ქისტურ საღამოზე თბილისში
31 ოქტომბერს, სპარსულ სახლში, კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, თბილისი ქისტურ საღამოს უმასპინძლებს. ქართველებისა და ქისტების მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
ქართულ-ქისტური ურთიერთობები, კონკრეტული ფაქტები და ისტორიები მეზობელი ერების წარსულიდან - საღამოზე მისული საზოგადოება შეძლებს, თვალი გადაავლოს ურთიერთობის მოკლე ექსკურსს.
ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. საღამოზე აგრეთვე გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია.
31 ოქტომბერს ქისტი ერის ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა.
დასაწყისი 18:00
მისამართი: გრიშაშვილის 14. სპარსული სახლი – ჩაიხანა
დასწრება თავისუფალია

www.paata.ge
http://www.paata.ge/sultan1.mp3
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა - pvardanashvili@gmail.com
ტელ: - (+995 99) 91 46 55
Skype - paatavar