უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by pauna » 25 აგვ 2009, 12:12

Nika

ეხ ნიკა ვიცი ვიცი...მარა სადა ან GPS ან რაცია... მოკლეთ მივენდე რა გიდებს :(
ImageImage

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Naia » 25 აგვ 2009, 12:19

მაგარია, რა... როგორც ოპტიმისტმა აღნიშნა, რომ არ დავკარგულიყავით სწორედ ამიტომ ვიქირავეთ მეგზური და მეგზურმა დაგვკარგა :)

tamo-tamo
ბილიკზე მოარული
Posts: 26
Joined: 04 აგვ 2009, 11:22
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by tamo-tamo » 25 აგვ 2009, 12:47

გამარჯობა ყველაააას... :D
ძალიან საინტერესო ლაშქრობა გამოვიდა, ყველას დიდი მადლობა.
როგორი რაჭაც მინდოდა მენახა სწორედ ისეთი ვნახე და ძალიან მიხარია, მართალია ბუნებამ ტბა არ გვაჩვენა მთელი თავისი სილამაზით, მაგრამ ეგ მგონი კიდევ მოდითოოოოს ნიშნავს :)

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by MIRANDA » 25 აგვ 2009, 12:51

tamo-tamo
ჰოოოო.. გეთანხმები, ეგ სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ერთხელ ამოსვლა არ კმარა ჩემი სილამაზის სანახავად... მეორედაც მესტუმრეთო და მირანდაც წამოიყვანეთო, იმიტომ, რომ ვიცი უნდა ჩემი ნახვაო :D

tamo-tamo
ბილიკზე მოარული
Posts: 26
Joined: 04 აგვ 2009, 11:22
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by tamo-tamo » 25 აგვ 2009, 13:01

ისე დიდი სიამოვნებით წავიოდი ამ პაწუკა უძირო ტბის სანახავად ერთ თბილ მზიან დღეს და დავტკბებოდი მისი ხედების სილამაზით
ისე საინტერესოა თუ არსებობს მასთან მისასვლელი სხვა გზა???

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Ninukala » 25 აგვ 2009, 13:11

გამარჯობათ მეგობრებო.... დიდი წვალებისა და ბევრი სიარულის მიუხედავად ამ ლაშქრობაში ბევრი ძალიან კარგი ადამიანი აღმოვაჩინე და მიხარია რომ წამოვედი და გაგიცანით... იმდენი სითბო და ყურადღება მივიღე ძალიან დიდხანს ვიქნები ამის გამო ბედენიერი...

დიდი მადლობა შალვას რომელიც პირველ დღეს სულ ჩემს გვერდით იყო და ყურადღებას მაქცევდა.... მეორე დღესაც თავისი ქურთუკი დამითმო :). მადლობა ქოჩოს წერტილოვანი თერაპიისთვის ;), პაუნას ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდით მედგა, ქურთუკიც მათხოვა და მე ვარ დამნაშავე რომ მან ვერ ნახა ტბა... გიო ძალიან დიდი მადლობა... გამყოლის მეგობარი გიორგიც ძალიან დამეხმარა, მან გადაგვალახინა უღელტეხილი და დიდი ქვებზეც მისი დახმარებით კარგად დავდიოდი და ბოლოს ისევ ქოჩო როდესაც დაგვეწია ხელი არ გაუშვია ჩემთვის, მისი ძალა, სიტყვები და მხნეობა მეც ძალას მმატებდა... და მადლობა ნაიას მისი დამსახურებით ამ ლაშქრობაში მოვხვდი.... ნინი ასეთი მძიმე დღის მერე საჭეს მიუჯდა და თბილისში ჩამოგვიყვანა... პატაპუტინას რომ დაგეგმა ეს ლაშქრობა ;)

ახლა რაც შეეხება დაკარგვას... ჩვენ ძალიან არ ჩამოვრჩენილვართ მთავარი ჯგუფისგან.. მოგნი სულ რაღაც 5-10 წუთით ჩამოვრჩით, პაუნა სწორედ ამბობდა მაგრამ გიდის მეგობრებმა არ დაუჯერეს და გიორგიც ძალიან არ შეწინააღმდეგებია, რადგან ჩათვალა რომ მათ უკეთ იცოდნენ. თუმცა კარგი ის იყო რომ ისევ უკანა გზაზე აღმოვჩნდით და არა სხვაგან საიდანაც გზის პოვნა დაგვჭირდებოდა... მთავარია ყველაფერი კარგად დამთვარდა და ყველანი კარგად ვართ... და მშვიდობიანად დაუბრუნდით სახლებს...

ცოტა ფოტოებს მერე მეც ავტვირთავ ;)

ხო კიდევ... გიო მადლობა არაჩვეულებრივი ფოტოების მოძღვნისთვის.... :*
Last edited by Ninukala on 25 აგვ 2009, 13:19, edited 1 time in total.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by pataputina » 25 აგვ 2009, 13:17

ჰხოდა რა ხდებოდა ანუჰხთ

პარასკევს შევიკრიბეთ სად თუ არა სამთო ქიმმიასთან და ჩავბარგდით და წავბარგდით...კი არა და ადგილების პრობლემა ანზორის წყალობით მოიხსნა, სამარშუტოში ბარგის დასალაგებლად სპეციალური თაროები საკუთარი ხელით გაუკეთებია და ბარგიც მოვათავსეთ და ჩუენც კარგად მოვკალათდით :roll:

მოკლედ, როგორც ხდება ჰხოლმე... გზაში ბაქომ თავისი განუყრელი ყანწი არყით შეგვივსო და.... :oops: ხაშურთან ბექა, დიტრიხა და ბაქოს პლუსი შემოგვიერთხდნენ, თერჯოლასთან წივწივა...

წავრაჭავდით

და ღამის 3 საათისთვის ჩავშოვდით
ჰხუხ
შუაღამისას ტყეში საბანაკე ადგილის მოძებნა გაგვიჭირდა...გადავწყვიტეთ ტურბაზა "შოვში" შევსულიყავით და გვეთხოვა სასტუმროს ეზოში დაბანაკების ნებართვა... ღამის სამ საათზე გაგიკვირდებათ და მხოლოდ ერთ ადამ იანს ეღვიძა ტურბაზაში...ამდენი ხალხი რომ დაგვინახა ჯერ გაოცდა, მერე ამ შუაღამმისას ეს პატარა ბავშვები რომ დადიხართო, ორგანიზატორი - უფროსი არ გყავთ ვინმეო და მე ვუთხარი კი როგორ არა, მე ვარ ორგანიზატორითქო და ჯერ გაჩუმდა და მერე ისაო..ახლა შეხვალთ ამ ერთ კოტეჯში, მოთავსდებით და ჭკვიანად იქნებითო

:roll:


მოკლედ, ერთი კოტეჯი დავიპყარით : D და ჩავლაგდით კონსერვის ტევზებივით

:oops:

Image


Image


Image

ზოგიერთმა მაინც კარვის გაშლა ამჯობინა

:oops:

Image

Image

ასთრე თუ ისთრე
დავიძინეთ
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს 8-ის ნახევარზე გავიღვიძებდით


პირველი სერიის დასასრული
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by pataputina » 25 აგვ 2009, 13:45

მეორე სერიის კი არა და დღის დასაწყისი





ზუსტად 8–ის ნახევარზე ალექსის ( ქსოვრელის) მაღვიძარულგამაღვიძებელგამაოგნებეულმა ყვირილხმაურშეძახილმა სიზმრებიდან რაჭაში ჩამომიყვანა... მალევე გამოვფხიზლდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ გამყოლთან დაკავშირება, რომელსაც თბილისში შევუთანხმდით, შეუძლებელი იყო... მისი მობილური ქრონიკულად გასული იყო მომსახურების ზონიდან..ჰხუხ... :roll: ტურბაზასთან ადგილობრივი მცხოვრებლები შეგვხდნენ და ვთხოვეთ, ვინმე გამყოლი გამოეგზავნათ ჩვენთან... მოკლედ, აღმოჩნდა რომ უძირო ტბაზე იმავე გამყოლთან ერთად მომიწევდა ასვლა, ვისთან ერთადაც ტბა 5 წლის წინ უკვე დალაშქრული მქონდა.. თაზოს(გამყოლს) სამი მეგობარი ახლდა, ჩვენ ჯერ პაუნა, ქოჩო, ლამა და ჯონი დაგვემატნენ, შემდეგ კი ტურბაზაში მცხოვრები 3 რუსი დამსვენებელი...


Image

Image

Image

Image

Image
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უძიროსკენ 39 ადამიანი დავიძარით

:roll:

Image

Image

Image


Image

Image

Image



სარეკლამო გაჭრა:

"თუკი ცხოვრებამ ფეხი დაგიდო
არ მიაკარო სენს გულს დარდები
ნუ გეშინია, შენთან არიან
კარავი და კარაველები"


Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ubralod
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 12 ოქტ 2005, 22:44
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by ubralod » 25 აგვ 2009, 13:54

ძალიან ლამაზია

შემშურდა :shock:
მეგობარი ვარ გზის!

http://www.ubralod.ge

http://www.scandinavia.ge

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2009, 14:23

pataputina
ყოჩაღღღ! :D მაგარი რეპორტაჟი დაიწყე. ძალიან საინტერესოდ იკითხება სარეკლამო ჭრის ჩათვლით :wink:


აბა ველოდებით შემდეგ სერიებს :D .

მეც შემოგთავაზებთ ჩემს რეპორტაჟს, როგორც კი მოვახერხებ :)

ძალიან კარგი ფოტოებია, ხალხო და მიხარია, დადებას რომ არ იზარებთ :wink:
Image

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by eloiza » 25 აგვ 2009, 14:24

ძალიან ლამაზი სურათებია :))))

ესეც ტბუკა :D

Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by optimisti » 25 აგვ 2009, 15:54

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
gion wrote:Mta Mkvarebia
მართლაც რომ ექსტრემალური ლაშქრობა გამოვიდა! ყოველ შემთხვევაში იმ 7 ადამიანისთვის, ვინებიც დავიკარგეთ მაგ მთაში :lol:
დაკარგვა როგორღა მოახერხეთ?
რა მოხდა?
ლ(ი)ამა იყო თქვენთან?
1. ლამა მართლაც იყო იქ, მაგრამ დაკარგვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის.

2. დაკარგვა გამოიწვია ლაშქრობის დაუწერელი კანონების დაუცველობამ:

როდესც ჯგუფი მოძრაობს უცნობ მარშრუტზე და ჯგუფი წყდება, ანუ უკან მავალნი ვეღარ ხედავენ წინ წასულებს ( მაგ. ტყეში, ნისლში), ამ დროს ჯგუფის ხელმძღვანელი (ჩვენს შემთხვევაში მეგზური) აჩერებს წინმავლებს, ვიდრე ჯგუფები ერთმანეთის დაინახავენ.
როგორც ჩვენმა მეგზურმა წინა დღით აღნიშნა, არ ჰქონდა დიდი ჯგუფის გაძღოლის გამოცდილება. ალბათ თანდათან შეიძენს..............

ისე კი, ხალხი რომ ჩამოიტოვა უკან, დაებარებინა მაინც შემდეგ საით უნდა გაგვეხვია.....
როგორც აღმოჩნდა, მეგზურის დარჩენილმა ამხანაგებმაც არ იცოდნენ ტბის გზა. ამიტომ მათ (დათომ), წაგვიყვანა იქ, რა გზაც იცოდა ანუ წინა დღის ბანაკის ადგილას, რათა მთლად უგზო-უკვლოდ არ დავკარგულიყავით.

მიუხედავად პრობლემებისა, ამ ლაშქრობამ შესანიშნავი ადამიანები გამოავლინა.

დიდ მადლობას ვუხდი დიტოს - იგივე Ditrix-ს, ქსოვრელს, ბაქოს, პაუნას, ქოჩოს...(მაპატიეთ ვინც იმსახურებთ და ვერ დავასახელე), მათთვის კეთილშობილური საქციელი მხოლოდ წიგნების და ფილმების საკუთრება არ არის
Last edited by optimisti on 26 აგვ 2009, 10:12, edited 1 time in total.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Ninukala » 25 აგვ 2009, 17:10

ხალხო ხომ არავინ იცით ქსოვრელი და ბაქო დაბრუნდნენ? როგორ არიან? ნახეს ჩანთები?
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2009, 17:55

Ninukala
ჩანთები ნახეს. დილით, 7 საათზე დამირეკა მეორე დღეს ალექსმა. მერე ვიღაც წერდა, ალექსი ტაქსით წამოვიდა ქუთაისისკენო.
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
უძირო რაჭა კი არა და ნისლიანთოვლიანი ტბა 21-23.08.09.

Post by Ninukala » 25 აგვ 2009, 17:57

Mta Mkvarebia
მადლობა ლიკუნ... კარგია რომ კარგად არიან.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]