
რამდენიმე გორაკი გადავიარეთ, ბაქო წინ მირბოდა, რომ გზა დაეზვერა და ცუდი ხილვადობის პირობებში ხევში გადაჩეხვის საფრთხე აერიდებინა ჩვენთვის


სამიოდე გორაკი რომ გადავიარეთ და ცოტა მაღალზე ავედით, ნისლი ოდნავ გაიფანტა და ცაზე ვარსკვლავები და მთვარე დავინახეთ. როგორ გაგვიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. მხოლოდ მაშინ მივხვდით, რომ ძილი ტყუილად არ გავიტეხეთ და მზეს აუცილებლად ვნახავდით

1 საათში და 15 წუთში უკვე მთის ყველაზე მაღალ წერტილში ვიყავით. მაგრამ მაშინვე მივხვდით რომ მზე 1-2 საატი მაინც არ ამოვიდოდა. ჰორიზონტი ოდნავ იყო შეთეთრებული. ფეხები ყველას სველი გვქონდა , მაგრამ გახურებულები ჯერ სიცივეს ვერ ვგრძნობდით. 15 წუთში კი ისე გავითოშეთ, ვკანკალებდით. დავსხედით ქვებზე, გავეხვიეთ საწვიმრებში, ვცდილოდით ახლო-ახლოს დავმსხდარიყავით ერთმანეთთან, რამდენიმე რიგად, რომ ერთმანეთის ზურგებით გაგვეთბო ფეხები





ვისხედით ჩახუტებულები და ვიმეორებდით:
"მზეო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორასა
სიცივეს კაცი მოუკლავს,
საწყალი აგერ გორავსა"

სიცივით სიკვდილი არცერთს გვხიბლავდა, მაგრამ მზის ამოსვლის ნახვაც გვინდოდა

ამასობაში ჰორიზონტს ვარდისფერი შეეპარა


