ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by Mta Mkvarebia » 29 ოქტ 2009, 00:07

31 ოქტომბერს "თებულოტური" გეპატიჟებათ
ქისტურ საღამოზე თბილისში


31 ოქტომბერს, სპარსულ სახლში, კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, თბილისი ქისტურ საღამოს უმასპინძლებს. ქართველებისა და ქისტების მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
ქართულ-ქისტური ურთიერთობები, კონკრეტული ფაქტები და ისტორიები მეზობელი ერების წარსულიდან - საღამოზე მისული საზოგადოება შეძლებს, თვალი გადაავლოს ურთიერთობის მოკლე ექსკურსს.


ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. საღამოზე აგრეთვე გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია.
31 ოქტომბერს ქისტი ერის ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა.

დასაწყისი 18:00

მისამართი: გრიშაშვილის 14. სპარსული სახლი – ჩაიხანა

დასწრება თავისუფალია

Image
www.paata.ge


http://www.paata.ge/sultan1.mp3

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა - pvardanashvili@gmail.com

ტელ: - (+995 99) 91 46 55

Skype - paatavar
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by guruli » 29 ოქტ 2009, 00:50

აუცილებლად მოვალ. ჩრდილო კავკასიიდან ქისტებიღა დაგვრჩნენ, რომლებსაც მეზობლებად მივაჩნივართ და მეზობლობა სწადიათ, თორემ რუსებმა მოახერხეს და სხვებისთვის ჩვენგან მტრის ხატი შექმნეს. :cry:
მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან.
მაინტერესებს, ესენი იქიდან ჩამოსული ქისტები არიან თუ პანკისელები?
ამ თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ერთი ანსამბლი თბილისობაზე ნაზრანიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by paata_ » 29 ოქტ 2009, 00:55

guruli

პანკისელები ჩამოდიან,

დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება, ამის შესახებ ამ საღამოზე გამოცხადდება

ინგუშების ანსამბლი თბილისობაზე იყო ხო ჩამოსული, წინა დღეს კი კაი კონცერტი გამართეს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by guruli » 29 ოქტ 2009, 01:01

paata_
წინა დღეს კი კაი კონცერტი გამართეს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში
იცოდე, ვერ გადამირჩები, მსგავს რამეს კიდევ თუ გამომაპარებ. :evil: :evil:
დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება,
ვახ, ამ ფორუმს ტაშის დაკვრის სმაილი რატომ არ აქვს, ჰა? :twisted: მასეთი საღამოები, უფრო სწორად კი - ურთიერთობები ჰაერივით გვჭირდება.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ოქტ 2009, 01:21

paata_
კაი კაცი ხარ.
მომწონს შენი ეს გეგმა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by დათო » 29 ოქტ 2009, 09:41

guruli
აუცილებლად მოვალ. ჩრდილო კავკასიიდან ქისტებიღა დაგვრჩნენ, რომლებსაც მეზობლებად მივაჩნივართ და მეზობლობა სწადიათ, თორემ რუსებმა მოახერხეს და სხვებისთვის ჩვენგან მტრის ხატი შექმნეს.
ინგუშები არ მიიჩნევე ქართველებს მტრებად. ჩეჩნებთან არაერთგვაროვანი ვითარებაა და საჭიროა მუშაობა. ყარაჩაი-ბალყარელებს სვანებთან აქვთ ტრადიციული ურთიერთობები.

რეალურად, მტრობისთვის განწირეულები ჩვენ ვართ მხოლოდ ოსებთან და ადიღური ჯგუფის ტომებთან. დანარჩენებთან არსებობს მუშაობის პერსპექტივა. განსაკუთრებით ინგუშებთან.


paata_
დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება, ამის შესახებ ამ საღამოზე გამოცხადდება
ძალიან კარგი საქმეა ეს. ამ ტიპის პროექტები რეგულარულ სახეს თუ მიიღებს, ამან შეიძლება ძალიან დადებითი როლი შეასრულოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by paata_ » 29 ოქტ 2009, 09:57

დათო wrote:ძალიან კარგი საქმეა ეს. ამ ტიპის პროექტები რეგულარულ სახეს თუ მიიღებს, ამან შეიძლება ძალიან დადებითი როლი შეასრულოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

მარტო ვმუშაობ და რა ვიცი რა გამომივა

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by დათო » 29 ოქტ 2009, 10:00

paata_
მარტო ვმუშაობ
ვიცი.
ქვეყანა ბავშვის ასაკიდან ჯერ ვერ გამოსულა და თავში ტვინი არა აქვს.
თითქმის.
ჯერ.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by arcivi9 » 29 ოქტ 2009, 16:38

შაჰიდის ქამარს გვაჩვენებენ? :roll:




















:lol:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by QEBURIUS » 29 ოქტ 2009, 16:58

მთაშენკ

ქართველების და ქისტების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაში რას გულისხმობ? იმ დამაქცევარ ლეკიანობას, მოკლულთათვის მკლავების დაჭრას და მსგავს სიყვარულებსაც????????????
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by QEBURIUS » 29 ოქტ 2009, 17:00

arcivi9

რაღა შაჰიდის ქამარი, ბარემ რუსი გენერლების სკალპები გამოფინონ...
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by qvevri » 29 ოქტ 2009, 18:13

მე ამ ჯერად არ მცალია და თუ როდესმე ჯალალედინის, თემურლენგის ან შახაბასის საღამოებს გამართავთ აუცილებლად შემოგიერთდებით.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by დათო » 29 ოქტ 2009, 20:42

:D ყველაზე მაგარია, რომ ათეისტმა ანარქისტმა და კონსერვატორმა მონარქისტმა ერთი და იგივე შინაარსის პროტესტი გამოთქვეს :D

kurush
ლეკიანობაში ლეკები იყვნენ ჩართულები, რაც ადვილი მისახვედრია ამ მოვლენის დასახელებიდან გამომდინარე. ლეკები - ავარელები და ზოგი სხვა დაღესტანის ტომია. ქისტები ვაინახები არიან.
თავად ქისტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისინი და თუშ-ხევსურები ერთმანეთს ზოგჯერ ხოცავდნენ, მაგრამ მშვიდობიანადაც თანაცხოვრობდნენ და საერთო ჯამში ერთმანეთს პატივს სცემენ, თუნდაც როგორც მოწინააღმდეგეებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართე ხევსურებს და თუშებს.



შაჰ აბასი პუტინთან არის ზუსტი ანალოგია. ქისტებთან არა. ვაინახები ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან საქართველოს მეზობლები (რუსეთისგან განსხვავებით, რომელზეც იგივეს ვერ იტყვი ;) ), და ამიტომ აუცილებელია მათთან სასარგებლო ურთიერთობა.

და კიდევ - ისტორიის მანძილზე მტრობა გვქონდა ყველა მეზობელთან, გამონაკლისის გარეშე. თუ ამის გამო ეხლა ყველას მტრად გამოვაცხადებთ... მოკლედ, თვითმკვლელობისთვის უფრო ადვილი ხერხებიც არსებობს :D
ვინც დღეს მტერია - ის მტერია. დანარჩენებთან საჭიროა მუშაობა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by guruli » 30 ოქტ 2009, 00:55

დათო
ინგუშები არ მიიჩნევე ქართველებს მტრებად.
ვეღარ გავიგე რა - ბავშვობიდან ისე ვიცი, რომ ქისტები ინგუშები იყვნენ, თვითონ პანკისელები ჩეჩნებს ენათესავებიან. :) სამეცნიერო წრეებშიც მომისმენია, რომ ქისტები ინგუშებს ენათესავებიან, მაგრამ დრეს უფრო ჩეჩნებთან ახლობლობენო.
თუმცა ულაპარაკოდ გეთანხმები იმაში, რაც ვაინახებსა და ადიღეურ ტომებზე თქვი. და იმ ჩეჩნებშიც ცოტა მეტი აქტიურობაა საჭირო და გააღვივებ ნდობას.
ყარაჩაელები ადიღეური მოდგმაა, ხომ? მაგათთვის დღემდე არნოლდ ჩიქობავა ლამის ღმერთია - ძველი თაობისთვის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის აშშ-ს მეტი არავინ და არაფერი არსებობს დედამიწაზე.
ლეკებთანაც იოლი მგონია ურთიერთობების აღდგენა. სხვა თუ არაფერი, თუშებში და მაგათთან დღემდე არიან ყონაღები, ძმადგაფიცულები და ისეთები, ოჯახებით რომ მეგობრობდნენ, მაგრამ საზღვარმა გაჰყო და ვეღარ მიდიან ერთმანეთთან.
თავად ქისტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისინი და თუშ-ხევსურები ერთმანეთს ზოგჯერ ხოცავდნენ, მაგრამ მშვიდობიანადაც თანაცხოვრობდნენ და საერთო ჯამში ერთმანეთს პატივს სცემენ, თუნდაც როგორც მოწინააღმდეგეებს.
ულაპარაკოდ გეთანხმები. მე სულ ვამბობ, რომ მაგათ ურთიერთობაში უმთავრესი მაინც პატივისცემა და მეზობლობა იყო, ხოლო ომები და ურთიერთთავდასხმები ცხოვრების ქაფია, რომელსაც ისევე მოიყენებს და მერე თვითონვე გაჰფანტავს ცხოვრება, როგორც მდინარე - მორევს. კავაკსია ძველებურად რომ შეიკრას, ღორები რა ფეხებს მოგვჭამდნენ, მაგასაც ვნახავდი! ამიტომაა საჭირო ძველი მტრობისდ დავიწყება და ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება - 21- ე საუკუნის პერსპექტივა 19-ის ისტორიას არ უნდა გადავაყოლოთ.

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.

Post by Nini_A » 30 ოქტ 2009, 12:23

paata_
პაატა არის კი იქ ადგილი ამ ღონისძიებისთვის, ვფიქრობ ძალიან პატარაა არა?
Vouloir c' est Pouvoir! :-)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]