დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 12 აგვ 2009, 21:37

ატვიორტკა--სახრახნისი

ვინტი--ჭანჭიკი

ქსელის რაზეტკა-- გადამყვანი?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 12 აგვ 2009, 21:51

ისე რა ვერაგულად და მასიურად არის რუსული ბარბარიზმები ჩვენში გამჯდარი.

პირადად მე (და ალბათ ბევრ სხვასაც), ჯერ კიდევ, როცა ვცდილობ შეჩვეული რუსულის ნაცვლად, შესაბამისი ქართული ვთქვა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ თავს ვღალატობ, ან ზედმეტად ვიპრანჭები, ან რაღაც ხელოვნურად ვაგებ ფრაზას. ეტყობა ეგრე იცის, როცა თაობების მანძილზე სიტყვა ყოფა-ცხოვრებაში ფესვებს გაიდგამს, შემოგეთვისება. მით უფრო, თუ დაბადებიდან გესმის ყველა შენი ახლობლისგან.

თუმცა ყური უკვე მეტად გამეჩვია და ენაც ცდილობს კეთილშობილი ქართულით იმეტყველოს. ღმერთმანი, კარგია რა :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 12 აგვ 2009, 21:59

Tamusia wrote:ატვიორტკა--სახრახნისი

ვინტი--ჭანჭიკი

ქსელის რაზეტკა-- გადამყვანი?

იხარიბედნიერიქართულხმიანე


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აგვ 2009, 04:00

Tamusia wrote:ისე რა ვერაგულად და მასიურად არის რუსული ბარბარიზმები ჩვენში გამჯდარი.

პირადად მე (და ალბათ ბევრ სხვასაც), ჯერ კიდევ, როცა ვცდილობ შეჩვეული რუსულის ნაცვლად, შესაბამისი ქართული ვთქვა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ თავს ვღალატობ, ან ზედმეტად ვიპრანჭები, ან რაღაც ხელოვნურად ვაგებ ფრაზას. ეტყობა ეგრე იცის, როცა თაობების მანძილზე სიტყვა ყოფა-ცხოვრებაში ფესვებს გაიდგამს, შემოგეთვისება. მით უფრო, თუ დაბადებიდან გესმის ყველა შენი ახლობლისგან.

თუმცა ყური უკვე მეტად გამეჩვია და ენაც ცდილობს კეთილშობილი ქართულით იმეტყველოს. ღმერთმანი, კარგია რა :)
რა კგდ თქვი, თამუსია, შენ გენაცვალე.
ბევრი ვიცი, ეუხერხულება, ეუცხოვება ქართული სიტყვების წარმოთქმა.
პირადად მე, მინც ჯიუტად გავიძახი სახრახნისს (და არა "ატვიორტკას"), სათლს (და არა "ვედროს"),
ბრტყელტუჩას (და არა "პლასკას" თუ "პლოსკოკუბცს") და ა.შ.

თუ ქართული ყურს არ მივაჩვიეთ, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის უცხო და უხერხული სათქმელი იქნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
დავიცვათ ქართული ენა

Post by masai11 » 18 აგვ 2009, 11:19

ახალ ცოტა კრეატივიც,
შემოქმდებებითად განვავითაროთ ენა ქართული :)

სიტყვა შეპუება, ადამიანი, რომელიც შეეპუა შესაბამისად გამოდის შეპუებული, ხომკი?!
შეპუების საპირისპირო ცნება ლოგიკურად (შე-როგორ მიმართულების აღმნიშვნელი წინდებული) უნდა იყოს გამოპუება, ამდენად ისინი ვინც არ ეპუებიან იქნებიან გამოპუებულები.
ასე "ტვორჩესკი" წიაღსვლებით ქართულენას დავუბრუნებთ წარსულ დიდებას და სუფთად გადავცემთ მომვალ თაობებს :roll: :!:


:D :D :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 აგვ 2009, 04:48

ზიმბაბვეში მოსახლეობის დიდი ნაწილი ზულუზე ლაპარაკობს.
ზულუს ენაზე 60 წელს გადაცილებულ ქალს "გოგო" ჰქვია.
საქართველოში კო გოგოდ რა ასიკის არის მიჩნეული, თქვენც კგდ იცით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
დავიცვათ ქართული ენა

Post by Linda » 19 აგვ 2009, 11:30

GAMARJOBA SAKARTVELO

ალბათ სიტყვა ქალი არ აქვთ, ხომ? :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 19 აგვ 2009, 11:32

მაგაზე გამახსენდა ერთი ანეკდოტი.

ქალის ასაკიო შვიდ ეტაპად იყოფაო.

1. ჩვილი

2. ბავშვი.

3. გოგონა.

4. ახალგაზრდა მანდილოსანი.

5. ახალგაზრდა მანდილოსანი

6. ახალგაზრდა მანდილოსანი

7. ახალგაზრდა მანდილოსანი

:)

ჰოდა, გამოთვალეთ ახლა, გოგოობა რა ასაკში უწევს

:)

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
დავიცვათ ქართული ენა

Post by masai11 » 19 აგვ 2009, 13:06

მაშ ასე,
გავაგრძელოთ არქეო-ლინგვისტური წიაღსვლები :D
ქართულში გვაქვ ასეთი სიტყვები _ მოწიწება, უხამსი, უჟმური. ალბათ დამეტანხმებით, რომ ყველა ამ სიტყვას ფუძედ უნდა ჰქონდეს არსებითი სახელი. მაგალითად უხამსი, ესიგი ის ვისაც/რასაც ხამსი არა აქვს, უჟმური _ ჟმური რომ არა აქვს, ასევე მსიტყვა მოწიწება _ მისი ფუძე უეჭველად წიწი იქნება.
ჰოდა სად არის ეს სიტუყვები თანამედროვე ქართულშიმ, სად დაგვეკარგა ზეშთა შტაგონებული და ჩვენი სახელოვანი წინაპრების მიერ რუდუნებით შექმნილი და წიწი, ხამსი და ჟმური? სად მე თქვენ გეკითხებით?! აი ამიტომაცაა სწორედ, რომ თამადროვე ქართული საზოგადოება უხამსი, უჟმური, უწიწური და საერთო ერთი დიდი "უ" არის.

კარგით, დღეს ეს გვეყოფა. მომავალში არსებითი სახელის უღლების საკითხებს განვიხილავთ.

:D :D :D


P.S. ისე, ცნობისთვის ფუძე ხამს ძალიან ძველი და ღრმა შინაარსისაა, სანსკრიტში აქვს ფესვი გაყოფილი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 19 აგვ 2009, 13:41

masai11


გენიალურრრრრ!!!

:D

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 19 აგვ 2009, 14:31

შეპუებული--შეპოვარი

გამოპუებული კი ის გამოდის, ვინც ჯერ შეეპუა, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და სამაგიეროდ წინ წავიდა :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 00:55

"კარავზე" ხშირად იწერება სიტყვა "ლინკი".
მოგვწონს-არ მოგვწონს, მისი ქართული შესატყვისია "ბმული" და თუ შეიძლება,
ეს ქართული სიტყვა გამოვიყენოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by LEVANIKO » 16 სექ 2009, 01:02

GAMARJOBA SAKARTVELO
მართალი ხარ მაგრამ ზოგმა ბმული არიცის რა არის რომ უთხრა საიტის ბმული მომეციო გეტყვის რა ბმული მოგცეო და დარწმუნებული ვარ ეს 90 პროცენტმა არიცის
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 13:16

LEVANIKO wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მართალი ხარ მაგრამ ზოგმა ბმული არიცის რა არის რომ უთხრა საიტის ბმული მომეციო გეტყვის რა ბმული მოგცეო და დარწმუნებული ვარ ეს 90 პროცენტმა არიცის
როდესაც ეტყვი, ბმული მომეციო და ვერ გაგიგებს, უთხარი, "ლინკის" ქართული შესატყვისია.
"ყველაფერი გამოვა".
იმის გამო, რომ ვინმემ "ბმული" არ იცოდეს, არ ნიშნავს, რომ ეს სიტყვა არ გამოვიყენოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 13:41

გუშინ კინო "რუსთაველში" აფიშა ვნახე.
"გეიმერი" ეწერა.
ეს კიდევ 1 ახალი სენი დაგვმართნია.
ჰომ შეიძლება, "მოთამაშედ "ეთარგმნათ?
ვის ეპრანჭებიან?
უთარგმნელობა ფილმს ჰომ არ დააკნინებდა, არა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]