თუშეთი 3-11 აგვისტო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bivrili » 11 ოქტ 2009, 21:50

საოცარი თემაა

გული მოგრძნობს კიდევ ბევრ ლამაზ ფოტოს და საინტერესო კომენტარს ვნახავთ

:)


ეს პატარა ლეკვი არ წამოიყვანეთ?
ძალიან მაგარი ვინმე ჩანს
:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by qvevri » 12 ოქტ 2009, 08:46

კარგი თემაა, სურათების გაგრძელებას ველი.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 12 ოქტ 2009, 12:39

Bivrili, არა ლეკვი არ წამოგვიყვანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწკმუტუნა როდესაც წამოვედით :(

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 12 ოქტ 2009, 12:58

ლეკვთან თამაშის შემდეგ კესელოს ბილიკს დავადექით:
Image

გზაში აი რა ლამაზი სახლი ვნახეთ: ალბათ ერთერთი სასტუმროა ზემო ომალოში
Image

ესეც კესელოს პირველი კოშკი და დათო მის კარიბჭესთან:
Image

უფრო ახლოს:
Image

ეს უკვე ზედა კოშკებთანაა:
მერაბი (ჩემი ძმა)
Image

და გიორგი:
Image

ეს წითელი სითხე კოშკთან ამოღრუტნულ ქვაში იყო დაგროვებული:
Image

ეს პაწაწინა ყვავილი ძალიან მომეწონა:
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 12 ოქტ 2009, 13:10

კესელოზე დიდხანს არ გავჩერებულვართ. ყველა მხარეს ძალიან ლამაზი იყო აქედან გადაშლილი ხედი, მაგრამ დგეს დართლომდე უნდა ჩავსულიყავით და ასე 15 კილომეტრამდე გვქონდა გასავლელი. ამიტომ რამოდენიმე სურათი გადავიღეთ და დაბლა დავეშვით, ზემო ომალოში.

ელგუჯა ბიძია და გიორგი:
Image

Image

გოშა სურათებს იღებს:
Image

საინტერესო და საფრთხილო გადასახედი იყო ამ კლდიდან:
Image

Image

დედაჩემი დაიღალა როგორც ჩანს:
Image

მამაჩემს მოეწონა იქაურობა როგორც ჩანს:
Image

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by qvevri » 12 ოქტ 2009, 14:30

Bernar
კოშკებზე პიქტოგრამები არ გადაგიღია? და ქუჩი? (მაგ დროს ყვავის ხოლმე. (მიყვარს ქუჩი)) :wink: და პირიმზე? (ეგეც მაგ დროს ყვავის (ეგეც მიყვარს)) :wink:

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 12 ოქტ 2009, 15:10

qvevri
პიქტოგრამები კი ვნახეთ, მაგრამ არ გადაგვიღია (მე ყოველ შემთხვევაში).

აი ყვავილებს რაც შეეხება ისინი ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორც წესი სახელები არ ვიცი :)

ერთი გვირილას ვცნობ და მემგონი იასაც :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by qvevri » 12 ოქტ 2009, 15:37

Bernar
იის ცნობა უბრალო საქმე არ გეგონოს. აი ქალებს ხომ ვითომ უყვართ ია და მაგათი 90% იასა და ენძელას ვერ არჩევს რატომღაც....

User avatar
Mawieri
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 12 მაი 2009, 20:51
Contact:
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Mawieri » 12 ოქტ 2009, 21:12

ნახავდა კაცი :( :(
ხეზე იჯდა ორი ჩიტი, ერთი განსაკუთრებით.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 15 ოქტ 2009, 22:26

როდესაც გული ვიჯერეთ კესელოს თვალიერებით, დაბლა, ზურგჩანთებისკენ დავეშვით. იქ კიდევ მოვეფერეთ ლეკვს და გავუყევით გზას. ბევრი იწკმუტუნა ლეკვმა, მაგრამ რა უნდა გვექნა, პატრონს ხომ არ მოვტაცებდით? არადა ძალიან საყვარელი იყო...

მალე მივადექით დაქანებულ ფერდობს, რომელსაც სამანქანო გზა გვერდს უვლიდა. ჩვენ მოკლეზე ჩავჭერით ბილიკით და შესაბამისად დროც მოვიგეთ.

აი გიო და გოშა ბილიკს მიუყვებიან:
Image

ეს ყვავილიც მომეწონა:
Image

როდესაც იმ ადგილას მივედით საიდანაც სამანქანო გზიდან უნდა გადაგვეხვია, დასასვენებლად ჩამოვჯექით. მალე დედაჩემი ტყეში შევიდა და ცოტა ხანში დამიძახა: მოდი ეს რა კენკრააოო. მივედი და რას ვხედავ: ტყის მარწყვითაა მოფენილი იქაურობა!!!
მივადექით, მაგრამ რა მივადექით მარწყვს: მართლა ძალიან გემრიელი იყო!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 15 ოქტ 2009, 22:39

როგორც იქნა ვიჯერეთ გული მარწყვით და გავაგრძელეთ გზა. ეხლა უკვე ფერდობზე მივყვებოდით ბილიკს: ნელა და დინჯად.

როცა ცოტა სიმაღლე ავიღეთ უკან მოვიხედეთ და ომალოს "ზურგი" დავინახეთ:
Image
ეს უკვე კესელოა: აქედან კარგად ჩანს თუ რა სტრატეგიულ ადგილას აუგიათ თუშების წინაპრებს კოშკები
Image


ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით იმ ადგილს, საიდანაც დართლოსკენ უნდა დავშვებულიყავით: ანუ პირიქეთის და გომეწრის ხეობების გამყოფი ქედის თავზე. გზაში პეპლებიც გვხვდებოდნენ და ლამაზი ყვავილებიც:
Image

Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 15 ოქტ 2009, 23:04

როცა ბილიკმა გავაკება დაიწყო მივხვდით, რომ ახლოს ვიყავით ზემოთხსენებულ ადგილთან და დასასვენებლად ჩამოვჯექით.

Image
გიორგიმ წაქცეული ხე დაინახა და ეგრევე შემოახტა:
Image

ამ სურათებში გვეტყობა რომ ცოტა დაგვღალა აღმართებმა: :)
ელგუჯა ბიძია ისვენებს
Image
აქ ჩვენ ვისვენებთ:
Image
მამაჩემი რაღაცას აკვირდება:
Image

გიორგის მობეზრდა ეტყობა ხეზე ხტომიალი:
Image


დათო კიდე სოკოს დაეძებდა რათა საღამოს გემრიელად გვევახშმა:

Image

ამათ რაღაც დაღლა არ ეტყობათ :)
Image

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 18 ოქტ 2009, 00:29

Bernar - კიდევ გექნება ფოტოები და დადე, რაღას ელოდები. :)
ის, რასაც შენ თუშეთის ალაზანს უწოდებ, თუშებისთვის გოიმეწრის ალაზანია. ეგაა გომეწრის ხეობა.
ბოლო ფოტოებში სადაც ისვენებთ, მაქვე ახლოსაა "თუშეთის პარლამენტი", სადაც ოთხივე თემის თავი კაცები იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ, მანდ ერთხელ ერეკლე მეფეც ყოფილა ასული.
ეგ ადგილი, სადაც ისვენებთ, ძალიან მიყვარს - საკაიფოდ გრილი ტყეა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 21 ოქტ 2009, 19:32

პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ რომ ვყვები, მაგრამ რა ვაქნა: როცა ვახერხებ მოცლას მაშინ ვაგრძელებ ხოლმე რეპორტაჟს. :)

შესვენების შემდგომ მალევე შევუერთდით სამანქანო გზას და გზამაც მალევე მიგვიყვანა ხეობების გამყოფი ქედის წვერამდე. აქედან დართლომდე უკვე სულ დაღმართები გველოდა :) ეს უკვე კარგის ნიშანი იყო.

ამასობაში მზიანი დილის მიუხედავად საკმაოდ მოიღრუბლა და ცივმა ქარმაც წამოუბერა.

ჩვენც ფეხი ავაჩქარეთ: გვინდოდა გაწვიმებამდე ჩავსულიყავით დართლოში და კარვები გაგვეშალა.

მიუხედავად დაღმართისა გზა მაინც საკმაოდ გაიწელა. ასე რომ ასე 2 საათი დაგვჭირდა იმ დაღმართის ჩასავლელად და დართლოში ჩასასვლელად.

ძალიან ლამაზია დართლო. ბევრი მას თუშეთის ულამაზეს სოფლადაც მიიჩნევს და ჩემი აზრით საფუძვლიანადაც:
უკან და მაღლა კვავლო მოჩანს
Image

ეს პირიქეთის ალაზნის ხეობა ზემოთ: ფარსმა-გირევისაკენ
Image

კარვები იქვე გზის პირიდან ოდნავ მაღლა გავშალეთ. მალე ცეცხლიც აგუზგუზდა და სადილის სუნიც დატრიალდა:
Image

აქ გიო დართლოს ფონზე:
Image


სადილის შემდეგ სხვადასხვა თამაშებით გავერთეთ და როცა დაღამდა ძილს მივეცით თავი: მომდევნო დღეს დანოს, დართლოს და კვავლოს დათვალიერება გვქონდა დაგეგმილი.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 21 ოქტ 2009, 20:03

გათენდა მომდევნო დილაც. წლევანდელი ზაფხულის გადამკიდე ფრთხილად გავიხედე გარეთ და ჩემდა გასახარად ცა მოკრიალებული იყო!
თამამად გამოვძვერი კარვიდან და ეს ფოტო გადავიღე:
Image

მამაჩემი უკვე გაღვიძებული იყო და ცეცხლის დანთებას ცდილობდა. ამ მცდელობის შედეგია ეს ბოლი ხეობაში :)
Image

ცეცხლი რომ დაინთო წყალიც მალე ადუღდა და ჩაიც მალე გამზადდა. ასე ერთ საათში უკვე ყველანი ცხელ ჩაის შევექცეოდით.
დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ დღეს როცა ომალოში დავბანაკდით, გიოს დედა, ძმა და და ჩვენმა მძღოლმა დართლომდე ჩაიყვანა, საიდანაც ისინი დანოში ავიდნენ ნათესავებთან. ამ დღეს ჩვენც მათთან უნდა ავსულიყავით და თან სოფელი დანო დაგვეთვალიერებინა.

ის-ის იყო საუზმე მოვამთავრეთ, რომ გიოს ძმამ ირაკლიმ ცხენით ჩამოგვაკითხა დართლოში. ეს გიოა სწორედ იმ ცხენზე:

Image

გიოს მერე ელგუჯა ბიძიამაც ისეირნა ცხენით, დედაჩემსაც უნდოდა, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ: ცოტა ურჩი ცხენი იყო და იმიტომ.

ასე და ამგვარად გავემართეთ დანოსკენ. წინ აღმართები გველოდა, თუმცა არც ისე გრძელი.

ეს უკან დართლო ჩანს: აქედან დანახულიც ლამაზია
Image

აქ დათო და ელგუჯა ბიძია არიან უკან, ხოლო სულ ბოლოში წერტილებად დედაჩემი და მამაჩემი ჩანან
Image

პირიქეთა ალაზნის ხეობა:
Image

ეს ფარსმა-გირევისაკენ
Image

ესეც ხეობის პანორამა:
Image


ლამაზი იყო როდესაც ზემოდან დასცქეროდი ხეობას: აქეთ ფერდობზე კოხტა სოფლებს, ხოლო იქით ფერდობზე ფიჭვნარს, თეთრ და წვრილ ნაკადულებს, შემორჩენილ მყინვარებს და მთების დაღარულ კალთებს.

ყვავილები რა თქმა უნდა აქაც ძალიან ლამაზი იყო:
Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]