გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by pataputina » 19 აგვ 2009, 19:22

რას შემოვდიოდი საერთოდ,
მომიშალეთ
ნერვები


: :lol:



კი არა და


გურიის უნახავად
როგორ
უნდა მოვკვდე
ვაჰხთ



:shock:























ბეშუმს ჰგავს ისთრე....
ზემო აწარას
ანუჰხთ

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Naia » 20 აგვ 2009, 09:36

guruli
NIKA - მაქეთ უმაგრესი ჯიპ-ტურის მორტყმა შეიძლება, მაგრამ მეეჭვება, წლეულს მოესწროს. ბახმაროდან ზოტიყელის გავლით გადახვალ ხულოში - სოფელ ღორჯომში (თურქეთის საზღვრისკენ ბოლო სოფელია), იქიდან - გოდერძის უღელტეხილზე და მერე დაეშვები სამხრეთ საქართველოში, იქ კი სანახავი უამრავია (ოღონდ ამას ცოტა მუშა ჯიპები უნდა და არა ფიმფაფო-"გარადსკოი" - როგორც მითხრეს, ზოტიყელიდან ღორჯომში გადასასვლელია შედარებით შელახული).
ეგ მარშრუტი ივლისის დასაწყისში გავიარეთ გოგამ და მე. 'ტოიოტა ჰაილუქსით' ვიყავით. ჩავედით ზარზმაში, იქიდან გოდერძიზე, გზად ბეშუმი და მწვანე ტბაც მოვინახულეთ, ღოჯომში ავედით და იქიდან კი გურიაში გადავედით. გზა საკმაოდ ნორმალურია. ჩემი 'იო'-ც თავისუფლად გაქაჩავდა, გარდა ერთი ადგილისა: ღორჯომის გამოსასვლელში დიდი ლოდებია და იქ მაღალი მანქანაა საჭირო. დანარჩენი ჩვეულებრივი გზაა, მსუბუქი მანქანაც რომ გაივლის ისეთი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by guruli » 20 აგვ 2009, 15:01

რეპორტაჟი არ გავწყვიტო-მეთქი და აქამდე არ დავწერე ჩემი შთაბეჭდილებები. ახლა, რაკიღა მთაშენკამ რეპორტაჟი დაამთავრა, დადგა დრო, მეც გადმოვალაგო ჩემი ემოციები. :)
...ბახმაროში რომ ნისლი იცისო, სულ ჩამესმოდა ჩემს ბავშვობაში. ნისლი მთაშიც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი... ბახმაროში იმდენად ღრმა ბავშვობაში ვარ ნამყოფი, ორიოდე ხის ძველი, ჩაჟამებული სახლის მეტი (და ისიც ბუნდოვნად) არაფერი მახსოვს. ჩემი ბავშვობა "არსენა მარაბდელის" ქათმის ჩივილივით იყო, რაც კი დაკლეს, ყველ;აფერზე მე წამაკლესო. მეც რაღაც მაგ ქათამივით ვიყავი მიბმული შუათანა ძმაზე (უფროს ბევრად დიდია) - იმას გლანდები აწუხებდა და როცა საოპერაციოდ წაიყვანეს, მეც დამავლეს ხელი და ამომაჭრეს (ჩემს გლანდებს რას ერჩოდნენ, ახლაც არ ვიცი, მაგრამ ბარომეტრივით კი დამიტოვეს - როგორც კი ოდნავ შემცივდება, მაშინვე ამტკივდება ყელი და გაცივებისთვის თადარიგს მომენტალურად ვიჭერ :) ); იმას რაღაც ჯირყვლები აწუხებდა, ექიმებმა ბახმაროზე გაამწესეს და მშობლებმა მასთან ერთად მეც წამაპორწიალეს კურორტზე (ხედავთ, რა მძიმე ბავშვობა მქონდა. :) ). მაშინ ძაან პატარა ვიყავი და რაც დამამხოსვრდა, ქე დავწერე ზევით, მას მერე კი იმას არ დასჭირვებია ბახმარო და არც მე წავუყვანივარ ვინმეს. თუმცა მე ისეთი სოფელი მაქვს, ბახმაროზე დიდად არც ვგიჟდებით - იქაური ჰავაც და განსაკუთრებით, წყალიც სამკურნალოა - ჩიყვს კურნავს.
...მთაში სხვაგან სადაც მინახავს, ნისლი სწრაფად გადადის, ბახმაროში კი ვნებიანი შეყვარებულივით საათობით ისე გულდაგულ ჩახვეოდა ხეობებს, თითქოს დედამიწასთან განშორება ეძნელებოდა. საოცრება იყო იმის ცქერა, როგორ შემოდიოდა ნისლი ხეობეში - წყნარად, უხმაუროდ, შთამბეჭდავად... როგორც თეატრალური დასი ცდილობს, ყველაფრის ზედმიწევნით გათვალისწინებით, დარბაზში შეკრებილ მაყურებელს ასიამოვნოს და საქმე ჩუმად, უხმაუროდ აკეთოს, იქაც უხილავი რეჟისორი ასე ანაწილებდა, საით წასულიყო ნისლი, რა დროს რომელ ფერდობზე თუ ხეობაში განფენილიყო, რომ მზის დასავლ გორაზე შეფენილ ხალხს დაუვიწყარი სანახაობა ეხილა. საოცრება იყო ნისლის საბანში გახვეული ხეობები და მის ფონზე მოლაპლაპე მზე. მთებში ნამყოფები დამეთანხმებით, რომ ისეთი ვეება, ფთილა-ფთილა ღრუბლები, რაც ბახმაროში ვნახეთ. მე ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მინახავს და ისიც ატლანტიკის ოკეანის თავზე, რიოში რომ მივფრინავდი. მგონი, არავინ დარჩენილა გულგრილი მზის ამოსდავალიდან დანახული ნისლის ზღვით. საოცრება იყო, ამიგომ რომ დაგვიძახა, ნელ-ნელა ამოდით ამ გორაზეო, მართლაც რომ ავიპარეთ და მეორე მხარეს ის უსასრულო ნისლის ზღვა დავინახეთ... იმ გორაკიდან ყველაფერი ზღაპრული იყო - მთელ ჰორიზონტზე უსასრულოდ გაჭიმული ნისლის ზღვა და მასში აქა-იქ კუნძულებად ამოჩრილი მთის წვერები, ამომავალი მზე თუ ის სიცივე, ხელ-ფეხი რომ გაგვითოშა. ერთ რამედ ღირდა იმის განცდა, რომ შენ ღურბლებზე, ამ ნისლებზე მაღლა დგახარ და ზევიდან დაჰყურებ ამ სილამაზეს. ვამბობდი, ტალღების ხმაური არ ისმის, თორემ თავი ზღვის პირას მეგონება-მეთქი.
ერთი სიტყვით, გალაქტიონის სიტყვა-კაზმულობისა არ იყოს, იმ მხარეში არა მარტო სიმღერა და კოცნა იციან განსხვავებული, ნისლიც სხვანაირი სცოდნია. :D არ მიკვირს, გოგლა ლეონიძემ გურიაში პირველი ჩასვლისას რომ დაწერა, "ყველამ იცოდეს - გურიაში ვარ,/ და საქართველო მეამაყება". იმ გორებზე მდგარს ალიო მირცხულავას სიტყვებიც მიტრიალებდა თავში - "მარად ფეთქავდე, მარად ტოკავდე,/ შენ - საქართველოს გულო, გურიავ!".
ბახმაროში კიდევ ერთი რამ მომეჩვენა განსხვავებული - ვარსკვლავებიანი ცა მთაში სხვაგან არსად მომჩვენებია ასე ახლოს. ასე მეგონა, მართლა ხელით მივწვდებოდი. ღამის სიცივეც განსხვავებული იყო - მზის ამოსავალზე წასასვლელად ღამის 3 საათზე კარავიდან რომ გამოვძვერი, მაისურზე თბილი სვიტრიც ჩავიცვი, კურტკაც მოვიცვი, საწვიმარიც, მაგრამ მაინც მაკანკალებდა სიცივისგან, ამ დროს კი მცივანა არა ვარ. კიდევ კარგი, ნისლმა რომ გადაიყარა, შედარებით დათბა - ნისლს თქორიც მოჰყვებოდა, თუმცა ზევით მაინც ციოდა.
იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე კარავს გურიაშიც იცნობენ. პირველ საღამოს, გორიდან რომ ჩამოვდიოდი, ვირაც იქაური გოგო გამომელაპარაკა და მითხრა, რომ იცის კარავის შესახებ, რადგან მისი ქუთაისელი ბიძაშვილი ყოფილა გაწევრიანებული. ხშირად ვადევნებ თვალსო, მაგრამ ბიძაშვილის ნიკი ვერ მითხრა, გვარ-სახელი კი მე ვერ ვკითხე. :oops: :oops: ისე, ის ბიძაშვილი გოგოა და ამას წინათ ბაზალეთზეც იყოო... :roll: ალბათ, ავენისის გასვლა თუ იგულისხმა. იმ მამია ჭიღალიძემაც იცოდა კარავის შესახებ - თქვენ კახეთშიც დადიხართ, როგორც ვიციო... საიდან იცოდა, მაგის გამოკითხვის თავი არ მქონდა - მე მაპატიეთ. :oops: :oops: :cry:
ამ გასვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ერთ კარავულ ჭეშმარიტებაში - ადგილობრივებს ყველაფერში არ უნდა ენდოთ. მზის ამოსავალ გორაზე ასავლელად ისე დაგვაშინეს - 3 საათი უნდა ასვლასო, გოგოები რას ივლიან იქო და ამგვარები, ლამის იმ შუაღამეზე ავედით გორის შუამდე. დილითაც საათნახევრის მეტი ძილის უფლება არ მივეცით თავს და შუაღამეზე გავცვივდით მთაზე, მაგრამ 1,15-ში ავედით და მერე მთელი 2 საათი იქ მზის ამოსვლას ველოდეთ. არადა, ერთმა ისიც კი გვითხრა, ხალხი წინა დღეს მიდის იქ და ღამეს ათევსო...
დაბოლოს, მოლაშქრეებზეც... ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ჯგუფის 20-ვე წევრს კარგი კომპანიონობისთვის. ლაშქრობებში ერთსულოვნებას და ერთმანეთზე მიყოლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ სწორედ ის ხალხი იყო, ვისაც ერთმანეთის სიამოვნება სურდა, რასაც გარემოც ემატებოდა. ფავორიტებზე თუ მიდგება საქმე, ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ პირადად მე ასეთად წივწივას დავასახელებ - მაგის "მაიმუნობები" და ოხუნჯობები ერთ გასვლად ღირდა. :D :D ჩემთვის აღმოჩენა იყო ბაქო! თავიდან ცოტა კი გავბრაზდი, წინ-წინ რომ გარბოდა და ჯგუფს ძალიან შორდებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რამდენიმე კაცის საქმეზს რომ აკეტებდა - რაც მაგან იმ სიბნელეში ბილიკების დასაზვერად წინ და უკან ირბინა, ჩვენზე 3-4-ჯერ მეტი გზა გაიარა. :D მიხვვდი იმასაც, რომ ეგ მეწინავედ არ უნდა დააყენოთ, თორემ იმდენად სწრაფად დადის, ჯგუფს დაგიფანტავთ, მაგრამ ვერც უკან ივლის. მაგას თავისი ავტონომია, თავისი ფუნქცია აქვს და ნუ დაურღვევთ - გაუშვით მეწინავე კაცის წინ ბილიკების დასაზვერად და ტავის საქმეს ბრწყინვალედ შეასრულებს. რაც მაგას სიარული შეუძლია და მუხლი მოდგამს - ღმერთი შეეწიოს! თან, წივწივასი არ იყოს, ამტანია და გაჭირვება ღმერთმა გაშოროთ, თორემ დასაყრდენი კაცია. სხვები ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ვინმეზე პრეტენზია გამიჩნდა. ყველანი იმდენად კარგები იყავით - ახლებიც და ძველებიც, ნებისმიერ ადგილას თვალდახუჭული წამოვალ თქვენთან ერთად და ყველას გენდობით. უბრალოდ, აქ ორი ყველაზე განსხვავებული გამოვარჩიე.
და კიდევ - დიდი მადლობა უცხოელებს. მათ თავისი ხიბლი შეჰმატეს გასვლას.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 20 აგვ 2009, 15:19

guruli wrote:.......... მეც რაღაც მაგ ქათამივით ვიყავი მიბმული შუათანა ძმაზე (უფროს ბევრად დიდია) - იმას გლანდები აწუხებდა და როცა საოპერაციოდ წაიყვანეს, მეც დამავლეს ხელი და ამომაჭრეს (ჩემს გლანდებს რას ერჩოდნენ, ახლაც არ ვიცი, მაგრამ ბარომეტრივით კი დამიტოვეს - როგორც კი ოდნავ შემცივდება, მაშინვე ამტკივდება ყელი და გაცივებისთვის თადარიგს მომენტალურად ვიჭერ :) ); იმას რაღაც ჯირყვლები აწუხებდა, ექიმებმა ბახმაროზე გაამწესეს და მშობლებმა მასთან ერთად მეც წამაპორწიალეს კურორტზე (ხედავთ, რა მძიმე ბავშვობა მქონდა. :) ). მაშინ ძაან პატარა ვიყავი და რაც დამამხოსვრდა, ქე დავწერე ზევით, მას მერე კი იმას არ დასჭირვებია ბახმარო და არც მე წავუყვანივარ ვინმეს...
:lol: :lol: :lol:
guruli wrote:.......გალაქტიონის სიტყვა-კაზმულობისა არ იყოს, იმ მხარეში არა მარტო სიმღერა და კოცნა იციან განსხვავებული, ნისლიც სხვანაირი სცოდნია. ხიბლი შეჰმატეს გასვლას.
guruli
თუმცა კოცნა არ ვიცი იმ მხარეში რანაირი იციან :lol: , მაგრამ სიმღერის, იუმორის და ნისლის საკითხში გეთანხმები, მართლა განსაკუთრებული და განსხვავებულია :) . თუმცა ყოველთვის ნისლი არ ყოფილა ბახმაროს თავზე, ნისლი ასეთი გაშეშებული და უძრავი არ შეიძლება იყოს, მზე ნამდვილად ღრუბლებში ჩადიოდა და ამოდიოდა, ჩვენნ მართლა ღრუბლების თავზე ვიდექით. მაგრამ ეს ღრუბლები ნისლში იყო გახვეული :)
Image

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Chiamaya » 20 აგვ 2009, 16:47

სხვებმაც დადეთ რა ფოტოები. :wink: :wink: :wink:

ნათიამ მაგალითად :wink:


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by guruli » 20 აგვ 2009, 20:47

Mta Mkvarebia
guruli
თუმცა კოცნა არ ვიცი იმ მხარეში რანაირი იციან
:D :D :D ისევ გალაქტიონს დავუჯეროთ, რომ "არსად ისე არ კოცნიან, როგორც აქ, ამ მხარეში". :D
Chiamaya
სხვებმაც დადეთ რა ფოტოები.
ვუერთდები მოთხოვნას. :twisted:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აგვ 2009, 02:49

guruli wrote:NIKA - მაქეთ უმაგრესი ჯიპ-ტურის მორტყმა შეიძლება, მაგრამ მეეჭვება, წლეულს მოესწროს. ბახმაროდან ზოტიყელის გავლით გადახვალ ხულოში - სოფელ ღორჯომში (თურქეთის საზღვრისკენ ბოლო სოფელია), იქიდან - გოდერძის უღელტეხილზე და მერე დაეშვები სამხრეთ საქართველოში, იქ კი სანახავი უამრავია (ოღონდ ამას ცოტა მუშა ჯიპები უნდა და არა ფიმფაფო-"გარადსკოი" - როგორც მითხრეს, ზოტიყელიდან ღორჯომში გადასასვლელია შედარებით შელახული). შეიძლება ღორჯომი-გოდერძიდან სამხრეთში არ გადავიდეთ და ზემო აჭარის ხეობას თავქვე დავუყვეთ ბათუმისკენ - ეგეც ულამაზესი იქნება.
ჰო, გოდერძის უღელტეხილიდან მწავნე ტბის მონახულება ორივე მარშრუტში შეიძლება.
საგაისო გეგმებში მაგ ჯიპტურთან ერთად აუცილებლად უნდა შევიტანო საირმის მხრიდან ბახმაროში ან ღორჯომში გადასვლა.
მართლაც კგ საჯიპტურე გზაა გოდერძის ურელტეხილი-ღორჯომი-ბახმარო ან გოდერძის უღელტეხილი-ჭვანა-ბახმარო.
2ვე შესანიშნავია. მცირეოდენ უპირატესობას ჭვანას მივანიჭებდი, რადგან ულამაზესი ხეობაა.
თუმცა, 1ლ მიმართულებაზე 60 კმით გრძელია.
15 ღვინობისთვემდე მაგ მიმართულებით გასვლა შეიძლება.
შემდეგ დიდთოვლობა კეტავს გზებს.

რაც შეეხება საირმიდან ბახმაროში გადმოსასვლელ სამანქანო გზას, ისმ უბრალოდ არ არსებობს.
საირმე-ბენარათი შეიძლება ზარზმა-გოდერძით წასვლა და შემდეგ ბახმაროში გადასვლა.
ცხენებით გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ რთულია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Chiamaya » 21 აგვ 2009, 11:35

ძალიან კარგი სურათებია ამიგო.
შავ-თეთრი სურათები განსაკუთრებით მომეწონა.

:wink: :wink: :wink:

User avatar
basila
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 28 მაი 2009, 22:35
Location: ±∞
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by basila » 21 აგვ 2009, 17:34

amigo

მადლობა , მაგარი სურათებია ;)

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Nessa » 21 აგვ 2009, 20:16

ესეც სანდროს გადაღებული სურათები
http://bin.ge/file/71116/baxmaro1.rar.html
http://bin.ge/file/71125/baxmaro2.rar.html

ნაწილ-ნაწილ დავდებ ბმულებს, ძალიან ნელა იტვირთება
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
basila
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 28 მაი 2009, 22:35
Location: ±∞
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by basila » 21 აგვ 2009, 22:55

Nessa
მადლობა სურათებისთვის ... მოკითხვა სანდროს ;) :arrow:

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Nessa » 21 აგვ 2009, 23:00

basila
არაფერს, რა მადლობა. ორი ბმული კიდევ იქნება.
მადლობა მოკითხვისთვის, აუცილებლად გადავცემ :)

http://bin.ge/file/71172/baxmaro3.rar.html

http://bin.ge/file/71156/baxmaro4.rar.html
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by popins » 22 აგვ 2009, 13:33

უუუუუუუფ
ვისიამოვნე

გაიხარეთ ნაცნობებო და უცნობებო.

ბახმარო ვნახე რა ყოფილა და ეგ მზის ამოსვლაც უფფფფფფფფფფფ
იფფფფფფფფფ და იფ იფ 8)
lenchiamal

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by guruli » 24 აგვ 2009, 14:14

სხვა ფოტოები სად არის, იმდენი ხალხი რომ იღებდით? ჩემთვის ახალს კი ვერაფერს დადებთ, მაგრამ მასებს აინტერესებთ. :wink: სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ ამ ფოტორეპორტაჟმა სრულიად უცხო ხალხიც არაფრთოვანა და მოუთმენლად ელოდებიან ახალ ფოტოებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნისლებმა მოახდინეს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]