გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Tikalo?! » 17 აგვ 2009, 15:51

Mta Mkvarebia

სუნთქვაშემეკრააა


შენა და რა დაგიშავეთ რას გვერჩი

:D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by MIRANDA » 17 აგვ 2009, 15:55

:shock: :shock: :shock:
ვაიმეეეე... როგორ მინდოდა მეეეეეეეც!!! :cry: ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებს ..

ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!! ყოჩაღ!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 16:03

LEVANIKO
Naia
pataputina

მართლა ღრუბლებში ვიყავით :)

gion
თავად ბახმარო 2050 მეტრზეა, მზის ჩასვლის გორა ალბათ დაახლოებით 150-200 მეტრით მაღლა იქნება (შეიძლება ცოტა მეტიც) და მზის ამოსვლის გორა, როგორც ლაშქრობის მონაწილეებმა დავასკვენით, 2500 მეტრზე მაინც უნდა იყოს, თუ უფრო მაღლა არა. სამწუხაროდ ალტმეტრი არ გვქონდა და ეს სიმაღლეები მიახლოებითია.

უმეტესად სულ მასეთი ღრუბლები იცის. როგორც მივხვდით, ბახმარო სწორედ ამითაა გამორჩეული, რომ მზე ღრუბლების ზღვაში ჩადის და იქიდან ამოდის. მაგრამ როგორც იქაურებმა გვითხრეს, ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან ღრუბლები დაგვხვდა :) , როცა ღრუბლები არაა, კარგი ხილვადობის შემთხვევასი, იქიდან თურმე გადასარევად მოჩანს ბათუმი, და ქობულეთი (მეორე მთიდან კი - გაგრა და სოხუმი), და შეგიძლიათ ნახოთ როგორ ჩადის მზე შავ-ზღვაში და როგორ ავლებს ოქროსფერ ბილიკს წყალზე, ულამაზესი სანახაობააო, გვითხრეს. ალბათ, ასეცაა. მაგრამ მე რაც ვნახე, ისიც ძალიან მომეწონა და არ ვთვლი, რომ არ გამიმართლა :wink:

Tikalo?!
:D
იმას გერჩით, რომ თქვენც წახვიდეთ და ნახოთ :wink:

MIRANDA
თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ეჭვი მაქვს მალევე შეავსებენ ბახმაროს ნახვის მსურველები 1 მინიბუსს და ახალი თემაც გაიხსნება სამომავლოებში :wink:
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by MIRANDA » 17 აგვ 2009, 16:05

Mta Mkvarebia
ეჰ.. სექტემბრამდე ორივე შაბათ-კვირა დაგეგმილია, თორემ დიიიიიიდი კი არა და უდიდესი სიამოვნებით!!!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by legenda » 17 აგვ 2009, 16:05

Mta Mkvarebia

ჩემთვის კომენტარი უკვე ნათელია!


"ღრუბლების ზღვა"! :D

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by ჩიტუციო » 17 აგვ 2009, 16:07

Mta Mkvarebia
რა მაგარი ''ზღვაა'' :D

არ იბანავეთ? :))))

მაგარი სურათებია
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by gion » 17 აგვ 2009, 16:09

Mta Mkvarebia wrote:
gion
თავად ბახმარო 2050 მეტრზეა, მზის ჩასვლის გორა ალბათ დაახლოებით 150-200 მეტრით მაღლა იქნება (შეიძლება ცოტა მეტიც) და მზის ამოსვლის გორა, როგორც ლაშქრობის მონაწილეებმა დავასკვენით, 2500 მეტრზე მაინც უნდა იყოს, თუ უფრო მაღლა არა. სამწუხაროდ ალტმეტრი არ გვქონდა და ეს სიმაღლეები მიახლოებითია.

უმეტესად სულ მასეთი ღრუბლები იცის. როგორც მივხვდით, ბახმარო სწორედ ამითაა გამორჩეული, რომ მზე ღრუბლების ზღვაში ჩადის და იქიდან ამოდის. მაგრამ როგორც იქაურებმა გვითხრეს, ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან ღრუბლები დაგვხვდა :) , როცა ღრუბლები არაა, კარგი ხილვადობის შემთხვევასი, იქიდან თურმე გადასარევად მოჩანს ბათუმი, და ქობულეთი (მეორე მთიდან კი - გაგრა და სოხუმი), და შეგიძლიათ ნახოთ როგორ ჩადის მზე შავ-ზღვაში და როგორ ავლებს ოქროსფერ ბილიკს წყალზე, ულამაზესი სანახაობააო, გვითხრეს. ალბათ, ასეცაა. მაგრამ მე რაც ვნახე, ისიც ძალიან მომეწონა და არ ვთვლი, რომ არ გამიმართლა :wink:
ანუ ყველა შემთხვევაში მოგელი რჩები :) არა რა - მართლა მაგარი ხედებია სურათზე და თვალით რომ ნახო წარმომიდგენია რა იქნება :!:

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by LEVANIKO » 17 აგვ 2009, 16:16

Mta Mkvarebia
აუ ეხლა ისე მინდა წასვლა არვიცი რა ალბათ ბეხით დავაწვები გზას ყველაპრის გარეშე ზალიან მაგარია საოცაღი ხედებია :cry: :cry: :cry:
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by LEVANIKO » 17 აგვ 2009, 16:17

ისევ არაპირებთ მანდ წასვლას მინდა წასვლა აგვისთოს ბოლოსკენ :(
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 16:21

legenda
ჩიტუციო
გაიხარეთ :)

ჩიტუციო
ცდუნება დიდი იყო :) . დავწერე კიდეც, თავს ძლივს ვიკავებდით, იმ "ზღვაში" რომ არ შეგვებიჯებინათქო :)

gion
ასე გამოდის :)

LEVANIKO
გეთანხმები, ულამაზესი იყო :)
მაგრამ მოდი მომავალი გასვლის დაგეგმვაზე აქ აღარ გავაგრძელოთ :wink: სამომავლოებში გადავინაცვლოთ :)
Image

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by LEVANIKO » 17 აგვ 2009, 16:22

ოკ დაველოდები იქით თემის გახსნას და კიდევ ვიტყვი რომ ძალიან მაგარია ისე მომინდა დგესვე წავიდოდი
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Na-tia » 17 აგვ 2009, 16:32

მაგარია ლიკა :)
არ ვიცი, იქიდან როგორ ჩანს შავ ზღვა და ამბები, მარა ამაზე მაგარი როგორ უნდა ყოფილიყო, ვერ წარმოვიდგენ ეხლა.
მზის ჩასვლაც ლამაზი იყო, მაგრამ მგონი ყველას უფრო მზის ამოსვლა მოგვეწონა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაღაც უფრო ბევრი ვიარეთ მიზნისკენ :D თანაც მზის ჩასვლის გორაზე იმდენი ხალხი იყო ასული დამსვენებლები, რომ რაღაც ხმაური იყო და ეს ბევრი ხალხი იდუმალებას უკარგავდა ყველაფერს :) მე ესე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში.
აი, მზის ამოსვლამ კი ყველაფერი გადასწონა :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 17:06

Ninukala wrote:Mta Mkvarebia
ლიკა.... მსგავსი საოცრება არ მინახავს.... რადგან დღეს ჩემი დღეა ;) ამ რეპორტაჟს ჩემთავს ვაჩუქებ ;)
ულამაზესია....
დამავიწყდა, მეპასუხა :oops:
შეგიძლია სულ თამამად იჩუქო :D :**
გაიხარე, მადლობა :D

Na-tia

მართალია. მზის ამოსვლას სხვა ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ამაზე ჩემს შთაბეჭდილებას დაწვრილებით რეპორტაჟში დავწერ :D
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Ninukala » 17 აგვ 2009, 17:17

Mta Mkvarebia
მადლობა.... :* :oops:
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by guruli » 17 აგვ 2009, 21:05

Mta Mkvarebia wrote:1. რეგიონი: გურია, ჩოხატაურის რაიონი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-გურის ტბა (თუმცა ტბას ნაკლებად გავს :wink: )-ნაბეღლავი-ბახმარო-ზოტიყელი-ბახმარო-ნაბეღლავი-თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე

4. სირთულე: შესაფერისი აღჭურვილობის (ფეხსაცმელი და ა.შ.) პირობებში მარტივი, შეიძლება ზოგისთვის საშუალოდ რთული, განსაკუთრებით ვისაც დილის 2 საათზე გავიძება არ უყვარს, რომ მზის ამოსვლის საყურებლად მზის ამოსავალ გორაზე ავიდეს ნისლსა და უკუნეთ სიბნელეში. თუმცა, როგორც დავრწმუნდით, საშუალო სიჩქარით მოსიარულე ადამიანისთვის ამ გორაზე ასვლა 1.5 საათში სრულიად შესაძლებელია, ამიტომ ძილი არ გაიტეხოთ ჩვენსავით და დილის ოთხიდან ხუთის ნახევრამდე რომ დაიძრათ მთის ძირიდან, მზის ამოსვლას მიუსწრებთ.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი თბილისი-ბახმარო-თბილისი:450 ლარი, საგზალი: ყველას თავისი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: გურული

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ჩოხატაური და გურიის ულამაზესი სოფლები

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. ...............

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2 დღის განმავლობაში დაახლოებით 18 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ........


12. საბანაკე ადგილები:
მზის ამოსვლის გორის ძირში, საიდანაც აჭარული სოფლები იწყება (ზოტიყელის სოფლის მიმართულებით) ერთი პატარა რესტორანია, იქ ვაკე ადგილებიც არის, ამ მთასთანაც ახლოსაა და სასმელი წყალიცაა რესტორმის გვერდით, ასევე სტუმართმოყვარე მეპატრონე ყავს, რომელსაც არ გაუკვირდა, დილით ეზოში კარვების ქალაქი რომ დახვდა და გულთბილად მიგვიღო.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გვხვდება რამდენიმე ადგილას.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი (ძალიან ცივა, განსაკუთრებით გორაზე) გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წვიმა რომც არ იყოს, მუდმივი ნისლის პირობებში, ბალახი ყოველთვის ნამიანია და გისველებთ ფეხს და ტანსაცმელს, ფანარი აუცილებელია (სასურველია შუბლის) რადგან მის გარეშე ღამით მთაზე ვერ ახვალთ. შუადღისას ძალიან ცხელა, ამიტომ დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია. მიუხედავად ნამის და სისველისა, მზის ამოსავალ გორაზე ფეხი საბედნიეროდ არ ცურს. ეტყობა ისეთი მცენარეული საფარია (ხავსისნაირი), რომელზეც ფეხი კარგად იკიდებს.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული. სოფელში ქირავდება კოტეჯები, ფასები საკმაოდ ძვირი მოგვეჩვენა, იქაური საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით (თვეში 800 ლარიდან - 2 000 ლარამდე და ზემოთ), მაგრამ დამსვენებელი არ აკლიათ, იქაური ჰაერის გამო.

16. რისკები, საფრთხეები: თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, არანაირი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
ბევრი ღირშესანიშნაობა, რაც გურიაში მდებარეობს. დროის და შესაფერისი ტრანსპორტის პირობებში, შეიძლება მთიანი აჭარის სოფლებში გადასვლაც.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერს, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია, რომელიც დაფარული არ არის.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: მგზავრობამ და უძილობამ დაგვტანჯა, მაგრამ ნანახმა და შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა :) . მაგრამ ქულებით არ შეგვიფასებია :roll:


ცარიელ ადგილებს მოგვიანებით შევავსებ :)

რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ :) .

პ.ს. მხოლოდ ახლა ვნახე, რომ დაახლოებით მსგავსი სათაურით თემა ყოფილა კარავზე :) :
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1425
მაკენა, მაპატიე, პლაგიატობაში არ ჩამომართვა, უფრო ტელეპატიაა :lol: :wink:
რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ :)
მართლა მარგალიტი ხარ რა, მთაშენკ! შენ გაიხარე, თემა ოპერატიულად რომ გახსენი. :)
დამატებით კი ამას დავამატებ. მანძილზე რომ პუნქტია, მაქ ანზორი კი შემომედავა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებიდან ანუ მძღოლებიდან ვიცი და არა რაღაც საიტებიდან არებული ინფორმაციით, რომ თბილისიდან ჩოხატაურამდე 270 კმ-ა, იქიდან ბახმარომდე - 50.
საკონტაქტო პირების გრაფაში შეგიძლია ეს კოორდინატები დადო.
1). 893. 63-65-59 - გურამ ჭაღალიძე, რესტორნის (ნუ, როგორც იქაურები უწოდებდნენ) მეპატრონე სოფელ შედრეკილში. თუმცა ეს არა სოფელი, არამედ საზაფხულო საძოვრებია, სადაც მთლიანად შუახევის რ-ნის სოფელ ჭვანადან გადმოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ. ეს დასახლება აჭარის ქუჩის მერა, დაახლოებით 1 კმ-ში, თავად სასადილოს ირგვლივ კი მშვენიერი საბანაკე ადგილებია სასმელი წყალითურთ - ონკანია გამოყვანილი. თან, მანდ დაბინავებით მზის ამოსავალ გორაზე მიმავლები დილისთვის ბევრად იმოკლებენ გზას.
ეგ სასადილო წლეულს ამოქმედდა, გაისად კი პატრონი საოჯახო სასტუმროდ გადაქცევას აპირებს. მაგ კაცს თავის სოფელში - შუახევის რ-ნის სოფელ ინწკირვეშთი 30 კაცზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო აქვს.
2). 8.99. 77-27-05, შაქრო ფალავანდიშვილი. სასტუმროდ გადაკეთებული სახლი ბახმაროში, აჭარის ქუჩის ბოლოში. სასტუმროდ გათვალისწინებულია 2 ოთახი, 6 საწოლით. არის ცხელი წყალი, თუმცა ფასში კვება არ შედის. არადა, ფასები ძალიან ძვირია, რაც უკვე დაიწერა.
3). 8.58. 99-41-72, მამია ჭაღალიძე. აქირავებს ცხენებს და არის გამყოლი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]