თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Naia » 12 აგვ 2009, 13:39

Mta Mkvarebia
უფ, ეგ საკართანო არ გამახსენო :)

უკვე ეზოში ვიყავით და მარო ბებოს და მის შვილს ვემშვიდობებოდით, რომ მარიმ 'საკართანოს გარეშე როგორ გაგიშვებთო'. ჯერ ვერ მივხვდით რა იყო ეს 'საკართანო'. სანამ ვარკვევდით, მარი არყიანი ჭიქით კახას მივარდა და ძალით გადააკვრევინა ცეცხლივით არაყი :) შემდეგ დანარჩენებს ჩამოგვიარა, მაგრამ ჩვენ უკვე მორალურად მომზადებულნი მაინც შევხვდით ამ საკართანოს :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by guruli » 12 აგვ 2009, 13:42

დედა, დედა - რა ლამაზები ხართ გოგოებო, იმ თუნგებით ხელში. :D უფრო სწორად, თუნგები თქვენს სილამაზეს დამატებით ეშხს სძენს. რა სანახაობა იქნება, მაგ თუნგებით მხარზე წყაროს წყალზე რომ წაგოგმანდ-წამოგოგმანდებით. :D :D
მარიამს კიდევ ყოჩაღ ეთქმის რიტუალის დაცვისთვის!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Nika » 12 აგვ 2009, 13:45

ისე წვიმიან ლაშქრობაში უფრო მაგარი ფოტოები გამოდის. მზე რო გამიიჭყიტება ცა ისეთი ლურჯია დაეცემი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Naia » 12 აგვ 2009, 13:46

Nika wrote:ისე წვიმიან ლაშქრობაში უფრო მაგარი ფოტოები გამოდის. მზე რო გამიიჭყიტება ცა ისეთი ლურჯია დაეცემი.
გეთანხმები

ისეთი ფერები იყო ჩემმა მობილურმაც კი გადასარევი ფოტოები გადაიღო :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:11

guruli
აბაააა, ჩვენი სილამაზის შემხედვარე, მზეს ღრუბლებიდან გამოხედვის ერიდებოდა :lol: :lol: :lol:

Naia
სწორედ მაგ არყის დამსახურება იყო უცებ ფრთები რომ გამოგვესხა და საკმაოდ რთული გზა, მანამდე რომ სრიალ-სრიალით და ფრთხილი ნაბიჯებით ამოვიარეთ სულ კუნტრუშ-კუნტრუშით და სიცილ-კისკისით გავიარეთ 2-ჯერ ნაკლებ დროში :lol:

გელა მდინარეში შევარდა რომ გოგოებისთვის ხელი მოიწოდებინა და ხიდზე გადასვლაში დახმარებოდა :)
Image

Image

გზად ძალიან მხიარულად ვიარეთ, მწკრივში გაბმულები უკან მომავლებს სათქმელს გაფუჭებული ტელეფონივით გადაძახილ-გადმოძახილებით ვაგებინებდით და ამ ხელოვნური ექოთი დიდად ვხალისობდით. გელა რიგში ბოლოს მომავალ სულთანს გადასძახებდა: "სულთან, მიყვარხარო", მერე სათითაოდ ვიმეორებდით ამ ფრაზას, სანამ სულთანთან მიაღწევდა. ახლა იქიდან მოდიოდა პასუხი: "ვისაო, ვისაო?", შემხვედრი პასუხიც არ აგვიანებდა: "გელასო, გელასო", მაგრამ მერე მალევე გამოვასწორეთ: "ყველასო, ყველასოოოო" :lol:

მერე ხიდზე ჩამოვსკუპდით და ფოტოები ისე გადავიღეთ. ჯგუფური ფოტო გელამ გადაიღო პაატას აპარატით. იმედია პაატა გვაღირსებს, როცა იქნება :)

Image

Image

პატარა ხევსურს კალმახები დაეჭირა მდინარეში
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:12

მერე ორწყალს (ორი მდინარის შესართავს) მოვუახლოვდითო, გვითხრა მარიმ და აქ უნდა დავილოცოთო, გამოაძვრინა საიდანღაც ღვინით სავსე ბოთლი, პური და ყველი :)

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:12

Image

Image

Image


Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:13

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:44

ბანაკთან მოახლოებულებმა მაშინვე შევნიშნეთ გიგანტური კოსმიური ხომალდი ჩვენი კარვებს შორის რომ აღმართულიყო. კობას პაატას სამოთახიანი კარავი წამოეღო და მის ფონზე ჩვენი კარვები ჯუჯათა საცხოვრისებად მოჩანდა :lol: . პაატას ვუთხარი კიდეც, რომ მცოდნოდა ასეთი მაგარი კარავი გქონდა მის წამოღებას როგორ არ გირჩევდითთქო. თავიდან რომ გვითხრა დიდი კარვის წამოღებას ვაპირებო, რადგან ადგილები საკმარისი გვქონდა, გადავაფიქრებინეთ, მძიმე იქნება და მისი ტარება ცხენებს გაუჭირდებათთქო. სწორედ ამ დროს წვიმამ დასცხო, ჰოდა თავი ამ ხომალდში შევაფარეთ და მოვკალათდით. რა თქმა უნდა, ყველანი დავეტიეთ :) (ფეხზე მდგარი ადამიანი თავისუფლად ეტეოდა მთელი სიმაღლით :) )

Image

Image

მარი და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ზვიადი :)
Image

მერე საკართანოს ბახუსიდან ოდნავგამოფხიზლებულებმა სადღეგრძელოების სმა ლუდით გავაგრძელეთ. კოსმოსურ ხომალდში გაზის ქურაც შემოვიტანეთ და ზვიადმა გემრიელი სოსისებიც მოგვიხარშა :) .

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 14:48

გელამ თავისი სიმღერები იმღერა და დაუკრა :) . მოგვნატრებია მისი "თუშეთის მთებიდან ხევსურეთს წაგიყვანნნ........., ან "არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალებიიიიიიი.....", ან კიდევ ყველასთვის საყვარელი - "ნაბიჯებს, ნაბიჯებს, ზედ გულზე რატომ მაბიჯებ, მაბიჯებ..." :D

Image

Image

Image

Image

Image

სულგანაბული საზოგადოება :)

Image

Image



გოგოებმაც მშვენივრად იმღერეს. ახლაც ჩამესმის მათი "ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო.... :wink:".

Image

Image

Image

Image

სიმღერებს საინტერესო საუბრები ენაცვლებოდა, ბევრი რამ მოგვითხრეს.
უკვე გვიანი იყო რომ დავიშალეთ.
Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mrs. Robinson » 12 აგვ 2009, 15:55

მაგრებო! ყოჩაღად გივლიათ!!!!!!!! :D

მთაშენკა მადლობა. შენი ფოტოების თვალიერება ყოველთვის მიყვარს, თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც რომ არასდროს ტოვებ უყურადღებოდ.
ნამდვილად მშვენიერი რეპორტაჟია. აქ დარჩენილებს თუშეთ-ხევსურეთი თავის ლამაზი ფერებით და შეგრძნებებით ჩამოგვიტანე.... :)

პ.ს. პატარა თაია როგორი გოგო გახდა? ფოტო ხომ არ გაქვს შემთხვევით? :oops:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 16:00

Mrs. Robinson
მიხარია, თუ მოგეწონა ჩემი თვალით დანახული თუშეთ-ხევსურეთი, მარი :D

თაიას ერთხელ მოვკარი მხოლოდ თვალი, რომ მივესალმე და მოვიკითხე, მერე სადღაც დაგვეკარგა, ჰოდა ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე :( , მაგრამ პაატა გადაიღებდა, 2 დღე მათთან ერთად იყო.




შემდეგ დილით ადრე ავდექით და გამოსამგზავრებლად მოვემზადეთ. კარვები ავკეცეთ, ბარგი მინიბუსში ჩავალაგეთ და გამოვემგზავრეთ.

Image

გზად მუცოში გავჩერდით, ვინც წინა დღეს ასვლა ვერ მოახერხა, იმ დრეს მოინახულა ციხე.
Image

მე კვლავ ყვავილების გადაღება ვარჩიე :oops:

Image

Image

Image

Image


Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 16:03

მერე გავემართეთ შატილისკენ, მაგრამ გზად ანატორი მოვინახულეთ

Image

Image

Image


Image

Image


Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 16:05

ცეკვა ხევსურული :)

Image

ცეკვა ხევსურული II

Image

Image

Image

Image

ისეთი მოსიყვარულე ძაღლი შეგვხვდა შატილშიც, კინაღამ გადაგვყარა მე და მარი საცალფეხო ხიდიდან მდინარეში :)

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2009, 16:20

შატილიდან გზა გავაგრძელეთ და რადგან წვიმამ მოგვისწრო, დათვისჯვარზე გადასვლა გზის ატალახებამდე გვერჩივნა, კისტანთან და ლებაისკართან მხოლოდ ფოტოების გადასაღებად შევჩერდით

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]