კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 24 აგვ 2009, 23:43

ამერიკული გავლენის ზღვარი

"გარდიანი"

სტენლი კობერი


ამერიკა მისი მზარდი საგარეო ვალითა და არმიით, რომელიც ქვეყანას უზარმაზარ ტვირთად ექცა, ზესახელმწიფო აღარ არის. მისი დაპირებები უცხოელი მოკავშირეების დახმარებაზე, არასერიოზულად გამოიყურება

საქართველოსა და უკრაინაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ქვეყნებს დაპირდა, რომ შეერთებული შტატები არანაირ გავლენის სფეროებს არ აღიარებს. ”ქვეყნებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი პარტნიორები და ალიანსები რომლებშიც სურთ გაწევრიანება” - განაცხადა მან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო-ს კარი მათთვის ძველებურად ღიაა.

ეს ღირსეული პოზიციია, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად არარეალისტური.

ჯერ ერთი, გავლენის სფეროები მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, მათ ვინმე აღიარებს თუ არა. სახელმწიფოს ძალა მიზიდულობის ძალას ჰგავს: ის უფრო მეტ გავლენას იმ ქვეყნებზე ახდენს, რომლებიც მასთან ახლოს მდებარეობენ. როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ პოპულარულ ანდაზაშია ნათქვამი - “საცოდავი მექსიკა: რა შორსაა ღმერთისგან და რა ახლოს - შეერთებულ შტატებთან.”

“ცივი ომის” ეპოქის ყველაზე სახიფათო კრიზისი, როდესაც საბჭოეთმა კუბაში რაკეტები განათავსა, სწორედ გავლენის სფეროების ურთიერთაღიარებით დარეგულირდა. მოსკოვი კუბადან მისი რაკეტების მოცილებაზე მას შემდეგ დასთანხმდა, რაც შეერთებულმა შტატებმა მას იმის გარანტიები მისცა, რომ თურქეთიდან მსგავს რაკეტებს მოაშორებდა. მართალია, თურქეთი მაშინ უკვე ნატო-ს წევრი იყო, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს ქვეყანა ყოველშემთხვევაში იმ კონკრეტულ მომენტში, საბჭოთა გავლენის სფეროში იმყოფებოდა.

თუკი საქართველო და უკრაინა რუსეთთან კონფრონტაციას წამოიწყებენ, აშშ ცოტა რამის გაკეთებას თუ შესძლებს. არსებობს განსაზღვრული გეოგრაფიული რეალობები, რომელთა გადალახვა არსებული სამხედრო რესურსებით უბრალოდ შეუძლებელია. ეს ქვეყნები რუსეთს ესაზღვრებიან, შეერთებული შტატები კი შორსაა.

ამერიკის დაპირებები ისეთივე ღირებული აღმოჩნდება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საფრანგეთის მიერ პოლონეთისთვის მიცემული დანაპირები. ამის თაობაზე ცოტამ თუ იცის, მაგრამ საფრანგეთმა მაშინ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ 15 დღის განმავლობაში გერმანიაზე შეტევას წამოიწყებდა, თუ ეს უკანასკნელი პოლონეთს თავს დაესხმებოდა. პოლონელებისთვის საუბედუროდ, საფრანგეთის დანაპირები არასერიოზული იყო, როდესაც გერმანია მათ თავს დაესხა, საფრაგეთმა ომი გამოაცხადა - და არც არაფერი გაუკეთებია.

მსგავს ვითარებაში, აშშ-ც ზუსტად ასე მოიქცევა - ის არაფერს გააკეთებს. შეერთებული შტატები არაფერს გააკეთებს, რადგან არაფრის გაკეთება არ შეიძლება. გარდა ამისა, ამერიკული არმია მთლიანად დაკავებულია. ავღანეთში კონტინგენტის გაზრდისთვის, აშშ-მ ის ერაყში უნდა შეამციროს. დღეს ამერიკას უცხოეთის სამხედრო მოქმედებების სცენაზე ერთდროულად 200 000 ამერიკელ სამხედროზე მეტის განთავსება არ შეუძლია.

იმ საუბრების მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფოა, ამ ციფრების დავიწყება არ ღირს. ვიეტნამის ომის პიკში, შეერთებულმა შტატებმა იქ ნახევარმილიონიანი სამხედრო დაჯგუფება აამოქმედა, თუმცა ვიეტნამის მოსახლეობა ნაკლები იყო და ასეთ შემთხვევაშიც კი აშშ საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმაზე პასუხს არ აგებდა.

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს გაცილებით ნაკლები სამხედროს ამოქმედება შეუძლია. ამერიკულ საზოგადოებაში რაღაც შეიცვალა, როდესაც ავღანეთის და ერაყის ომებთან დაკავშირებით სამხედრო ხარჯები გაიზარდა, ჯორჯ ბუშს ამ ომების ფინანსური უზრუნველყოფის არავითარი საშუალება არ წარმოუდგენია. მას არ გაუზრდია გადასახადები, სხვა სფეროებში არ შეუმცირებია ხარჯები, ქვეყანას არ გამოუცია სამხედრო სესხის ობლიგაციები. ის მშვიდად აგრძელებდა ვალების დაგროვებას.

პოლიტიკური განაჩენი ასეთი გახლდათ: ამერიკელმა ხალხმა საყიდლებზე უნდა იაროს. ომი საზოგადოებას მთლიანობაში არ შეეხება. ომის ტვირთი მხოლოდ რჩეულებს დააწვება.

აშშ ომს არასერიოზულად მიუდგა, მაგრამ მათგან, ვინც ომის ხარჯები და მისი შედეგები ვერ გათვალა, ის გამონაკლისი არ არის. 11 სექტემბრის შემდეგ, ნატო-მ თავისი წესდების მე-5 მუხლი დაიმოწმა, რათა ამერიკისთვის სოლიდარობა გამოეხატა. ნატო-ს ძალებმა ავღანეთში პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო, შემდეგ კი გადაწყვიტა რა რომ ომში გაიმარჯვა, მთლიანად ომის შემდგომ აღდგენით პროცესებზე მოახდინა კონცენტრაცია.

მაგრამ როდესაც საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა და დანაკარგები გაიზარდა, ავღანეთის მისიისადმი საზოგადოებრივმა მხარდაჭერამ შესუსტება დაიწყო. “ამას ხმამაღლა არავინ იტყვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყველანი ავღანეთის დატოვების ჩვენეულ სტრატეგიაზე ვსაუბრობთ” - განაცხადა ნატო-ს აპრილის სამიტზე ერთმა მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა - ”ჩვენ იქიდან მოვდივართ. ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ხერხებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი იქაურობას.”

როდესაც “ცივი ომი” დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ მათ ვერავინ მოერევა. მარტივად მოპოვებულმა გამარჯვებებმა სპარსეთის ყურის პირველ ომსა და ბალკანეთში, ეს განცდა კიდევ უფრო განამტკიცა.

მაგრამ დღეს, წარსული ტრიუმფები გამონაკლისს უფრო ჰგავს ვიდრე კანონზომიერებას. ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ისინი მტრებს მომავალშიც დაამარცხებდნენ ზუსტად ისე, როგორც 90-იან წლებში, მაგრამ ცდებოდნენ.

და მაინც, აშშ კვლავ არიგებს დაპირებებს და ხალხსაც მათი სჯერა, მაგრამ უბედურების ჟამს მათ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა მათ დასახმარებლად არ გაიქცევა.

დროა გულწრფელები ვიყოთ, როგორც ამერიკელების, ასევე იმათ მიმართაც, ვისაც მათი დაპირებების სჯერა.

:!: :!: :!:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ნიმფა » 24 აგვ 2009, 23:53

დამაფიქრებელი სტატიაა!

მომეწონა!

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by burdiani » 25 აგვ 2009, 10:52

რუსეთს ესაზღვრებიან შტატები შორსაააა


:D :D :D

90 იანი წლების ფრთიანი ფრაზა


არც მე ვფიქრობ რომ ვინმე ჩვენთვის იომებს, მაგრამ ყველაფერი ისე არააა როგორც გვეჩვენება


:!:
საქართველოსთვის!

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლობო » 26 აგვ 2009, 16:32

ამ რუკაზე დიკლოს მხარეს რაღაც ტერიტორიაა მონიშნული დროებით დაკარგული ტუშეთის ტერიტორიაო და ხომ არ იცით რაზეა საუბარი?

http://wikimapia.org/#lat=42.4090091&lo ... 12&l=0&m=b

და კიდევ ამას წინათ ერთი წერილი წავიკითხე:

http://evolutsia.net/?p=175

აქაც როგორც გავიგე თუშეთის დაკარგულ მიწებია ნახსენები აგვისტოს მერე...

არადა რომ არა ეს შემთხვევითი ინფორმაციები არანაირი ხმაური ამის შესახებ არ გამიგია...

ვინმეს გაქვთ ინფორმაცია რა ხდება თუშეთში?
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 27 აგვ 2009, 01:19

შფოთი აშშ-ს მიერ ქართული ჯარის წვრთნის გამო



მოსკოვი - ჯეფ მორელმა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ - ”განახლდება საქართველოს ჯარის წვრთნები, რათა ავღანეთსა და ერაყში გასამგზავრებლად ის ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს”

პირველი ამერიკელი ინსტრუქტორი ამ თვის დასაწყისში საქართველოში, თბილისში ჩავიდა.

პენტაგონის წარმომადგენლებმა სთქვეს, რომ ამ განზრახვებზე რუსეთს აცნობეს.

მორელი შეეცადა რუსეთისთვის აეხსნა, რომ წვრთნები არ გულისხმობს ქართული არმიის მომზადებას ახალი სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის, ისეთისთვის, როგორიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.

მორელმა აღნიშნა, რომ აშშ მზად იყო საქართველოს არმიის გაწვრთნასთან დაკავშირებით რუსეთის უკიდურესად ნეგატიური რეაქციისთვის.

თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციას სხვაგვარი რეაქცია არც შეიძლება ჰქონოდა.

პირველი წვრთნები

მსოფლიოს ახსოვს, ქართული არმიის პირველი წვრთნები, რომელიც 2001 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ ამ არმიამ პირველად სცადა სამხრეთ-ოსეთის ოკუპირება, თუმცა მაშინ ისეთი სრულმასშტაბიანი ოპერაციები, როგორიც 2008 წლის აგვისტოში იყო არ ჩატარებულა. 12 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის ომის დასრულების ერთი წლისთავი იყო.

მაგრამ ომიდან ერთი წლის შემდეგ, ქართული ჯარის მდგომარეობა ოდნავ განსხვავდება იმისგან, რაც ომამდე იყო.

დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლით, საქართველოს ძლიერ არმიაში 28500 სამხედროა. ნაციონალურ ჟანდარმერიაში 6500 მოსამსახურეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში 5500, ხოლო რეზერვისტების რაოდენობა 100 000-ს უდრის.

პირველივე შეხედვით ცხადია, რომ აშშ საქართველოს ეხმარება, მათი ვერტმფრენები აშშ-შია დამზადებული. გარდა ამისა პენტაგონმა განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს და ამ დახმარების ოდენობა $16 მილიონია.

მაგრამ ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით უშუალოდ აშშ ამარაგებს. არსებობენ სხვა ქვეყნები - უკრაინა, აღმოსავლეთ-ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც მათი სამხედრო აქტივობის კოორდინირებას ვაშინგტონთან ახდენენ.

ქართული ჯარი 2001 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე შესამჩნევად შეიცვალა. ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ქართული კონტინგენტის თრეინინგი და მათი ინფრასტრუქტურა ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანეს.

2008 წლისთვის საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა და მის ჯარში 33000 ადამიანი მსახურობდა.

ელისაბედ ჰინტერმა, პენტაგონის სპიკერმა, სამხრეთ-ოსეთში ომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არ ამარაგებდა იარაღით.

აშშ-მ შარშან, კავკასიაში მომხდარი ომის გამო შეჩერებული ქართული ჯარის წვრთნების აღდგენა გადაწყვიტა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 28 აგვ 2009, 12:05

01:14 28.08.09 - საქართველოს საზღვარი მარტო თურქეთთან აქვს
[გოჩა ჯელია]
საგარეჯოს რაიონში, კერძოდ სოფელ უდაბნოს მოსახლეობასთან სასაუბროდ ჩასულმა გუბაზ სანიკიძემ, კახა შარტავამ, ნიკო ორველაშვილმა და ეროვნული ფორუმის სხვა ლიდერებმა, დავით–გარეჯას სამონასტრო კომპლექსიც მოინახულეს.

ფორუმელების აზრით, სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე უმძიმესი ვითარებაა და „ქართული სახელმწიფოს არსებობა ფაქტიურად არ იგრძნობა“.

– „აზერბაიჯანულ მხარეს სრულყოფილი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი, თავისი გამშვები პუნქტით, სასაზღვრო ნაწილით, სპორტული მოედნებით და ა.შ.

ქართულ მხარეს კი, ორად ორი მესაზღვრე ჰყავს, ყოველგვარი უზრუნველყოფის, ბაზისა და სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს „ორი კინკილა ბიჭი“ პრაქტიკულად გარეჯელი ბერების კმაყოფაზეა“ – გვიყვება ნიკო ორველაშვილი.

ფორუმელების აზრით, სიტუაცია საზღვრის ამ მონაკვეთზე, ყოველწლიურად უარესდება. შარშან აქ ორზე მეტი ქართველი მესაზღვრე ნამდვილად იდგა, თუმცა საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის ეს მონაკვეთი ქრონიკულად პრობლემატურია.

ამ ათიოდე წლის წინ, შექმნილმა ორმხრივმა სადემარკაციო კომისიამ საზღვრის საბოლოო გავლება ვერ შესძლო. როგორც ამბობენ, მოლაპარაკება თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ერთერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, სისულელით, თუ შეგნებულად, საბჭოთა პერიოდის დროინდელი ერთი რუქა წარმოადგინა.

ამ რუქაზე დავით გარეჯის კომპლექსი აზერბაიჯანის საზღვრებში იყო მოქცეული. ამას რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული მხარე ჩაეჭიდა და საზღვრის ხელახალი „დაზუსტება“ ითხოვა, რაც დღემდე გრძელდება.

– „აგვისტოს ომის შემდეგ, აქაურობისათვის სააკაშვილის მთავრობას აღარ სცალია. დღეს, ჩიჩხიტურის კოშკის, იოანე ნათლისმცემლის ლავრის მონახულება ჩვენ აღარ შეგვიძლია. დავითის ლავრის იქით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველებს აღარ უშვებენ“ – წუხს ორველაშვილი.

მოკლედ, სანამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავა გადაწყდებოდეს, საკამათო ზონა აზერბაიჯანულმა მხარემ დე–ფაქტო მიიერთა. დასამალი არაა, რომ საქართველოს სრულყოფილად დაზუსტებული საზღვარი მეზობლებიდან მხოლოდ თურქეთთან აქვს.

ქვეყნის „სასაზღვრო იმპოტენციად“ უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ფაქტიურად ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა სადავო სასაზღვრო ზონებს ცალმხრივად ეპატრონება. ქართველი მესაზღვრეები კი, „პროვოკაციების თავიდან აცილების მოტივით“ უკან და უკან იხევენ.

ამ მხრივ, განსაკუთრებით „წარმატებული“ რუსეთია, რომელიც არა მხოლოდ სადავო მიწებს ეპატრონება, არამედ ნეიტრალურ ზონებს ამცირებს და თავისი სასაზღვრო საგუშაგოები ზონის აქეთა მხარეს გადმოაქვს.

– „ასე იყო მამისონთან, ხევსურეთში და ასეა კახეთ–დაღესტანის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ყველა მაღალ წერტილზე მდგარ ციხეებს, მეტეოსადგურებს, სადაც ადრე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ, ახლა რუსები დაეუფლენ“, – ამბობენ ფორუმელები.

ეროვნული ფორუმის ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს მცოცავი აგრესიაა და სააკაშვილის სიჩუმე მათთვის გაუგებარია.

– „რუსები ფაქტიურად ყველა სასაზღვრო სტრატეგიული სიმაღლის დაკავებას ცდილობენ. ქართული კარიბჭეების მორღვევის ეს ტენდენცია საგანგაშოა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უმძიმესი საფრთხეა“, – აცხადებს ნიკო ორველაშვილი.

დავით–გარეჯაზე სხვა პრობლემაც არსებობს. კომპლექსისის სიახლოვეს ტრაფარეტები გვაუწყებენ, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი გაყიდულია. „კერძო საკუთრებაში ნადირობა აკრძალულია“ – მითითებულია ტრაფარეტებზე. ნადირობის აკრძალვა დავით-გარეჯას სიახლოვეს ნორმალურია, მაგრამ გაუგებარია, რატომ და ვისზეა გასხვისებული ეს ტერიტორია.

– „ვინც იყიდა ეს უნიკალური ლანდშაფტები, აქვს თუ არა რაიმე სახის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე?“ – კითხულობს ნიკო ორველაშვილი.

– „კერძო საკუთრება ეკონომიკური განვითარების საფუძველია, მაგრამ სახელმწიფო და კულტურული მნიშვნელობის ტერიტორიების, ნაკძალების და ტყეპარკების განკერძოებისათვის არსებობს გრძელვადიანი იჯარის ფორმები, სხვადასხვა პირობებით. აქ, სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს წინა პლანზე“, – აცხადებს ორველაშვილი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 სექ 2009, 13:30

რეციდივი ჩეჩნეთსა და მის სამეზობლოში

ელენ ბარი



მოსკოვი - სულ რაღაც ერთი წლის წინ რუსეთის ხელისუფლები ისე ამაყობდნენ ჩრდილოეთ-კავკასიაში დამყარებული წესრიგით, რომ ჩეჩნეთი ვალდაის სადისკუსიო კლუბის წევრების თავმოყრის ადგილად აქციეს. ვალდაის სადისკუსიო კლუბში კი საგულდაგულოდ შერჩეული დასავლელი ანალიტიკოსები შედიან და ისინი ყოველ წელს რუსეთში უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან მეგობრული შეხვედრებისთვის ჩადიან

ორი ავტობუსის სამყოფი მწერლები და მეცნიერები, პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ მამამისის პატივსაცემად აგებულ გიგანტურ მეჩეთს სტუმრობდნენ, კადიროვისგან ყოვლისმომცველ ინტერვიუს იღებდნენ და ჩეჩნეთის დედაქალაქის გროზნოს ახლად მოკირწყლულ, მოხატულ და რეკონსტრუირებულ ქუჩებში დასეირნობდნენ. სტუმარებს შორის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებიც კი აღიარებდნენ, რომ რუსეთის შფოთის სამჭედლოს სიმშვიდე დაუბრუნდა.

2009 წლის ზაფხულის შემდეგ საქმის ასე წარმოჩენა გართულდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში აქ ყოველდღე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. ივნისიდან-აგვისტომდე 436 ადამიანი დაიღუპა, მაშინ როდესაც 2008 წელს იმავე პერიოდში მოკლულთა რიცხვი მხოლოდ 150-ს შეადგენდა, რაც შეეხება თავდასხმებს, მათი რაოდენობა 265-დან 452-მდე გაიზარდა - ასეთია ვაშინგტონის კვლევითი ჯგუფის, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის სტატისტიკური მონაცემები.

მაგრამ სტატისტიკით იმის აღწერა, თუ რა ხდება რეგიონში, ბოლომდე ვერ მოხერხდება. რესტორანში მიმავალ მაღალჩინოსნებს სნაიპერები ავტომატურ ცეცხლს უხსნიდნენ ან ასაფეთქებელი ნივთიერებით გადატენილი მანქანებით უტევდნენ. ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი თავისივე ბინასთან მოიტაცეს, მოკლეს და გზაზე დააგდეს.

რამდენიმე წლის პაუზის შემდეგ, ჩეჩნეთს ავისმომასწავებლად დაუბრუნდნენ ტერორისტი თვითმკვლელები. ორმა მებრძოლმა პარასკევს დილით თავი აიფეთქა რათა დაჭერას გადარჩენოდა, ეს გასული კვირის განმავლობაში უკვე მესამე მსგავსი შემთხვევა იყო.

“სრულიად ცხადია, რომ სტაბილურობის პერიოდი დაღესტანში, ინგუშეთში და ჩეჩნეთში დასრულდა” - ამბობს პაველ ბაევი, ოსლოს მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანი მვლევარი - “მაგრამ არეულობა ჯერ არ გავრცელებულა, რაც რუსეთის მთავრობას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ასე თუ ისე დისტანცია შეინარჩუნოს და მიმდინარე მოვლენებს არ დაუთმოს სერიოზული ყურადღება.”

წლების მანძილზე, კავკასიაში კრემლის სტრატეგია კადიროვზე იყო დამოკიდებული - მოსკოვმა მას ბუნტის ნებისმიერი ნიშნის ჩახშობის თავისუფლება მისცა. კადიროვმა, რომელიც თვითონ ყოფილი სეპარატისტია, მებრძოლთა საკუთარი კორპუსი სასტიკ პოლიციურ ძალად აქცია. უფლებადცვით ჯგუფებს აღნუსხული აქვთ მისი მთავრობის მიერ წამების, დაშინების, არაკანონიერი მკვლელობების ჩადენის ფაქტები, მაგრამ ლიბერალებიც კი თანხმდებოდნენ იმაზე, რომ კადიროვმა ეფექტურად მოახერხა ძალადობის ჩახშობა.

ჩეჩნეთში კადიროვის ძალაუფლება ახლა უფრო სუსტად გამოიყურება და მოსკოვიც დილემის წინაშე აღმოჩნდა - ძველებურად მისდიოს უკიდურესად უხეირო პოლიტიკას, თუ გარისკოს და კურსი შეცვალოს.

ერთი წლის წინ, როდესაც კადიროვმა მოსკოვს მეტი ავტონომია მოსთხოვა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კრემლმა მეზობელ ინგუშეთში მმართველობის ალტერნატიული სტილის გამოცდა გადაწყვიტა.

პრეზიდენტის სტატუსში დიმიტრი მედვედევის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მან ინგუშეთის საძულველი პრეზიდენტი ახალი კანდიდატურით, იუნუს-ბექ ევკუროვით, სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრით შეცვალა. ევკუროვმა თითქოს მოახერხა ინგუშეთის მოსახლეობის ნდობის მოპოვება - სამსახურიდან დაითხოვა კორუმპირებული ჩინოვნიკები და დისიდენტურ ჯგუფებთან და უფლებადაცვით აქტივისტებთან ურთიერთობა დაამყარა.

მაგრამ 22 ივნისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა ევკუროვის კორტეჟს შეუტია, ძლიერი აფეთქების შედეგად, პრეზიდენტის მანქანამ გზას გადაუფრინა და აგურის კედელს შეენარცხა. სასტიკად დაჭრილი ევკუროვი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მას თითქმის მთელი ზაფხული მკურნალობდნენ.

”მასთან ერთად დატოვა იქაურობა იმის იმედმა, რომ კრემლი უფრო რბილ მიდგომას არჩევს” - ამბობს ალექსეი მალაშენკო, მოსკოვის კარნეგის ცენტრის კავკასიის სპეციალიტი.

“ეს ტრაგედიაა არა მხოლოდ ინგუშეთისა და ევკუროვისთვის, არამედ ზოგადად კავკასიისთვის, ყველა ვინც ამბობდა რომ მკვლელობები, ზეწოლა, ლიკვიდაცია აუცილებელია, ხოლო დიალოგი - უსარგებლო, ახლა ევკუროვის შემთხვევის შემდეგ, მართალი აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდია.”

შემდეგ კი 17 აგვისტოს, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე საბარგო მანქანა, ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, პოლიციის განყოფილებას დაეჯახა, ადგილზე მოკლა 25 და დაჭრა 280 ადამიანი.

თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებმა ყველას ის დღეები გაახსენა, როდესაც რუსეთის მოძულე მეამბოხეები თეატრის მაყურებლებსა და სკოლის მოსწავლეებს იყვანდნენ მძევლად. ეს თავდასხმები იმის დასტურად იქცა, რომ კადიროვის მტკიცებულებების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა მეამბოხეთა განადგურება.

კადიროვი თავდასხმებში ვაჰაბიტებსა და სხვა ექსტრემისტულ ისლამურ ჯგუფებს ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ მათ დასავლეთის ქვეყნები წვრთნიან და აფინანსებენ. პარასკევს მან განაცხადა, რომ - ”პოლიციის, ფედერალური უშიშროების სამსახურებისა და ადგილობრივი სასულიერო პირების თანამშრომლობას შეუძლია აღკვეთოს ახალგაზრდა კავკასიელების ტრანსფორმაცია რელიგიურ ექსტრემისტებად.”

“დღეს ჩვენ ამ პროცესის შესაჩერებლად ძალიან ცოტას ვაკეთებთ” - განაცხადა მან - ” ჩვენ უნდა ვცადოთ რომ აღმოვაჩინოთ ჩადენილი შეცდომები და გამოვასწოროთ ისინი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სულიერი გამარჯვება.”

მაგრამ კადიროვის მთავრობას ბევრი გასაჭირი აქვს - ისეთი სოციალური პრობლემები როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა და კორუფცია.

თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის დირექტორისა და მედვედევთან დაახლოებული პრეზიდენტის მრჩევლის იგორ იურგენსის თქმით - “ჩეჩენიზაცია, რომელმაც ჩეჩენ ხელისუფლებას ამბოხის ჩახშობის საშუალება მისცა და რომელიც ამ პროცესში მთავარი ინსტრუმენტი იყო, ახლა ძალადობის აღკვეთის ნაცვლად მისი გამჩაღებლის როლს ასრულებს.”

“კადიროვი ძალიან სძულთ, სძულთ სხვადასხვა კლანები და ეს ყველაფერი სოციალურ სიძულვილად გარდაიქმნა” - ამბობს იურგენსი.

”რუსეთის ლიდერებმა, ნელ-ნელა უნდა დააბალანსონ კადიროვი, ისე რომ შეურაწყოფა არ მიაყენონ ბიჭს, რომელმაც რეგიონში წესრიგი აღადგინა, მაგრამ რომელიც ახლა პრობლემად იქცა” - აღნიშნავს ის.

“არ შეიძლება რეგიონი მუდმივად ამ გზით იმართებოდეს” - დასძენს ის.

”თავდაპირველად მედვედევიც ამ მიმართულებით მიჰყავდა ინსტინქტს, მაგრამ შემდეგ მეამბოხეების შეტევების მთელმა სერიამ მას უფრო ხისტი ტაქტიკის გამოყენება აიძულა” - ამბობს იურგენსი. მიმდინარე თვეს მედვედევმა რუსული ჯარი “ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე” ტერორისტთა განადგურებისკენ შეაგულიანა და მსაჯულთა სასამართლოს გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ისინი ხშირად ამართლებდნენ ტერორისტებს.

იურგენსი ამბობს, რომ - “ძალადობრივ გარემოში დემოკრატიის გავრცელება უკიდურესად ძნელია.”

“ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ და მე ვფიქრობ, რომ ისიც შეშფოთებულია.”

კადიროვის მხარდამჭერები და ხანდახან მისი ოპონენტებიც კი აცხადებენ, რომ - ”ჩეჩნეთში კურსის შეცვლამ შეიძლება მესამე ომის დაწყების რისკი გააჩინოს.”

რუსლან ხაზბულატოვი, ეთნიკური ჩეჩენი რომელიც ოდესღაც რუსეთის პარლამენტის სპიკერიც იყო და რომელსაც ახლა ხანდახან კადროვთან ურთიერთობა აქვს, ამბობს რომ - ”მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ათ წელზე დიდხანს მიმდინარე ანტი-ტერორისტული ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა, სულ უფრო ხშირად გაისმის კადიროვის კრიტიკა და ეს ვითარება კადიროვს ფედერალური ცენტრისგან კიდევ უფრო მეტად აშორებს.”

”სადაზვერვო და სამხედრო სამსახურების ჩინოვნიკები ძალიან ფრუსტრირებულები იყვნენ იმით, რომ კადიროვმა ჯერ გადაწყვიტა, ხოლო შემდეგ რეალურად აღადგინა კონტაქტები აჰმედ ზაკაევთან, განდევნილ სეპარატისტ ლიდერთან, რომელსაც დღესაც კი ტერორიზმის ბრალდებით ეძებენ” - ამბობს ხაზბულატოვი.

ხაზბულატოვი ასევ აღნიშნავს რომ კრემლის უკმაყოფილება, რომელიც კადიროვისადმი მოსკოვის მხარდაჭერის შესუსტებაზე მიანიშნებს და რომელსაც უცხოეთში სიხარულით ხვდებიან, რუსეთისთვის დამანგრეველი იქნებოდა.

“ისინი მას ყველა ცოდვაში სდებენ ბრალს, წარსულში ამან საშინელებამდე მიგვიყვანა” - ამბობს ის - “კადიროვისგან გათავისუფლდებიან თუ არა და აქ მოსკოვიდან გამოაგზავნიან ვინმეს თუ არა ახალი ომიც მაშინვე დაიწყება. მაშინ რაღას იტყვის დასავლეთი?”


:!:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 05 სექ 2009, 23:01

ჰუჯაბის მონასტრის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში სომხებმა მიითვისეს.

http://forum.ge/?f=29&showtopic=34008787&st=0

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 სექ 2009, 21:24

ამ ყველაფრის ფონზე
ბურჭულაძე ჩავიდა მოსკოვში
და რუსებს უმღერა.

:twisted: :twisted:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 სექ 2009, 13:52

Tamari-ch. wrote:ამ ყველაფრის ფონზე
ბურჭულაძე ჩავიდა მოსკოვში
და რუსებს უმღერა.

:twisted: :twisted:
რას ნიშნავს, რუსებს უმღერა?
დითირამბები მიუძღვნა საქართველოს წამგლეჯებს?
კაცი ჩავიდა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ვენაცვალე მაგას.
დიდი იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ჩავა მაგ მიზნით არამარტო მოსკოვში.
საქართველოში რომ რუსი შემსრულებელი ჩამოიყვანოს იმავე მიზნით, ვაგინოთ?
ან რუსებმა თავიანთ თანამემამულეს მოღალატე უნდა უწოდონ?

პაატა დიდი მომღერალი და ადამიანია.
მსოფლიოს მოქალაქეა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 08 სექ 2009, 15:33

GAMARJOBA SAKARTVELO
ყველაფერი კარგი, რომ არა ეს -
ეს კონცერტი ეძღვნებოდა რუსულ არმიას და მედვედევის მოწვევით ჩავიდა.

На Соборной площади Московского Кремля накануне вечером выступили мировые оперные знаменитости. Концерт состоялся в рамках второго дня Международного военно-музыкального фестиваля "Спасская башня". Средства от концерта пойдут на помощь людям с ограниченными возможностями.

На открытой сцене в окружении естественных декораций были исполнены знаменитые произведения русских композиторов. В гала-концерте приняли участие Анна Нетребко, Паата Бурчуладзе, Сергей Скороходов и Юлия Герцева.

Апофеозом праздничного концерта стало хоровое исполнение торжественной увертюры "1812 год" Петра Чайковского, ставшей одним из символов воинской славы России.Около пяти тысяч билетов распределены между детскими домами, кадетскими корпусами и социально незащищенными семьями.

В Кремле состоялся благотворительный концерт «Великие голоса России» с участием звёзд мировой оперной сцены.



ანუ რუსებმა მსოფლიოს აჩვენა-
სააკაშვილი გვიშლის თორემ,
ქართველები ჩვენ გვიმღერიანო.

თავისი ჭკუით გვეფერებიან და ცდილობენ შეგვაგუონ ტერიტორიების დაკარგვას.

მე პირადად ცუდ ხასიათზე დავდექი გუშინ.
მერე კიდევ ეს მიწისძვრა...
:lol:
Last edited by Tamari-ch. on 08 სექ 2009, 23:56, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 08 სექ 2009, 16:27

Tamari-ch. wrote:ამ ყველაფრის ფონზე
ბურჭულაძე ჩავიდა მოსკოვში
და რუსებს უმღერა.

:twisted: :twisted:

მაგ კაცს ჯერ პირადად არ მოხვედრია რუსის ტყვია თავში და იმიტომ
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 სექ 2009, 02:37

Tamari-ch.
arcivi9

1ია, რას წერენ, მე2ია - სინამდვილეში რა იყო და თავად გმირი რას ამბობს.
ნახეთ გაზეთ "რეზონასში" გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ვებ-გვერდმა "პრესა.გემ" გაავრცელა:

პაატა ბურჭულაძე ქართულ არხებს ცილისწამების გავრცელებაში ადანაშაულებს
გიორგი ფუტკარაძე. ”რეზონანსი”

ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე ქართულ ტელეკომპნიებს მის წინააღმდეგ ცილისწამების შეგნებულად გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ბურჭულაძე აცხადებს, რომ 7სექტემბერს ტელეკომპანიების ”პირველი არხის”, ”იმედისა” და”რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტები სრული სიცრუე და ცილისწამებაა.
სამივე ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტებში ნაჩვენები იყო მედვედევის გამოსვლა წითელ მოედანზე, რომელიც არა 6 სექტემბერს, არამედ 5 სექტემბერს, მოსკოვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას უკავშირდებოდა.

მედევდევის გამოსვლას კი, მიბმული ჰქონდა პაატა ბურჭულაძის საკონცერტო გამოსვლა, რომელიც სინამდვილეში 6 სექტემებერს გაიმართა. როგორც ბურჭულაძის პრესცენტრში აცხადებენ, ამ ორი ფაქტის შეგნებულად დაკავშირება მოხდა, რომ ქართველი ბანისადმი საზოგადოება უარყოფითად განეწყოთ.

ბურჭულაძის პრესცენტრის ცნობით, პაატა ბურჭულაძემ 6 სექტემბერს ტაძრის მოედანზე გამართულ საქველმოქმედო გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

კონცერტის ორგანიზატორი სოციალური პროგრამების საერთაშორისო ფონდი იყო, რომელსაც ნატალია პინსკაია ხელმძღვანელობს. პრესკონფერენციას არ დასწრებია მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი, ისევე როგორც კონცერტს არ დასწრებია რუსეთის ხელისუფლება. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ საღამო მხოლოდ ქველმოქმედებას უკავშირდებოდა და არა ”პუტინის პიარ-აქციას”, როგორც ეს საქართველოს ტელეარხებზე გასულ სიუჟეტში აღინიშნა.

საქველმოქმედო გალა-კონცერტის მაყურებელთა შორის მედიამ ცნობილი სახეებიდან მხოლოდ რეჟისორი მარკ ზახაროვი დააფიქსირა. საღამოს ასევე, ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და ბიზნესმენთა დელეგაცია.

ბურჭულაძის პრესცენტრში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება, საკუთარი თვალით ნახოს იმ კონცერტის ჩანაწერი, რომელშიც ქართველმა ბანმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა, ამის ნახვა უკვე შესაძლებელია, რადგან ვიდეო-საიტებზე ჩანაწერი 6 სექტემბრის საღამოს განთავსდა. პ

აატა ბურჭულაძე გახლავთ გაეროს კეთილი ნების ელჩი და იგი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას - განაცხადეს ბურჭულაძის პრესცენტრში.

საქველმოქმედო გალა-კონცერტიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ, რომლებიც ამავე დროს მშობლების მზრუნველობას არიან მოკლებულნი და ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.

ასევე, მოსკოვში კონცერტთან დაკავშირებით 6 სექტემბერს, დღის 2 საათზე საგამომცემლო სახლის ”არგუმენტი ი ფაქტის”დარბაზში, გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა ბანმა მისთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბურჭულაძის პოლიტიკური შეხედულებით ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა.

კერძოდ, ასეთი იყო შეკითხვის შინაარსი - რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, ბურჭულაძეს მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნია. ქართველმა ბანმა წამყვანის პროტესტის მიუხედავად, რომელმაც მიიჩნია, რომ შეკითხვა არათემატური იყო, რუს ჟურნალისტს მაინც უპასუხა.

- ”მე ჩამოვედი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისმისაღებად, შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონებავშვებს მოხმარდებათ. თუმცა, ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს, მთავარი ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ჩემი ქვეყანა იქნება მთლიანი. ხაზი მინდა, გავუსვა დღევანდელი საქველმოქმედო საღამოს მოწოდებას - ”როცა მუზები ხმაურობენ, ქვემეხები სდუმან”, რაც ყველაზე ნათლადგამოხატავს კულტურის მოღვაწეების მისიას. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობის დასაცავად”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომლის გამოსვლას ტაში და ”ბრავოს” შეძახილი მოჰყვა.

პრესკონფერენციის წამყვანმა პროექტში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ქართველ ბანს გადაუხადა, რომელიც პროექტის ორგანიზატორების თქმით, მთელ მსოფლიოში ბორის გოდუნოვის საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. გალა-კონცერტში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდა მსოფილიო საოპერო სცენის აღიარებული ვარსკვლავი - ანა ნეტრებკო.

ორგანიზატორებმა მედიას ზედმიწევნით გააცნეს საღამოს სცენარი და პროგრამა. საგანგებოდ აგებულ ღია სცენაზე, საოპეროსცენის მსოფლიო ვარსკვლავებმა, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით- ვერდის, მუსორსკის, გლინკას, რიმსკი-კორსაკოვის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებები წვიმის მიუხედავად მაინც შეასრულეს.

- ”ჩვენი საღამო მე-18 საუკუნის საუკეთესო ტრადიციას მოგვაგონებს, როცა კლასიკური მუსიკის კონცერტები პავლოვსკის სასახლეში იმართებოდა და ქველმოქმედებას ემსახურებოდა”, -აღნიშნა ნატალია პინსკაიამ.

კონცერტს საკმაოდ დადებითი შეფასება მოჰყვა რუსული მედიის მხრიდან და ქართველი ბანის გამოსვლაც საგანგებოდ იქნა ხაზგასმული. რუსულ პრესაში კი გაჩნდა რამდენიმე სტატია სათაურით - ”ჩემთვის ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის მთავარია ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”.

ცნობილი ქართველი ბანის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ როდესაც საქმე ეხებოდა პაატა ბურჭულაძის პირად კეთილდღეობას, კერძოდ, საიუბილეო კონცერტს, რომელსაც მას მოსკოვი უხდიდა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო, აგვისტოს ომის გამო, ბურჭულაძემის ჩაშალა და სანაცვლოდ თბილისში მოიწვია მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და ომის შედეგად დაობლებული ბავშვების დასახმარებლად გრანდიოზული აქცია გამართა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 10 სექ 2009, 02:48

GAMARJOBA SAKARTVELO
ეჰ გოგა ვიცი ეგ ყველაფერი -
მეც პირადად დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს,
მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამტყუნებს მის ამ ნაბიჯს,
და მეც ასევე.
კონცერტი რუსეთი სამხედრო დიდებას ეძღვნებოდა
საქველმოქმედო იყო მხოლოდ მეორე დღე -
და შთაბეჭდილეაბ მექმნება, რომ სპეცაილურად იყო ასე ვერაგულად გაკეთებული.
და მაინც არ გამოვიდა ლამაზი მისი მხრიდან.
უბრალოდ გული მეტკინა მისგან.
სულ ეგაა.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 11 სექ 2009, 16:00

GAMARJOBA SAKARTVELO
კაცს იმის შეგნება ხომ უნდა ჰქონდეს რომ ჩვენს მტრებთან არ წავიდეს და იქ არ იმღეროს? სხვა ადგილები არაა ამ პლანეტაზე?
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]