აი ცხენზე, რომ კიდია იმ ჩანთაზე ვამბობ
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
gurzi
აი ცხენზე, რომ კიდია იმ ჩანთაზე ვამბობ

აი ცხენზე, რომ კიდია იმ ჩანთაზე ვამბობ
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
ცხენზე 2 ჩანთა კიდია.lama wrote:gurzi
აი ცხენზე, რომ კიდია იმ ჩანთაზე ვამბობ
ხაკისფერი ჩემია, ლურჯი ნაპსტერის.
ეტყობა ნაპსტერისაზე ამბობ.
გეთანხმები კარგი კარგი ჩანთაა.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
მანდ 3 სხვა და სხვა გზით ვარ ასული. ტრეკი რო გქონოდა მივხვდებოდი სად იარეთ. აი წყალგამყოფის იქეთ მანქანით მხოლოდ ერთი გზა ჩადის.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
Nika
ტრეკი რა არის?ტრეკი რო გქონოდა მივხვდებოდი სად იარეთ.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
GPS ტრეკი. ანუ სად იარეთ ის გზა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
ყოჩაღ, კარგი მარშუტი გივლიათ..
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
მადლობა რეპორტაჟისთვის და ინფო-რუქებისთვის! თხრობის სტილითაც ვისიამოვნე
მაგრამ ორ დღეში 60 კმ... არის ამაში რაღაც მაზოხისტური...
ვალიკოს მოძრაობის განრიგს ხომ ვერ მიგვითითებ?
როგორც მივხვდი ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანია
ხო, კიდე იმაზე ვიხალისე რომ ყველა ფოტოსთვის სხვადასხვა ნიღაბი დაგიმზადებია
ვალიკოს მოძრაობის განრიგს ხომ ვერ მიგვითითებ?
ხო, კიდე იმაზე ვიხალისე რომ ყველა ფოტოსთვის სხვადასხვა ნიღაბი დაგიმზადებია
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
იგულისხმება, თქვენ მიერ განვლილ მიმართულებაზე ლაშქრობის გარდა, რისი გაკეთება შეიძლება.gurzi wrote:18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: ეს ვერ გავიგე რა პირობები.
ვთქვათ, თევზაობა, ველომოგზაურობა, ფეხბურთის თამაში, ნებადართული ნადირობა, სოკოს
შეგროვება, ნავჯომარდობა და ა.შ
ვიცი, რომ ეგ ადგილები მთაუხვიანია.gurzi wrote:GAMARJOBA SAKARTVELOმთაუხვიანი?ლამაზი მიმართულება შეგირჩევია.
მთაუხვიანიც არის.
რაც დაწერილია მანდ ეგ არი გზის მეოთხედი, 3 მაგდენი კიდევ წინაა მაგრამ წერა მეზარება, მოგვიანებით დავწერ.
მანდედან უკვე იწყება რკონისკენ მიმავალი ბილიკები და უბილიკობა, სადაც მზე არ ჩანს
სახეები გარკვეული მოსაზრებითაა დაფარული.ვფიქრობ, რომ ფოტოებზე სახეები არ უნდა დაგეფარა.
სინტერესო მოლაშქრეები ჩანხართ და მიიღეთ კარავულ გასვლებში მონაწილეობაც
თემა კოპირდება აისის ფორუმიდან.
აისის ფორუმზე კი მოქმედებს მკაცრი წესი, არც ერთი აისელის სახე ინტერნეტში.
კარვვულ გასვლებზე კი რა მოგახსენოთ, აისელების გასვლებსაც ძლივს უძლებს ჩვეულებრივი ადამიანი.
ვერ ვიტყვი, რომ დიდი მთებია, მაგრამ მრავალი გორაკი და ბორცვი რომ არის, ვიცი.
წიფლნარ-რცხილნარ-მუხნარი ტყეებით.
რაც შეეხება ფოტოებზე სახეების დაფარვას, ვფიქრობ, რომ ზედემტად უცნაური წესი გაქვთ.
ახლა გულდასმით წავიკითხე შენი რეპორტაჟი.
ძნ კგ მთხრობელი ხარ.
მინიბუსის ისტორიაზე გულიანად ვიცინე.
თემის გაგრძელებას ვისურვებდი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
Nika
Gvalva
ჩვენი მიზანიც მხოლოდ მანძილის დაფარვა იყო, ანუ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მისვლა...
2 დღე კიდევ ბევრია.
რელურად ერთი დრღის 11 საათიდან მეორე დღის 1 საათამდე ვიარეთ.
ღამისთევა და ძილი ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე.
არ არის ბევრი... სრულიად ჩვეულებრივი სიჩქარეა.
GAMARJOBA SAKARTVELO
ველომოგზაურობა- არა მგონია, ძალიან მოუხერხებელი იქნება.
ყოველ შემთხვევაში ამ მარშრუტზე.
ფეხბურთის თამაში-
თუ ბრთი გექნებათ ეგ ყველგან შეიძლება 
ნებადართული ნადირობა- მანგლისის რაიონში არა მგონია, მანდ ნაკრძალი ზონაა... კასპის რაიონში ალბათ კი... კურდღელზე, დათვზე, მგელზე, მელაზე, ცოტა ქვევით ყანებში მწყერი იცის, შველიც შეიძლება შეგხვდეს.
გარეული ღორია ოხრად.
ნავჯომარდობა - არააა... ძალიან პატარა მდინარეებია.
არა, ჯიპიესი არ გვქონდა.GPS ტრეკი. ანუ სად იარეთ ის გზა.
Gvalva
სამწუხაროდ კომპზე ფოტოშოპი არ მაქვს, ხოლო პაინტით ნორმალურად ვერ დამაქვს მარშრუტი.მადლობა რეპორტაჟისთვის და ინფო-რუქებისთვის! თხრობის სტილითაც ვისიამოვნე Smile მაგრამ ორ დღეში 60 კმ... არის ამაში რაღაც მაზოხისტური...
ჩვენი მიზანიც მხოლოდ მანძილის დაფარვა იყო, ანუ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მისვლა...
2 დღე კიდევ ბევრია.
რელურად ერთი დრღის 11 საათიდან მეორე დღის 1 საათამდე ვიარეთ.
ღამისთევა და ძილი ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე.
არ არის ბევრი... სრულიად ჩვეულებრივი სიჩქარეა.
ორიენტირი ნამტვრიანის მთის დასავლეთი და ეფრემის კლდის აღმოსავლეთი, ამაზე ზუსტად აღწერა შეუძლებელია. გასასვლელი მანდ არის.ვალიკოს მოძრაობის განრიგს ხომ ვერ მიგვითითებ? Smile როგორც მივხვდი ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანია
GAMARJOBA SAKARTVELO
თევზაობა-ალბათ... მე ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ თეძმის სათავეებში კალმახი და მურწა იცისო.თქვენ მიერ განვლილ მიმართულებაზე ლაშქრობის გარდა, რისი გაკეთება შეიძლება.
ვთქვათ, თევზაობა, ველომოგზაურობა, ფეხბურთის თამაში, ნებადართული ნადირობა, სოკოს
შეგროვება, ნავჯომარდობა და ა.შ
ველომოგზაურობა- არა მგონია, ძალიან მოუხერხებელი იქნება.
ყოველ შემთხვევაში ამ მარშრუტზე.
ფეხბურთის თამაში-
ნებადართული ნადირობა- მანგლისის რაიონში არა მგონია, მანდ ნაკრძალი ზონაა... კასპის რაიონში ალბათ კი... კურდღელზე, დათვზე, მგელზე, მელაზე, ცოტა ქვევით ყანებში მწყერი იცის, შველიც შეიძლება შეგხვდეს.
გარეული ღორია ოხრად.
ნავჯომარდობა - არააა... ძალიან პატარა მდინარეებია.
ხო... მართალი ხარ.ვიცი, რომ ეგ ადგილები მთაუხვიანია.
ვერ ვიტყვი, რომ დიდი მთებია, მაგრამ მრავალი გორაკი და ბორცვი რომ არის, ვიცი.
წიფლნარ-რცხილნარ-მუხნარი ტყეებით.
რაც არის ეს არის.რაც შეეხება ფოტოებზე სახეების დაფარვას, ვფიქრობ, რომ ზედემტად უცნაური წესი გაქვთ.
როგორც მიბრძანებთახლა გულდასმით წავიკითხე შენი რეპორტაჟი.
ძნ კგ მთხრობელი ხარ.
მინიბუსის ისტორიაზე გულიანად ვიცინე.
თემის გაგრძელებას ვისურვებდი.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
თავი V
თრიალეთის ქედი.
ცოტა ხანს კიდევ ვიარეთ...
სწრაფი კროსი საჭირო აღარ იყო, ამიტომ ტაატით, აუჩქარებლად მოვდიოდით და თან არემარეს ვათვალიერებდეთ.
ფართე, ასე მეტრნახევარი სიგანის ბილიკი მეჩხერ, მაგრამ მაღალ ტყეში მიდიოდა, აქა იქ კლდეები ამოშვერილიყო, გასაოცრად ბევრ ხეს მეხი ქონდა დაცემული, 10 თუ 12 მაინც მომხვდა თვალში, დიდრონი ხეები ფესვიანად იყო ამოგლეჯილი და უკუღმა ჩაჩეხილი, ეს უცნაურად ჩანდა, თურმე ჯერ სადახარ, წინ ასეთი ზევითფესვებმოქცეული ხეების ტყე გველოდა.
შესვენება გადავწყვიტეთ...
დაბურულ მდელოზე შევჩერდით და თავის მოწესრიგება დავიწყეთ...
სველი მაიკების გაწურვა, ბათინკის გასწორება...
ვალიკოს ცხენმა თავისი წილი ბუზებიდან რამდენიმე დაგვიტოვა და ისინიც გასაოცარი აქტიურობით დაგვტრიალებდნენ თავს, ვერ მოგვერივნენ და დასახმარებლად კოღოებს უხმეს...
ჩვენც მედგრად დავუდექით, ანთებული სიგარეტის კვამლი დავახვედრეთ, ამან გაჭრა და შეგვეშვნენ...

თუმცა არცერთს არ შიოდა, წახემსება მაინც გადავწყვიტეთ...
შოკოლადის პატარა ნატეხი ორივეს გვეყო, ისიც ძალით გადავყლაპეთ, ორგანიზმს ენერგია სჭირდებოდა.
ბილიკს ისევ ზევით ავუყევით და რამდენიმე ხანში მდელოზე გავედით.
რუკის მიხედვით ეს იყო ადგილი დაახლოებით ეფრემის კლდესა და ნამტვრიანის მთას შორის.
ცოტაც და წყალგამყოფზე ვიდექით.

თრიალეთის ქედის წყალგამყოფი!!! პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო
უკან ალგეთის ხეობა გვედო, წინ თეძმის ხეობა.
ამის მერე მხოლოდ წინისკენ და წინისკენ
გზა უნდა აგვერჩია.
დაბალი ხარისხის სკანერიდან ამოპრინტერებული რუკა დიდ შეღავათს არ გვაძლევდა.
ნაპსტერს პირდაპირ, ჩრდილოეთისკენ სიარული შევთავაზე, ნაპსტერმა დავათვალიეროთ ჯერო.
პირდაპირ წყალგამყოფს ეფრემის კლდისკენ მანქანის ნავალი მიუყვებოდა, ტყის მჭრელების გაკვალული თუ იქნებოდა, მას გავყევით, კვალი კლდეზე დაიკარგა, სამაგიეროდ ჩვენ მინდვრის ყვავილებით თეთრ-წითელ-იასამნისფრად მოჩითულ პატარა პლატოზე გაგვიყვანა, პლატო გადავჭერით და წინ ნაძვის, რცხილის და მუხის ხეებისგან შემდგარ ტყეში შემავალი ხეობა წარმოგვიდგა, ხეობაში ნაკადული. ეს მდინარე თეძმის რომელიღაცა მარჯვენა შენაკადის სათავე იყო. მიმართულება ჩრდილო-დასავლეთისკენ ჰქონდა. უეჭველი თეძმისკენ ჩაგვიყვანდა...
ბევრი აღარ გვიფიქრია, ნაკადულზე წყლის მარაგი ავავსეთ და ხეობას ჩავუყევით.

თქვენ გაჩეჩილაძეების ახლობლები ხომ არ ხართ?
მესმის პრომოუშენის საჭიროებისა, მაგრამ, ამ ფორუმზე ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ... გამჭვირვალედ და გამხელილად...
ეს ისე...

პრომოკამპანია კი მშვენიერია...
თხრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ...
სერიოზულლლლ!!!
მესმის პრომოუშენის საჭიროებისა, მაგრამ, ამ ფორუმზე ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ... გამჭვირვალედ და გამხელილად...
ეს ისე...
პრომოკამპანია კი მშვენიერია...
თხრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ...
სერიოზულლლლ!!!
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
გაცნობას, დამეგობრებას წინ რა უდგას მერე?ARCHILI wrote:თქვენ გაჩეჩილაძეების ახლობლები ხომ არ ხართ?
![]()
მესმის პრომოუშენის საჭიროებისა, მაგრამ, ამ ფორუმზე ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ... გამჭვირვალედ და გამხელილად...
ეს ისე...
პრომოკამპანია კი მშვენიერია...
თხრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ...
სერიოზულლლლ!!!
აისის ინტერნეტწესები ინტერნეტში რჩება
ხო...
პრომოუშენი რა არის?
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
ამას როცა ვწერ, კომპიუტერთან რბილ საოფისე სავარძელში მოკალათაებული, წინ დიდი ხნის დალეული ყავის ფინჯნით, სრულ სიმშვიდეში, მყუდროებას მხოლოდ ქულერის ბრუალი არღვევს...
ღამის 2 საათია, არ მეძინება, თუმცა ადრე ვარ ასადგომი...
მარშრუტის ამ მონაკვეთის აღწერა ყველაზე მეტად გამიჭირდება...
მოკლე მონაკვეთია, მაგრამ უკან რომ ვიხედები, მხოლოდ ერთი აზრი მრჩება, "დედა რა იყო ეს ჰა?".
ეს მონაკვეთი ემოციით ყველაზე დატვირთული იყო, თუმცა მოსაყოლი თითქმის არაფერია...
უბრალოდ ვეშვებოდით ხეობაში...
სურათები თითქმის არ გადაგვიღია...
საამისო თავი არ გვქონდა, არადა როგორ გამომადგებოდა გახსენებაში.
დავწერ და შემდეგ თავს ვაიძულებ დავიძინო.
მაშ ასე...
გავაგრძელოთ.
თავი VI
ხევში დაშვება.
ნაკადულის კალაპოტი დაკლაკნილად მიემართებოდა, ჩვენ პირდაპირ ჩავდიოდით, ნაკადულის გადაკვეთა, ცოტა აღმართი, დაღმართი, ისევ გადაკვეთა ისევ ცოტა აღმართი, ისევ დაღმართი....

ეს ცოტა ხანი გაგრძელდა, ნაკადულმა, რომელილც უკვე მოზრდდილი რუს ხელა გამხდარიყო, მკვეთრად მოუხვია და ქვევით დაეშვა, წინ დამრეცი ფერდობი გვედო, ფერდობზე მეჩხერად ამოსული ხეები, ხეებს შორის ჩალაგებული მორების ხერგილები...

ქვევით დავეშვით, ხეებს ვეჭიდებოდით, მორებს ვალაჯებდით, ქვევიდან ვძვრებოდით, ნაპსტერმა რომელასაც უშნოდ გადახერგილმა მორმა გადაუღობა გზა, იფიქრა დავაგორებ ამასო და ხეს ფეხი კრა...
ადგილზე გავშრით... ხის ასე 30 სანტიმერი დიამეტრის სისქის მორს ნახევარმეტრიანი ნაწილი ჩატყდა შუაში...
აღმოჩნდა რომ მორები სრულიად გამომპალი და დაფუტურობევული იყო.
შემდგომში ნაპსტერის აღმოჩენილი მეთოდი ხშირად გამოვიყენეთ გზის გასათავისუფლებლად წაქცეულ ხეს მძლავრად ვურტყავდით და ისიც იფშვნებოდა...
ასე... აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ, ხეების მტვრვა-გლეჯით ვაგრძელებდით გზას, ხეობამ თუ ხევმა რელიეფი იცვალა, მკვეთრად ციცაბო ფორმა მიიღო...
სქელი ნეშონპალით დაფარული ნიადაგი ფეხქვეშ სრიალებდა, მაღალი ხის ვარჯები ცას პრაქტიკულად ფარავდა...
ერთი კონკრეტული კურსით სიარული შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა რომ ქვევით ვეშვებოდით, ნაკადული, რომელიც უკვე მდინარედ ქცეულიყო, მაინც ქვევით გვასწრებდა, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის, ანუ ფერდობზე ცერად დაშვების შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ მდინარე ჩვენს ქვემოთ 10-15 მეტრით დაბლა იყო...
პირდაპირ ქვევით ვეშვებოდით და ისევ გზას ვაგრძლებდით, ალაგ-ალაგ გზის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა, წაქცეული-ამოტრიალებული ხეებისა და ფერდობზე გამოჩრილი კდეების გამო, ისევ იძულებული ვხდებოდით მდინარის კალაპოტში ჩავსულიყავით და კალაპოტში გაგვეგრძლებინა გზა, 20-25 მეტრის შემდეგ ან ჩანჩქერი გვხვდებოდა ან ჩამოვარდნილი მორების ხერგილები...

ზევით ავდიოდით, უფრო სწორად ავბობღდებოდით, მეტნაკლებად ადვილად გასაძრომ ადგილს ვპოულობდით და ისევ ნელ-ნელა ვეშვებოდით ხეობის გაყოლებით, ისევ მდინარის თავზე 10-15-20 მეტრის ზევით ავღმოჩნდებოდით, ისევ ქვევით, კალაპოტისკენ ჩამოსრიალება, ისევ კალაპოტში ტოპაობა, ისევ ზევით ავბობღება, ისევ ძრომიალი, ისევ მორების ნგრევა-ჩეხვა, ისევ ნეშომპალაზე სრიალი, ხეებზე ჩამოკონწიალება, ისევ კალაპოტი, ისევ ხერგილები...
2-3 კილომეტრი ასე სიგრძე-სიგანე, მაღლა-დაბლა ზიგზაგებით ვიბობღიალეთ, სანამ ყინწი არ გაგვძვრა...
საღამოვდებოდა...
უფრო სწორად უკვე 6 სათი ხდებოდა...
2 საათში დაღამებას დაიწყებდა, 9-ზე უკვე ღამე იქნებოდა.
გეგმით 8 საათზე ჯერ კიდევ ნათელზე უნდა გავჩერებულიყავით და ღამის გასათევი მოგვეწყო...
მაგრამ ნათელი იყო, რომ ამ ხეობიდან ესე ადვილად ვერ გავაღწევდით და თუ გავაღწევდით, მეტნაკლებად უსაფრთხო ადგილამდე დაღამებამდე ვერ მივაღწევდით...
შუა ტყეში ღამის გათენება მგლების გამო არ გვინდოდა.
სხვა გამოსავალი არ იყო, გზა უნდა გაგვეგრძელებინა...
ხეობა შეღავათს არ გვაძლევდა... რამდენჯერმე ცუდად მოვწყდით ფერდობიდან, ჩაჩეხვამდე არაფერი გვაკლდა...
საბოლოოდ, რამდენჯერმე ნაჭამი შიშის მერე, იმის გააზრება, რომ რომელიმეს რომ ტრავმა მიეღო, მეორისთვის მისი აქედან გაყვანა ძალიან ძნელი იქნებოდა, გვაიძულა უფრო ფრთხილად გვებობღიალა.
აშკარად იქ შემოვედით სადაც არ უნდა შემოვსულიყავით, ნაკადულის კალაპოტის აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც რუკაზე ბილიკები იყო აღნიშნული. ჩვენი აქ შემობოდიალება თუმცა ცალსახა შეცდომად აღვიქვით, მაგრამ ხეობიდან გასასვლი მხოლოდ 2 გზა იყო, ან უკან წყალგამყოფისკენ, რასაც ვარაუდადაც კი არ ვიღებდით ან წინ, ადრე თუ გვიან მდინარე ხეობიდან გავიყვანდა...
ზევით ასვლა და ხეობის სიგანეზე გადაკვეთა ჩვენს ძალებს ცალსახად აღემატებოდა...
დრო აღარ ითმენდა, წინ უნდა გვევლო...
წინასწარი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ ღამე ტყეში არ გაგვეთია, ძალაუნებურად საბანაკე ადგილების შეთვალიერება და ვიწყეთ, ასეთები თითქმის არ იყო, ანუ მეტნაკლებად მოსწორებული ადგილი 2 კაცისთვის და კოცონისთვის და საკარვე ცელოფნი გადასაფარებელი მოსახერხებელი ხეებით, მაგრამ 300-500 მეტრიანი დისტანციებით ასეთი ადგილების შერჩევა შეიძლებოდა.
ტყე ოდნავ გამეჩხერდა, ისე რომ ცა გამოჩნდა, ერთგან, მდინარის მარჯვენა ნაპირზე ხეზე კონწიალის დროს მოპირდაპირე მხარეს ქვევით მთის ქედი შევნიშნე...
ნაპსტერს რუკა გამოვართვი...
ის იყო, რუკის მიხედვით მდინარის ამ ნაწილს მარცხნიდან შენაკადი ერთვოდა, შენაკადს თავის მხრივ მარცხენა მხარეს ქედი მიუყვებოდა, ამ შენაკადების შესართავთან ბილიკი იყო დატანილი. თუმცა რუკა მანძილი გასაზომად არ გამოგვადგებოდა, მაგრამ იმის შეგრძნება რომ რაღაც ორიენტირი არის და ბრძმად არ მივდივართ, უკვე შეღავათი იყო...
გზას განვაგრძობდით, დროს მნიშვნელობა აღარ ქონდა, აქედან უნდა გაგვეღწია...
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიბობღიალეთ...
ვიყურები ქვევით და ნაპსტერს ვეუბნევი, ხე...
რა ხე...
ქვევით ჩაიხედე ვეუბნევი და ხელით ვანიშნებ...
ნაპსტერი იყურება და ჩაჯდა...
გაგვეცინა...
სივილაიზეიშენ ვეუბნევი...
მიწაააა!!! ყვრის...
ქვევით 50 მეტრის დაშორებით ბენზოხერხით გადაჭრილი ჯირკი ჩანდა...
ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოჭრილი ხის დანახვა ასე გამიხარდებოდა...
გამოვაღწიეთ...
მოჭრილი ხე იმას ნიშნავდა, რომ აქ ახლოს სამანქანო გზა იქნებოდა...
მოჭრილი ხისკენ დავეშვით...
დიდი ხნის წინ დაჭრილი მორები ხელუხლებლად ეყარა, ეტყობა კი მოჭრეს, მაგრამ აქედან ვეღარ გაიტანეს, ნასტერმა გადანაჭრელებზე მეტყევის დამღები შეამჩნია...
კალაპოტისკენ გავიკვალეთ გზა...
ცოტაც და სამანქანო გზაც გამოჩნდა, სამანქანო რა... სამხიდიანი ურალი გაივლიდა.
აქედან უკვე ადვილად შეგვეძლო გვევლო...
ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა.

შენ ლიტერატორი ხომ არ ხარ?
ყოჩაღ!!!
შესანიშნავი თხრობაა...
შენ ლიტერატორი ხომ არ ხარ?
ყოჩაღ!!!
შესანიშნავი თხრობაა...
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა
ARCHILI
გავაგრძელოთ
საბედნიეროდ არა.შენ ლიტერატორი ხომ არ ხარ?
მადლობა...ყოჩაღ!!!
შესანიშნავი თხრობაა...
გავაგრძელოთ
ჯერ საქართველო!!!