ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 08 ოქტ 2009, 22:51

Gvalva wrote:
კარგი, აქ გავჩერდები - ძაან გრძელი პოსტი გამოდის, აღარ წაიკითხავთ :D :D

ჭრმე თქვენი!! :)
ძალიან გრძელი პოსტი მე გამომივა ეხლა :D
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 08 ოქტ 2009, 23:03

დიდხანს ვფიქრობდი რა წამეღო ტობავარჩხილზე. 1 კვირით ჯერ არსად არ ვყოფილვარ და ნიკა რომ არ მოდიოდეს, ალბათ უარს ვიტყოდი ამ ლაშქრობაზე.
დილით ახლომახლო მაღაზიები დავიარე, ნელა ჩაიარა საღამოს მომლოდინე დღემ.
ნიკას სახლში მოსვლა დააგვიანდა, ჩანთა ფაცხაფუცხით ჩაალაგა და სწრაფად ჩავყარეთ მანქანაში ყველაფერი.
რატომღაც ყველა ჩვენსავით დაგვიანებით გამოჩნდა ბაქანზე. ერთადერთი ვანო მისულა თავის დროზე - ჩვენს გასაცილებლად.
გამოსამშვიდობებელი ფოტო გადავიღეთ და ვაგონში შევლაგდით. ნახევარს არ ვიცნობ...
ღამე ძილის იმედით წყნარი ვაგონი ვარჩიე და მართლაც მეძინა შიგადაშიგ. გვერდზე ვაგონში დილამდე რაღაცეებს თამაშობდნენ დანარჩენები, თუ დილას ვუწოდებთ 5 საათს, რადგან სწორედ ამ დროს ჩავიდა მატარებელი ზუგდიდში.
სირბილით შევცვივდით მოშორებით მდგარ მარშუტკაში.
წვიმა დაგვხვდა...
გრძელი და დამღლელი გზა იყო მუხურამდე. თითქმის ყველა ვთვლემდით, შიგადაშიგ იმაზე ჩავფიქრდებოდი, საიდან უნდა მოდიოდნენ, ან სად მიდიან ეს ღამეული მგზავრები...
მივადექით მუხურს როგორც იქნა.
იქვე, ხობისწყლის ნაპირას დავყარეთ ბარგი და დანარჩენებს დავუკავშირდით. მოლაშქრეთა მეორე ნაწილი, წინა დღეს ჩამოვიდა აქ და ახლა მათ უნდა დაველოდოთ ამ ლამაზ მდელოზე.
დრო საკმაოდ გვაქ გამოძინებისთვის. აქ არ წვიმს.
ლამაზი ადგილია. ნაპირს გრძელი და ფართე მინდორი მიუყვება. ნაძვის ხეები ხეივანივით ჩარიგებულა მინდვრის ორივე მხარეს. მოშორებით მაგიდა და სკამებიც მოჩანს. თან სისუფთავეა, და სადა სიმწვანე. წყნარი დილაა...
ჯერჯერობით კარგ საბანაკე ადგილად მეჩვენება აქაურობა.
ცივმა მდინარემ გამომაფხიზლა, მაგრამ ძილზე უარს მაინც არ ვამბობ. თამუსიას გვერდით წამოვკოტრიალდი და მალევე ჩამეძინა. კარგა ხანს რეკავდა ტელეფონი და ბოლოს მაინც შეძლო და გამომაფხილზლა. ვანო იყო, ჯერჯერობით გვაქვს იმის ფუფუნება ხმა მივაწვდინო და ამბები მოვუყვე, თუმცა იქ, სადაც ლაშქრობა დაიწყება, ვეღარავის ვერაფერს გავუზიარებთ ერთმანეთის გარდა.
თითქმის ყველას ძინავს. მარადფხიზელი თეო ჯოკრით იქცევს თავს...
მაღლა ავიხედე - განიერი ხიდია მდინარის თავზე. იქაური ჯეელები ჩვენს საცქერად ჩამწკრივებულან. ერთი გრძელი სკამი, მადლი იქნებოდა ახლა მაგათთვის.
ერთი, როგორც ჩანს ყველაზე თამამი, პიდაპირ ჩვენ მოგვადგა.
ისედაც გაბრუებულები, უარესად გაგვაბრუა დაუსრულებელი ბაასით. ქონგური ცდილობდა დიპლომატია გამოეჩინა, (როგორც მერე თვითონ აგვიხსნა - ასეთ "საშიშ" ტიპთან ურთიერთობაში) და ქათინაურებს არ იშურებდა.
თუმცა კარგად გაგვამხიარულა. როგორც კი მოსმენას ვეცდებოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი და ვცდილობდი არ მომესმინა, თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც, ტობავარჩხილის ფოტოების ნახვაც შეძლებია ჩვენთვის ნაცნობობაში...
შიგადაშიგ უკან დაიხედავდა, რატომ იცინიან, რამე ხომ არ მჭირსო?!
ალბათ კიდევ კარგა ხანი გვეჯდებოდა ხესთან ჩაცუცქული, მეორე ნაპირიდან რომ არ შეეძახათ, `მოდი, მოიტანესო!~ ალბათ მნიშვნელოვანი რაღაც მოიტანეს, ასე უყოყმანოდ და ბოდიშებით რომ გასწია.
დანარჩენები მალევე შემოგვიერთდნენ და ყველანი ზურას დეიდის სახლში წავედით. იქ კიდევ რამდენიმე დაგვხვდა, ბევრს პირველად ვხედავ.
სახლში დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, დიდი ხის ქვეშ კოხტად იდგა მაგიდა, იქ ვიჯექით ცოტა ხანი. ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად და კოჭაობით ვიქცევდით თავს.
მერე ბარგი გადავინაწილეთ. ნიკამ `ბათინკებით~ და ქონგურმა კარვით, ჩანთა შემომისუბუქეს. ამ ყველაფრიანად, 13 კილო იქნებოდა და პირველივე ნაბიჯების გადადგმისას ვიგრძენი რომ ასე ბევრს ვერ გავივლიდი...
ბეწვის ხიდს მალევე მივადექით. მდინარის იქითა ნაპირას, შურუბუმუს მღვიმე გველოდება.
ჩანთები იქვე დავყარეთ და რიგრიგობით გადავედით ხიდზე.
უცნაურ და ლამაზ სიმწვანეში ამოვყავით ერთბაშად თავი. ხავსი ედო ყველაფერს: დიდ და პატარა ქვებს, ხის ტოტებს... მსხვილი ბალახები და სუროები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ. უდაბურ, ტროპიკულ ტყეს მიაგავდა გარემო, მწვანის სხვადასხვა ტონალობებით აჭრელებული.
მღვიმეს ფართე შესასვლელი ქონდა, მაგრამ მალევე ვიწროვდებოდა, მეც კი მიჭირდა გაძრომა. ვიწრო გასასვლელის მერე, პატარა კელიასასვით იყო _ საკმაო ფართობი იმისათვის, რომ ყველა დავტეულიყავით და ფეხზეც დავმდგარიყავით. მღვიმე კიდევ გრძელდებოდა, თუმცა ვიწრო გასაძრომში წყალი ჩამდგარიყო და ჩვენი ცნობასმოყვარეობა ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კედლები ჟანგისფერი იყო და სველი, ჩვენც დაახლოებით ამ ფერისები გამოვედით მღვიმიდან.
ლუგელასაც მალე მივადექით. აქ მჟავე წყლები მოდის, ნამეტანი მჟავე... ვცადე ერთი ყლუპი დამელია, მაგრამ არ გამომივიდა. თურმე კანისთვის და ჭრილობებისთვის კარგი ყოფილა, მაგრამ 5წთ-ზე მეტი თუ გაიჩერე, წვისა და ქავილის შეგრძნება გიჩნდება.
ბიჭებს დრო უხელთიათ და ხობისწყალში ჩამხტარან. ერთმანეთს გადავეხედეთ მე და თეომ ბიჭებს მივბაძეთ. ერთბაშად შეგვეკრა სუნთქვა ისეთი ცივი იყო. ერთი-ორი გამოვუსვი ხელი და სწრაფად ამოვხტი ნაპირზე.
გზა განვაგრძეთ გაგრილებულებმა. ტელეფონი აღარ იჭერს...
ბიჭები ყველგან ხტებოდნენ, სადაც კი მცირე ხნით გავჩერდებოდით და ლამაზ ჩანჩქერს დაიგულებდნენ. მაგრამ, გზა მალევე გასცდა ხეობას და სამანქანე გზას ავუყევით აღმართ-აღმართ. როგორც ნიკა უწოდებდა, `სახის ახევა აღმართებს.~
ავდიოდით და თანდათან უფრო მაღლიდან გადავყურებდით ხობისწყლის ხეობას.
უწყლობას არ ვუჩიოდით, ხშირად იყო მთიდან ჩამოწანწკარებული ნაკადულები. და კიდევ მაყვალი, რომელიც მთელი გზა გვერდში მოგვყვებოდა დაუზარებლად.
ხანდახან ცხენოსნები შემოგვხვდებოდნენ გზად მიმავალნი. მეტიც, ტრაქტორისტმა ჩინელემბაც კი ჩაგვიარეს გაღიმებულებმა _ თურმე ეს ტყე შეუსყიდიათ და მდინარის ჩამონგრეულ ხიდს აკეთებენ, დიდ, ბოროტ მანქანებს, მოძრაობა რომ გაუადვილდეთ ტყეში.
არჩილის არსებობა იგრძნო ბუნებამ და წვიმამაც მალე მოვაკითხა.
მოულოდნელად, ტრაქტორის ხმა მომესმა შორიდან. ალბათ უკანა გზაზე ბრუნდებოდნენ... ხმა ახლოვდებოდა: `ნეტა კამაზი მაინც ყოფოლიყო ან რამე მსგავსი, ხომ აგვიყვანდა ყველას ამ დაუსრულებელ აღმართზე...~ მაგრამ, რათ გინდა კამაზი? უკან გავიხედე და მთელი ჯგუფი ამ ტრაქტორზე შემომხტარიყო. ვინ სად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა სადღაც... გულმა პირდაპირ ჩანგლისკენ გამიწია. მისი ერთი აწევაც საკმაირი იყო, ყველა ზედ მჯდარი ხევში გადავეყარეთ ჩინელებს.
თითქმის ჩვენი ტემპით მიდიოდა ტრაქტორი, მაგრამ მაინც კარგად შეგვიმსუბუქა და გაგვიხალისა გასავლელი გზა.
ასე ვიარეთ ჩანგრეულ ხიდამდე. სწორედ იქ გაეშალათ ბანაკი ჩინელებს. ჩვენც ახლომახლო ვვარაუდბდით დაბანაკებას.
ბანაკიდან ქოლგიანი ჩინელი გამოცუნცულდა და მდინარის მეორე ნაპირას გადაგვიყვანა დროებით შეკოწიწებული გზით. გივყურებდა და - `ეს ქართველები, რა ყველა ერთმანეთს გავხართო?~ მოჩხლართა დამხრჩვალი რუსულით...
გზა გავაგრძელეთ და თან საბანაკე ადგილს ვეძებთ. მაგრამ ის ყველაგნ ერთნაირად ვიწრო იყო _ მარჯვენა მხარეს ციცაბო ხეობით, მარცხნივ _ მაღლა აზიდული მთის ფერდობით.
მალე დაბინდდება.
ბალახებს და მინდორს აღარ დავეძებთ უკვე, უბრალოდ გვინდა გზის შედარებით ფართე მონაკვეთი, რომ კარვების გასაშლელად გვეყოს. კიდეც ცოტა ვიარეთ და მივადექით ასეთ ადგილს. მთიდან წყალი მოწანწკარებდა. ამ წყალს ოდესღაც ხეებისგან ჩაეხერგა გზის დანაჩენი ნაწილი და პატარა ჩიხივით გაკეთებულიყო.
შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ საკარვე ადგილები და ქვეშ ბლომად ფოთლები დავუფინეთ სირბილისთვის. გავღუნეთ პალოები ქვა-ღორიან ნიადაგში ჩასობით, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ქვებით თუ გაღუნული პალოებით, როგორღაც მაინც გავჭიმეთ კარვები.
შეგნით შევძვერი და წვიმაც წამოვიდა. გადაღაბას არ აპირებდა და ყველას კარვებში მოგვიწია ჭამა. გვერდზე კარავში, ზეიკიძეს მიირთმევდნენ და სტინგერს ხუხავდნენ. ვინანეთ მე და თამუსიამ კარებით რომ არ შევატყუპეთ კარვები. გადახუხავდა კაცი ამ ნამგზავრზე.
მარჯვნიდან ტკბილი სიმღერებით ატკბობდნენ ყურს ზურა და ნინო. მზეს თხოვდნენ ლაზარეს...
მალე ყველაფერი გაჩუმდა...
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Int3lig3nt » 08 ოქტ 2009, 23:17

z g a r b i
:*
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by teo- » 08 ოქტ 2009, 23:36

გაგრძელება როდის??????????
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Monadire » 08 ოქტ 2009, 23:52

teo- wrote:Monadire
ავათარს შეხედე ეე.. Aშენ ჩვენ მიგვასწარიიიიიიიიიი
მაგ თოფით არა თეო :wink: :wink: :wink:

ზღარბუნია
დიდ, ბოროტ მანქანებს,
ძალიან საყვარლად გამოგივიდა :lol: :lol: :lol: .
ველი მოუთმენლად გაგრძელებას
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by teo- » 09 ოქტ 2009, 00:00

Monadire
აბა??
არა ექსკურსიას! Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by lama » 09 ოქტ 2009, 00:38

z g a r b i
ძალიან მაგრად წერ :) თვალწინ დამიდგა ყოველივე თქვენი განცდილი

იქ ვარ და მეც ჩამეძინა, მაშინ როდესაც ყველაფერი გაჩუმდა :)
მოხიბლული ვარ :)


ველი გაგრძელებას

დიდი მოლოდინით

გაიხარე :)

მადლობა
დიდი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by zura N. » 09 ოქტ 2009, 00:43

z g a r b i
ზღარბუნია უღრმესი მადლობა შენა რომ ასე დაწვრილებით და ლამაზად აღწერე ჩვენი პირველი დღე... :) :*

1 ამოსუნთქვით წავიკითხე შენი პოსტი... ეგრე გააგრძელე გისმეენთ... :) :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Ninukala » 09 ოქტ 2009, 11:00

z g a r b i
დიდი ინტერესით ველი გაგრძელებას.. :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 09 ოქტ 2009, 11:20

დიდი მადლობა კარგებო, ძალიან გამახარეთ :) :*
აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონთ ცოტა ნელი ტემპით მოხდება ეგ ამბავი :oops:
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by nusa » 09 ოქტ 2009, 12:40

z g a r b i
შენ ოღონდაც გაგრძელე :*

ძილის წინ ზღაპარივით იკითხება ;)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Int3lig3nt » 09 ოქტ 2009, 12:58

თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც
ჩინელი ხო, გასაგებია რომ ყავს ნანახი, მანდ ახლოში მუშაობენ, მარა ზანგიც ?!
ზოგს როგორ უმართლებს :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 09 ოქტ 2009, 21:51

Int3lig3nt wrote:
თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც
ჩინელი ხო, გასაგებია რომ ყავს ნანახი, მანდ ახლოში მუშაობენ, მარა ზანგიც ?!
ზოგს როგორ უმართლებს :D.
:D :D
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 09 ოქტ 2009, 22:04

II

დილით, კარვიდან რომ გამოვძვერი და ცას ავხედე, მოწმენდილი და მზიანი იყო. ძალიან გამიხარდა.
ღამე ცოტა შემოსველებულა კარავში. გასაშრობად გამოვფინეთ სველები, თან ვწუწუნებდით შიგადაშიგ - ამ სიცხეში როგორ უნდა ვიაროთო?
ვისაუზმეთ და ავლაგდით.
ეტყობა ჩვენი წუწუნი გაიგო ლაზარემ, მალევე მოიღრუბლა.
ნიკამ გაგვაფრთხილა რომ დღეს საკმაოდ რთული დღეა. უწყლობაში და აღმართებზე მოგვიწევს სიარული. თუმცა, დიდად არ გვიგვძვნია უწყლობა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო გზის, სადაც მართლაც წყლის ნაკლებოდა იყო და ჩვენც შეძლებისადაგვარად ვიზოგავდით.
ნელა თუ ჩქარა, შესვენებით თუ შეუსვენებლად, ლაპარაკით თუ მდუმარეთ, მივუყვებოდით მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს და ასე მივადექით პირველ ქოხს.
ეს ქოხები ჩვენ რუკაზე "ლეტნიკის" სახელითაა აღნიშნული. მწყემსები იყენებენ ხოლმე, როცა ნახირი ზაფხულის საძოვრებზე გამოყავთ.
ქოხი ცარიელი დაგვხვდა. აქ იყო ჩვენი დიდი შესვენება, და აქ დაილია მონადირის ბაბუის არაყი ცარიელი ვაზნებით. აქ გაიჭრა ზეიკიძის მეორე პარტია...
გზა ყველამ ხალისით და ენეგიულად გავაგრძელეთ. განსაკუთრებით თეომ, რომელიც რამდენიმე ჭიქა არაყმა სულ ფრენა-ფრენით ატარა.
გზად ცხენოსნები შეგვხვდნენ. გზა მიგვასწავლეს მეორე ქოხამდე.
და მალე, მზე დაიმალა და მივადექით იმ ადგილს, სადაც პირველად მოგვნათლა ნისლმა და მას მერე, მთელი გზა აღარ მივუტოვებივართ. მოგვყვებოდა დაუზარებლად. თითონ ათვალიერებდა ყველაფერს, ჩვენ აღარ გვაყურებინებდა... ხანდახან შეგვავლებინებდა ხოლმე თვალს და მერე ისევ დაეფარებოდა. გვეთამაშებოდა, ხალისობდა... მაგრამ მაინც ლამაზი იყო. გრძელ და ვიწრო ხეებს შემოტმასნოდა. უფარავდა ფესვებსაც და კენწეროებსაც, მხოლოდ სწორი, ვიწრო ტანები თუ მოუჩანდათ ფიჭვებს...
მოულოდნელად ტელეფონმა დაიჭირა! და მას მერე ყველგან იჭერდა _ საბანაკე ადგილასაც.
და კიდევ მოულოდნელად, კიდევ დიდ ხნის სასიარულოდ განწყობილებს, პირდაპირ გზაზე წარწერა დაგვხვდა მიწაზე ამოკაწრული - "კარავი არის აქ" - ისარი შემაღლებულ ადგილას ამავალი ბილიკისკენ მიუთითებდა. (იქაურები ქოხებს, ჩვენ მიერ "ლეტნიკებად" წოდებულს, კარავს ეძახიან).
უბედნიერესი ხალხი ვიყავით, როცა ხის ქოხს, თანაც ცარიელს, მივადექით. ნიკა მაშინათვე სახურავზე მოექცა და ამაყად გადახედა არემარეს. ნისლში იყო გახვეული ყველაფერი: ქოხი, ჩვენ, ხეები, რომლებიც უკვე აქა-იქ თუღა მოჩანდა - ალპურ ზონაში გვქონდა უკვე ფეხი შედგმული.
ნიკას მიბაძეს დანარჩენებმაც და იქ შეუდგნენ მონადირის ბაბუის არყის გამოცლას.
ქოში ცეცხლი დავანთეთ. თბილი, ჩვენებური. სუფრაც გავშალეთ. ყველა დაგვიტია პატარა ხის ქოხმა. ჩვენ შიგნით ვართ, გარშემო ჩამობნელდა...
ვგრძნობთ რომ დღეს დაგვაკლდა ენერგიების ხარჯვა. გუშინდელთან შედარებით მარტივი დღე გვქონდა. 6 საათი იყო ქოხს რომ მივადექით და სად წაგვეყო ამდენი დრო არავინ ვიცოდით.
თუმცა დროს მალე გამოეძებნა საქმე... ჯერ იყო ანეგდოტების დიდი ტალღა შემოგვაწვა, სიცილით რომ დავიღალეთ, ფრიად სერიოზულ და საინტერესო თემებზე გადავერთეთ. ჯერ მხოლოდ ვიწრო სფეროს ვეხებოდით, მერე თემები განვავრცეთ და რაზე აღარ ვილაპარაკეთ...
დრო მალე გაიპარა. ეს ყველაფერი ძალინ კარგი იყო და სიმაოვნებით ვჯდებოდი ამ ქოხში, ძილი რომ არ მომრეოდა.
გოგოებს კარავი გარეთ გვქონდა გაშლილი. როგორც ჩანს სუფთა ჰაერზე დაძინება ვარჩიეთ, კვალმში (თუმცა, როგორ დილით აღმოჩნდა _ სიმშრალეში) ძილს. წინა ღამის გამოცდილება გავითვალიწინეთ ეტყობა გაშლისას და ჯონის კარავს კარებით შევატყუპეთ.
საძილეში შევძვერი და ტელეფონშიც ჩავძვერი. ვანოს ვუყვებოდი ყველაფერს, სანამ კიდე აღწევა ჩვენამდე ცივილიზებული ქსელები...
ქოხიდან ისეთი საინტერესო ლაპარაკი მესმოდა, ცოტაღა მაკლდა ჩამეცვა და ისევ იქ დავმჯდარიყავი.
მაგრამ მალევე მომერია ძილი. თეო და თამუსიაც შემოძვრნენ და ცოტა ხანში, ისევ მიწყნარდა ყველაფერი...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by lama » 09 ოქტ 2009, 22:10

z g a r b i
ძალიან საინტერესოდ, საყვარლად და დინამიურად ყვები

გაიხარე

განაგრძეეეეეეეეეე
:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]