ამას როცა ვწერ, კომპიუტერთან რბილ საოფისე სავარძელში მოკალათაებული, წინ დიდი ხნის დალეული ყავის ფინჯნით, სრულ სიმშვიდეში, მყუდროებას მხოლოდ ქულერის ბრუალი არღვევს...
ღამის 2 საათია, არ მეძინება, თუმცა ადრე ვარ ასადგომი...
მარშრუტის ამ მონაკვეთის აღწერა ყველაზე მეტად გამიჭირდება...
მოკლე მონაკვეთია, მაგრამ უკან რომ ვიხედები, მხოლოდ ერთი აზრი მრჩება, "დედა რა იყო ეს ჰა?".
ეს მონაკვეთი ემოციით ყველაზე დატვირთული იყო, თუმცა მოსაყოლი თითქმის არაფერია...
უბრალოდ ვეშვებოდით ხეობაში...
სურათები თითქმის არ გადაგვიღია...
საამისო თავი არ გვქონდა, არადა როგორ გამომადგებოდა გახსენებაში.
დავწერ და შემდეგ თავს ვაიძულებ დავიძინო.
მაშ ასე...
გავაგრძელოთ.
თავი VI
ხევში დაშვება.
ნაკადულის კალაპოტი დაკლაკნილად მიემართებოდა, ჩვენ პირდაპირ ჩავდიოდით, ნაკადულის გადაკვეთა, ცოტა აღმართი, დაღმართი, ისევ გადაკვეთა ისევ ცოტა აღმართი, ისევ დაღმართი....

ეს ცოტა ხანი გაგრძელდა, ნაკადულმა, რომელილც უკვე მოზრდდილი რუს ხელა გამხდარიყო, მკვეთრად მოუხვია და ქვევით დაეშვა, წინ დამრეცი ფერდობი გვედო, ფერდობზე მეჩხერად ამოსული ხეები, ხეებს შორის ჩალაგებული მორების ხერგილები...

ქვევით დავეშვით, ხეებს ვეჭიდებოდით, მორებს ვალაჯებდით, ქვევიდან ვძვრებოდით, ნაპსტერმა რომელასაც უშნოდ გადახერგილმა მორმა გადაუღობა გზა, იფიქრა დავაგორებ ამასო და ხეს ფეხი კრა...
ადგილზე გავშრით... ხის ასე 30 სანტიმერი დიამეტრის სისქის მორს ნახევარმეტრიანი ნაწილი ჩატყდა შუაში...
აღმოჩნდა რომ მორები სრულიად გამომპალი და დაფუტურობევული იყო.
შემდგომში ნაპსტერის აღმოჩენილი მეთოდი ხშირად გამოვიყენეთ გზის გასათავისუფლებლად წაქცეულ ხეს მძლავრად ვურტყავდით და ისიც იფშვნებოდა...
ასე... აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ, ხეების მტვრვა-გლეჯით ვაგრძელებდით გზას, ხეობამ თუ ხევმა რელიეფი იცვალა, მკვეთრად ციცაბო ფორმა მიიღო...
სქელი ნეშონპალით დაფარული ნიადაგი ფეხქვეშ სრიალებდა, მაღალი ხის ვარჯები ცას პრაქტიკულად ფარავდა...
ერთი კონკრეტული კურსით სიარული შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა რომ ქვევით ვეშვებოდით, ნაკადული, რომელიც უკვე მდინარედ ქცეულიყო, მაინც ქვევით გვასწრებდა, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის, ანუ ფერდობზე ცერად დაშვების შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ მდინარე ჩვენს ქვემოთ 10-15 მეტრით დაბლა იყო...
პირდაპირ ქვევით ვეშვებოდით და ისევ გზას ვაგრძლებდით, ალაგ-ალაგ გზის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა, წაქცეული-ამოტრიალებული ხეებისა და ფერდობზე გამოჩრილი კდეების გამო, ისევ იძულებული ვხდებოდით მდინარის კალაპოტში ჩავსულიყავით და კალაპოტში გაგვეგრძლებინა გზა, 20-25 მეტრის შემდეგ ან ჩანჩქერი გვხვდებოდა ან ჩამოვარდნილი მორების ხერგილები...

ზევით ავდიოდით, უფრო სწორად ავბობღდებოდით, მეტნაკლებად ადვილად გასაძრომ ადგილს ვპოულობდით და ისევ ნელ-ნელა ვეშვებოდით ხეობის გაყოლებით, ისევ მდინარის თავზე 10-15-20 მეტრის ზევით ავღმოჩნდებოდით, ისევ ქვევით, კალაპოტისკენ ჩამოსრიალება, ისევ კალაპოტში ტოპაობა, ისევ ზევით ავბობღება, ისევ ძრომიალი, ისევ მორების ნგრევა-ჩეხვა, ისევ ნეშომპალაზე სრიალი, ხეებზე ჩამოკონწიალება, ისევ კალაპოტი, ისევ ხერგილები...
2-3 კილომეტრი ასე სიგრძე-სიგანე, მაღლა-დაბლა ზიგზაგებით ვიბობღიალეთ, სანამ ყინწი არ გაგვძვრა...
საღამოვდებოდა...
უფრო სწორად უკვე 6 სათი ხდებოდა...
2 საათში დაღამებას დაიწყებდა, 9-ზე უკვე ღამე იქნებოდა.
გეგმით 8 საათზე ჯერ კიდევ ნათელზე უნდა გავჩერებულიყავით და ღამის გასათევი მოგვეწყო...
მაგრამ ნათელი იყო, რომ ამ ხეობიდან ესე ადვილად ვერ გავაღწევდით და თუ გავაღწევდით, მეტნაკლებად უსაფრთხო ადგილამდე დაღამებამდე ვერ მივაღწევდით...
შუა ტყეში ღამის გათენება მგლების გამო არ გვინდოდა.
სხვა გამოსავალი არ იყო, გზა უნდა გაგვეგრძელებინა...
ხეობა შეღავათს არ გვაძლევდა... რამდენჯერმე ცუდად მოვწყდით ფერდობიდან, ჩაჩეხვამდე არაფერი გვაკლდა...
საბოლოოდ, რამდენჯერმე ნაჭამი შიშის მერე, იმის გააზრება, რომ რომელიმეს რომ ტრავმა მიეღო, მეორისთვის მისი აქედან გაყვანა ძალიან ძნელი იქნებოდა, გვაიძულა უფრო ფრთხილად გვებობღიალა.
აშკარად იქ შემოვედით სადაც არ უნდა შემოვსულიყავით, ნაკადულის კალაპოტის აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც რუკაზე ბილიკები იყო აღნიშნული. ჩვენი აქ შემობოდიალება თუმცა ცალსახა შეცდომად აღვიქვით, მაგრამ ხეობიდან გასასვლი მხოლოდ 2 გზა იყო, ან უკან წყალგამყოფისკენ, რასაც ვარაუდადაც კი არ ვიღებდით ან წინ, ადრე თუ გვიან მდინარე ხეობიდან გავიყვანდა...
ზევით ასვლა და ხეობის სიგანეზე გადაკვეთა ჩვენს ძალებს ცალსახად აღემატებოდა...
დრო აღარ ითმენდა, წინ უნდა გვევლო...
წინასწარი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ ღამე ტყეში არ გაგვეთია, ძალაუნებურად საბანაკე ადგილების შეთვალიერება და ვიწყეთ, ასეთები თითქმის არ იყო, ანუ მეტნაკლებად მოსწორებული ადგილი 2 კაცისთვის და კოცონისთვის და საკარვე ცელოფნი გადასაფარებელი მოსახერხებელი ხეებით, მაგრამ 300-500 მეტრიანი დისტანციებით ასეთი ადგილების შერჩევა შეიძლებოდა.
ტყე ოდნავ გამეჩხერდა, ისე რომ ცა გამოჩნდა, ერთგან, მდინარის მარჯვენა ნაპირზე ხეზე კონწიალის დროს მოპირდაპირე მხარეს ქვევით მთის ქედი შევნიშნე...
ნაპსტერს რუკა გამოვართვი...
ის იყო, რუკის მიხედვით მდინარის ამ ნაწილს მარცხნიდან შენაკადი ერთვოდა, შენაკადს თავის მხრივ მარცხენა მხარეს ქედი მიუყვებოდა, ამ შენაკადების შესართავთან ბილიკი იყო დატანილი. თუმცა რუკა მანძილი გასაზომად არ გამოგვადგებოდა, მაგრამ იმის შეგრძნება რომ რაღაც ორიენტირი არის და ბრძმად არ მივდივართ, უკვე შეღავათი იყო...
გზას განვაგრძობდით, დროს მნიშვნელობა აღარ ქონდა, აქედან უნდა გაგვეღწია...
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიბობღიალეთ...
ვიყურები ქვევით და ნაპსტერს ვეუბნევი, ხე...
რა ხე...
ქვევით ჩაიხედე ვეუბნევი და ხელით ვანიშნებ...
ნაპსტერი იყურება და ჩაჯდა...
გაგვეცინა...
სივილაიზეიშენ ვეუბნევი...
მიწაააა!!! ყვრის...
ქვევით 50 მეტრის დაშორებით ბენზოხერხით გადაჭრილი ჯირკი ჩანდა...
ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოჭრილი ხის დანახვა ასე გამიხარდებოდა...
გამოვაღწიეთ...
მოჭრილი ხე იმას ნიშნავდა, რომ აქ ახლოს სამანქანო გზა იქნებოდა...
მოჭრილი ხისკენ დავეშვით...
დიდი ხნის წინ დაჭრილი მორები ხელუხლებლად ეყარა, ეტყობა კი მოჭრეს, მაგრამ აქედან ვეღარ გაიტანეს, ნასტერმა გადანაჭრელებზე მეტყევის დამღები შეამჩნია...
კალაპოტისკენ გავიკვალეთ გზა...
ცოტაც და სამანქანო გზაც გამოჩნდა, სამანქანო რა... სამხიდიანი ურალი გაივლიდა.
აქედან უკვე ადვილად შეგვეძლო გვევლო...
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა.