თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 23 დეკ 2006, 21:12

Gvalva,
თბილისური ხაჭოსგანაც გამიკეთებია. სხვათაშორის, რამოდენიმე დღით შენახული "თბილისური" ხაჭოსგან უფრო გემრიელი და წელვადი გამოსულა, ვიდრე ახალი "თბილისური" ხაჭოსაგან.
მე რაღაც არ მახსენდება ხავიწის მომწარო გემო.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 21:24

ისე ნამდვილი კოტორი თუ იცით როგორ მზადდება?

შემიძლია რეცეპტი გაგიზიაროთ......... და სადმე ლაშქრობაში რომ წავალთ შესაფერ ადგილას, გამოვაცხოთ ყველამ ერთად....... რა მხიარულება იქნება!!!!!!
და მერე ერთადაც მივირთვათ!!!!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 23 დეკ 2006, 21:28

kopeina,
საინტერესოა. გამოუშვი რეცეპტი :)
მადლობლები ვიქნებით!

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 21:44

კოტორის რეცეპტი........

კოტორისთვის შიგთავსი ადრევე უნდა გამზადდეს. ამისათვის ხაჭო უნდა ჩაიყაროს განიერ ჯამში, დავაყაროთ მარილი, კარგად აურიოთ და დავდგათ. ასე უნდა იდგეს ნახევარი დღე მაინც, რათა შემდეგ კოტორში ყველივით გაიწელოს.

ცომი უნდა მოიზილოს დროჟის გარეშე, მაგარი ცომი. ისე როგორც ხინკლისათვის.

შემდეგ ავიღოთ ცომის გუნდა ჩავდოთ შიგ ხაჭო, მოუკრათ თავი, გავაბრტყელოთ ძალიან თხლად, მივცეთ ხაჭაპურივით მრგვალი ფორმა და შევწვათ ბლომად-ერბოიან ტაფაში. ცომი მაგარი უნდა იყოს რომ არ გაიხეს, რადგან ცომი თხლად უნდა ეკვროდეს შიგთავსს.

გამოიყენება ვარიაციები კოტორის თემაზე, ხაჭოს მაგივრად შეიძლება კარტოფილის პიურე ჩავდოთ შიგნით, ისიც ძალიან გემრიელია, ან აურიოთ ერთმანეთში კარტოფილის პიურე და ხაჭო, ესეც ძალიან გემრიელია... ასევე გემრიელია თუშური ყველის გულიანი კოტორი.......

მთავარია თუშეთი გიყვარდეს და........

აბა რას იტყვით, გამოვაცხოთ კოტორი?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 23 დეკ 2006, 22:36

განიერი ჯამი მე მაქვს!!!

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 23:08

Gvalva
ოოოო, მაშინ გამოგვიცხვია და ეგ არის!!!!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 24 დეკ 2006, 19:47

აუ, აქ თუშეთის თემას რა გემრიელი გაგრძელება მიუღია!.. :lol: :lol:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 25 დეკ 2006, 00:52

გაიხარეთ!
ეს თემა არათუ უკვდავი, მსხმოიარეც ყოფილა! :D
კოტორზე ღვინო ჩემია! :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 25 დეკ 2006, 11:40

kotetbeli
ისევ და ისევ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით - კოტორს ღვინოზე უფრო არაყი უხდება. :wink: თან, ამ ბარში ნამდვილი თუშეთის შეცნობა მიახლოებით მაინც თუ გინდათ, სუფრაზე კოტორთან ერთად ხინკალიც უნდა იყოს. პროსტო ისე, "დლია ვიდა", თორემ ჭამა კი არაა აუცილებელი. :wink:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by ZVIOSULI » 25 დეკ 2006, 12:20

მთელმა ამ საუბრებმა ჭამა-სმაზე და აშ, გამახსენა ჩემი იდეა ავნისშვი რო დამებადა - შემდაგ ლაშქრობაზე ყველა მონაწილეს მიაქვს თან ის რაც თავად დაამზადა, რაიმე თავისი ერთი კერძი. საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, გამარჯვებულიც გამოვავლინოთ და ... გაგრძელება თქვენ მაიფიქრეთ, მე გავჭედე.............. :evil: :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 26 დეკ 2006, 00:20

guruli
ხოდა მაშინ კოტორზე არაყი ჩემია! :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 26 დეკ 2006, 12:30

kotetbeli
ამ საახალწლოდ ერთი არ წავიქეიფოთ თუშებში - ან ალვანში, ან თბილისში? ოღონდ ეს უფრო ნაახალწლევს თუ იქნება, თორმ შობამდე გურიაში ვიქნები.
გუშინ "კვირის პალიტრის" ნატვრის ბარათებში მარი ბაშინურიძის ბარათიც იყო, რეზოს ნათესავი დიაბეტიანი ბავშვისა, რომელიც კოკლათიდან გეხსომება. საახალწლო ნაძვის ხეს და დიაბეტურ ტკბილეულს ნატრობდა, რაც ახმეტაში არ იშოვებაო. მე გავუგზავნე რაღაცები.
სიტყვამ მოიტანა და კარაველებს ერთი კარგი ტრადიციის დამკვიდრებაც შეგვიძლია - მაგ ნატვრის ბარათებიდან შევარჩიოთ ერთი და ჩვენეული ქველმოქმედებით დავეხმაროთ გაჭირვებულ ბავშვებს. იქ უფროსებიც აგზავნიან ბარათებს, მაგრამ მე ყველაზე მეტად პატარების, ამ ბავშვობაწართმეული ბავშვების ტკივილი მხვდება გულზე. ამას წინათ ხობიდან მამით ობოლი ლტოლვილი ბავშვი წერდა, მე და ჩემი და-ძმები სკოლაში ვერ დავდივართ, რადგან ტანსაცმელი და წიგნები არა გვაქვსო. ამათი მატრაკვეცა მტავრობისა რა ვთქვი, ლტოლვილებს მაინც დაეხმარონ, თუნდაც მინიმალურად, სხვას თუ ვერ გააკეთებენ!

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 26 დეკ 2006, 19:02

ნაახალწლევს აუცილებლად ვიქეიფოთ.
მენიუ: კოტორი, ხინკალი, არაყი, თუშური ყველი........
ვინ არის თანახმა?
Last edited by kopeina on 26 დეკ 2006, 20:19, edited 1 time in total.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 26 დეკ 2006, 19:53

Image

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 26 დეკ 2006, 20:18

ეს თუშეთში გადაღებული ფოტოა. მართალია ძველია და თან დასკანირებული, მაგრამ მაინც ფოტოა. მე და ჩემი საყვარელი ცხენი მაკრატელას მთის ფონზე. გადაღებულია სოფელ დანოში.

Image

ხომ ლამაზია მაკრატელას მთა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]