სუნთქვაშემეკრააა
შენა და რა დაგიშავეთ რას გვერჩი

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ანუ ყველა შემთხვევაში მოგელი რჩებიMta Mkvarebia wrote:
gion
თავად ბახმარო 2050 მეტრზეა, მზის ჩასვლის გორა ალბათ დაახლოებით 150-200 მეტრით მაღლა იქნება (შეიძლება ცოტა მეტიც) და მზის ამოსვლის გორა, როგორც ლაშქრობის მონაწილეებმა დავასკვენით, 2500 მეტრზე მაინც უნდა იყოს, თუ უფრო მაღლა არა. სამწუხაროდ ალტმეტრი არ გვქონდა და ეს სიმაღლეები მიახლოებითია.
უმეტესად სულ მასეთი ღრუბლები იცის. როგორც მივხვდით, ბახმარო სწორედ ამითაა გამორჩეული, რომ მზე ღრუბლების ზღვაში ჩადის და იქიდან ამოდის. მაგრამ როგორც იქაურებმა გვითხრეს, ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან ღრუბლები დაგვხვდა, როცა ღრუბლები არაა, კარგი ხილვადობის შემთხვევასი, იქიდან თურმე გადასარევად მოჩანს ბათუმი, და ქობულეთი (მეორე მთიდან კი - გაგრა და სოხუმი), და შეგიძლიათ ნახოთ როგორ ჩადის მზე შავ-ზღვაში და როგორ ავლებს ოქროსფერ ბილიკს წყალზე, ულამაზესი სანახაობააო, გვითხრეს. ალბათ, ასეცაა. მაგრამ მე რაც ვნახე, ისიც ძალიან მომეწონა და არ ვთვლი, რომ არ გამიმართლა
![]()
დამავიწყდა, მეპასუხაNinukala wrote:Mta Mkvarebia
ლიკა.... მსგავსი საოცრება არ მინახავს.... რადგან დღეს ჩემი დღეაამ რეპორტაჟს ჩემთავს ვაჩუქებ
ულამაზესია....
Mta Mkvarebia wrote:1. რეგიონი: გურია, ჩოხატაურის რაიონი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი-გურის ტბა (თუმცა ტბას ნაკლებად გავს)-ნაბეღლავი-ბახმარო-ზოტიყელი-ბახმარო-ნაბეღლავი-თბილისი
3. ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე
4. სირთულე: შესაფერისი აღჭურვილობის (ფეხსაცმელი და ა.შ.) პირობებში მარტივი, შეიძლება ზოგისთვის საშუალოდ რთული, განსაკუთრებით ვისაც დილის 2 საათზე გავიძება არ უყვარს, რომ მზის ამოსვლის საყურებლად მზის ამოსავალ გორაზე ავიდეს ნისლსა და უკუნეთ სიბნელეში. თუმცა, როგორც დავრწმუნდით, საშუალო სიჩქარით მოსიარულე ადამიანისთვის ამ გორაზე ასვლა 1.5 საათში სრულიად შესაძლებელია, ამიტომ ძილი არ გაიტეხოთ ჩვენსავით და დილის ოთხიდან ხუთის ნახევრამდე რომ დაიძრათ მთის ძირიდან, მზის ამოსვლას მიუსწრებთ.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი თბილისი-ბახმარო-თბილისი:450 ლარი, საგზალი: ყველას თავისი
6. მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: გურული
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ჩოხატაური და გურიის ულამაზესი სოფლები
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. ...............
10. ფეხით გავლილი მანძილი: 2 დღის განმავლობაში დაახლოებით 18 კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ........
12. საბანაკე ადგილები: მზის ამოსვლის გორის ძირში, საიდანაც აჭარული სოფლები იწყება (ზოტიყელის სოფლის მიმართულებით) ერთი პატარა რესტორანია, იქ ვაკე ადგილებიც არის, ამ მთასთანაც ახლოსაა და სასმელი წყალიცაა რესტორმის გვერდით, ასევე სტუმართმოყვარე მეპატრონე ყავს, რომელსაც არ გაუკვირდა, დილით ეზოში კარვების ქალაქი რომ დახვდა და გულთბილად მიგვიღო.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: გვხვდება რამდენიმე ადგილას.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი (ძალიან ცივა, განსაკუთრებით გორაზე) გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წვიმა რომც არ იყოს, მუდმივი ნისლის პირობებში, ბალახი ყოველთვის ნამიანია და გისველებთ ფეხს და ტანსაცმელს, ფანარი აუცილებელია (სასურველია შუბლის) რადგან მის გარეშე ღამით მთაზე ვერ ახვალთ. შუადღისას ძალიან ცხელა, ამიტომ დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია. მიუხედავად ნამის და სისველისა, მზის ამოსავალ გორაზე ფეხი საბედნიეროდ არ ცურს. ეტყობა ისეთი მცენარეული საფარია (ხავსისნაირი), რომელზეც ფეხი კარგად იკიდებს.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული. სოფელში ქირავდება კოტეჯები, ფასები საკმაოდ ძვირი მოგვეჩვენა, იქაური საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით (თვეში 800 ლარიდან - 2 000 ლარამდე და ზემოთ), მაგრამ დამსვენებელი არ აკლიათ, იქაური ჰაერის გამო.
16. რისკები, საფრთხეები: თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, არანაირი.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: ბევრი ღირშესანიშნაობა, რაც გურიაში მდებარეობს. დროის და შესაფერისი ტრანსპორტის პირობებში, შეიძლება მთიანი აჭარის სოფლებში გადასვლაც.
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია, რომელიც დაფარული არ არის.
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: მგზავრობამ და უძილობამ დაგვტანჯა, მაგრამ ნანახმა და შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა. მაგრამ ქულებით არ შეგვიფასებია
![]()
ცარიელ ადგილებს მოგვიანებით შევავსებ![]()
რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ.
პ.ს. მხოლოდ ახლა ვნახე, რომ დაახლოებით მსგავსი სათაურით თემა ყოფილა კარავზე:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1425
მაკენა, მაპატიე, პლაგიატობაში არ ჩამომართვა, უფრო ტელეპატიაა![]()
მართლა მარგალიტი ხარ რა, მთაშენკ! შენ გაიხარე, თემა ოპერატიულად რომ გახსენი.რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ![]()