GAMARJOBA SAKARTVELO wrote:gion wrote:Mta Mkvarebia
მართლაც რომ ექსტრემალური ლაშქრობა გამოვიდა! ყოველ შემთხვევაში იმ 7 ადამიანისთვის, ვინებიც დავიკარგეთ მაგ მთაში
დაკარგვა როგორღა მოახერხეთ?
რა მოხდა?
ლ(ი)ამა იყო თქვენთან?
1. ლამა მართლაც იყო იქ, მაგრამ დაკარგვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის.
2. დაკარგვა გამოიწვია ლაშქრობის დაუწერელი კანონების დაუცველობამ:
როდესც ჯგუფი მოძრაობს უცნობ მარშრუტზე და ჯგუფი წყდება, ანუ უკან მავალნი ვეღარ ხედავენ წინ წასულებს ( მაგ. ტყეში, ნისლში), ამ დროს ჯგუფის ხელმძღვანელი (ჩვენს შემთხვევაში
მეგზური) აჩერებს წინმავლებს, ვიდრე ჯგუფები ერთმანეთის დაინახავენ.
როგორც ჩვენმა მეგზურმა წინა დღით აღნიშნა, არ ჰქონდა დიდი ჯგუფის გაძღოლის გამოცდილება. ალბათ თანდათან შეიძენს..............
ისე კი, ხალხი რომ ჩამოიტოვა უკან, დაებარებინა მაინც შემდეგ საით უნდა გაგვეხვია.....
როგორც აღმოჩნდა, მეგზურის დარჩენილმა ამხანაგებმაც არ იცოდნენ ტბის გზა. ამიტომ მათ (დათომ), წაგვიყვანა იქ, რა გზაც იცოდა ანუ წინა დღის ბანაკის ადგილას, რათა მთლად უგზო-უკვლოდ არ დავკარგულიყავით.
მიუხედავად პრობლემებისა, ამ ლაშქრობამ შესანიშნავი ადამიანები გამოავლინა.
დიდ მადლობას ვუხდი დიტოს - იგივე Ditrix-ს, ქსოვრელს, ბაქოს, პაუნას, ქოჩოს...(მაპატიეთ ვინც იმსახურებთ და ვერ დავასახელე),
მათთვის კეთილშობილური საქციელი მხოლოდ წიგნების და ფილმების საკუთრება არ არის