
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
ჯერ დავადგინოთ რომელ დღეს იმართება. მე როგორც მახსოვს შარშან რაღაც ისეთი დღე შეარჩიეს, რომ არც წლისთავი იყო და არც დაბადების დღე. მოკლედ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე ცოტა ადრიან დილით უნდა წავიდეთ, რომ ზეგარდშიც მოვასწროთ ასვლა და რაც მთავარია დილით ადრე გოდერძის საფლავზე შევიაროთ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.nusa wrote:რაღა დარჩა?!... ზუსტად 1 თვე!
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
და იმართება თუ არა საერთოდqvevri wrote:ჯერ დავადგინოთ რომელ დღეს იმართება.

დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007მე როგორც მახსოვს შარშან რაღაც ისეთი დღე შეარჩიეს, რომ არც წლისთავი იყო და არც დაბადების დღე.
და თუ არაფერი დაიგეგმება შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წავიდეთ მაინც!მოკლედ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე ცოტა ადრიან დილით უნდა წავიდეთ, რომ ზეგარდშიც მოვასწროთ ასვლა და რაც მთავარია დილით ადრე გოდერძის საფლავზე შევიაროთ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.
3-4 ოქტომბერს უწევს შაბათ-კვირა
ადრიანად გასვლაც კარგი აზრია და საფლავზე მისვლაც!
და თუ 2 დღით შევძლებთ წასვლას ხომმ მთლად უკეთესი

ჰოოდა, ერთი სული მაქვს სამომავლოებში ვნახო გუდამაყარი

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
აი დგება ღვინობისთვე და ახლოვდება გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში (ჩოხში). სამწუხაროდ მე არ ხელმეწიფება ამ ამბის დეტალების გარკვევა და თუ რომელიმე ჩვებნთაგანს შესწევს ძალა იქნებ გაარკვიოს ამის შესახებ რაიმე? როგორც იეტი ვარდანაული იტყობინება, თურმე, ნუ იტყვით და გუდამაყარში თოვლი მოსულაო, მაგრამ იქნება და იქამდე დადნეს? ან იქნებ იმხელა თოვლი არც არის, რომ მანქანების მოძრაობას ხელი შეუშალოს? მოკლედ თუ გაირკვა რაიმე ხომ კარგი და თუ არადა რაც არის არის, სხვა დროს წავიდეთ.
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
qvevri wrote:აი დგება ღვინობისთვე და ახლოვდება გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში (ჩოხში).
იგეგმება კი რამე? 08 და 09 ში ინოფრმაცია არ აქვთ, არც კულტურის სამინისტროში იციან რამე, საინფორმაციო საიტებზეც მსგავსი ვერაფერი ვნახე.

აზრი?!
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
დუშეთის რაიონის გამგეობიდან ინფო:
გოდერძი ჩოხელის საღამო არ კეთდება, მაგრამ ხვალ დუშეთში აღინიშნება არაგველობა , 12 სთ-დან ქალაქში იქნება გამოფენები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , 17 სთ-ზე გაიმართება გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, წარმოდგენილი იქნება გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაც.
პ.ს ხო არ იცით სარეისო რომელი სადგურიდან მიდის დუშეთში?
გოდერძი ჩოხელის საღამო არ კეთდება, მაგრამ ხვალ დუშეთში აღინიშნება არაგველობა , 12 სთ-დან ქალაქში იქნება გამოფენები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , 17 სთ-ზე გაიმართება გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, წარმოდგენილი იქნება გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაც.
პ.ს ხო არ იცით სარეისო რომელი სადგურიდან მიდის დუშეთში?
აზრი?!
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
ვაი როგორ მინდა
: (
შარშანდელი ემოცია
დღემდე
მაქვს
: (
შარშანდელი ემოცია
დღემდე
მაქვს
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
დიდუბიდან გადიან სამარშუტოებიMakarenko wrote:პ.ს ხო არ იცით სარეისო რომელი სადგურიდან მიდის დუშეთში?

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
ვაჰ რა კარგი დღე გამახსენეთ თქვე ოხრებო თქვენა
1 წელი გასულა თურმე.
რას სწრაფად გადის ეს დრო



1 წელი გასულა თურმე.
რას სწრაფად გადის ეს დრო
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელს 55 წელი შეუსრულდებოდა 
ეს ლექსი მან თავის დაბადების დღეზე 2002 წელს დაწერა

www.paata.ge

ეს ლექსი მან თავის დაბადების დღეზე 2002 წელს დაწერა

www.paata.ge
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
paata_
რა კარგია...
შარშან გოდერძი ჩოხელის საღამოდან რომ ვბრუნდებოდით ძალინ გვინდოდა მალე ისევ დავბრუნებულიყავით, არა მხოლოდ მოსანახულებლად, მისი ნაწარმოებები წაგვეკითხა იმ ხეობაში, სადაც ამ დიდი ადამიანის შთაგონების წყარო დაუსრულებლად მოსჩქეფდა...
თუ სურვილი გაქვთ განვახორციელოთ ეს გეგმა...
ეს იქნება ლიკირული გადახვევა და ვფიქრობ ძალიან ლამაზი დღე ჩვენს კარავულ ისტორიაში... წავუკითხოთ ერთმანეთს ადამინათა სევდის შემგროვებელი კაცის ფიქრები...
რა კარგია...
შარშან გოდერძი ჩოხელის საღამოდან რომ ვბრუნდებოდით ძალინ გვინდოდა მალე ისევ დავბრუნებულიყავით, არა მხოლოდ მოსანახულებლად, მისი ნაწარმოებები წაგვეკითხა იმ ხეობაში, სადაც ამ დიდი ადამიანის შთაგონების წყარო დაუსრულებლად მოსჩქეფდა...
თუ სურვილი გაქვთ განვახორციელოთ ეს გეგმა...
ეს იქნება ლიკირული გადახვევა და ვფიქრობ ძალიან ლამაზი დღე ჩვენს კარავულ ისტორიაში... წავუკითხოთ ერთმანეთს ადამინათა სევდის შემგროვებელი კაცის ფიქრები...
წამო, ზღაპარში ...


გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
...და რატომ არ მოიწყვიტა ხვლიკმა კუდი და არ გაიქცა, როგორც ბავშვობაში გამიგია?qvevri wrote:გზაში, მჟავე წყლიდან ცოტა ფეხით გავიარეთ სიარულს მონატრებულებმა. სადღაც ეს პატარა ხვლიკი დავიჭირე, ესე მითხრა ოღონდ ლამას არ მისცე ჩემი თავი და ერთ სურვილს შეგისრულებო![]()


გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
marmenio
ვერ გეტყვი, არ მიკითხია

ვერ გეტყვი, არ მიკითხია


- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
გოდერძი ჩოხელის გზავნილი მომავალში...
რომელ თემაში დამედო, ვერ განვსაზღვრე... მსურს, წაიკითხოთ...
18-01-2010
წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში"
წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში" "კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება. 2010 წლის ადრესატები მიიღებენ საუკუნის დასაწყისში სიყვარულითა და სასოებით დაწერილ ბარათებს. ამჯერად "პალიტრა-რჩეულიდან" გთავაზობთ 10 წლის წინ საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაწერილ გოდერძი ჩოხელის გზავნილს, რომელიც დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი ეს გზავნილი მარადიულად დარჩება სრულიად საქართველოს მეხსიერებაში.
აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?
- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.
ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.
კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?
განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!
ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...
მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.
ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!
თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!
მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.
რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:
- მე სულაც არ მშია, მამიკო!
ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.
იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.
გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.
მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.
მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:
- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,
დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!
ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.
ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.
სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.
მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!
გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.
http://www.kvirispalitra.ge
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir