გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:25

პირველ საათზე კარვებში შევედით, რომ ცოტა ხნით წაძინება მოგვესწრო. მხოლოდ დიდი ხნით არა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ღამის 2 საათზე მაინც უნდა დაიწყოთ გორაზე ასვლა, რომ მზის ამოსვლას მიუსწროთო :( . მაღვიძარა 3-ის ნახევარზე დავაყენეთ. კარვიდან რომ გამოვედით ახლადგაღვიძებულები, ისეთი ნისლი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ბალახი სულ სველი იყო, და ისე ციოდა, მთაზე ასვლა წარმოუდგენელად მოგვეჩვენა. სწორედ ამიტომ რამდენიმე ჩვენგანმა გადაიფიქრა და კარავში დარჩენა არჩია. 16 ადამიანი კი გავემართეთ მთისკენ, თუმცა არ ვიცოდით, მაღლა რა ამინდი დაგვხვდებოდა, მზე საერთოდ ამოვიდოდა თუ არა.

რამდენიმე გორაკი გადავიარეთ, ბაქო წინ მირბოდა, რომ გზა დაეზვერა და ცუდი ხილვადობის პირობებში ხევში გადაჩეხვის საფრთხე აერიდებინა ჩვენთვის :) , მერე ისევ უკან ჩამოირბენდა, ისე თითქოს რუსთაველზე სეირნობდა :lol: და სწორ მიმარრთულებას გვითითებდა.
სამიოდე გორაკი რომ გადავიარეთ და ცოტა მაღალზე ავედით, ნისლი ოდნავ გაიფანტა და ცაზე ვარსკვლავები და მთვარე დავინახეთ. როგორ გაგვიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. მხოლოდ მაშინ მივხვდით, რომ ძილი ტყუილად არ გავიტეხეთ და მზეს აუცილებლად ვნახავდით :) .
1 საათში და 15 წუთში უკვე მთის ყველაზე მაღალ წერტილში ვიყავით. მაგრამ მაშინვე მივხვდით რომ მზე 1-2 საატი მაინც არ ამოვიდოდა. ჰორიზონტი ოდნავ იყო შეთეთრებული. ფეხები ყველას სველი გვქონდა , მაგრამ გახურებულები ჯერ სიცივეს ვერ ვგრძნობდით. 15 წუთში კი ისე გავითოშეთ, ვკანკალებდით. დავსხედით ქვებზე, გავეხვიეთ საწვიმრებში, ვცდილოდით ახლო-ახლოს დავმსხდარიყავით ერთმანეთთან, რამდენიმე რიგად, რომ ერთმანეთის ზურგებით გაგვეთბო ფეხები :D . ვინც გარეთა რიგში ისხდა, ცუდ დღეში აღმოჩნდა. "პინგვინების გათბობის პრინციპით რომ ვიმოქმედოთ, არ გინდათ?"_ ჩაურთავდა დროდადრო ალეკო თავის ჩვეულ იუმორს :lol: , მანამდე აგვიხსნა, რომ პინგვინები თურმე წრეში დგებიან. შუაში ვინცაა, ისინი თბებიან და მერე გამთბარი პინგვინები, გარეთ მდგომ პინგვინებს უთმობენ ადგილს შიდა რკალში. მაგრამ პინგვინობა არავის არ სურდა :lol: :lol: :lol:
ვისხედით ჩახუტებულები და ვიმეორებდით:
"მზეო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორასა
სიცივეს კაცი მოუკლავს,
საწყალი აგერ გორავსა" :)
სიცივით სიკვდილი არცერთს გვხიბლავდა, მაგრამ მზის ამოსვლის ნახვაც გვინდოდა :)

ამასობაში ჰორიზონტს ვარდისფერი შეეპარა

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:27

სიცივე და ქარი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ რამდენიმემ უკკან დაბრუნება გადაწყვიტა. წავიდნენ კიდეც, მაგრამ 20 ნაბიჯი თუ ექნებოდათ გადადგმული, რომ უცებ ჰორიზონტს შევხედე და შევნიშნე, რომ უცებ ვარდისფერმა სინათლემ ერთ წერტილში მოიმატა და ნარინჯისფერი ნახევრადრკალი ამოიწვერა:

Image

"ამოდისსს, ამოდისსს, არ წახვიდეთ", დავიწყეთ ყვირილი. ისეთი გახარებულები ვიყავით იმ მომენტში, თითქოს მზის ამოსვლა ცხოვრებაში არ გვენახა :D

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Ninukala » 18 აგვ 2009, 17:37

Mta Mkvarebia
ჩემი კონკურსისთვის ყველაზე შესაფერისი სურათები გაქვს გადაღებული... საათი რომ დაწერო დაახლოებით.... ეს ყველაზე სისხამ და ყველაზე საოცარი ფოტოებია...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Tamusia » 18 აგვ 2009, 17:38

საათი 6.20
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:43

Ninukala
პირველი ფოტოები, (ჰორიზონტი რომ ვარდისფრდება) დილის 5 საათზეცაა გადაღებული :) მაგრამ მზე დაახლოებით 6:20 ამოვიდა, როგორც თამუსიამ გითხრა, და მზის ამოსვლის ფოტოებიც მაგ დროისაა :)
Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:43

ესეც ჩვენ

Image

Image

Image

Image

Image

აქ ნისლის ზღვიდან ამოწვერილ ერთერთ კუნძულზე ის ანძები მოჩანს, წინა საღამოს ბიჭები რომ აძვრნენ :)

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 18 აგვ 2009, 17:46, edited 1 time in total.
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Ninukala » 18 აგვ 2009, 17:45

Mta Mkvarebia
მადლობა ლიკუნ.....
თუ არ გეწყინებთა ძალიან მშურს თქვენი..... :oops: :oops: :oops:

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:51

Ninukala
:D
არ მეწყინება, მეც სულ მაგას ვამბობ, ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ შურიანობაც მახასიატთბს თურმეთქო, იმდენად კარგი გასვლებია ხოლმე კარავზე, რომელშიც ვერ ვახერხებ წასვლას :)

დავეშვით დაბლა, ისევ ნისლის ტყისაკენ :) ვინც ტყეში შედიოდა, უჩინარდებოდა :)
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2009, 17:52

ისევ ნისლის მძივები თაკოს თმაში :wink:
Image

Image

ნისლში ის იყო კინაღამ გზა დაგვებნა :wink: , რომ ქვემოდან სტვენა მოგვესმა, მივხვდი, ჩვენები მიმართულებას გვანიშნებდნენ, მერე თამუსიას ხმაც გავიგეთ და მალევე მივაღწიეთ ბანაკს :)

Image

Image

Image

დილის 8 საატი იყო. შევძვერით კარვებში, 2 საათით რომ წაგვეძინა :)...

შემდეგ რა მოხდა, ამაზე ხვალ გიამბობთ :)
Image

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by NINUCA » 18 აგვ 2009, 17:53

შემოგევლეეეეეთ რა საყვარლები ხართ, მეც მინდა თქვენთაააან. რა გულდასაწყვეტია რომ ვერ წამოვედი :(

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Nessa » 18 აგვ 2009, 22:13

Mta Mkvarebia
ძლიან მომეწონა რეპორტაჟი :* ყველაფერი თავიდან განმაცდევინა :)
ჩემს + ნამდვილად სანდრო ჰქვია (წივწივას შემოკლებული არაა :wink: ), საკმაოდ გავრცელებული სახელია იტალიაში :) დარეგისტრირდა კიდეც კარავზე და გააქტიურებას ელის (qme5400 მისი ნიკია)
მანამდე კი მთხოვა ყველასთვის დიდი მადლობა გადამეხადა ამ საინტერესო და ულამაზესი ექსკურსიისთვის :)
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Nessa » 18 აგვ 2009, 22:15

ვეცდები სანდროს გადაღებული ფოტოების ბმული მალე დავდო :)
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by guruli » 19 აგვ 2009, 00:08

Nessa
მანამდე კი მთხოვა ყველასთვის დიდი მადლობა გადამეხადა ამ საინტერესო და ულამაზესი ექსკურსიისთვის
მოგვიკითხე. მადლობები კი მას, რომ კარგი თანამოექსკურსიე აღმოჩნდა - უპრობლემო ადამიანი. :)

User avatar
beka
ბილიკზე მოარული
Posts: 74
Joined: 01 ივნ 2009, 13:29
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by beka » 19 აგვ 2009, 01:05

Mta Mkvarebia :wink: ყველაზე მაგარი რეპორტაჟია ..

სად არის ალეკო .... :( ალეკოს ფოტოები მაინტერესებს ძალიან .

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 აგვ 2009, 04:15

ფრენსისი, რომელიც ამ გასვლაში თქვენთან 1ად იყო, ფრანგი ფოტოგრაფია.
საქართველოში "ერისიონს" იღებდა.
ალეკო გეტყოდათ, რომ ეს კაცი ძნ ბევრ ცნობილ ჯგუფთან და მომღერალთან მუშაობდა.
ძნ მინდოდა, რომ ბახმაროში წასულიყო, ეს სხვანაირი სილამაზე ენახა და შემდეგ ევროპისთვის გაეცნო.
მიხარია, რომ ჩემი სურვილის 1ლი ნაწილი შეძლო.
ახლა მე2ის დროა

Ninukala wrote:Mta Mkvarebia
ჩემი კონკურსისთვის ყველაზე შესაფერისი სურათები გაქვს გადაღებული... საათი რომ დაწერო დაახლოებით.... ეს ყველაზე სისხამ და ყველაზე საოცარი ფოტოებია...
გეთანხმები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]