გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by nusa » 04 სექ 2009, 18:14

რაღა დარჩა?!... ზუსტად 1 თვე! :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by qvevri » 04 სექ 2009, 18:19

nusa wrote:რაღა დარჩა?!... ზუსტად 1 თვე! :D
ჯერ დავადგინოთ რომელ დღეს იმართება. მე როგორც მახსოვს შარშან რაღაც ისეთი დღე შეარჩიეს, რომ არც წლისთავი იყო და არც დაბადების დღე. მოკლედ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე ცოტა ადრიან დილით უნდა წავიდეთ, რომ ზეგარდშიც მოვასწროთ ასვლა და რაც მთავარია დილით ადრე გოდერძის საფლავზე შევიაროთ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by nusa » 04 სექ 2009, 18:35

qvevri wrote:ჯერ დავადგინოთ რომელ დღეს იმართება.
და იმართება თუ არა საერთოდ :?
მე როგორც მახსოვს შარშან რაღაც ისეთი დღე შეარჩიეს, რომ არც წლისთავი იყო და არც დაბადების დღე.
დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007
მოკლედ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე ცოტა ადრიან დილით უნდა წავიდეთ, რომ ზეგარდშიც მოვასწროთ ასვლა და რაც მთავარია დილით ადრე გოდერძის საფლავზე შევიაროთ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.
და თუ არაფერი დაიგეგმება შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წავიდეთ მაინც!
3-4 ოქტომბერს უწევს შაბათ-კვირა
ადრიანად გასვლაც კარგი აზრია და საფლავზე მისვლაც!
და თუ 2 დღით შევძლებთ წასვლას ხომმ მთლად უკეთესი :)

ჰოოდა, ერთი სული მაქვს სამომავლოებში ვნახო გუდამაყარი :oops:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by qvevri » 29 სექ 2009, 09:52

აი დგება ღვინობისთვე და ახლოვდება გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში (ჩოხში). სამწუხაროდ მე არ ხელმეწიფება ამ ამბის დეტალების გარკვევა და თუ რომელიმე ჩვებნთაგანს შესწევს ძალა იქნებ გაარკვიოს ამის შესახებ რაიმე? როგორც იეტი ვარდანაული იტყობინება, თურმე, ნუ იტყვით და გუდამაყარში თოვლი მოსულაო, მაგრამ იქნება და იქამდე დადნეს? ან იქნებ იმხელა თოვლი არც არის, რომ მანქანების მოძრაობას ხელი შეუშალოს? მოკლედ თუ გაირკვა რაიმე ხომ კარგი და თუ არადა რაც არის არის, სხვა დროს წავიდეთ.

User avatar
Makarenko
ბოდიალა
Posts: 106
Joined: 03 სექ 2005, 02:15
Location: ჯახირეთი
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Makarenko » 02 ოქტ 2009, 11:10

qvevri wrote:აი დგება ღვინობისთვე და ახლოვდება გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში (ჩოხში).

იგეგმება კი რამე? 08 და 09 ში ინოფრმაცია არ აქვთ, არც კულტურის სამინისტროში იციან რამე, საინფორმაციო საიტებზეც მსგავსი ვერაფერი ვნახე. :(
აზრი?!

User avatar
Makarenko
ბოდიალა
Posts: 106
Joined: 03 სექ 2005, 02:15
Location: ჯახირეთი
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Makarenko » 02 ოქტ 2009, 12:51

დუშეთის რაიონის გამგეობიდან ინფო:
გოდერძი ჩოხელის საღამო არ კეთდება, მაგრამ ხვალ დუშეთში აღინიშნება არაგველობა , 12 სთ-დან ქალაქში იქნება გამოფენები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , 17 სთ-ზე გაიმართება გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, წარმოდგენილი იქნება გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაც.

პ.ს ხო არ იცით სარეისო რომელი სადგურიდან მიდის დუშეთში?
აზრი?!

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by pataputina » 02 ოქტ 2009, 12:57

ვაი როგორ მინდა
: (

შარშანდელი ემოცია
დღემდე
მაქვს
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by nusa » 02 ოქტ 2009, 12:58

Makarenko wrote:პ.ს ხო არ იცით სარეისო რომელი სადგურიდან მიდის დუშეთში?
დიდუბიდან გადიან სამარშუტოები :)
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Monadire » 02 ოქტ 2009, 13:54

ვაჰ რა კარგი დღე გამახსენეთ თქვე ოხრებო თქვენა :D :D :D
1 წელი გასულა თურმე.
რას სწრაფად გადის ეს დრო
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by paata_ » 03 ოქტ 2009, 09:57

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელს 55 წელი შეუსრულდებოდა :(
ეს ლექსი მან თავის დაბადების დღეზე 2002 წელს დაწერა

Image
www.paata.ge

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by namcecuna » 03 ოქტ 2009, 12:22

paata_

რა კარგია...


შარშან გოდერძი ჩოხელის საღამოდან რომ ვბრუნდებოდით ძალინ გვინდოდა მალე ისევ დავბრუნებულიყავით, არა მხოლოდ მოსანახულებლად, მისი ნაწარმოებები წაგვეკითხა იმ ხეობაში, სადაც ამ დიდი ადამიანის შთაგონების წყარო დაუსრულებლად მოსჩქეფდა...

თუ სურვილი გაქვთ განვახორციელოთ ეს გეგმა...

ეს იქნება ლიკირული გადახვევა და ვფიქრობ ძალიან ლამაზი დღე ჩვენს კარავულ ისტორიაში... წავუკითხოთ ერთმანეთს ადამინათა სევდის შემგროვებელი კაცის ფიქრები...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by marmenio » 04 ოქტ 2009, 15:19

qvevri wrote:გზაში, მჟავე წყლიდან ცოტა ფეხით გავიარეთ სიარულს მონატრებულებმა. სადღაც ეს პატარა ხვლიკი დავიჭირე, ესე მითხრა ოღონდ ლამას არ მისცე ჩემი თავი და ერთ სურვილს შეგისრულებო :D
Image
...და რატომ არ მოიწყვიტა ხვლიკმა კუდი და არ გაიქცა, როგორც ბავშვობაში გამიგია? :roll: :)
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by qvevri » 05 ოქტ 2009, 09:44

marmenio
ვერ გეტყვი, არ მიკითხია :roll: :lol:

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by tamuna_gudarexi » 20 იან 2010, 13:30

გოდერძი ჩოხელის გზავნილი მომავალში...
რომელ თემაში დამედო, ვერ განვსაზღვრე... მსურს, წაიკითხოთ...

18-01-2010
წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში"

წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში" "კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება. 2010 წლის ადრესატები მიიღებენ საუკუნის დასაწყისში სიყვარულითა და სასოებით დაწერილ ბარათებს. ამჯერად "პალიტრა-რჩეულიდან" გთავაზობთ 10 წლის წინ საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაწერილ გოდერძი ჩოხელის გზავნილს, რომელიც დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი ეს გზავნილი მარადიულად დარჩება სრულიად საქართველოს მეხსიერებაში.

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!
გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.

http://www.kvirispalitra.ge
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]