დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2009, 15:54

kurush wrote:ნეტა თქვენ საქმე მოგცათ ....

მე ადრე ვმუშაობდი სილქროუდში ივერიის პროექტზე და მაგარი კომპანიაა...

ერთი ჯერ თქვენ 100 მილიონი დახარჯეთ თქვენივე ქვეყანაში, ასობით ამ ქვეყნის მოქალაქე დაასაქმეთ და მერე ასწავლეთ სხვებს ქართველობა
სერიოზული კომპანიაა და ძნც მიხარია, რომ ჩვენთან შემოვიდა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ
ენის უგულვებელყოფის უფლება აქვს.

თავად მაქვს ნანახი, მინწყალი "ბორჯომი" უცხოეთში ქართულად წერია იმ ქვეყნის წარწერასთან 1ად, სადაც საქმიანობს.
უკრაიანაში ქარხანა შეი1ა, ხალხი დაასაქმა, მაგრამ უკრაინული ენა არ უგულვებელყოფია.
pataputina wrote:ინგლისური სიტყვის ქართული ასოებით დაწერას, ინგლისურად დაწერა სჯობს - ო _ ახალი ქართული ანდაზა

:roll:
რა ანდაზაა, არ ვიცი.
საქმე ის არის, რომ ინგლისურად ან სხვა ენაზე დაწერილი საკუთარი სახელი კი არ უნდა ითარგმნოს,
იგივე სახელი ქართულად უნდა დაიწეროს.
თუ ინგლისურად ან სხვა ენაზე არასაკუთარი სახელი წერია (ვთქვათ, "ბრედ"), ის უნდა
ქართულად ითარგმნებოდეს და აბრაზე ისე იწერებოდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, ლაპარაკია არა "რედისონის" ქართულად თარგმანზე, არამედ - "რედისონის"
ქართულად დაწერაზე ლათინურ წარწერასთან 1ად, რაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია.
სხვა თუ არაფერია, პატივისცემაა შენ მიმართ, ასევე, სახელმწიფოს მიმართ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Moqandake » 25 სექ 2009, 20:15

KURUS
საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს 100 მილიონი კი არა თუნდაც 500 დააბანდონ, მაგას რა ჯობია, მაგრამ წარწერა გაუკეთონ ქართულადაც განა რა ჯდება, მაგრა საქმე იმაშია რომ ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ მთავარია ინგლისურად აწერია.
ენის დაცვას პალატები და ზედმეტი ჩინოსანი ტიპები არ ჭირდება. მაგას ჩვენები უნდა ხვდებოდნენ და აქცევდნენ ყურადღებას, თუნდაც სილქ როუდ ჯგუფის ქართული მხარე ან მერიის რომელიმე სამსახური.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 25 სექ 2009, 23:08

ფანჯარა ერთ დროს ბარბარიზმი იყო, მაგრამ დამკვიდრდა ენაში :)

ენა ცოცხალი ორგანიზმია და იგი ცვლილებებს განიცდის ისტორიის მანძილზე და ეს უდავოა


ილიამ ქართული ანბანი და ენა გაცხრილა დრომოჭმული ასობგერებისაგან და შემოიტანა მწერლობაში ის ენა, რომელიც გასაგები იყო ჩვეულებრივი გლეხისათვის და....

მოკლედ ... შორს წავალთ ამაზე მსჯელობით

მე უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ კაი იქნებოდა არნოლდის ნაშრომებს გავცნობოდით

არა შვარცნეიგერის ნაშრომებს არა

ჩიქობავას ვგულისხმობ :)

და მერე უკეთ დავადგენდით მინიბუსი უფრო მეტად ქართული სიტყვაა თუ მარშრუტკა ან თუნდაც ავტობუსი :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2009, 23:51

lama wrote:ფანჯარა ერთ დროს ბარბარიზმი იყო, მაგრამ დამკვიდრდა ენაში :)

ენა ცოცხალი ორგანიზმია და იგი ცვლილებებს განიცდის ისტორიის მანძილზე და ეს უდავოა


ილიამ ქართული ანბანი და ენა გაცხრილა დრომოჭმული ასობგერებისაგან და შემოიტანა მწერლობაში ის ენა, რომელიც გასაგები იყო ჩვეულებრივი გლეხისათვის და....

მოკლედ ... შორს წავალთ ამაზე მსჯელობით

მე უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ კაი იქნებოდა არნოლდის ნაშრომებს გავცნობოდით

არა შვარცნეიგერის ნაშრომებს არა

ჩიქობავას ვგულისხმობ :)

და მერე უკეთ დავადგენდით მინიბუსი უფრო მეტად ქართული სიტყვაა თუ მარშრუტკა ან თუნდაც ავტობუსი :D
"ფანჯარა" რომ დამკვიდრდა, გული მიგრძნობს, არ მოგწონს.
ცოცხალი 2განიზმია ენა, ისევე, როგორც ადამიანი, კი ბტონო, მაგრამ ამ თემაში 1ხელ უკვე დავწერე, ცოცხალ 2განიზმს ჯანსაღ 2განოს არ აჭრიან და ხელოვნურს არ უკეთებენ.
შეიძლება 2განიზმი გარედან შეავსო უცხო სხეულით, თუ მას რამე აკლია ან დაუზიანდა.

გვაკლდა სიტყვა "კომპიუტერი"? კი ბატონო, შემოვიტანეთ ეს სიტყვა.

რა გინდა თქვა, სიტყვა "სარკმელი" დალპა და "ფანჯრის" შეთვისება ამიტომ იყო სწორი?

როგორ დავიჯერო, ქართველებმა, რომლებსაც უძველესი საათები ჰქონდათ (ტაძრებზე მზის
საათების ნაკვალევს ბევრგან შევხვდებით), სიტყვა საათის ქართული შესატყვისი ენიდან მოიშორეს
უვარგისობის გამო და არაბულ-თურქული "საათის" შემოტანა ამჯობინეს ლოგიკით, რომ ენა ცოცხალი 2განიზმია.

ჩემი აზრით, ეს იყო დიდი მავნებლობა მშობლიური ენის მიმართ, რამაც დაგვაკარგინა იატაკის,
ქაღალდის, ჩანთის, ბილეთის
და სხვა მისთანების ქართული შესატყვისები.

დაკიდევ, "მარშრუტკა" - ეს არის დამახინჯებული ფორმა მცდარად დამკვიდრებული "მიკროავატობუსისა".
თუ არ მოგწონს "მინიბუსი", "მარშრუტკას" მაინც ნუ ამბობ.
თუ ჩაიხედავ არნოლიდს ნაშრომებში, მსგავს სიტყვას ვერ იპოვი.

ლამა
თუ სწორად მახსოვს, სკოლაში ქართულ ენას ასწავლი და ენის დაცვა განსაკუთრებულად მოგეთხოვება.
ძნ მინდა გთხოვო, მიპასუხო, ჩემ მიერ ჩამოთვლილი შემოსული სიტყვები ახლა უკვე
დაკარგულ ქართულ სიტყვებზე უკეთესი რით არის?
ან რითია უკეთესი სიტყვა "სენსეტიური" სიტყვა "მგრძნობიარე-მტკივნეულზე",
სიტყვა "კრეატიული" სიტყვა "შემოქმედებითზე", სიტყვა "მენეჯერი" სიტყვა "მმართველზე"?
არ დაიზარო და ამავე თემაში დაწერე შენი აზრი.
თუ სურვილი გაქვს, საფუძვლიანი პასუხის მოსამზადებლად მრავალი სახის ლიტერატურას დაგახმარ.
ოღონდ, არ მითხრა, ენა ცოცხალი 2გნიზმია და ეგეთი სიტყვები უნდა შემოსულიყოო.
ამ არგუმენტს, ახლავე გეტყვი, არ ვღებულობ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავიცვათ ქართული ენა

Post by guruli » 26 სექ 2009, 00:17

ერთი რა მიკვირს - ამ თინეიჯერულ თაობაში რატომ იქცა მოდად ყოველივე ქართულზე აგდებული ლაპარაკი და ქილიკი - კაი ტიპობაა? ერთხელ თბილისის ფორუმზე იმ დასირებულ ჯუდას დავუწერე ზუსტად ამ თემებზე კამათისას და აქაც გაგიმეორებთ ზოგიერთს - არსებობს წმინდა თემები და საგნები, რომლებითაც არ ხუმრობენ, ამას მხოლოდ უწმინდურები თუ იკადრებენ. როგორც არც ერთი თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს, საკუთარი დედა, და, ცოლი, ნათესავი ცირკთან წაიყვანოს და სუტენიორად დაუდგეს, ისე არ იკადრებს ამ თემებზე კამათს, მაგრამ ამ ბოლოს მეჩვენება, ხალხი კარავზე მასიურად ქლიავდება. ზოგიერთების პოსტებს ვუყურებ თვიდან თვემდე, არაფერი აზრიანი და სერიოზული - მხოლოდ სისულელეების საწერად შემოდიან კარავზე. ან ეს ამდენი ირონია და სარკაზმი საიდან - ნუთუ არავინ გასწავლათ, რომ ირონია და ცინიზმი შინაგანი უკულტურობის და სიცარიელის მაჩვენებელია, თუ ეგეც კაი პონტად ითვლება ამ უწიგნურ თაობაში, რომლისთვისაც წიგნის კითხვა გოიმობაა და განათლება მხოლოდ ფორუმებზე ჩეთაობა?
lama - დიდი ხანი, თავს ვიკავებდი ამის დაწერისგან. ხანდახან შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია, საიქიოში შაჰ-აბასი, აბულ-კასიმი, ბუღა თურქი, ჯალალდ ედ დინი, ჩინგიზ ხანი, არა მაჰმად ხანი და ჩვენი ამ რანგის მაოხარნი თათბირობენ და შენი სახელით პოსტავენ. ხანდახან იმის სურვილიც მიჩნდება, ის უმაღლესი სასწავლებელიც დავწვა, რომელმაც შენ განათლება მოგცა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავიცვათ ქართული ენა

Post by guruli » 26 სექ 2009, 00:19

აუფ, გოგას პოსტს მოჰყოლია ჩემი პოსტი. დამაბრალებენ ახლა გოგას ფან-კლუბის წევრობას. ვაცხადებ - როცა წერა დავიწყე, გოგას არ ჰქონდა ის პოსტი დაწერილი.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 26 სექ 2009, 00:31

guruli wrote:ერთი რა მიკვირს - ამ თინეიჯერულ თაობაში რატომ იქცა მოდად ყოველივე ქართულზე აგდებული ლაპარაკი და ქილიკი - კაი ტიპობაა? ერთხელ თბილისის ფორუმზე იმ დასირებულ ჯუდას დავუწერე ზუსტად ამ თემებზე კამათისას და აქაც გაგიმეორებთ ზოგიერთს - არსებობს წმინდა თემები და საგნები, რომლებითაც არ ხუმრობენ, ამას მხოლოდ უწმინდურები თუ იკადრებენ. როგორც არც ერთი თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს, საკუთარი დედა, და, ცოლი, ნათესავი ცირკთან წაიყვანოს და სუტენიორად დაუდგეს, ისე არ იკადრებს ამ თემებზე კამათს, მაგრამ ამ ბოლოს მეჩვენება, ხალხი კარავზე მასიურად ქლიავდება. ზოგიერთების პოსტებს ვუყურებ თვიდან თვემდე, არაფერი აზრიანი და სერიოზული - მხოლოდ სისულელეების საწერად შემოდიან კარავზე. ან ეს ამდენი ირონია და სარკაზმი საიდან - ნუთუ არავინ გასწავლათ, რომ ირონია და ცინიზმი შინაგანი უკულტურობის და სიცარიელის მაჩვენებელია, თუ ეგეც კაი პონტად ითვლება ამ უწიგნურ თაობაში, რომლისთვისაც წიგნის კითხვა გოიმობაა და განათლება მხოლოდ ფორუმებზე ჩეთაობა?
lama - დიდი ხანი, თავს ვიკავებდი ამის დაწერისგან. ხანდახან შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია, საიქიოში შაჰ-აბასი, აბულ-კასიმი, ბუღა თურქი, ჯალალდ ედ დინი, ჩინგიზ ხანი, არა მაჰმად ხანი და ჩვენი ამ რანგის მაოხარნი თათბირობენ და შენი სახელით პოსტავენ. ხანდახან იმის სურვილიც მიჩნდება, ის უმაღლესი სასწავლებელიც დავწვა, რომელმაც შენ განათლება მოგცა.
ირა, რა ვერ გაიგე კაცო- ლამა ისეთივე შაჰ-აბასი, აბულ-კასიმი, ბუღა თურქი, ჯალალდ ედ დინი, ჩინგიზ ხანი, აღა მაჰმად ხანია, როგორც ერთდროულად სვანი, მთიული, ხევსური, იმერელი, მეგრელი და ასე შემდეგ :lol: :lol: :lol:
(შუტკაა ლამა, შუტკა! :wink: :lol: )
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავიცვათ ქართული ენა

Post by guruli » 26 სექ 2009, 01:04

GIRA - გული რაზე მწყდება იცი? როგორ შეგიძლია ადამიანს ყველაფერზე იკაიფო და აგდებულად ილაპარაკო? ამ თაობას ღირებულებები აღარ შერჩა და ალბათ, ამიტომ არ აფასებენ საკუთარს და ამიტომ ურჩევნიათ სხვისი. ერთხელ ახმეტების ფორუმზე 18 წლის გოგომ იკითხა, ვერ გავიგე, ქართველად უნდა დავრჩე თუ ევროპელი გავხდეო... ამ თაობაში ეს მისწრაფებაცაა უკვე. დალოცვილო, როცა რაღაც სიტყვის ქართული შესატყვისი გაქვს, ის გამოიყენე და არა ინგლისური. რა დიდი საქმე ესაა - წელი მოგწყდება ამაზე თუ ოფლს დააღვარღვარებ? როცა ამ მინიმუმსაც არ აკეთებენ, ვერაფრით დავიჯერებ, უფრო ღირებულს გააკეთებენ ქვეყნისთვის. ერთი თანამშრომელი მყავდა, "რუსტერს" და "დაასლემქანას" წერდა ჯიუტად. უშლიდნენ ყველა წერილში, ეჩხუბებოდნენ, ის მაინც წერდა და თან ისე დაჟინებით ამბობდა, ახალი სიტყვები დავამკვიდროთო, ვითომ ილია ჭავჭავაძე იყო ის ჩემისა.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 26 სექ 2009, 08:44

guruli
"რუსტერს" და "დაასლემქანას" წერდა ჯიუტად
ეგ რაღა ჯანდაბაა?
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 26 სექ 2009, 15:27

guruli
გამაოცა თქვენმა აზრებმა

დიდი მადლობა :)

მაიც ძმა ხარ :) და რა ვქნა :)

GAMARJOBA SAKARTVELO
ილიას ქმედებაზე რას იტყოდით????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 26 სექ 2009, 15:29

guruli wrote:ვითომ ილია ჭავჭავაძე იყო ის ჩემისა.
ვიზე ამბობ :)

ძმობას გაფიცებ :D:D:D:D:D:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 26 სექ 2009, 15:42

lama


დროა შენი საათები აკადემიურ წერაში სხვებს, კარაველ გმირებს დაუთმო, მაინც არ იცი ქართული შე ბარბარიზმებით და ჟარგონებით მოსაუბრევ შენა...

არადა უნოვერსიტეტში შენ მაღალი კლასის სპეციალისტად მიაჩნიხარ ადმინისტრაციას, ჯობია, კარავზე შემოვახედოთ და სიმართლე დავანახოთ შენს შესახებ...



:lol: :lol: :lol: :lol:

:lol:

:lol:

:lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 26 სექ 2009, 15:45

ARCHILI
ეგ რა შუაშია?????

კაი რა

მაზოლზე რატომ მაჭერთ ხელფეხსა???
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 26 სექ 2009, 15:47

lama wrote:ARCHILI
ეგ რა შუაშია?????

კაი რა

მაზოლზე რატომ მაჭერთ ხელფეხსა???
მაზოლი ქართული სიტყვა არ არის...

არა გრცხვენია?

ხალხი გასწავლის და შენ კიდევ არ სწავლობ შე ფასეულობაარეულო და უღირსო ქართველო...

(ნუ, ჩემზე აღარაფერს ვამბობ :lol: )

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 26 სექ 2009, 15:49

ARCHILI
მართლააააააა

:O
ვაიმეეეეეეეე

ვეღარ წავშლი თორე ????

შეიძლება .....

ვაიმე

მითხარით გთხოვთ

მაზოლი ქართულად როგორ არის????

დიდი პატივისცემით ჯალალ ედინ რუმი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]