ იყოს, სევდა ნარევი ჟინია. ალბათ სევდანარევი ჟინი და სიცოცხლის წყურვილია ქართული ხასიათის "ვიტამინი"

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
თუშური შთაბეჭდილებები
ესეც ნაღდი თუშური კოტრები

თუშური შთაბეჭდილებები
staff
იმედია ამ ზაფხულს მაინც მოვახერხებ თუშეთის ნახვას და კოტორების გასინჯავას. ჩემნაირებს იგივეს გისურვებთ და არაჩემნაირებს და თუშეთში ნამყოფებს ხელახლა იქ ასვლას.
იმედია ამ ზაფხულს მაინც მოვახერხებ თუშეთის ნახვას და კოტორების გასინჯავას. ჩემნაირებს იგივეს გისურვებთ და არაჩემნაირებს და თუშეთში ნამყოფებს ხელახლა იქ ასვლას.
თუშური შთაბეჭდილებები
staff
რა გემრიელად გადაგიღია, ყველანაირ კონტექსტში......
მაგარია კოტორი.....
მესამე სურათი ყველაზე მაგარია, ბოლოში ერბოს წვეთი აკლია და.....
რა გემრიელად გადაგიღია, ყველანაირ კონტექსტში......
მაგარია კოტორი.....
მესამე სურათი ყველაზე მაგარია, ბოლოში ერბოს წვეთი აკლია და.....
თუშური შთაბეჭდილებები
kotetbeli
ვახ სურათებში გნახე და შენ ყოფილხარ კაცო? ამას მიმალავდი?
დანარჩენი PM-ში;)
ვახ სურათებში გნახე და შენ ყოფილხარ კაცო? ამას მიმალავდი?
თუშური შთაბეჭდილებები
kopeina
ესეც მაკრატელაზე შემწვარი მწვადი... დეკაზე შემწვარი ცვრიანი მწვადიიიი... ვაახ რომ მახსენდება ტვალები მებნიდება და მუხლები მეკეცება... როდის მოვა გაზაფხული ზაფხული და შემოდგომააა???

ესეც მაკრატელაზე შემწვარი მწვადი... დეკაზე შემწვარი ცვრიანი მწვადიიიი... ვაახ რომ მახსენდება ტვალები მებნიდება და მუხლები მეკეცება... როდის მოვა გაზაფხული ზაფხული და შემოდგომააა???

Last edited by staff on 04 იან 2007, 15:38, edited 5 times in total.
თუშური შთაბეჭდილებები
ძალიან დიდი სურათი გამოვიდა რატომ?
http://images.ge/uploads/75fbe0e23e.jpg
http://images.ge/uploads/75fbe0e23e.jpg
თუშური შთაბეჭდილებები
staff
დააპატარავე მაქსიმუმ 700 პიქსელამდე და ისე ატვირთე. შედი შენს პოსტში და ედიტ-დან გამოცვალე. ზუსტად დაჯდება
დააპატარავე მაქსიმუმ 700 პიქსელამდე და ისე ატვირთე. შედი შენს პოსტში და ედიტ-დან გამოცვალე. ზუსტად დაჯდება