არც ის მითქვამს, რომ 21-ე საუკუნეში ვიღაცას იმ მთებში სიბნელეში ჯდომა, ცივილიზაციისგან იძულებით მოწყვეტა და ასეთი გმირული თვითგვემით ცოცხლად მსხვერპლშეწირვა მოვთხოვოთ. მე ვთქვი, მთავრობას მოვთხოვოთ, რომ ვიღაც 21-ე საუკუნის მთაში სიბნელეში არ იჯდეს.
აქ zura N-მ დაწერა, რომ შატილში ჰესი არისო. ვაკის პარკში ჩვენი პირველი შეხვედრისას - დაიაურების ოჯახის დახმარებაზე რომ ვბჭობდით, კაუკასიკამ ისაუბრა ორი ხევსურეთის მცნებაზე - შატილამდე და იმის იქით, რომ *იმის იქითა ხევსურეთი* არავის აინტერესებს. არადა, მარტო შატილის პატრონობა რომ არ შველის, ამას გელა დაიაურის ინტერვიუც ადასტურებს.
და რაც შეეხება ხევსურეთისა და თუშეთის სასაზღვრო მდებარობის შედარებას, მიხა არაბული ხევსურია და თუ წუხს გადამთიელთა შემოსვლის საფრთხეზე, სამართლიანად. სხვათა შორის, თუშეთის მხარეს საზღვრები არ გადმოუწევიათ, სწორედ ხევსურეთში გადმოწიეს.
Kakha
არა, კახა, მთავრობა არაფერ შუაშია, ხალხმა გააკეთა. და გზის გაკეთების ან მისი შენახვის ხარჯებს რაც შეეხება, თუ ეს ქვეყნის სტრატეგიას სჭირდება, მთავრობა მაგაზე უნდა წავიდეს. ეგრე საქართველოში უამრავი სოფელია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია და მაგიტომ გზა არ უნდა გაუკეთონ? გეთანხმები dependency - ამ ტერმინის გააზრებაშიც და მაგიტომ ვამბობ, ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას პირობები, რათა ჯერ აწარმოონ, მერე კი გაასაღონ ის პროდუქცია.რაც შეეხება ენრგომომარაგებას თუ გურიაში მოახერხეს რატომ ხევსურეთში ვერ უნდა მოახერხონ (თუ გურიაში მთავრობამ გააკეთა - რაღაც არ მჯერა).
Giorgi Bagrationi - დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.