guruli
აბაააა, ჩვენი სილამაზის შემხედვარე, მზეს ღრუბლებიდან გამოხედვის ერიდებოდა
Naia
სწორედ მაგ არყის დამსახურება იყო უცებ ფრთები რომ გამოგვესხა და საკმაოდ რთული გზა, მანამდე რომ სრიალ-სრიალით და ფრთხილი ნაბიჯებით ამოვიარეთ სულ კუნტრუშ-კუნტრუშით და სიცილ-კისკისით გავიარეთ 2-ჯერ ნაკლებ დროში
გელა მდინარეში შევარდა რომ გოგოებისთვის ხელი მოიწოდებინა და ხიდზე გადასვლაში დახმარებოდა
გზად ძალიან მხიარულად ვიარეთ, მწკრივში გაბმულები უკან მომავლებს სათქმელს გაფუჭებული ტელეფონივით გადაძახილ-გადმოძახილებით ვაგებინებდით და ამ ხელოვნური ექოთი დიდად ვხალისობდით. გელა რიგში ბოლოს მომავალ სულთანს გადასძახებდა: "სულთან, მიყვარხარო", მერე სათითაოდ ვიმეორებდით ამ ფრაზას, სანამ სულთანთან მიაღწევდა. ახლა იქიდან მოდიოდა პასუხი: "ვისაო, ვისაო?", შემხვედრი პასუხიც არ აგვიანებდა: "გელასო, გელასო", მაგრამ მერე მალევე გამოვასწორეთ: "ყველასო, ყველასოოოო"
მერე ხიდზე ჩამოვსკუპდით და ფოტოები ისე გადავიღეთ. ჯგუფური ფოტო გელამ გადაიღო პაატას აპარატით. იმედია პაატა გვაღირსებს, როცა იქნება
პატარა ხევსურს კალმახები დაეჭირა მდინარეში
