ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 02 ნოე 2006, 12:24

მგონი, არასწორად გამიგეთ. მე არ მითქვამს, რომ ამ გლობალური პრობლემების გადაჭრა ჩვენ დავიწყოთ. პირიქით, ის ვთქვი, რომ ჩვენ საამისო ბერკეტები არ გაგვაჩნია. არც ის მითქვამს, რომ მთავრობას გზის გაკეთებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვით მივადგეთ. მე ის ვთქვი, რომ ამათი მოგვარება ხელისუფლების პირდაპირი ვალია, ჩვენ კი შეგვიძლია, მათ ამის გაკეთება მოვთხოვოთ. საამისოდ შეგვიძლია იგივე მედია-საშუალებების გამოყენება, პირადი კავშირების დამყარება. საზოგადოების ვალი ხელისუფლების კონტროლიცაა და მექანიზმი საამისოდაც მოიძებნება.
არც ის მითქვამს, რომ 21-ე საუკუნეში ვიღაცას იმ მთებში სიბნელეში ჯდომა, ცივილიზაციისგან იძულებით მოწყვეტა და ასეთი გმირული თვითგვემით ცოცხლად მსხვერპლშეწირვა მოვთხოვოთ. მე ვთქვი, მთავრობას მოვთხოვოთ, რომ ვიღაც 21-ე საუკუნის მთაში სიბნელეში არ იჯდეს.
აქ zura N-მ დაწერა, რომ შატილში ჰესი არისო. ვაკის პარკში ჩვენი პირველი შეხვედრისას - დაიაურების ოჯახის დახმარებაზე რომ ვბჭობდით, კაუკასიკამ ისაუბრა ორი ხევსურეთის მცნებაზე - შატილამდე და იმის იქით, რომ *იმის იქითა ხევსურეთი* არავის აინტერესებს. არადა, მარტო შატილის პატრონობა რომ არ შველის, ამას გელა დაიაურის ინტერვიუც ადასტურებს.
და რაც შეეხება ხევსურეთისა და თუშეთის სასაზღვრო მდებარობის შედარებას, მიხა არაბული ხევსურია და თუ წუხს გადამთიელთა შემოსვლის საფრთხეზე, სამართლიანად. სხვათა შორის, თუშეთის მხარეს საზღვრები არ გადმოუწევიათ, სწორედ ხევსურეთში გადმოწიეს.

Kakha
რაც შეეხება ენრგომომარაგებას თუ გურიაში მოახერხეს რატომ ხევსურეთში ვერ უნდა მოახერხონ (თუ გურიაში მთავრობამ გააკეთა - რაღაც არ მჯერა).
არა, კახა, მთავრობა არაფერ შუაშია, ხალხმა გააკეთა. და გზის გაკეთების ან მისი შენახვის ხარჯებს რაც შეეხება, თუ ეს ქვეყნის სტრატეგიას სჭირდება, მთავრობა მაგაზე უნდა წავიდეს. ეგრე საქართველოში უამრავი სოფელია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია და მაგიტომ გზა არ უნდა გაუკეთონ? გეთანხმები dependency - ამ ტერმინის გააზრებაშიც და მაგიტომ ვამბობ, ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას პირობები, რათა ჯერ აწარმოონ, მერე კი გაასაღონ ის პროდუქცია.
Giorgi Bagrationi - დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 03 ნოე 2006, 00:47

გურიაში შეიძლება მართლა ხალხმა გააკეთა ჰესი, მაგრამ ხევსურეთში ბევრად უფრო რთულია ამის გაკეთება. იქ ამისათვის არც მასალაა და არც საშულება იმისა რომ საიდანმე ჩამოიტანო ცუდი გზების გამო :(
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 03 ნოე 2006, 11:41

zura N. wrote:გურიაში შეიძლება მართლა ხალხმა გააკეთა ჰესი, მაგრამ ხევსურეთში ბევრად უფრო რთულია ამის გაკეთება. იქ ამისათვის არც მასალაა და არც საშულება იმისა რომ საიდანმე ჩამოიტანო ცუდი გზების გამო :(
თუ დამიჯერებთ, არავითარი მასალა არ სჭირდება იმას. ხომ ვთქვი, 12 ვოლტს ჩვეულებრივი ონკანიდან იღებენ. თანაც, ხევსურეთში თავად წყლის რესურსი და ვარდნის კოეფიციენტი მთების უფრო ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეტია.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Archil » 03 ნოე 2006, 19:18

ერთი რამე ცხადია. თუ კოდორის ხეობამ ფუნქცია (აფხაზეთზე ზემოქმედების) ფუნქცია შეიძინა, იგი მაშინათვე მოთხოვნილი და მოწესრიგებული გახდა. რაღაცა უნდა იქნეს მოფიქრებული, რის გამოც მოთხოვნა ხევსურეთზეც გაჩნდეს. ეს შეძლება იყოს ტურიზმი, ხორცის დამუშავება, დღესასწაულების მოწყობა, რომელიც შატილივით ცნობილს გახდის იქაურობას. ასევე აუცილებელია მოქმედება იმ მიმართულებით, რომ სამედიცინო წერტილი, გამართული სკოლა (მიშა სააკაშვილმა რომ იძახოს შატილშიც თანამედროვე სკოლა გვაქვსო - ამ მოტივაციაზეც წამოვლენ), დენი, ტელეფონი, ტელევიზია იყოს. ამაში შეუძლებელი არაფერია მგონია. უნდა შევიკრიბოთ და დავადგეთ მინისტრებს. სურათები ვანახოთ და ეგეთები. თუ არ უთახრი, ვერც გაიგებენ, ჩვენსავით კი არ დაადგებიან გზას და მივლენ მთაში. ეტყვი, პიარ-კომპანია და ეგეთებიც საჭიროა. ტელევიზია, გაზეთები, ეს პრობლემა სულ მუდამ უნდა ტრიალებდეს ჰაერში - ეგრე კეთდება საქმე. კოდორშიც ერთ დღეში არ ასულან, მანამდე ბევრჯერ მოიხსენიებოდა ეს ადგილი.

გვალვას იდეა მომწონს, ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იქ გადაღებული სურათები მაგრად იმუშავებს - ეგრე მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილას ცხოვრობენ და თავიანთი რეპორტებისათვის მაგრად გამოადგებათ ამისთანა მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანეს ხალხი. რეალურობაში შედეგი რა თქმა უნდა ნაკლები ექნებათ, ვიდრე დაწერენ, მაგრამ ვინ ჩივის, რამე დაახარჯონ მაგ კუთხეს და რაღაცა მაინც შესძინონ. ბიზნესმენების შეწუხებაც შეიძლება, ლუდს რომ უშვებენ, არდოტის სახელითაც გამოუშვან და მოგების 1 პროცენტიც რომ დაახარჯონ ამ სოფელს, ეგეც ხეირია.

ერთი სიტყვით მუშა ჯგუფი უნდა შეიკრიბოს და ვიმსჯელოთ ვის რა შეგვიძლია. ზოგი საინისტროებში წავიდეს, ზოგი ბიზნესმენებთან, ზოგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვის სად მეტი ბლატი აქვს და რაღაცა გამოვა.

ერთიო სიტყვით ამ კუთხის ფუნქციაზე უნდა ვიფიქროთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by caucasica » 07 ნოე 2006, 14:31

აბა გამარჯობა ხალხო!!!
მე რაღაც გვიან გიერთდებით კომპის პრობლემა მქონდა...
აქ ძალიან საინტერესო აზრები გამოითქვა, ვეთანხმები რომ რაღაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რასაც ერთჯერადი ეფექტი არ ექნება...მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კონკრეტული პრობლემაა და კონკრეტულად უნდა მივუდგეთ და არა როგორც ზოგადად მთის პრობლემასს...
პირველ რიგში მაინც არსებული პრობლემების შესწავლა აუცილებელი...
ერთ-ერთი და მთვარი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტია(ინფორმაციული ვაკუუმი, აქ არ ვგულისხმობ ინტერნეტს:)და ეს დეფიციტი არის ორმხრივი(ხხევსურებს-იქ, და მთავრობა-აქ).
ნიკო არდოტელის ოჯახი იმიტომ მოდის ბარში რომ 21 საუკუნეში მის ბავშვებს არ აქვს საშუალება მიიღოს ელემენტარული ზოგადი განათლება,..

არიან არასამთვრობოები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ ადგილობრივებს:
1. "ელკანა"რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაზე.
2. საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი(http://www.webmix.ge/svaneti/geo/about.htm)
: რომლებმაც საინტერესო ტრენინგები და სამუშაოები ჩაატარეს სვანეთში, კერძოდ ოჯახური სასტუმროს გამართვა, მენეჯმენტი, მომსახურება და სხვა..

და ალბათ ასეთი მრავალი ორგანიზაციაა..თუნდაც იუსაიდი,მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა ანდა გუშინ მოვისმინე ბიზნეს კურიერში რომ საქართველოში დაიწყო "შვედეთის მთავრობის" მერ დაფინანსებული პროექტი რომელიც ითვალისწინებ 25 რძის მიმღები პუნქტის გახსნას საქართველოს სოფლებში, მაგრამ ხევსურეთი არაა გათვალისწინებული...

P.S.კარგია რომ არიან თქვენნაირი ადამიანები, რომლებმაც სხვისი გაჭირვება გულთან მიიტანეს და.. მაგრამ მე მგნია ამ "ფორმით" ფორუმზე წერილების წერით საქმეს ვერ გაკეთდება...ისე 5-6 წელში ხევსურეთში იქნება კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურა მაგრამ ხევსურების გარეშე...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 07 ნოე 2006, 14:40

caucasica
ინფორმაციების მიწოდება მაგ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც კარგი იქნება. არ გამოვრიცხავ, არც მაგათ გააჩნდეთ სათანადო ინფორმაცია ხევსურეთზე. პირადად ჩემთვის ეგ არასამთავრობოებიც აღმოჩენაა - მაგ სფეროსთან შეხება არ მაქვს და არ ვიცი, ამდენი ვინმე თუ ეხმარება საქართველოს. კიდევ უფრო კარგი, თუ ეგენი ქაღალდზე არ არსებობენ და პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნიათ. მაგალითად, სვანეთში კერძო ოჯახური სასტუმროების მოსაწყობად.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by caucasica » 07 ნოე 2006, 14:51

guruli
სათანადო ინფორმაცია ხევსურეთზე ალბათ ნაკლებათ...
და რატომ არ ინტერესდებიან არ ვიცი..(მანდ ალბათ სხა ამბებიცაა)
ასევე უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამები??/
მე ვფიქრობ ხევსურეთი იმდენად პატარაა , რომ მთავარია სურვილი იყოს და მისი წელში გამართვა პრობლემა არაა... აქ ასვალტირებულ გზაზე საუბარი არაა , ამ ეტაპზე გზა ნაკლებად პრობლემატურია, უფრო სხვა პრობლემებია(ტელევიზია, რადიო,კომუნიკაცია, დენი ) არადა სასაზღვრო რაიონია და და ერთი ანტენა საზღვრის გასაკონტროლებლადაც არ აწყენდათ,დენიც თუ მინი გესი ვერ ეწყობა , ელექტროხაზები მაინც გაიყვანონ, როცა უშგულშია დენი 24 სთ.. ...
რაც ალბათ არასამთავროებმა უნდა შეისწავლონ, შეადგინონ მენეჯმენტის გეგმა და სახელმწიფომ კი სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინოს...
თუშეთში როგორი წარმატებიტ გამოიყენეს გრანტები კი გეცოდინება და

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 07 ნოე 2006, 15:01

caucasica
ასფალტზე არც მე ვლაპარაკობ, მაგრამ გზის პრობლემა ნუთუ მართლა ასე მოგვარებულია?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by caucasica » 07 ნოე 2006, 15:11

guruli
გზას რაც შეეხება მოსახლეობა დიდი ხანია გრუნტის გზას შეეგუა, უბრალოდ საჭიროა დროზე მიეწოდოთ ხოლმე საწვავი რათა ტრაქტორმა დროულად შეძლოს გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Archil » 07 ნოე 2006, 15:46

იდეა გამიჩნდა. ისევ ებრაელების დახმარებით :) გახსოვთ ანდაკში როცა გადავდიოდით ებრაელები რომ შეგვხვდნენ? ომალოდან მოდიოდნენ. ეს მარშრუტი რომ გაპიარდეს, მის ტრასაზეც ვინც ცხოვრობს, იმათ რაღაცა ფუნქცია მიეცემათ (გამცილებელი, ღამის გასათევი, საჭმლის მიმწოდებელი) და დასაქმდება ხალხი. თან ბუნებაც შენარჩუნდება, თავისი შრომითაც იშოვიან შემოსავალს და მთის პატრონებადაც დარჩებიან. ფლორა და ფაუნაც არ დაზიანდება. როგორ მოგწონთ შატილი-ომალო მარშრუტი? თავისი გზის მაჩვენებლებიანად და ღამის გასათევებიანად? თან რთულიც არაა მაგის მოწყობა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 07 ნოე 2006, 15:46

caucasica wrote:guruli
უბრალოდ საჭიროა დროზე მიეწოდოთ ხოლმე საწვავი რათა ტრაქტორმა დროულად შეძლოს გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.
და გზის გაკეთებაში მეც მაგას ვგულისხმობ და არა ასფალტს, რომ იქ მისვლის პრობლემა არ იყოს და ჩამონაშალების გამო გზაში არ მოუწიოთ ღამეების თევა. თან, ბევრ სოფელში ფიზიკურადაც რომ არ მიდის, ხომ შეიძლება, ეგ უბრალო გრუნტის გზა მაინც გაიჭრას...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Archil » 07 ნოე 2006, 15:49

გზას რაც შეეხება, არსებობს ისეთი გზის საფარებიც, რომლებიც ხევსურეთისათვის დამახასიათებელი კლიმატისათვის არის განკუთვნილი. გასამაგრებელი სამუშაოები და ამდენი ხარჯიც აღარ იქნება საჭირო ყოველწლიურად.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 07 ნოე 2006, 16:06

Archil wrote:გზას რაც შეეხება, არსებობს ისეთი გზის საფარებიც, რომლებიც ხევსურეთისათვის დამახასიათებელი კლიმატისათვის არის განკუთვნილი. გასამაგრებელი სამუშაოები და ამდენი ხარჯიც აღარ იქნება საჭირო ყოველწლიურად.
აგაშენა ღმერთმა.

User avatar
iduka
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 11 სექ 2006, 16:38
Location: khevsureti.datvijvari
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by iduka » 10 ნოე 2006, 19:41

ესაა ჩემი ნათქვამი! რამდენი ვიფიქრე რა დამეწერა და აი...

"კიდევაც ვნახავ ხევსურეთს!
კიდეც ვილოცებ გუდანს!
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები.
უნდა მივხედოთ ანდა კი,
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს.
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მაჰკლებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა.
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი.
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი.
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები.
სალოცავს ჰყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი, ძროხები.
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით.
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით.
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს!
კიდეც ვილოცებ გუდანს!
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!"
\ლადო ჭინჭარაული\


გაიხარეთ!
ამ პრობლემაზე დიდი ხანია ვფიქრობ. caucasica გამაცნო ამ თემამ. ვისაუბრეთ ბევრი მაგრამ? "დროებასაც" მივწერე ზუსტად ამ საკითხზე რაც აქაა განხილული მაგრამ არავინ გამომხმაურებია. გელა დაიაურთან შეთანხმებით, ჩვენ ყველანაირ პირობებს შევპირდით გადამღებ ჯგუფს რაც ხევსურეთში დასჭირდებოდათ მაგრამ ამაოდ? ხევსურეთის პოპულარიზაციაა საზოგადოებაში საჭირო პირველ რიგში და ეს თხოვნა გვქონდა "დროებასთან"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Archil » 23 ნოე 2006, 14:48

იდეა გამიჩნდა, გავიგოთ ხევსურეთში რამდენი ბავშვია დარჩენილი, როდის მიფრინავს ვერტმფრენი და საახალწლოდ საჩუქარი გავუმზადოთ. ვფიქრობ დრო საკმაოდაა და მოვახერხებთ. მაგ ხალხს ყურადღება უფრო სიამოვნებს ვიდრე ფქვილით სავსე ტომრები. რას იტყვით?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]